დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166-Iმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.001.102455 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის (შემდგომ − შემოსავლების სამსახური) მიწოდება;“. 2. მე-6 მუხლის: ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს1“, „ს3“, „ფ1“, „ფ6“ და „ქ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 30 ლარი;“; ბ) „ს2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს3“ ქვეპუნქტი: „ს3) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ფ6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 100 ლარი;“; გ) „ფ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ1) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს1“ და „ფ6“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 60 ლარი;“; დ) „ფ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ6“ ქვეპუნქტი: „ფ6) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს1“ და „ფ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 130 ლარი;“; ე) „შ“ და „შ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ საბაჟო პროცედურისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება (გარდა ამ მუხლის „შ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და საბაჟო პროცედურის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 50 ლარი; შ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა ამ მუხლის „შ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 30 ლარი;“; ვ) „შ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ2“ ქვეპუნქტი: „შ2) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა ამ მუხლის „შ“ და „შ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან/და საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 130 ლარი;“; ზ) შენიშვნის: ზ.ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის „ტ1“, „ფ“, „ფ1“, „ფ6“, „ქ“ და „ქ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისთვის დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს უფლებამოსილი პირის გადაადგილების უზრუნველყოფა. 5. სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ფ“, „ფ1“, „ფ6“, „ქ“ და „ქ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე, თუ დაინტერესებული პირის მიერ მითითებული ადგილი სცილდება გონივრულ ფარგლებს.“; ზ.ბ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ მუხლის „ფ1“ და „ფ6“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისთვის შესაბამისი საფასური 30 ლარით მცირდება;“; ზ.გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო საბაჟო პროცედურისთვის, რეექსპორტისთვის ან რეალიზაციისთვის განკუთვნილი, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებითი განკარგვისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას სხვა მონაცემებთან ერთად დამატებით განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებას ან/და საბაჟო ღირებულებას.“; ზ.დ) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. საბაჟო პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე ტრანზიტული ნომრის ან/და შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) სააგენტოსთან შეთანხმებით შეიძლება განახორციელოს შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულმა სხვა უფლებამოსილმა პირმა. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ ტრანზიტული ნომრისა და შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 18. შემოსავლების სამსახურის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) შემთხვევაში შიდა ტრანზიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრება აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დრომდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 13 დეკემბერი 2024 წ. N166-Iმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები