დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 849 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 29/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 310.060.000.05.001.003.404 |
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27–30, მუხ. 575) მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება დარგის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება და კონტროლი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 23 დეკემბერი.
№849–რს
დოკუმენტის კომენტარები