დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4308 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 04/01/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.001.002.718 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (30/11/2023 - 05/09/2024)
ამ კანონის მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული სანებართვო, სარეგისტრაციო, საექსპერტო, საინფორმაციო და ამ კანონით განსაზღვრული სხვა სახის მომსახურების სამართლებრივი მოწესრიგება, აღნიშნულ სფეროებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს, საფასურის განაკვეთებს, მათი გადახდის წესსა და პირობებს.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – ამ კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დებულებას ამტკიცებს და ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
ბ) საფასური – სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი;
გ) მომსახურება − სააგენტოს მიერ ამ კანონის 43, მე-6, მე-7 და მე-9−112 მუხლებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის მოთხოვნა, უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) წარდგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება, რომელიც სააგენტოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ავალდებულებს. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების გაწევა ამ კანონის მე-6 მუხლის „ძ“ ან „ძ1“ ქვეპუნქტით ანდა მე-10 ან მე-11 მუხლით განსაზღვრულ ვადაში;
დ1) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორია – სააგენტოს საკუთრებაში არსებული ან სააგენტოსთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რომლებშიც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ან/და მათი დანაყოფები;
ე) იარაღი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული:
ე.ა) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
ე.ბ) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
ე.გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
ე.დ) მოკლე (მათ შორის, საფანტის) ცეცხლსასროლი იარაღი;
ე.ე) სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი;
ე.ვ) სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი;
ე.ზ) გაზის (აირის) იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი);
ე.თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებული იარაღი, რომელსაც ენიჭება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი;
ე.ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღი, რომელიც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაეცემა მოსარგებლე პირებს;
ე.კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი;
ე.ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლიდან სროლაც დასაშვებია დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის შესაბამისად;
ე.ლ1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღი;
ე.მ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი;
ე 1) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აძლევს უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიტანოს:
ე1.ა) იარაღი სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსთვის ჩაბარების/გადაცემის მიზნით, ხოლო ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენილი იარაღი − შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;
ე1.ბ) იარაღი შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე მიტანის მიზნით;
ე1.გ) იარაღი შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;
ე1.დ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისთვის წარდგენის მიზნით;
ე1.ე) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;
ე1.ვ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი და ამ გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა იარაღის შენახვის ადგილიდან დახურულ ან/და ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთში ან/და სასროლო-სანადირო სტენდში მიტანის ან/და იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;
ე1.ზ) იარაღი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;
ე1.თ) საბრძოლო მასალა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;
ე2) იარაღის ჩამოწერა – საკუთრებაზე (მფლობელობაზე) უარის თქმის შემთხვევაში იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოსათვის იარაღის უსასყიდლოდ ჩაბარება;
ე3) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;
ე4) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი – იარაღის ძირითადი ელემენტი, რომელიც იარაღისაგან განცალკევებულად რეგისტრირდება და რეგისტრირებული იარაღის დამატებითი ან სათადარიგო ნაწილია;
ვ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:
ვ.ა) სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები;
ვ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული/რეგისტრირებული ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;
ვ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები;
ვ1) პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ტარდება დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე;
ვ2) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ტარდება;
ზ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების უფლებას;
თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, მოგირავნის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, სააგენტოს ვალდებულება, დაინტერესებული პირის განცხადება დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე არ დააკმაყოფილოს 7 სამუშაო დღის განმავლობაში და აღნიშნული გარემოება დადგენილი წესით აცნობოს მოგირავნეს;
ი) დათვალიერების აქტი – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც თანმხლები დოკუმენტებისა და სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეკვიზიტების ვიზუალური შედარების შედეგად აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მონაცემები;
კ) შიდა ტრანზიტი – სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანი. შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) და გამოყენების წესი (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევისა) დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;
კ1) (ამოღებულია - 21.07.2022, №1658);
ლ) სატრანსპორტო საშუალება − საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული:
ლ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;
ლ.ბ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისთვის;
ლ.გ) სპორტული დანიშნულების ავტომობილი;
ლ.დ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ ქვეპუნქტის „ლ.ა“, „ლ.ბ“ ან „ლ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება;
ლ1) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა − სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის გაუქმება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:
ლ1.ა) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების სახელმწიფო საზღვრის გარეთ გატანა;
ლ1.ბ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ჩამოწერა;
ლ1.გ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა;
მ) სასოფლო-სამეურნეო მანქანა − სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ან ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება;
მ1) სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა − თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები. სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება;
ნ) (ამოღებულია);
ო) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა:
ო.ა) უფლებამოსილი პირის მიერ გამოკვლევის შედეგად დადგენილი, დაზუსტებული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდის) დადამღვა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და რომელიც ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სავალდებულო რეგისტრაციას. საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;
ო.ბ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება;
პ) (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).
ჟ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:
ჟ.ა) სააგენტოს მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იარაღის ან/და მისი მესაკუთრის/მოსარგებლის შესახებ;
ჟ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო- ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია იარაღზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;
ჟ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები;
ჟ1) უფლებრივი შეზღუდვა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლების შეზღუდვის ან სხვა აკრძალვის შესახებ;
რ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;
ს) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიში – ქარხანა-დამამზადებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან/და განადგურების შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი (გამოვლენილი), საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი, დასაკრავი ფირნიში. საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის ფორმა და გაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;
ტ) უფლების გადაცემის ბარათი (უფლების ბარათი) − დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:
ტ.ა) ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ან იარაღზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების სხვა პირისათვის გადაცემას;
ტ.ბ) ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ან იარაღზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების შეძენას;
ტ.გ) ადასტურებს ამ კანონის მე-6 მუხლის „ც“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარიგებასთან დაკავშირებით ან/და სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისთვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოებაში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ სხვა პირისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას;
ტ.გ1) ადასტურებს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან შემძენის მიერ სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის ან შეძენის უფლების მესამე პირისთვის (შუამავლისთვის) გადაცემას;
ტ.დ) წარმოშობს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების საფუძველს ან/და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას, თუ ამ საფუძვლის ან/და ვალდებულების უფლების გადაცემის ბარათით (უფლების ბარათით) წარმოშობა გათვალისწინებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით;
უ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სააგენტოს მიერ ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება;
ფ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/ აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 112-ე, 117-ე და 118-ე მუხლებით, 126-ე მუხლის 11 და მე-2 ნაწილებით, 1261 და 137-ე−141-ე მუხლებით, 1421 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1422−1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მიმართ), 144-ე–1443, 147-ე, 151-ე და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე, 166-ე და 171-ე−1721 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2221 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 2271 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 2272 მუხლით, 2273 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–2381, 239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 2551, 2552, 256-ე, 257-ე, 2592 და 2595 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 3221 მუხლის მე-2 ნაწილით, 3222 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 3312 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 3441 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 3531 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 3781, 379-ე, 3811, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებით და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდების შესახებ, იმის მითითებით, ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასულია თუ არა 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში და 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.
