დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1270-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.001.102988 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ზ2“ ქვეპუნქტი: „ე.ზ2) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი;“. 2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) „ო3“ ქვეპუნქტი: „ო3) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;“; ბ) „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 156 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემა;“; გ) „რ2“ ქვეპუნქტი: „რ2) საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;“. 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ11“ და „მ12“ ქვეპუნქტები: „მ11) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; მ12) საქართველოს მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი;“. 4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 46 და 47 პუნქტები: „46. საქართველოს მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია. 47. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1270-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები