დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4594 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/03/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 10/04/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 310.060.000.05.001.002.786 |
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27-30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. ნებართვა – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ან თვითმმართველი ქალაქის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით.“;
ბ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი ადმინისტრაცია.“.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის დარგში
კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის დარგში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის და ამ დარგში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს ადმინისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ადმინისტრაციის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.“.
4. 51 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 52 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს ადმინისტრაცია ნებართვის მაძიებლის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს ადმინისტრაცია, თუ საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.
6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადმინისტრაცია მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში არეგულირებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის.“.
7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
8. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთების (სახიფათო, დიდგაბარიტიანი, მძიმეწონიანი, მალფუჭებადი და სხვა) გადაზიდვის პირობები და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
9. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 30 მარტი.
№4594– Iს
დოკუმენტის კომენტარები