ფ1) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა − სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ;
ქ) ლიზინგის რეგისტრაცია − სააგენტოში სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა, ლიზინგის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
ღ) ლიზინგის მოწმობა − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობა.
მუხლი 4. სააგენტოს ფუნქციები და მიზანი
1. სააგენტოს ფუნქციებია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია და იარაღის ჩამოწერა;
ბ) იარაღის ძირითადი ელემენტებისა და იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტების რეგისტრაცია და ხელახალი რეგისტრაცია;
გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა, იარაღის ბალისტიკური შემოწმება და იარაღის რეესტრის წარმოება;
დ) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა;
ე) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;
ვ) იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;
ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებული იარაღისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისთვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;
თ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;
ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია;
კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია, რომლიდან სროლაც დასაშვებია დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის შესაბამისად;
კ1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია;
ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;
მ) ფიზიკურ პირზე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების უფლებით რეგისტრაცია;
ნ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
ო) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
პ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;
ჟ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;
რ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;
ს) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;
ტ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობისა და იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა;
ტ1) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისთვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით გამოცდის ჩატარება;
უ) დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომ – შემოსავლების სამსახური) მიწოდება;
ფ) სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის/ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნის (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.) დამზადება/გაცემა;
ქ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;
ღ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება, საექსპერტო შემოწმების შედეგად შესაბამისი აქტის შედგენა;
ყ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება, დათვალიერების აქტის შედგენა;
შ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა, საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება/გაცემა, სააღრიცხვო ნომრის მინიჭება;
ჩ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა;
ც) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა;
ძ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის, სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა;
წ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან/და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება, აგრეთვე გირავნობის მოწმობის გაცემა, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია;
წ1) ლიზინგის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან/და ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმება;
წ2) ლიზინგის მოწმობის გაცემა;
ჭ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა ან/და აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება;
ხ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება, შეჩერება ან შეწყვეტა (გაუქმება), შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა;
ჯ) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის დამზადება/გაცემა;
ჯ1) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ1) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ2) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ3) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ4) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ5) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია, აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნა. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესს და დოკუმენტის ლეგალიზაციის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;
ჰ7) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე;
ჰ8) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ელექტრონული, ვიდეო-, აუდიო- ან/და მატერიალური სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) შექმნა, გავრცელება (მათ შორის, სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებით) ან/და რეალიზაცია;
ჰ9) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ10) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მომსახურების და დაჩქარებული მომსახურების გაწევა და სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სააგენტოს მიზანია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება, მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სფეროს კონტროლი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მომსახურების გაუმჯობესება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარების ხელშეწყობა.
3. სააგენტოს უფლება აქვს, შეაგროვოს, დაამუშაოს, შეინახოს და გასცეს ყველა ის მონაცემი, რომელიც საჭიროა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.
31. სააგენტო უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის მიზნებისათვის (მათ შორის, დაინტერესებული პირის შეფასების მიზნით) განახორციელოს პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი, ისე მეორე ეტაპის აუდიო- და ვიდეომონიტორინგი და ჩაწერა. სააგენტო ვალდებულია აღნიშნული აუდიო- და ვიდეომონიტორინგის განხორციელების თაობაზე მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების მიზნით შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს.
32. ამ მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად დაარქივებულ აუდიო- და ვიდეომასალას დაინტერესებული პირი ეცნობა სააგენტოში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ხოლო აღნიშნული მასალის ან მისი ასლის დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
33. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს მომსახურების გაწევის თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული შინაარსი.
4. დაუშვებელია სააგენტოს მიერ ისეთი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და გაცემა, რომლებიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან.
5. სააგენტო უფლებამოსილია დაამოწმოს თავის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების, ასევე თავისთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების ასლები, თუ დოკუმენტის დედნისა და ასლის შინაარსი ერთმანეთს შეესაბამება. სააგენტოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის ასლს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იდენტურობას.
6. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ელექტრონული, ვიდეო-, აუდიო- ან/და მატერიალური სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) შექმნა, გავრცელება (მათ შორის, სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებით) ან/და რეალიზაცია.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) სარეალიზაციო ფასს განსაზღვრავს სააგენტო (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ7“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული) უცხოურ ენაზე შედგენილი ელექტრონული დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნა; ამასთანავე, ასეთი ნათარგმნი დოკუმენტის სააგენტოს მიერ წარმოებაში მისაღებად სავალდებულო არ არის მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმება.
მუხლი 41. სააგენტოს მიერ მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენების უფლება
სააგენტოს ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს/გამოსცეს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.
1. სააგენტოსთვის სხვა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვებსერვისის ან/და სხვა ელექტრონული კავშირის მეშვეობით უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას (ან აღრიცხვისას) ტექნიკური გაუმართაობის ან/და ელექტრონული კავშირის შეფერხების შემთხვევაში, როდესაც სააგენტო ვერ იღებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციას ან/და ვერ გადაამოწმებს მას, სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა ჩერდება არაუმეტეს 5 წუთისა, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ტექნიკური გაუმართაობის აღმოუფხვრელობის ან/და ელექტრონული კავშირის აღუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო დამატებითი გადამოწმების გარეშე, ამ მუხლით დადგენილი წესით აგრძელებს (ასრულებს) სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, როდესაც სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველი ამ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემაა, სააგენტო რეგისტრაციას ან აღრიცხვიდან მოხსნას განახორციელებს მხოლოდ გამსხვისებლის მიერ მისთვის უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის არქონის თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას გამსხვისებლის მიერ მისთვის ცნობილი უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შემთხვევაში მოტყუებულ შემძენს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ედავოს მას გარიგების ბათილად ცნობაზე.
4. სააგენტოს ან მის თანამშრომელს არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ მუხლით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის.
1. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ელექტრონული დოკუმენტის ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი, თუ არსებობს შემდეგ გარემოებათაგან ერთ-ერთი მაინც:
ა) დაინტერესებულ პირსა და სააგენტოს უფლებამოსილ პირს შორის კომუნიკაცია პირდაპირი ვიზუალური კონტაქტით ხორციელდება და დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის ან/და მონაცემთა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი სხვა წესით;
ბ) დოკუმენტი დადასტურებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;
გ) დოკუმენტი წარდგენილია ავტორიზებული დაინტერესებული პირის მიერ ან ავტორიზებული პირის მეშვეობით;
დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტის ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის სააგენტოსათვის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების (მობილური აპლიკაცია, ვებგვერდი და სხვა) ან სხვა ტექნიკური საშუალების მეშვეობით. სააგენტოსათვის წარდგენილ დოკუმენტს იურიდიული ძალა აქვს და საწინააღმდეგოს დადგენამდე ის უტყუარად მიიჩნევა. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის მიზნით ელექტრონული დოკუმენტის ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის წარდგენის, მიღებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს:
ა) მომსახურების გაწევისათვის ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტების (ან მათი ნაწილის) მატერიალური სახით წარდგენა;
ბ) მომსახურების გაწევისათვის ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტების გარდა, სხვა დოკუმენტების მატერიალური სახით წარდგენა, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტების სააგენტოსთვის როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით სრულყოფილად წარდგენის შემდეგ.
5. მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენის წესს, აგრეთვე ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტების საფუძველზე მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
51. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაცია, ავტორიზაცია, იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების მეშვეობით ან/და დაინტერესებული პირის სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით, მასთან პირდაპირი ვიზუალური კონტაქტით. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით გამოიყენოს მონაცემთა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე დაამუშაოს დაინტერესებული პირის შესახებ მონაცემები (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის თანხმობით დაამუშაოს ბიომეტრიული მონაცემი) ფოტოგადაღებით, აუდიომონიტორინგით ან/და აუდიო- და ვიდეომონიტორინგით.
6. დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესსა და პირობებს, აგრეთვე ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სააგენტოსათვის წარდგენის წესსა და პირობებს და სააგენტოს მიერ მომსახურების ავტორიზებული პირისათვის გაწევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
მუხლი 5. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული გადასახდელები
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სააგენტოს მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით განსაზღვრული საფასური, ხოლო სანებართვო ან/და სარეგისტრაციო მომსახურების განხორციელებისათვის – „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი.
2. დაჩქარებული მომსახურების შემთხვევაში დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადასახდელთან ერთად დამატებით იხდის დაჩქარებული მომსახურებისათვის დადგენილ შესაბამის საფასურს.
3. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).
მუხლი 6. მომსახურების საფასურის განაკვეთები
მომსახურების საფასურის განაკვეთებია:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ხ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) – 15 ლარი;
ა1) დაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის აღდგენა – 20 ლარი;
ბ) ამ მუხლის შენიშვნის 91 პუნქტით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვება (გარდა ამ მუხლის „ბ6“, „ბ7“, „ძ“ და „ძ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 40 ლარი;
ბ1) (ამოღებულია - 16.11.2021, №1012);
ბ2) (ამოღებულია - 16.11.2021, №1012);
ბ3) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისთვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი;
ბ4) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი;
ბ5) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი;
ბ6) „B“ ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვება (გარდა ამ მუხლის „ძ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) − 90 ლარი;
ბ7) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვება (გარდა ამ მუხლის „ბ6“ და „ძ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) − 150 ლარი;
გ) საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა – 109 ლარი;
დ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 100 ლარი;
დ1) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა – 25 ლარი;
ე) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე1“−„ე8“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), აგრეთვე ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) − 80 ლარი, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის ხელახლა დამზადება და გაცემა – 35 ლარი;
ე1) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
ე1.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., AA-111-AA), – 1000 ლარი;
ე1.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., BB-002-BB), – 800 ლარი;
ე1.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., CC-300-CC), – 600 ლარი;
ე2) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
ე2.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., GT-444-TT), – 800 ლარი;
ე2.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., YU-005-YY), – 600 ლარი;
ე2.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., WW-600-PW), – 400 ლარი;
ე3) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
ე3.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., SO-777-SO), – 800 ლარი;
ე3.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., NN-008-MM), – 600 ლარი;
ე3.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., DF-900-FD), – 400 ლარი;
ე4) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა ამ მუხლის „ე3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
ე4.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., RR-111-PO), – 700 ლარი;
ე4.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., TU-002-KU), – 500 ლარი;
ე4.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., EI-300-LL), – 300 ლარი;
ე5) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
ე5.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., NJ-444-HZ), – 250 ლარი;
ე5.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., VX-005-MW), – 200 ლარი;
ე5.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., QR-600-FD), – 150 ლარი;
ე6) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომელიც შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ციფრის (ციფრების) ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) კომბინაციისაგან (მაგ., GIORGI 1), – 10 000 ლარი;
ე7) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე1“–„ე6“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომლის სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციისაგან, თუ:
ე7.ა) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DD-707-DD), – 450 ლარი;
ე7.ბ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., FF-050-FG), – 350 ლარი;
ე7.გ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DF-080-FD), – 350 ლარი;
ე7.დ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა ამ მუხლის „ე7.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DD-305-FS), – 300 ლარი;
ე7.ე) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DX-040-WQ), – 250 ლარი;
ე8) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი:
ე8.ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა – 80 ლარი;
ე8.ბ) მისაბმელის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 80 ლარი;
ე9) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე1“–„ე7“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, მიმოქცევაში არმყოფი ერთი წყვილი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნა არაუმეტეს 2 კალენდარული თვისა – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი;
ე10) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, გამოთავისუფლებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვა არაუმეტეს 2 კალენდარული თვისა – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი;
ვ) ტრანზიტული ნომრის ერთი წყვილის გაცემა – 50 ლარი;
ზ) მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე8.ბ“ და „ზ2“–„ზ4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), აგრეთვე მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე8.ბ“ და „ზ4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) ან ამავე მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა დამზადება და გაცემა – 25 ლარი;
ზ1) „TEST“ ნომრის ერთი წყვილის გაცემა – 30 ლარი;
ზ2) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, რომლის:
