დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1196-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.001.018553 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები: „ქ) ლიზინგის რეგისტრაცია − სააგენტოში სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა, ლიზინგის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ღ) ლიზინგის მოწმობა − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობა.“. 2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ1“ და „წ2“ ქვეპუნქტები: „წ1) ლიზინგის რეგისტრაცია; წ2) ლიზინგის მოწმობის გაცემა;“. 3. მე-6 მუხლის: ა) „ჰ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტები: „ჰ1) ლიზინგის რეგისტრაცია − 50 ლარი; ჰ2) ლიზინგის მოწმობის გაცემა − 50 ლარი.“; ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის 232 პუნქტი: „232. ლიზინგის რეგისტრაციის პირობებს, ლიზინგის მოწმობის ფორმასა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები: „რ) ლიზინგის რეგისტრაცია ან ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმება − 5 სამუშაო დღე; ს) ლიზინგის მოწმობის გაცემა − 5 სამუშაო დღე.“. 5. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ლიზინგის რეგისტრაციის პირობების, ლიზინგის მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცება.“. მუხლი 2 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის აღსრულებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ნოემბრიდან. |
ქუთაისი, 30 ივნისი 2017 წ. N1196-IIს |
დოკუმენტის კომენტარები