„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1778
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 18/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.05.001.001.917
  • Word
1778
24/06/2005
სსმ, 40, 18/07/2005
310.060.000.05.001.001.917
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

�საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1

�საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994�1995, №№27-30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-10, მე-12 � მე-15 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�17. ნებართვა � საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ან ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით.�.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 2. კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში

კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.�.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 4. საავტომობილო ტრანსპორტის მართვა

1. საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) საავტომობილო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი მიმართულების შემუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი;

ბ) დარგის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება.

2. საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობაზე და ამ სფეროში მოქმედ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო � საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია.�.

4. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 51�53 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 5 1 . სანებართვო საქმიანობის სახეები

საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქმიანობის განხორციელების უფლება გააჩნია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ნებართვა გაიცემა საქმიანობათა მხოლოდ შემდეგ სახეობებზე:

ა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა;

დ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით), რომელიც ხორციელდება უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ.

��� მუხლი 52. ნებართვების გამცემი ორგანოები

1. 5 1 მუხლის �ბ� �გ� და �დ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ ნებართვის მაძიებლის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

2. 5 1 მუხლის �ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ. ნებართვის გაცემის წესი დგინდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ნებართვის გაცემის პროცედურის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საჯაროობა.

3. ნებართვის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, კონტროლისა და გაუქმების წესი დგინდება �ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ� საქართველოს კანონით.

��� მუხლი 53. ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები

ნებართვის მაძიებელმა ამ კანონის 5 1 მუხლის �ბ�, �გ� და �დ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად �ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ნებართვის გამცემ ორგანოს დამატებით უნდა წარუდგინოს:

ა) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) ფლობის და სავალდებულო წლიური ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი საბუთები;

ბ) შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მართვის მოწმობის ასლი;

გ) 51 მუხლის �ბ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის დამატებით საჭიროა:

გ.ა) ცნობა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

გ.ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბუთები.�.

6. 54 და 55 მუხლები ამოღებულ იქნეს.

7. 56�58 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 5 6 . ნებართვის მოქმედების ვადა

1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, აგრეთვე ადგილობრივი სატაქსო (მსუბუქი ავტომობილით, 7 კაცამდე) გადაყვანის ნებართვის გაცემის ვადას � ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანო.

2. 5 1 მუხლის �ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა ერთი წლის ვადით.

3. 5 1 მუხლის �ბ� და �დ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, კონკრეტული გადაყვანის განხორციელების ვადით.

��� მუხლი 57.საქმიანობის შემოწმება

ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის სახეების განხორციელება სახელმწიფო ნებართვის გარეშე დაუშვებელია. აღნიშნული აკრძალვა ექვემდებარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ კონტროლს.

��� მუხლი 5 8 . ნებართვის გაუქმება

1. ნებართვის გაუქმება ხდება �ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ნებართვის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონის 5 3 მუხლით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა;

ბ) როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებით დაწესებულია შეზღუდვა, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის გაცემიდან ერთი თვის განმავლობაში ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის დაუწყებლობა.�.

8. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო � საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის რეგულირებას საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე და აკონტროლებს მათ მოთხოვნათა შესრულებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სასაზღვრო გადასასვლელების ჩათვლით. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებაზე.�.

9. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 8. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული მოთხოვნები

1. სატრანსპორტო საშუალებანი, რომლებიც დადგენილი წესით არ არიან რეგისტრირებული, საექსპლუატაციოდ არ დაიშვება.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სანებართვო პირობებს, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და მოთხოვნებს.�.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:

��� ��მუხლი 13. გარდამავალი დებულება

საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, დამოუკიდებელმა ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ � საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა ამ კანონთან.�.

��� მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 24 ივნისი.

№1778 რს