„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 451-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.102577
451-IIმს-XIმპ
04/04/2025
ვებგვერდი, 10/04/2025
040030000.05.001.102577
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ე.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ზ1“ ქვეპუნქტი:

„ე.ზ1) სასიგნალო იარაღი;“;

ბ) „ე.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ამ პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღი;“;

გ) „ე.კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.კ1“ ქვეპუნქტი:

„ე.კ1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღი;“;

დ) „ე1.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1.თ) საბრძოლო მასალა/ვაზნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ​1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, აგრეთვე ამ პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღის რეგისტრაცია;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღის რეგისტრაცია;“;

დ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ და „ო2“ ქვეპუნქტები:

„ო1) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;

2) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;“;

ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 154 და 155 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემა;“;

ვ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;“;

ზ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:

„ს1) სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ8“−„მ10“ ქვეპუნქტები:

„მ8) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი;

9) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი;

10) საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი;“.

4. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:

„გ2) ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35​3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ამ კანონის მე-6 მუხლის „ლ“, „მ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;“.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემისთვის დაწესებული მომსახურების საფასურები

საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან მე-8 სამუშაო დღეს ნებართვის გაცემისთვის დაწესებულია მომსახურების შემდეგი საფასურები:

ა) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (გლუვლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,01 ლარი;

ბ) ერთ ერთეულ ვაზნაზე (სასიგნალო იარაღის ვაზნაზე) – 0,01 ლარი;

გ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,03 ლარი;

დ) ერთ კილოგრამ საბრძოლო მასალაზე (დენთზე) – 0,9 ლარი.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები გადაიხდება არანაკლებ 300 ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადაიხდება არანაკლებ 50 ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადაიხდება არანაკლებ ერთი კილოგრამი საბრძოლო მასალის (დენთის) გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.“.

6. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 31 პუნქტი:

„31. სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურებია:

ა) ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღზე – 70 ლარი;

ბ) ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,04 ლარი.“;

ბ) 43−45 პუნქტები:

„43. საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი.

44. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი.

45. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია.“.

7. 111 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 154 და 155 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემა;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

4 აპრილი 2025 წ.

N451-IIმს-XIმპ