დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4308 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 04/01/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.001.002.718 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (14/12/2007 - 19/03/2008)
საქართველოს კანონი
ამ კანონის მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული სანებართვო, სარეგისტრაციო, საექსპერტო, საინფორმაციო და ამ კანონით განსაზღვრული სხვა სახის მომსახურების სამართლებრივი მოწესრიგება, აღნიშნულ სფეროებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს, საფასურის განაკვეთებს, მათი გადახდის წესსა და პირობებს.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – ამ კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დებულებას ამტკიცებს და ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
ბ) საფასური – ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის;
გ) მომსახურება – სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ნებართვების გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემა; იარაღის ცალკეული ეგზემპლარის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის რეგისტრაცია; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაცია (რეგისტრაციაში ცვლილებები) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; სატრანსპორტო საშუალების ან ტრაქტორის მართვის უფლების მინიჭება და შესაბამისი მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა, საფელდიეგერო მომსახურება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაზე უფრო შემჭიდროებულ დროში;
ე) იარაღი – ამ კანონის მიზნებისათვის, სამოქალაქო იარაღის შემდეგი სახეობები:
ე.ა) სანადირო ხრახნილლულიანი, გლუვლულიანი და კომბინირებული იარაღი;
ე.ბ) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი);
ე.გ) გაზის იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი);
ე.დ) მოკლეგლუვლულიანი იარაღი;
ე.ე) სასპორტო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ვ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აღინიშნება:
ვ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად ასახული მონაცემები;
ვ.ბ) ინფორმაცია რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (არის თუ არა იგი სამართლებრივად დატვირთული ან უფლებრივად შეზღუდული);
ზ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების უფლებას;
თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, მოგირავნის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, სააგენტოს ვალდებულება, დაინტერესებული პირის განცხადება დაგირავებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სარეგისტრაციო ცვლილებების განხორციელების თაობაზე არ დააკმაყოფილოს სამი სამუშაო დღის განმავლობაში და აღნიშნული გარემოება აცნობოს მოგირავნეს;
ი) დათვალიერების აქტი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი, რომელსაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მისი რეკვიზიტების წარმოდგენილ დოკუმენტებთან შედარების შედეგად ადგენს უფლებამოსილი პირი;
კ) შიდა ტრანზიტი – ქვეყნის შიგნით მოქმედი სატრანსპორტო საშუალების დროებითი სარეგისტრაციო ნიშანი, რომელიც გაიცემა უცხო ქვეყანაში აღრიცხვიდან მოხსნილ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოში შემოიყვანეს რეგისტრაციის მიზნით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ მითითებული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 60 დღისა;
კ1) გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი – მრავალჯერადი გამოყენების შიდა ტრანზიტი, რომელიც გაიცემა 365 დღის ვადით;
ლ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, მოპედის გარდა, აგრეთვე ყველა სახის ტრაქტორი, მისაბმელი და თვითმავალი მანქანა;
მ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორები, ტრაქტორების მისაბმელები, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო და საგზაო-სამშენებლო მანქანები, სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებები, რომელთა რეგისტრაცია სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნ) შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნის დაზიანება – ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რომელმაც გამოიწვია შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშანზე არსებული სიმბოლოების ან/და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამის ან/და ნომრის პერიმეტრის დაზიანება;
ო) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა – უფლებამოსილი პირის მიერ გამოკვლევის შედეგად დადგენილი, დაზუსტებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდის) დადამღვა იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და რომელიც ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სავალდებულო რეგისტრაციას. საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;
პ) საფელდიეგერო მომსახურება – განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების, ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდებისა და ნივთების დანიშნულების ადგილზე, ადრესატისთვის დადგენილი მარშრუტებითა და წესით უსაფრთხოდ და ოპერატიულად მიტანა/ჩაბარება;
ჟ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აღინიშნება:
ჟ.ა) იარაღის რეგისტრაციის შედეგად ასახული მონაცემები;
ჟ.ბ) ინფორმაცია რეგისტრირებული იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (არის თუ არა იგი სამართლებრივად დატვირთული ან უფლებრივად შეზღუდული).
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410
სააგენტოს ფუნქციებია:
ა) იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ნებართვების გაცემა;
ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემა;
გ) იარაღის ცალკეული ეგზემპლარის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
დ) ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;
ე) იარაღის რეგისტრაცია;
ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება;
ზ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია;
თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება;
ი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება;
კ) სატრანსპორტო საშუალებების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათი მისაბმელების რეგისტრაცია (რეგისტრაციაში ცვლილებები);
ლ) სატრანსპორტო საშუალების ან ტრაქტორის მართვის უფლების მინიჭება და შესაბამისი მოწმობის გაცემა;
მ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
ნ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
ო) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვა, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა და ამ კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებების შესრულება;
ო1) საფელდიეგერო მომსახურება;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410
მუხლი 5. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული გადასახდელები
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სააგენტოს მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით განსაზღვრული საფასური, ხოლო სანებართვო ან/და სარეგისტრაციო მომსახურების განხორციელებისათვის – „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი.
2. დაჩქარებული მომსახურების შემთხვევაში დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადასახდელთან ერთად დამატებით იხდის დაჩქარებული მომსახურებისათვის დადგენილ შესაბამის საფასურს.
3. სააგენტო საფელდიეგერო მომსახურებას ახორციელებს სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე. საფელდიეგერო მომსახურების საფასური, მისი გადახდის წესი და ვადები განისაზღვრება საფელდიეგერო მომსახურების ხელშეკრულებით.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410
მუხლი 6. მომსახურების საფასურის განაკვეთები
მომსახურების საფასურის განაკვეთებია:
ა) მართვის მოწმობის გაცემა – 10 ლარი;
ა1) დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა – 20 ლარი;
ბ) მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვება – 40 ლარი;
გ) საერთაშორისო ტიპის მართვის მოწმობის გაცემა – 109 ლარი;
დ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა – 26 ლარი;
ე) სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა:
ე.ა) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, ამ მუხლის „ე.ბ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აგრეთვე დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენა – 28 ლარი;
ე.ბ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 600 ლარი;
ე.გ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 800 ლარი;
ე.დ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 400 ლარი;
ე.ე) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 500 ლარი;
ე.ვ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 700 ლარი;
ე.ზ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 300 ლარი;
ე.თ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 – 200 ლარი;
ე.ი) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 250 ლარი;
ე.კ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 150 ლარი;
ე.ლ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტი შედგება პირისათვის სასურველ ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციისაგან – 10 000 ლარი;
ე.მ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, ამ მუხლის „ე.ა“–„ე.კ“ ქვეპუნქტებით გათვა-ლისწინებული შემთხვევების გარდა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 350 ლარი;
ე.ნ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, ამ მუხლის „ე.ა“–„ე.კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 300 ლარი;
ე.ო) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, ამ მუხლის „ე.ა“–„ე.კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 250 ლარი;
ე.პ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე.ბ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, გაუცემელი სახელმწიფო სანომრე ნიშნის შენახვა არა უმეტეს 2 თვის ვადით – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი;
ე.ჟ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, გამოთავისუფლებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის შენახვა არა უმეტეს 2 თვის ვადით – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი;
ვ) სატრანზიტო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა – 18 ლარი;
ზ) მოტოციკლის, მისაბმელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სანომრე ნიშნის გაცემა – 14 ლარი;
თ) სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის გადაფორმება:
თ.ა) მისაბმელისა, რომლის წონა არ აღემატება 720 კგ-ს – 19 ლარი;
თ.ბ) მისაბმელისა, რომლის წონა აღემატება 720 კგ-ს – 100 ლარი;
ი) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა – 26 ლარი;
კ) ტრაქტორის მართვის მოწმობის გაცემა – 10 ლარი;
ლ) სანადირო ხრახნილლულიანი და კომბინირებული იარაღის, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტი, რევოლვერი) ცალკეული ეგზემპლარის რეგისტრაცია შესაბამისი მოწმობის გაცემით – 20 ლარი;
მ) სანადირო გლუვლულიანი, გაზის (პისტოლეტი, რევოლვერი), მოკლეგლუვლულიანი იარაღის, სასპორტო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ცალკეული ეგზემპლარის რეგისტრაცია შესაბამისი მოწმობის გაცემით – 15 ლარი;
ნ) იარაღის ცალკეული ეგზემპლარის ხელახალი რეგისტრაცია – მისი პირველადი რეგისტრაციისათვის დაწესებული გადასახადის 50%;
ო) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 10 ლარი;
პ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გირავნობის რეგისტრაცია – 25 ლარი;
ჟ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – 50 ლარი;
რ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 15 ლარი;
ს) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება – 20 ლარი;
ტ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 20 ლარი;
უ) შიდა ტრანზიტი – ერთი სრული დღით სარგებლობა – 1 ლარი;
უ1) გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი – 450 ლარი;
ფ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ადგილზე დათვალიერება და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენა თითოეულ ერთეულზე – 20 ლარი;
ფ1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ადგილზე საექსპერტო შემოწმება – ერთი ერთეულისა 20 ლარი;
ფ2) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა – 50 ლარი;
ფ3) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა – 20 ლარი;
ფ4) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 15 ლარი;
ქ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაციისათვის ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისათვის უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედებების შესრულება (გარდა ამ მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა) დაინტერესებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – 50 ლარი.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციის წყობა არ უნდა იმეორებდეს ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სანომრე ნიშნის ასოთა და ციფრთა კომბინაციის წყობას. ასოთა ან/და ციფრთა კომბინაცია არ უნდა აღემატებოდეს შვიდ ერთეულს და არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას, გეოგრაფიული ადგილის დასახელებას ან უხამსობას. ორი იდენტური სახელმწიფო სანომრე ნიშანი არ გაიცემა.
2. ამ მუხლის „ე.მ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაიცემა მხოლოდ ის სანომრე ნიშანი, რომლის ლათინური შრიფტის ასოების კომბინაცია რეგისტრაციის დღისათვის მიმოქცევაში არ იმყოფება და არ წარმოადგენს რიგით სანომრე ნიშანს.
3. ამ მუხლის „ე.ბ“–„ე.კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია გაიცეს პირისათვის სასურველი ის სახელმწიფო სანომრე ნიშანი, რომელიც რეგისტრაციის დღისათვის მიმოქცევაში არ იმყოფება და არ წარმოადგენს რიგით სანომრე ნიშანს.
4. ამ მუხლის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის მიყვანა ხდება დაინტერესებული პირის ხარჯით.
5. სააგენტოს უფლება აქვს უარი განაცხადოს ამ მუხლის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე, თუ დაინტერესებული პირის მიერ მითითებული ადგილი სცილდება გონივრულ ფარგლებს.
6. პირი შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე იხდის 5 ლარს, ხოლო მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში – დამატებით 30 ლარს.
7. პირის მფლობელობაში (საკუთრებაში) ერთდროულად არსებულ, ტერიტორიულად ერთ ადგილზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ მუხლის „ფ“ და „ფ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებისათვის დაინტერესებული პირის მიერ გადასახდელი საფასურის ოდენობაა ერთ ერთეულზე 10 ლარი.
8. ამ მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი დადგენილი საფასურის გარდა იხდის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საფასურსაც.
9. ამ მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი დამატებით იხდის ამ კანონით დადგენილი შესაბამისი მართვის მოწმობის გაცემის საფასურსაც.
10. ამ მუხლის „ე.პ“ და „ე.ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებისას სახელმწიფო სანომრე ნიშნები გაიცემა საერთო წესით. თუ პირს მის მიერ მოთხოვნილ ვადაში არ წარმოეშვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, ამ ვადის გასვლის მომდევნო კალენდარული დღიდან სააგენტოს ეხსნება სანომრე ნიშნის შენახვის ვალდებულება და გადახდილი საფასური გადამხდელს არ დაუბრუნდება.
