„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1326-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.102950
1326-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 22/12/2025
040030000.05.001.102950
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) მე-6 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ტრანზიტული ნომრის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 370 ლარი;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:

„ვ1) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე ტრანზიტული ნომრის გაცემა – 150 ლარი;

2) ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტრანზიტული ნომრის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა − 20 ლარი;“;

გ) „ს3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს3) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ფ6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 180 ლარი;“;

დ) „ფ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ6) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს1“ და „ფ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 200 ლარი;“;

ე) „შ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ2) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა ამ მუხლის „შ“ და „შ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან/და საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 200 ლარი;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1326-IVმს-XIმპ