ზ2.ა) ციფრების კომბინაციაა 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009, 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900, 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999, – 200 ლარი;
ზ2.ბ) სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული სამი ლათინური ასოს და სამი ციფრის კომბინაციისაგან, – 200 ლარი;
ზ3) მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, რომლის:
ზ3.ა) ციფრების კომბინაციაა 0001, 0002, 0003, 0004, 0005, 0006, 0007, 0008, 0009, 1000, 2000, 3000, 4000, 5000, 6000, 7000, 8000, 9000, 1111, 2222, 3333, 4444, 5555, 6666, 7777, 8888 ან 9999, – 300 ლარი;
ზ3.ბ) სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ორი ლათინური ასოს და ოთხი ციფრის კომბინაციისაგან, – 300 ლარი;
ზ4) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა ან ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 40 ლარი;
თ) სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის გადაფორმება:
თ.ა) მისაბმელისა, რომლის წონა არ აღემატება 720 კილოგრამს, – 25 ლარი;
თ.ბ) მისაბმელისა, რომლის წონა აღემატება 720 კგ-ს – 100 ლარი;
თ1) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა − 50 ლარი;
ი) (ამოღებულია);
კ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
კ1) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა − 50 ლარი;
კ2) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა − 100 ლარი;
ლ) ერთი ერთეული იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა – 30 ლარი;
ლ1) იარაღის ერთი ერთეული დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 10 ლარი;
ლ2) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
ლ3) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
ლ4) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
ლ5) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
ლ6) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
მ) დადგენილი ნიმუშის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა – 15 ლარი;
მ1) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი;
მ2) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან იარაღის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი;
მ3) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი;
მ4) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა – 50 ლარი;
მ5) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
მ6) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
მ7) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
ნ) ერთ ერთეულ იარაღზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ნ 1“ და „ნ 2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) − 10 ლარი;
ნ1) ერთ ერთეულ იარაღზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე1.დ“ ან „ე1.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით − 20 ლარი;
ნ2) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე1.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით, ერთ ერთეულ იარაღზე − 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ იარაღზე − 50 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100 ლარი;
ო) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 20 ლარი;
ო1) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი;
ო2) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი;
ო3) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა, თუ აღნიშნულ დოკუმენტზე ამ კანონით სხვა საფასური არ არის დადგენილი, − 30 ლარი;
ო4) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი;
პ) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია – 50 ლარი;
ჟ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია – 15 ლარი;
რ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 30 ლარი;
რ1) სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად დამუშავებული მონაცემების ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემების ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემა − ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური;
ს) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს1“, „ფ1“ და „ქ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 30 ლარი;
ს1) სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებითი განკარგვისადმი დაქვემდებარებული ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით – 40 ლარი;
ს2) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება (გარდა ამ მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 20 ლარი;
ტ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 20 ლარი;
ტ1) ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილზე (ერთ მისამართზე) ტექნიკური დათვალიერების განხორციელება – 50 ლარი;
უ) შიდა ტრანზიტის გაცემა − 50 ლარი;
უ1) (ამოღებულია - 21.07.2022, №1658);
ფ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 60 ლარი;
ფ1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 60 ლარი;
ფ2) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა – 50 ლარი;
ფ3) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა – 20 ლარი;
ფ4) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი;
ფ5) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა − 100 ლარი;
ქ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისთვის ან აღრიცხვიდან მოხსნისთვის საჭირო განცხადების/ერთობლივი განცხადების მიღება ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის სრულად ან ნაწილობრივ წარმოება ან/და სარეგისტრაციო ნიშნების ჩაბარება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ – 50 ლარი;
ქ1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე − 30 ლარი;
ღ) ტექნიკური ტალონის გაცემა – 10 ლარი;
ყ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი;
შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ სასაქონლო ოპერაციისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა (გარდა ამ მუხლის „შ 1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისთვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 50 ლარი;
შ1) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა რეექსპორტის შემთხვევისა) − 30 ლარი;
ჩ) ერთ ერთეულ დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ დაგირავებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის მოწმობის გაცემა – 50 ლარი;
ჩ1) დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის თაობაზე მიმართვა და მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა ავტორიზებული იარაღით ვაჭრობაზე ლიცენზირებული პირის მეშვეობით − 20 ლარი;
ც) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 30 ლარი;
ც1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – 20 ლარი;
ც2) ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურების საფასური – 20 ლარი;
ც3) ამ მუხლის „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისას სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული) უცხოურ ენაზე შედგენილი ელექტრონული დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) ქართულ ენაზე თარგმნა სააგენტოს მიერ − 20 ლარი;
ძ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მიღებული დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ვადაზე ადრე დაშვება (დაჩქარებული მომსახურება) − 30 ლარი;
ძ1) პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ვადაზე ადრე დაშვება (დაჩქარებული მომსახურება) − 160 ლარი;
წ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული იმ დოკუმენტის ასლის დამზადება და დედანთან იდენტურობის დამოწმება, რომლის დედნის საქმისწარმოების მასალებში დარჩენა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, – ერთი დოკუმენტი 5 ლარი;
ჭ) სააგენტოს არქივში დაცული ერთი დოკუმენტის დამოწმებული ასლის გაცემა – 5 ლარი;
ხ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე − 35 ლარი;
ჯ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე − 55 ლარი;
ჰ) სააგენტოს ვებგვერდზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის პროგრამის ანალოგიური სავარჯიშო პროგრამით ერთჯერადად სარგებლობა − 2 ლარი;
ჰ1) ლიზინგის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია − 50 ლარი;
ჰ2) ლიზინგის მოწმობის გაცემა − 50 ლარი;
ჰ 3) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი;
ჰ4) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი;
ჰ5) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციის წყობა არ უნდა იყოს ამავე მუხლის „ე“–„ე5“, „ე7“, „ე8“, „ზ“ და „ზ2“–„ზ4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების), აგრეთვე შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციის მსგავსი. ამ მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სერიისა და ნომრის კომბინაციაში არსებული ციფრების ან ციფრებისა და ლათინური ასოების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რვა ერთეულს, ამასთანავე, კომბინაცია არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას, ადმინისტრაციული ორგანოს სახელწოდებას (აბრევიატურას) ან უხამსობას, აგრეთვე არ უნდა შეურაცხყოფდეს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციასა და ზნეობრივ ნორმებს.
11. (ამოღებულია - 31.05.2023, №3104).
12. ფიზიკური პირის მოთხოვნით, მის სარგებლობაში არსებული, ამ მუხლის „ე1“–„ე7“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ამ პირის მეუღლის, მშობლის ან შვილის კუთვნილ რეგისტრირებულ ავტომობილზე გაცემისათვის ერთი წყვილი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის საფასური შეადგენს 35 ლარს.
13. (ამოღებულია - 31.05.2023, №3104).
14. ამ მუხლის შენიშვნის 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მეუღლის, მშობლის ან შვილის კუთვნილ რეგისტრირებულ ავტომობილზე გაცემის შემდეგ პირი კარგავს ყველა უფლებას ავტომობილის რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე).
2. ამ მუხლის „ე6“, „ე7“, „ზ2.ბ“ ან „ზ3.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შეუძლია შეარჩიოს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სერიისა და ნომრის შემადგენელი ლათინური ასოებისა და ციფრების მხოლოდ ის კომბინაცია, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის მიმოქცევაში არ იმყოფება.
3. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის „ე1“–„ე7“, „ზ2“ და „ზ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) არ დაამზადოს დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებებზე უშუალოდ გაცემის მომენტამდე.
31 . სააგენტოს მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის ოპერატიული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და ოპერატიული სანომრე ნიშნების გაცემის საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
32. ამ კანონის მიზნებისათვის მიმოქცევაში არმყოფად ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალებათა ის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი):
ა) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის შემდგომი გაცემის მიზნით სერიულად არ არის დაბეჭდილი;
ბ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის არ არის გაცემული რეგისტრირებულ (ან დროებით რეგისტრირებულ) სატრანსპორტო საშუალებაზე;
გ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის „ე9“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით არ არის დაჯავშნილი დაინტერესებული პირის მიერ;
დ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის „ე10“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით არ ინახება სააგენტოში სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნით;
ე) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის შენიშვნის 34 პუნქტით განსაზღვრული წესით არ ინახება სააგენტოში დაინტერესებული პირის მოთხოვნით;
ვ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის სააგენტოს მიერ არ არის გადაცემული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის, როგორც ოპერატიული სანომრე ნიშანი;
ზ) რომლის მოთხოვნის მომენტისათვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება, რომელიც ზღუდავს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემას.
33. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“-ს საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) გაცემა, აგრეთვე ამ რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) გაცემის ამსახველი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა ხორციელდება უფასოდ.
3 4. რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შეცვლისას, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმებისას, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას, თუ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულოა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სააგენტოსთვის ჩაბარება, ამ მუხლის „ე“–„ე 8“, „ზ“ და „ზ 2“–„ზ 4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს სააგენტოში ჩასაბარებლად. ამასთანავე, სააგენტო ვალდებულია:
ა) ამ მუხლის „ე1“–„ე5“ ქვეპუნქტებით ან „ე7“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული:
ა.ა) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მისთვის ჩაბარების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 1 სამუშაო დღისა, გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.ბ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) იმავე ციფრებისა და ლათინური ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ხელახლა დაამზადოს და გასცეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მისთვის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისთვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე არაუგვიანეს აღნიშნული ვალდებულების წარმოშობიდან 365 კალენდარული დღისა;
ბ) ამ მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული:
ბ.ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მისთვის ჩაბარების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 1 სამუშაო დღისა, გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ.ბ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) იმავე ციფრების ან/და ლათინური ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ხელახლა დაამზადოს და გასცეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მისთვის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისთვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე;
გ) ამ მუხლის „ზ2“ ან „ზ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული:
გ.ა) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მისთვის ჩაბარების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 1 სამუშაო დღისა, გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ.ბ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) იმავე ციფრებისა და ლათინური ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ხელახლა დაამზადოს და გასცეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მისთვის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისთვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე არაუგვიანეს აღნიშნული ვალდებულების წარმოშობიდან 365 კალენდარული დღისა.
35. სააგენტოს არ წარმოეშობა ამ მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მოსარგებლე ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე) წერილობით უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული უფლების განხორციელებაზე.
4. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის „ტ1“, „ფ“, „ფ1“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს უფლებამოსილი პირის გადაადგილების უზრუნველყოფა.
5. სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ფ“, „ფ1“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე, თუ დაინტერესებული პირის მიერ მითითებული ადგილი სცილდება გონივრულ ფარგლებს.
51. სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე, თუ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილამდე მანძილი გონივრულ ფარგლებს სცილდება.
52. პირი შიდა ტრანზიტის ან ტრანზიტული ნომრის ერთი ცალის ან ერთი წყვილის დაკარგვის შემთხვევაში 30 ლარს იხდის.
6. (ამოღებულია - 21.07.2022, №1658).
61. უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) გაცემის, შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და გაუქმების, აგრეთვე უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) საფუძველზე მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს და უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
7. პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე:
ა) ამ მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის შესაბამისი საფასური 45 ლარით მცირდება;
ბ) ამ მუხლის „ფ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის შესაბამისი საფასური 30 ლარით მცირდება;
გ) ამ მუხლის „ქ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის შესაბამისი საფასური 15 ლარით მცირდება.
8. ამ მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი დადგენილი საფასურის გარდა იხდის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საფასურსაც.
9. დაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის აღდგენისათვის, გარდა აღნიშნული მოწმობების გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი საფასურისა, დაინტერესებულმა პირმა დამატებით უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდაც.
91. ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური მოიცავს:
ა) თუ შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება – დაინტერესებული პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებას;
ბ) თუ შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება – დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვებას (გარდა ამ მუხლის „ძ“ და „ძ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა);
გ) თუ შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება − დაინტერესებული პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებას, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი რაოდენობითა და წესით დაშვებას (გარდა ამ მუხლის „ძ“ და „ძ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა).
92. (ამოღებულია - 16.11.2021, №1012);
93. აკრძალულია 1 კალენდარული დღის განმავლობაში ამ მუხლის „ძ“ და „ძ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების ერთზე მეტჯერ გაწევა.
94. იმ მომსახურებების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც შეუძლია დაინტერესებულ პირს ამ მუხლის „ჩ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
95. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ან/და პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ან/და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს 3 სამუშაო დღის ვადაში. ეს ვადა აითვლება აღნიშნული გამოცდის შედეგების დაინტერესებული პირისათვის გაცნობის დღიდან.
96. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველ, ისე მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში დაინტერესებული პირი იმავე კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ მორიგ პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველ ჯერზე დაიშვება შესაბამის პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან არაუადრეს მე-7 კალენდარული დღისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის „ძ“ და „ძ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისა.
10. ამ მუხლის „ე9“ და „ე10“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისას სარეგისტრაციო ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) საერთო წესით გაიცემა. თუ დაინტერესებულ პირს მის მიერ მოთხოვნილ ვადაში არ წარმოეშვა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით გაცემის სამართლებრივი საფუძველი, ამ ვადის გასვლის მომდევნო კალენდარული დღიდან სააგენტოს ეხსნება რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნის/შენახვის ვალდებულება, ამასთანავე, გადახდილი საფასური გადამხდელს არ უბრუნდება.
11. (ამოღებულია - 21.07.2022, №1658).
12. იმ მონაცემთა ნუსხას, რომელთა ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემაც დასაშვებია ამ მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, აგრეთვე აღნიშნულ მონაცემთა გადაცემის პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
13. თუ ერთ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული ფიზიკურ პირზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო რაოდენობა აღემატება ხუთ ერთეულს, დაინტერესებული პირი ვალდებულია ამ მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურთან ერთად ხუთი ერთეულის ზევით ყოველი მომდევნო სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის დამატებით გადაიხადოს 5 ლარი.
131. თუ ერთ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული იურიდიულ პირზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო რაოდენობა აღემატება ხუთ ერთეულს, დაინტერესებული პირი ვალდებულია ამ მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურთან ერთად დამატებით გადაიხადოს 80 ლარი.
14. ამ მუხლის „წ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დამზადებული დოკუმენტის ასლი, რომლის დედანთან იდენტურობაც დამოწმებულია, რჩება საქმისწარმოების მასალებში და აქვს ოფიციალური ძალა, ხოლო დოკუმენტის დედანი უბრუნდება დაინტერესებულ პირს.
15. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტო სასაქონლო ოპერაციისთვის ან სარეალიზაციოდ განკუთვნილი, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებითი განკარგვისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას სხვა მონაცემებთან ერთად დამატებით განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებას ან/და საბაჟო ღირებულებას.
16. სააგენტო შიდა ტრანზიტს გასცემს არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით.
17. სასაქონლო ოპერაციისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე ტრანზიტული ნომრის ან/და შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) სააგენტოსთან შეთანხმებით შეიძლება განახორციელოს შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულმა სხვა უფლებამოსილმა პირმა. ამ პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ ტრანზიტული ნომრისა და შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) წესს ერთობლივი ბრძანებით ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
18. შემოსავლების სამსახურის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) შემთხვევაში შიდა ტრანზიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრება აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დრომდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.
19. გარემოება, როდესაც უფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება ან სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება ხორციელდება დათვალიერების აქტის ან შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
20. სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
21. სააგენტოს მიერ ამ მუხლის „ო1“ და „ო2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გაცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
22. სააგენტოს მიერ ამ მუხლის „ო3 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული გასაცემი ინფორმაციის ნუსხასა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
23. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
231. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
232. ლიზინგის რეგისტრაციის პირობებს, ლიზინგის მოწმობის ფორმასა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
24. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც გაიწევა სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ჩაითვლება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად.
25. იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე იარაღის გადაადგილების წესსა და პირობებს, იარაღის დროებითი მოწმობის ფორმასა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
მუხლი 7. სააგენტოს მომსახურების ვადები
სააგენტოს მომსახურებისათვის დადგენილია შემდეგი ვადები:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (მათ შორის, შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) – 7 სამუშაო დღე;
ა1) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
ბ) საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა – 7 სამუშაო დღე;
ბ1) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;
ბ2) გირავნობის მოწმობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;
ბ3) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 2 სამუშაო დღე;
გ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაცია ან აღრიცხვიდან მოხსნა – 1 სამუშაო დღე (გარდა ამ მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა);
გ1) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა – 2 სამუშაო დღე;
დ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
დ1) ერთი ერთეული იარაღის რეგისტრაცია, რომელზედაც ნებართვა არ გაიცემა, ასეთი იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან ასეთი იარაღის ჩამოწერა დადგენილი ნიმუშის იარაღის რეგისტრაციის, იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი მოწმობის გაცემით − 10 სამუშაო დღე;
ე) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა დადგენილი ნიმუშის იარაღის რეგისტრაციის, იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი მოწმობის გაცემით – 1 სამუშაო დღე;
ე1) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა – ერთი სამუშაო დღე;
ე2) იარაღის ერთი ერთეული დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი დოკუმენტის გაცემით – 1 სამუშაო დღე;
ე3) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
ვ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 7 სამუშაო დღე;
ზ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება – 5 სამუშაო დღე, ხოლო საგადასახადო გირავნობის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება – უფლებამოსილი პირისაგან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 სამუშაო დღე;
თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – ერთი სამუშაო დღე;
ი) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;
კ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე;
კ1) ამ კანონის მე-6 მუხლის „ო1“−„ო4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე;
კ2) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე;
კ3) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე;
ლ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – 45 წუთი;
მ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 10 სამუშაო დღე;
მ1) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;
ნ) ამ კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემის საერთო ვადა – 8 სამუშაო დღე;
ო) სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული, ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სახით მიწოდება ავტორიზებული მომხმარებელი კომერციული ბანკებისთვის, მიკრობანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტებისთვის – 1 სამუშაო დღე;
პ) სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღე;
ჟ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან ან სხვა უფლებამოსილი პირისაგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებრივი შეზღუდვის (გარდა ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა) რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილება ან რეგისტრაციის გაუქმება – ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღე;
რ) ლიზინგის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმება − 5 სამუშაო დღე;
ს) ლიზინგის მოწმობის გაცემა − 5 სამუშაო დღე;
ტ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა − 60 სამუშაო დღე.
შენიშვნა:
1. ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების არსებობისას სააგენტოს მიერ დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია ან აღრიცხვიდან მოხსნა განხორციელდება განცხადების მიღებიდან მე-8 სამუშაო დღეს (აღნიშნული ვადის შემცირება დასაშვებია სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის თაობაზე მოგირავნის წერილობითი თანხმობის წარდგენის შემთხვევაში).
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ უფლებრივი შეზღუდვის ან სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციის/აღრიცხვის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
1. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება/თავისუფლდებიან:
ა) ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 34 პუნქტით დადგენილი წესებით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა გაცემისას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისთვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მოსარგებლე ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე):
ა.ა) ამ კანონის მე-6 მუხლის „ე1“–„ე7“ ქვეპუნქტებით ან „ზ2“ ან „ზ3“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისთვის დადგენილი საფასურის გადახდისგან;
ა.ბ) ამ კანონის მე-6 მუხლის „ე“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა გაცემისთვის დადგენილი საფასურის გადახდისგან, თუ სააგენტოსთვის ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მასზე ხელახლა გაიცემა ჩაბარების დღესვე და რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა დამზადება საჭირო არ არის;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და კერძო აღმასრულებლები ამ კანონის მე-6 მუხლის „რ“, „ფ4“ და „ჭ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე იმავე მუხლის შენიშვნის მე-13 და 131 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;
გ) ფიზიკური პირი, რომელსაც იარაღი ჯილდოდ გადაეცა, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თადარიგის გადამდგარ უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობა, საქართველოს პროკურატურის სისტემიდან პენსიაზე გასული თანამშრომელი, რომელსაც მინიჭებული აქვს იუსტიციის მრჩევლის ან იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება, პენსიაზე გასული მოსამართლე ამ კანონის მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას;
გ1) ფიზიკური პირი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით ამ კანონის მე-6 მუხლის „ლ“, „მ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;
დ) საგადასახადო ორგანო საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის შემთხვევაში ამ კანონის მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას;
ე) რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) დასამზადებელი მასალით სააგენტოს უზრუნველყოფის შემთხვევაში − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ კანონის მე-6 მუხლის „ე“–„ე5“ და „ე7“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;
ვ) პირი, რომელსაც მომსახურების შედეგად მიღებული პროდუქტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე სუვენირის, საჩუქრის ან ნიმუშის სახით გადაეცა;
ზ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე 18 წლამდე დაინტერესებული პირი:
ზ.ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად დაშვების, ხოლო მისი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი რაოდენობითა და წესით დაშვების შემთხვევაში ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას, თუ შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩაბარება;
ზ.ბ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად, პირველად დაშვების შემთხვევაში ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას, თუ ამ პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულმა პირმა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩააბარა და შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება;
თ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე დაინტერესებული პირი „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად დაშვების შემთხვევაში ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას.
2. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის 50%-ის გადახდისაგან თავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირი, რომელსაც, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 70 000 ან 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად დაშვების, ხოლო მისი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი რაოდენობითა და წესით დაშვების შემთხვევაში ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას, თუ შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩაბარება;
ბ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად, პირველად დაშვების შემთხვევაში ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულმა პირმა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩააბარა და შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება.
21. ამ კანონის მე-7 მუხლის „კ“, „კ2“ და „კ3“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადაში მომსახურების გაწევისთვის ამავე კანონის მე-6 მუხლის „ჰ3“−„ჰ5“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება მონაცემთა სუბიექტი, რომელსაც, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 70 000 ან 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს.
3. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულის დადასტურების მიზნით სათანადო უწყებისგან გამოითხოვოს პირის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვისა და სარეიტინგო ქულის რაოდენობის შესახებ მონაცემები და დაამუშაოს შესაბამისი პერსონალური მონაცემები.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით დადგენილი საფასურების გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების სხვა პირობები.
საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან მე-8 სამუშაო დღეს ნებართვის გაცემისათვის დაწესებულია მომსახურების შემდეგი საფასურები:
ა) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (გლუვლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,01 ლარი;
ბ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,03 ლარი;
გ) ერთ კილოგრამ საბრძოლო მასალაზე (დენთზე) – 0,9 ლარი.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება არანაკლებ 300 ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება არანაკლებ 50 ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.
3. ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება არანაკლებ ერთი კილოგრამი (დენთის) გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.
1. (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
11. (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
12. (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
13. (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
2. (ამოღებულია).
3. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურებია:
ა) ერთ ერთეულ იარაღზე – 70 ლარი;
ბ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (გლუვლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,04 ლარი;
გ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,06 ლარი;
დ) ერთ კილოგრამ საბრძოლო მასალაზე (დენთზე) – 1 ლარი.
4. საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან მის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე არის 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი.
41. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე არის 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი.
42. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე არის 40 ლარი.
5. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 350 ლარი.
6. (ამოღებულია - 30.07.2014, №2590).
61. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემის შესახებ განცხადების შეტანიდან:
ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი;
ბ) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.
7. განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო საათში სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.
8. (ამოღებულია - 30.07.2014, №2590).
9. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.
91. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის 1 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი.
10. სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირისათვის ამ კანონით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შედეგად შექმნილი დოკუმენტის/პროდუქტის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლების გარეთ, საქართველოს ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მისამართზე მიტანის საფასურის განაკვეთია 10 ლარი.
11. გირავნობის რეგისტრაციის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის განცხადების შეტანიდან:
ა) 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი;
ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 100 ლარი.
12. ლიზინგის რეგისტრაციის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის განცხადების შეტანიდან:
ა) 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი;
ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 100 ლარი.
13. განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 30 ლარი.
14. ერთ ერთეულ დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ დაგირავებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის მოწმობის 1 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.
შენიშვნა: ამ კანონში მითითებულ სამუშაო დღეებში არ ჩაითვლება შაბათი და კვირა, აგრეთვე საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
მუხლი 11. დაჩქარებული საინფორმაციო მომსახურების საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები
1. ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
11. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
12. უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
2. სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:
ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;
ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი;
გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.
3. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:
ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;
ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი;
გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.
4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
5. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
6. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
7. ამ კანონის მე-6 მუხლის „ო3“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
8. მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის აღნიშნული ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:
ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი;
ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.
1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართოს სააგენტოს შემდეგი მომსახურებების გაწევის თაობაზე:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (მხოლოდ მისი შეცვლის ან დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში);
ბ) დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების უკანასკნელი რეგისტრაცია განხორციელებულია 2007 წლის 1 თებერვლის შემდეგ);
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
ე) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;
ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;
ზ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;
თ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
თ1) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა;
თ2) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა;
ი) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა;
კ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
ლ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;
ნ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;
ო) ამ პუნქტის „გ“−„ვ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე ამ კანონით დადგენილი დაჩქარებული მომსახურებების გაწევა;
პ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სხვა მომსახურებების გაწევა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა ერთოდეს შესაბამისი მომსახურების მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.
3. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ:
ა) დაინტერესებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ;
ბ) მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიღებას;
გ) მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარდგენილი დოკუმენტების სააგენტოსათვის ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით მიწოდებას;
დ) მომსახურების გაწევისათვის სააგენტოს მიერ დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის შემთხვევაში ამის თაობაზე დაინტერესებული პირის ინფორმირებას და მის მიერ აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტოსათვის ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით მიწოდებას;
ე) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შედეგად ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით შექმნილი და გამოცემული დოკუმენტის მიღებას, „იუსტიციის სახლში“ მიტანას და დაინტერესებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას.
4. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების ან დაჩქარებული მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში მომსახურების ან დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისათვის ფაქტობრივად დახარჯული დრო.
5. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი საფასურის 5% საზღაურის სახით გადაეცემა „იუსტიციის სახლს“. საზღაურის გადახდის პირობები და პერიოდულობა დგინდება სააგენტოსა და „იუსტიციის სახლის“ შეთანხმებით. „იუსტიციის სახლის“ კუთვნილი საზღაური მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახდელს.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.
დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააგენტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის (შემდგომ − ცენტრი) მეშვეობით მიმართოს მომსახურების გაწევის თაობაზე. მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის ცენტრის მეშვეობით მიმართვისა და სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესებსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
მუხლი 12. საფასურის გადახდის წესი და პირობები
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების მიღებისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს განსაზღვრული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურებისათვის დადგენილი საფასურები.
2. გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ამ კანონით განსაზღვრული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
შენიშვნა:
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირებს სააგენტოსთან შეთანხმებით უფლება აქვთ, ამ კანონით განსაზღვრული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურები გადაიხადონ შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მხარეებს შორის შეთანხმებული ვადისა.
[ 1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო შესყიდვის განმახორციელებელ პირს სააგენტოსთან შეთანხმებით უფლება აქვს, ამ კანონით განსაზღვრული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურები გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მხარეებს შორის შეთანხმებული ვადისა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
2. სააგენტოსთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, ამ კანონით განსაზღვრული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურები გადაიხადონ შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მხარეებს შორის შეთანხმებული ვადისა.
3. სააგენტოს თანხმობით ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-13 და 131 პუნქტებით განსაზღვრული საფასურები დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გადაიხადოს სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მომზადების შემდეგ, მის გაცემამდე.
4. ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (საქონლის მფლობელს) უფლება აქვს, შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის ამ კანონით დადგენილი საფასური გადაიხადოს შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, საქონლის გაფორმებისას. შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის, შიდა ტრანზიტის დაკარგვისათვის, შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის გადასახდელი საფასური დაიანგარიშება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მომსახურების გაწევისათვის ამ კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტის ან ინფორმაციის სააგენტოსთვის წარდგენისათვის დახარჯული დრო.
6. ამ შენიშვნის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია დამატებით განისაზღვროს მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასურების წინასწარ (მომსახურების გაწევამდე) გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების სხვა გარემოებები.
მუხლი 13. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური მთლიანად ან ნაწილობრივ უბრუნდება, თუ:
ა) მან მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების გაწევის თაობაზე განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახდილი საფასურის დაბრუნება;
ბ) საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;
გ) მან გადაიხადა საფასური, მაგრამ იგი ამ კანონის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირია;
დ) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისათვის და დაჩქარების გარეშე მომსახურებისათვის დადგენილ საფასურებს შორის;
ე) მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას;
ვ) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე.
2. დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური მისი დაბრუნების მოთხოვნიდან 14 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება.
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან ან კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული სახით ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა ან მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება არ რეგისტრირდება/არ აღირიცხება, ხოლო რეგისტრირებულ/აღრიცხულ უფლებრივ შეზღუდვას იურიდიული ძალა არ აქვს და იგი არ აფერხებს სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციასა და აღრიცხვიდან მოხსნას, თუ:
ა) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება არ არის რეგისტრირებული შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრულ სუბიექტზე;
ბ) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება არ არის რეგისტრირებული სააგენტოში;
გ) უფლებრივი შეზღუდვის სუბიექტის ან ობიექტის იდენტიფიცირება სრულყოფილად ვერ ხდება;
დ) დოკუმენტი, რომელიც უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციას/აღრიცხვას საფუძვლად დაედო, სააგენტოში დაცული არ არის;
ე) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზეა რეგისტრირებული/აღრიცხული;
ვ) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება მას შემდეგ იქნა რეგისტრირებული/აღრიცხული, რაც სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება სხვა პირის საკუთრებად იყო აღრიცხული.
მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი
1. 2007 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების შემუშავება და დამტკიცება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნა;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული აქტების შემუშავება და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:
ა) 2007 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს:
ა.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული აქტების გამოცემა და სხვა ღონისძიებების განხორციელება;
ა.ბ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესის განსაზღვრა;
ბ) 2008 წლის 31 იანვრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდიეგერო სამსახურის რეორგანიზება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულად.
21. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ლიზინგის რეგისტრაციის პირობების, ლიზინგის მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცება.
3. 2008 წლის 31 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის შესაბამისი ქონების გადაცემა.
4. ამ კანონის მიზნებისათვის:
ა) ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ა“–„ე.კ“ და „ე.მ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს;
ბ) ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე“–„ე5“ და „ე7“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ავტომობილის რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნებს);
გ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს (გარდა მოტოციკლის სახელმწიფო სანომრე ნიშნისა) და „ზ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს;
დ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნებს);
ე) მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოტოციკლის სახელმწიფო სანომრე ნიშანს;
ვ) მოტოციკლის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოტოციკლის რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს).
5. ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემის საფასური შეადგენს:
ა) 35 ლარს, თუ ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილი საფასური ტოლია ან ნაკლებია იმ საფასურზე, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის;
ბ) სხვაობას ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილ საფასურსა და იმ საფასურს შორის, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის, თუ ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილი საფასური მეტია იმ საფასურზე, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის.
6. მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემის საფასური შეადგენს 25 ლარს.
7. მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას მოტოციკლის ერთი ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემის საფასური შეადგენს 25 ლარს.
8. ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის შემადგენელი სერიის ან/და ნომრის კომბინაცია ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა იგი ამ კანონის მე-6 მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შემადგენელი სერიისა და ნომრის კომბინაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერსა და მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.
10. ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლის/ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2014 წლის 1 სექტემბრამდე.
11. 2014 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-6 მუხლის „ე9“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით დაინტერესებული პირის მიერ მისთვის სასურველი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნის შემთხვევაში ჯავშნით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება დაჯავშნის მოთხოვნის დღიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაჯავშნილი ნომერი შეიძლება გაიცეს არაუგვიანეს დაჯავშნის ვადისა და არაუადრეს 2014 წლის 1 სექტემბრისა.
მუხლი 15. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი, გარდა მე-14 მუხლისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან.
2. ამ კანონის მე-14 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. 2008 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდიეგერო სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №611 ბრძანებულება.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4308–რს
დოკუმენტის კომენტარები