დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5643 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 27/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.060.000.05.001.003.100 |
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, ხოლო თბილისის ტერიტორიაზე თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით თბილისის ან თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“.
2. 52 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ნებართვის გაცემის წესი დგინდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ნებართვის გაცემის პროცედურის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საჯაროობა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 18 დეკემბერი.
№5643–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები