დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 700 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/04/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 27-30, 28/04/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 310.060.000.05.001.000.104 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (24/06/2005 - 25/05/2006)
საქართველოს კანონი
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.
კანონი ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ყველა მფლობელზე, საავტომობილო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ყველა მონაწილეზე მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაქვემდებარებისა.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
1. საავტომობილო ტრანსპორტი – ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
2. საავტომობილო გზა – მყარი საფარის მქონე მაკავშირებელი სავალი ზოლი, რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნების გარდა, რომელიც ღიაა საერთო მოძრაობისათვის და უმთავრესად განკუთვნილია საკუთარი თვლებით გადაადგილებადი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მათ შორის, ხიდები, გვირაბები, მზიდი კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები და გზათა განშტოებები.
3. მოძრაობა – ტრანსპორტის საშუალებების გადაადგილება გზაზე, როცა ერთი ტრანსპორტის საშუალება გადაიზიდება სხვა ტრანსპორტის საშუალებით. მხედველობაში მიიღება მხოლოდ გადამზიდავი ტრანსპორტის საშუალების გადაადგილება.
4. საავტომობილო ტრანსპორტირება – გზაზე ორ პუნქტს შორის მოძრაობის მართვადი პროცესი როგორც საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების გზისა და მძღოლის (ოპერატორის) ურთიერთობის შედეგი.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალება – გზაზე ძალის მეშვეობით გადაადგილებადი, მძღოლის (ოპერატორის) მიერ მართვადი, ურელსოდ მოძრაობისათვის განკუთვნილი თვლებიანი მექანიზმი.
6. მძღოლი (ოპერატორი) – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების გზაზე გადაადგილების მართვას დადგენილი წესით.
7. საავტომობილო გადაზიდვა (გადაყვანა) – გზაზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის (მგზავრის) გადატანა (გადაყვანა).
8. გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ან განკარგავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს მგზავრთა გადაყვანასა და სატვირთო გადაზიდვებს.
9. ავტობუსი – მგზავრთა გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტომობილი 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა.
10. (ამოღებულია).
11. ადგილობრივი საქალაქო სამგზავრო გადაყვანა – მგზავრების გადაყვანა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით, ქალაქის ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში.
12. (ამოღებულია).
13. (ამოღებულია).
14. (ამოღებულია).
15. (ამოღებულია).
16. მოწმობა მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მძღოლმა გაიარა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული სათანადო მომზადება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში.
17. ნებართვა – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ან ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით.
18. რეგულარული გადაყვანა – მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც სრულდება იმ განსაზღვრულ მარშრუტზე, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს.
19. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული სამგზავრო გადაყვანა (ჩასხდომა და გადმოსხდომა) ან სატვირთო გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა), მათ შორის, ტრანზიტი, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით.
20. სახიფათო ტვირთი – ტვირთი, რომელიც ოფიციალურად, საერთაშორისო ნორმებით კლასიფიცირებულია როგორც სახიფათო.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2000 წლის 28 ივნის ის კანონი № 426 - სსმ I, № 27 , 17 .0 7 . 2000 წ., მუხ. 79
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 2. კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში
კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 3. საავტომობილო ტრანსპორტი და მისი ამოცანები
1. საავტომობილო ტრანსპორტი არის საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ნაწილი და მისი მიზანია დააკმაყოფილოს მოსახლეობის და ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებანი გადაყვანა-გადაზიდვებისა და სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებაზე.
2. საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ამოცანებია:
ა) გადაიყვანოს მგზავრები, გადაზიდოს ტვირთი;
ბ) გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სატრანსპორტო-საექსპედიციო და სხვა სახეობის მომსახურება;
გ) უზრუნველყოს გადაზიდვის პროცესში ტვირთის დაცვა.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
მუხლი 4. საავტომობილო ტრანსპორტის მართვა
1. საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) საავტომობილო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი მიმართულების შემუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი;
ბ) დარგის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება.
2. საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობაზე და ამ სფეროში მოქმედ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2000 წლის 28 ივნის ის კანონი № 426 - სსმ I, № 27 , 17 .0 7 . 2000 წ., მუხ. 79
საქართველოს 200 1 წლის 2 0 ივლის ის კანონი № 1022 - სსმ I, № 24 , 01 .0 8 . 2001 წ., მუხ. 98
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 5. (ამოღებულია)
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 1999 წლის 9 ივნის ის კანონი № 2068 - სსმ I, № 24(31) , 26 .0 6 . 1999 წ., მუხ. 108
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 5 1 . სანებართვო საქმიანობის სახეები
საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქმიანობის განხორციელების უფლება გააჩნია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ნებართვა გაიცემა საქმიანობათა მხოლოდ შემდეგ სახეობებზე:
ა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა;
დ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით), რომელიც ხორციელდება უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ.
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 52. ნებართვების გამცემი ორგანოები
1. 5 1 მუხლის „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ ნებართვის მაძიებლის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
2. 5 1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ. ნებართვის გაცემის წესი დგინდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ნებართვის გაცემის პროცედურის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საჯაროობა.
3. ნებართვის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, კონტროლისა და გაუქმების წესი დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 53. ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები
ნებართვის მაძიებელმა ამ კანონის 5 1 მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ნებართვის გამცემ ორგანოს დამატებით უნდა წარუდგინოს:
ა) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) ფლობის და სავალდებულო წლიური ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი საბუთები;
ბ) შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მართვის მოწმობის ასლი;
გ) 51 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის დამატებით საჭიროა:
გ.ა) ცნობა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
გ.ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბუთები.
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 5 4 . (ამოღებულია)
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 5 5 . (ამოღებულია)
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 5 6 . ნებართვის მოქმედების ვადა
1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, აგრეთვე ადგილობრივი სატაქსო (მსუბუქი ავტომობილით, 7 კაცამდე) გადაყვანის ნებართვის გაცემის ვადას – ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანო.
2. 5 1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა ერთი წლის ვადით.
3. 5 1 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, კონკრეტული გადაყვანის განხორციელების ვადით.
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 200 4 წლის 13 აგვისტო ს კანონი № 385 - სსმ I, № 23 , 24 . 08 . 2004 წ., მუხ. 117
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 57. საქმიანობის შემოწმება
ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის სახეების განხორციელება სახელმწიფო ნებართვის გარეშე დაუშვებელია. აღნიშნული აკრძალვა ექვემდებარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ კონტროლს.
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 5 8 . ნებართვის გაუქმება
1. ნებართვის გაუქმება ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ნებართვის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონის 5 3 მუხლით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა;
ბ) როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებით დაწესებულია შეზღუდვა, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის გაცემიდან ერთი თვის განმავლობაში ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის დაუწყებლობა.
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა
1. საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებულ პირებს უფლება აქვთ განახორციელონ საგარეო ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის რეგულირებას საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე და აკონტროლებს მათ მოთხოვნათა შესრულებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სასაზღვრო გადასასვლელების ჩათვლით. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებაზე.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 7. (ამოღებულია)
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 8. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1. სატრანსპორტო საშუალებანი, რომლებიც დადგენილი წესით არ არიან რეგისტრირებული, საექსპლუატაციოდ არ დაიშვება.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სანებართვო პირობებს, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და მოთხოვნებს.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრ ის კანონი № 1151 - პარლამენტის უწყებანი № 47-48 , 31 . 12 . 1997 წ., გვ . 161
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 9. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ეძლევა პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის დამადასტურებლადაც გაიცემა დადგენილი ნიმუშის საბუთი.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობა განისაზღვრება საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრ ის კანონი № 1151 - პარლამენტის უწყებანი № 47-48 , 31 . 12 . 1997 წ., გვ . 161
მუხლი 10. მოძრაობის უსაფრთხოება
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები (მძღოლები) საავტომობილო გზებზე მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის დროს ვალდებული არიან უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება.
2. ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიაქტიური და მომწამლავი ტვირთის გადაზიდვა უნდა მოხდეს ტვირთის და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელის პასუხისმგებლობითა და მეთვალყურეობით, საგზაო პოლიციის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ორგანოებით, საგზაო პოლიციის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ორგანოების თანხმობით მარშრუტის მთელ მანძილზე.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
მუხლი 11. მუშაობის ორგანიზაცია საგანგებო ვითარებაში
საგანგებო ვითარების (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი და სხვა) შემთხვევაში საავტომობილო ტრანსპორტის ყველა საწარმო და ორგანიზაცია გადადის გაძლიერებულ მზადყოფნის მდგომარეობაში დაზიანების ზონიდან მოსახლეობის გამოსაყვანად და მატერიალურ ფასეულობათა გამოსაზიდად, რისთვისაც სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიყვანოს ყველა სახეობის ავტომობილი, მათი კუთვნილების მიუხედავად, ხარჯების შემდგომი ანაზღაურებით.
მუხლი 12. ტარიფები საავტომობილო ტრანსპორტში
1. საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის ტარიფებს არეგულირებს „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი.
2. საავტომობილო ტრანსპორტით შეღავათიან და უფასო მომსახურებას ანაზღაურებს მათი დამწესებელი.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2000 წლის 28 ივნის ის კანონი № 426 - სსმ I, № 27 , 17 .0 7 . 2000 წ., მუხ. 79
მუხლი 13. გარდამავალი დებულება
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, დამოუკიდებელმა ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ – საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა ამ კანონთან.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
1995 წლის 4 აპრილი
N700-11ს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.24
2. საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი №1151- პარლამენტის უწყებანი №47-48, 31.12.1997 წ., გვ.161
3. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2068 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.108
4. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
5. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
6. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №426 - სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.79
7. საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1022 - სსმ I, №24, 01.08.2001 წ., მუხ.98
8. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235
9. საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №385 - სსმ I, №23, 24.08.2004 წ., მუხ.117
10. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267
დოკუმენტის კომენტარები