11. ამ მუხლის „უ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მფლობელს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ მიანიჭოს იგი მხოლოდ თავის საკუთრებაში არსებულ, დროებით დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადით.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410
მუხლი 7. სააგენტოს მომსახურების ვადები
სააგენტოს მომსახურებისათვის დადგენილია შემდეგი ვადები:
ა) მართვის მოწმობის გაცემა – 7 სამუშაო დღე;
ა1) დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა – 10 სამუშაო დღე;
ბ) საერთაშორისო ტიპის მართვის მოწმობის გაცემა – 7 სამუშაო დღე;
გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაცია (ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) – ერთი სამუშაო დღე;
დ) ტრაქტორის მართვის მოწმობის გაცემა – 7 სამუშაო დღე;
ე) სანადირო ხრახნილლულიანი და კომბინირებული იარაღის, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტი, რევოლვერი), სანადირო გლუვლულიანი, გაზის (პისტოლეტი, რევოლვერი), მოკლეგლუვლულიანი იარაღის, სასპორტო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ცალკეული ეგზემპლარის რეგისტრაცია და იარაღის ცალკეული ეგზემპლარის ხელახალი რეგისტრაცია – 14 სამუშაო დღე;
ვ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 7 სამუშაო დღე;
ზ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია – 5 სამუშაო დღე, ხოლო საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის შემთხვევაში – შეტყობინების მიღებიდან ერთი სამუშაო დღე;
თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – ერთი სამუშაო დღე;
ი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;
კ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;
ლ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება – 45 წუთი;
მ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 10 სამუშაო დღე;
მ1) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;
ნ) ამ კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემის საერთო ვადა – 14 დღე.
შენიშვნა: სააგენტოს მიერ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების არსებობისას ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) განხორციელდება განცხადების მიღებიდან მე-4 სამუშაო დღეს.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410
მუხლი 8. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება:
ა) ამ კანონის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული, უკვე გაცემული სახელმწიფო სანომრე ნიშნების იმავე პირზე ან მის მემკვიდრეზე გაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო სანომრე ნიშნის ჩაბარებიდან 6 თვის განმავლობაში არ განახორციელებს მის ხელახალ რეგისტრაციას. ამავე მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი პირს გადაეცემა სამუდამოდ;
ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე პროკურატურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ამ კანონის მე-6 მუხლის „რ“ და „ფ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;
გ) ფიზიკური პირი, საწარმო, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც ჯილდოდ გადაეცა იარაღი; საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თადარიგის გადამდგარი უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობა; პროკურატურის სისტემიდან პენსიაზე გასული თანამშრომლები, რომელთაც მინიჭებული აქვთ იუსტიციის მრჩევლის ან იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება; პენსიაზე გასული მოსამართლეები – ამ კანონის მე-6 მუხლის „ლ“–„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებებით სარგებლობისას;
დ) საგადასახადო ორგანო საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციისას ამ კანონის მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებით სარგებლობისას.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410
საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან მე-14 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაწესებულია მომსახურების შემდეგი საფასური:
ა) საბრძოლო მასალის (გლუვლულიანი იარაღის ვაზნა) ერთ ერთეულზე – 0,01 ლარი;
ბ) საბრძოლო მასალის (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნა) ერთ ერთეულზე – 0,03 ლარი;
გ) საბრძოლო მასალის (დენთი) ერთ კილოგრამზე ფიზიკური პირისთვის – 0,9 ლარი.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება არანაკლებ 50 ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება არანაკლებ ერთი კილოგრამი (დენთის) გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.
1. სანადირო ხრახნილლულიანი და კომბინირებული იარაღის, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტი, რევოლვერი), საქართველოს მოქალაქის მიერ შეძენის (შენახვის უფლებით) ან შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით), იურიდიული პირის მიერ შეძენის (შენახვის უფლებით), აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ამავე იარაღის საქართველოში შეძენის (შენახვის უფლებით) ან შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით):
ა) განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისათვის და იარაღის რეგისტრაციისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 30 ლარი;
ბ) განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისათვის და იარაღის რეგისტრაციისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.
2. სანადირო გლუვლულიანი, გაზის (პისტოლეტი, რევოლვერი), მოკლეგლუვლულიანი იარაღის, სასპორტო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს მოქალაქის მიერ შეძენის (შენახვის უფლებით) ან შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით), იურიდიული პირის მიერ შეძენის (შენახვის უფლებით), აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ამავე იარაღის საქართველოში შეძენის (შენახვის უფლებით) ან შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) განაცხადის შეტანიდან:
ა) 10 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისათვის და იარაღის რეგისტრაციისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 30 ლარი;
ბ) 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისათვის და იარაღის რეგისტრაციისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.
3. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:
ა) 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი იარაღის ერთ ერთეულზე არის 30 ლარი;
ბ) 2 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი იარაღის ერთ ერთეულზე არის 50 ლარი;
გ) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი იარაღის ერთ ერთეულზე არის 70 ლარი;
დ) 10 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი საბრძოლო მასალის (გლუვლულიანი იარაღის ვაზნა) ერთ ერთეულზე არის 0,02 ლარი;
ე) 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი საბრძოლო მასალის (გლუვლულიანი იარაღის ვაზნა) ერთ ერთეულზე არის 0,04 ლარი;
ვ) 10 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი საბრძოლო მასალის (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნა) ერთ ერთეულზე არის 0,04 ლარი;
ზ) 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი საბრძოლო მასალის (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნა) ერთ ერთეულზე არის 0,06 ლარი;
თ) 10 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი საბრძოლო მასალის (დენთი) ერთ კილოგრამზე არის 1 ლარი;
ი) 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი საბრძოლო მასალის (დენთი) ერთ კილოგრამზე არის 1,4 ლარი.
4. იარაღის ცალკეული ეგზემპლარის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:
ა) 10 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი იარაღის ცალკეულ ეგზემპლარზე არის 30 ლარი;
ბ) 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი იარაღის ცალკეულ ეგზემპლარზე არის 50 ლარი.
5. ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:
ა) 10 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 350 ლარი;
ბ) 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 500 ლარი.
6. ნებართვის მოწმობისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის განცხადების შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დამზადებისა და გაცემისათვის საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
7. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაციისათვის (ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისათვის) დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის არსებობა;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მონაცემებსა და წარმოდგენილ დოკუმენტაციას შორის შეუსაბამობა;
გ) ტექნიკური ხარვეზის არსებობა;
დ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების არსებობა;
ე) პირისათვის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშნის რეგისტრაციის მომენტისათვის არარსებობა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
8. ამ კანონის მე-6 მუხლის „ე.ბ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით პირისათვის გათვალისწინებული სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშნის, რომელიც რეგისტრაციის დღისათვის მიმოქცევაში არ იმყოფება და არ წარმოადგენს რიგით სანომრე ნიშანს, თაობაზე განაცხადის შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 30 ლარი.
შენიშვნა: სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენის შემთხვევაში მოქმედებს ამ პუნქტით დადგენილი ვადა და საფასური.
9. სატრანსპორტო საშუალების ან ტრაქტორის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების ჩაბარების დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.
10. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში მართვის მოწმობის საცხოვრებელ ადგილზე (მხოლოდ თვითმმართველ ქალაქში) მიტანის საფასურის განაკვეთია 10 ლარი.
მუხლი 11. დაჩქარებული საინფორმაციო მომსახურების საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები
1. ნასამართლობის შესახებ ცნობის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:
ა) 2 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი;
ბ) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი;
გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.
2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:
ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;
ბ) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი;
გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.
მუხლი 12. საფასურის გადახდის წესი და პირობები
1. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით დაწესებული საფასური.
2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.
5. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
შენიშვნა:
დასაშვებია საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე პროკურატურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების საფასურის გადახდა მომსახურების (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის „რ“ და „ფ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებისა) გაწევის შემდგომაც.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410
მუხლი 13. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. თუ საფასური გადახდილია ამ კანონით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.
2. გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;
ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;
გ) სააგენტომ მომსახურება არ განახორციელა ამ კანონით დადგენილ ვადაში.
3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ეს კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის.
4. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი
1. 2007 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების შემუშავება და დამტკიცება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნა;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული აქტების შემუშავება და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:
ა) 2007 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს:
ა.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული აქტების გამოცემა და სხვა ღონისძიებების განხორციელება;
ა.ბ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესის განსაზღვრა;
ბ) 2008 წლის 31 იანვრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდიეგერო სამსახურის რეორგანიზება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულად.
3. 2008 წლის 31 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის შესაბამისი ქონების გადაცემა.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410
მუხლი 15. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი, გარდა მე-14 მუხლისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან.
2. ამ კანონის მე-14 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. 2008 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდიეგერო სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №611 ბრძანებულება.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4308–რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410
დოკუმენტის კომენტარები