საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4308
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 04/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.001.002.718
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4308
29/12/2006
სსმ, 2, 04/01/2007
040.030.000.05.001.002.718
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (02/07/2010 - 12/11/2010)

საქართველოს კანონი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული სანებართვო, სარეგისტრაციო, საექსპერტო, საინფორმაციო და ამ კანონით განსაზღვრული სხვა სახის მომსახურების სამართლებრივი მოწესრიგება, აღნიშნულ სფეროებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს, საფასურის განაკვეთებს, მათი გადახდის წესსა და პირობებს.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – ამ კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დებულებას ამტკიცებს და ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

ბ) საფასური – ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის;

გ) მომსახურება – სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შე­ნახ­ვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონ­მდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გას­ვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება; სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთ­რებაში არსებულ იარაღზე,  სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის  საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია; იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა;  ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; იარაღის ჩამოწერა; იარაღის რეესტრის წარმოება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას  იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება; სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; საფელდიეგერო მომსახურება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაზე უფრო შემჭიდროებულ დროში;

ე) იარაღი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული:

ე.ა) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);

ე.ბ) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

ე.გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);

ე.დ) მოკლელულიანი (მათ შორის, საფანტის) ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი);

ე.ე) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

ე.ვ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

ე.ზ) გაზის (აირის) იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი);

ე.თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთ­რებაში არსებული იარაღი, რომელსაც ენიჭება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი;

ე.ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღები, რომლებიც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაეცემა მოსარგებლე პირებს;

1) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც   საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, გადააადგილოს თავის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული იარაღი:

1.ა) სააგენტოში ჩამოწერის ან ბალისტიკურ შემოწმებაზე  წარდგენის მიზნით;

1.ბ) შენახვის უფლებით შეძენილი იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით;

1.გ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;

1.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;

2) იარაღის ჩამოწერა – საკუთრებაზე (მფლობელობაზე) უარის თქმის შემთხვევაში იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოსათვის იარაღის უსასყიდლოდ ჩაბარება;

3) ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;

ვ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:

ვ.ა) სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული  მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის შესახებ; 

ვ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;

ვ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები;

ზ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების უფლებას;

თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, მოგირავნის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, სააგენტოს ვალდებულება, დაინტერესებული პირის განცხადება დაგირავებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სარეგისტრაციო ცვლილებების განხორციელების თაობაზე არ დააკმაყოფილოს სამი სამუშაო დღის განმავლობაში და აღნიშნული გარემოება აცნობოს მოგირავნეს;

ი) დათვალიერების აქტი – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც თანხმლები დოკუმენტებისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემების შედარების შედეგად აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მონაცემები;

კ) შიდა ტრანზიტი – ქვეყნის შიგნით მოქმედი სატრანსპორტო საშუალების დროებითი სარეგისტრაციო ნიშანი, რომელიც გაიცემა უცხო ქვეყანაში აღრიცხვიდან მოხსნილ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოში შემოიყვანეს რეგისტრაციის მიზნით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ მითითებული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 60 დღისა;

1) გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი – მრავალჯერადი გამოყენების შიდა ტრანზიტი, რომელიც გაიცემა 365 დღის ვადით;

ლ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, მოპედის გარდა, აგრეთვე ყველა სახის ტრაქტორი, მისაბმელი და თვითმავალი მანქანა;

მ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორები, ტრაქტორების მისაბმელები, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო და საგზაო-სამშენებლო მანქანები, სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებები, რომელთა რეგისტრაცია სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ნ) (ამოღებულია);

ო) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა:

ო.ა) უფლებამოსილი პირის მიერ გამოკვლევის შედეგად დადგენილი, დაზუსტებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდის) დადამღვა იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და რომელიც ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სავალდებულო რეგისტრაციას. საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;

ო.ბ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება;

ო.ბ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება;

პ) საფელდიეგერო მომსახურება – განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების ან/და ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდების, ნივთების ან/და ტვირთების დანიშნულების ადგილზე დადგენილი მარშრუტითა და წესით მიტანა, გადატანა-გადაზიდვა და ადრესატისათვის (მიმღებისათვის) ჩაბარება;

ჟ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:

ჟ.ა) სააგენტოს მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული  მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იარაღის ან/და მისი მესაკუთრის/მოსარგებლის შესახებ; 

ჟ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო- ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია იარაღზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;

ჟ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები;

რ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;

ს) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიში – ქარხანა-დამამზადებლის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისათვის  მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან/და განადგურების შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი (გამოვლენილი),  საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი, დასაკრავი ფირნიში. საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;

ტ) უფლების გადაცემის ბარათი – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ადასტურებს:

ტ.ა) მესაკუთრის მიერ მესამე პირისთვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას; 

ტ.ბ) მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენზე საკუთრების უფლების გადაცემას; 

ტ.გ) შემძენის უფლებას – სააგენტოში სარეგისტრაციო პროცედურებში გამსხვისებლის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე განახორციელოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების  საკუთრების უფლებით რეგისტრაცია;

ტ.დ) შემძენის მიერ სააგენტოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისთვის მინიჭებას; 

ტ.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა გარემოებებს.

      საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №76 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ.98

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.270

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.126

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.229

    მუხლი 4. სააგენტოს ფუნქციები და მიზანი

1. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის  შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;

ბ) ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო  ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შე­ნახ­ვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;  

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შე­ნახ­ვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც  საქართველოს კანონ­მდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გას­ვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება;

1) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთ­რებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა, იარაღის რეგისტრაცია ან ხელახალი რეგისტრაცია;

2) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;

3) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;

4) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;

5) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;

6) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;

7) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;

დ) ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;

ე) იარაღის რეგისტრაცია;

ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება;

ზ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია;

თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება;

ი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება;

კ) სატრანსპორტო საშუალებების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათი მისაბმელების რეგისტრაცია (რეგისტრაციაში ცვლილებები);

ლ) სატრანსპორტო საშუალების ან ტრაქტორის მართვის უფლების მინიჭება და შესაბამისი მოწმობის გაცემა;

მ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;

ნ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;

ო) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა და ამ კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებების შესრულება;

1) საფელდიეგერო მომსახურება;

2) გირავნობის მოწმობის გაცემა;

3) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;

4) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია;

5) იარაღის რეესტრის წარმოება;

6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან  აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება;

პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სააგენტოს მიზანია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება, მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სფეროს კონტროლი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მომსახურების გაუმჯობესება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარების ხელშეწყობა.

3. სააგენტოს უფლება აქვს, შეაგროვოს, დაამუშაოს, შეინახოს და გასცეს ყველა ის მონაცემი, რომელიც საჭიროა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.

4. დაუშვებელია სააგენტოს მიერ ისეთი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და გაცემა, რომლებიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.126

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.229

    მუხლი 41. სააგენტოს მიერ მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტების გამოყენების უფლება

ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას სააგენტოს უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ამასთანავე, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტებს.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.270

    მუხლი 4 2 . მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული შეფერხებისას

1. სააგენტოსთვის სხვა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვებსერვისის ან/და სხვა ელექტრონული კავშირის მეშვეობით უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას (ან აღრიცხვისას) ტექნიკური გაუმართაობის ან/და ელექტრონული კავშირის შეფერხების შემთხვევაში, როდესაც სააგენტო ვერ იღებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციას ან/და ვერ გადაამოწმებს მას, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) ჩერდება არა უმეტეს 5 წუთისა, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ტექნიკური გაუმართაობის აღმოუფხვრელობის ან/და ელექტრონული კავშირის აღუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო დამატებითი გადამოწმების გარეშე, ამ მუხლით დადგენილი წესით აგრძელებს სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, როდესაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის) საფუძველი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემაა, სააგენტო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას) განახორციელებს მხოლოდ გამსხვისებლის მიერ მისთვის უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის არქონის თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას გამსხვისებლის მიერ მისთვის ცნობილი უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შემთხვევაში მოტყუებულ შემძენს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ედავოს  მას გარიგების ბათილად ცნობაზე.

4. სააგენტოს ან მის თანამშრომელს არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ მუხლით განსაზღვრული წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისათვის).

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.229

    მუხლი 5. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული გადასახდელები

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სააგენტოს მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით განსაზღვრული საფასური, ხოლო სანებართვო ან/და სარეგისტრაციო მომსახურების განხორციელებისათვის – „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი.

2. დაჩქარებული მომსახურების შემთხვევაში დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადასახდელთან ერთად დამატებით იხდის დაჩქარებული მომსახურებისათვის დადგენილ შესაბამის საფასურს.

3. სააგენტო საფელდიეგერო მომსახურებას ახორციელებს სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე. საფელდიეგერო მომსახურების საფასური, მისი გადახდის წესი და ვადები განისაზღვრება საფელდიეგერო მომსახურების ხელშეკრულებით.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410

    მუხლი 6. მომსახურების საფასურის განაკვეთები

მომსახურების საფასურის განაკვეთებია:

ა) მართვის მოწმობის გაცემა – 15 ლარი;

1) დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა – 20 ლარი;

ბ) მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვება – 40 ლარი;

გ) საერთაშორისო ტიპის მართვის მოწმობის გაცემა – 109 ლარი;

დ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა – 35 ლარი;

1) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა – 25 ლარი;

ე) სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა:

ე.ა) სახელმწიფო სანომრე ნიშნის (გარდა ამ მუხლის „ე.ბ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშნებისა) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის (გარდა ამავე მუხლის „ე.ლ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სანომრე ნიშნისა) აღდგენა – 35 ლარი;

ე.ბ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 600 ლარი;

ე.გ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 800 ლარი;

ე.დ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 400 ლარი;

ე.ე) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 500 ლარი;

ე.ვ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 700 ლარი;

ე.ზ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 300 ლარი;

ე.თ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 – 200 ლარი;

ე.ი) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 250 ლარი;

ე.კ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 150 ლარი;

ე.ლ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტი შედგება პირისათვის სასურველ ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციისაგან – 10 000 ლარი;

ე.ლ1) საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, დიპლომატიური მისიების, აგრეთვე დიპლომატიური თანამდებობის პირებისა და მათთან გათანაბრებული პირების მფლობელობაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას (დროებითი რეგისტრაციისას) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დიპლომატიური სტატუსის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე აღნიშნული ტიპის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენა – 80 ლარი (დღგ-ის გარეშე);

ე.მ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, ამ მუხლის „ე.ა“–„ე.კ“ ქვეპუნქტებით გათვა-ლისწინებული შემთხვევების გარდა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 350 ლარი;

ე.ნ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, ამ მუხლის „ე.ა“–„ე.კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 300 ლარი;

ე.ო) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, ამ მუხლის „ე.ა“–„ე.კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 250 ლარი;

ე.პ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე.ბ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, გაუცემელი სახელმწიფო სანომრე ნიშნის შენახვა არა უმეტეს 2 თვის ვადით – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი;

ე.ჟ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, გამოთავისუფლებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის შენახვა არა უმეტეს 2 თვის ვადით – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი;

ვ) სატრანზიტო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა – 30 ლარი;

ზ) მოტოციკლის, მისაბმელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის   სანომრე ნიშნის გაცემა – 25 ლარი;

1) სანომრე ნიშნის – „TEST“-ის ერთი წყვილის გაცემა – 30 ლარი;   

თ) სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის გადაფორმება:

თ.ა) მისაბმელისა, რომლის წონა არ აღემატება 720 კილოგრამს, – 25 ლარი;

თ.ბ) მისაბმელისა, რომლის წონა აღემატება 720 კგ-ს – 100 ლარი;

ი) (ამოღებულია);

კ) ტრაქტორის მართვის მოწმობის გაცემა – 15 ლარი;

ლ) ერთი ერთეული იარაღის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 20 ლარი;

1) ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია – 10 ლარი;

მ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა – 15 ლარი;

1) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი;

2) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან იარაღის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი;

3) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი;

4) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა – 50 ლარი;

ნ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა – 10 ლარი;

ო) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 10 ლარი;

პ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გირავნობის რეგისტრაცია – 50 ლარი;

ჟ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – 50 ლარი;

რ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი;

1) სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული, ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სახით მიწოდება ავტორიზებული მომხმარებელი კომერციული ბანკებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის და საფინანსო ინსტიტუტებისათვის – 5 ლარი;

ს) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება – 20 ლარი;

ტ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 20 ლარი;

უ) შიდა ტრანზიტი – ერთი სრული დღით სარგებლობა – 1 ლარი;

1) გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი – 450 ლარი;

ფ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ადგილზე დათვალიერება და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენა თითოეულ ერთეულზე – 20 ლარი;

1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ადგილზე საექსპერტო შემოწმება – ერთი ერთეულისა 20 ლარი;

2) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა – 50 ლარი;

3) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა – 20 ლარი;

4) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი;

ქ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაციისათვის ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისათვის უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედებების შესრულება (გარდა ამ მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა) დაინტერესებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – 50 ლარი.

ღ) დამხმარე ტექნიკური საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა – 10 ლარი;

ყ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი;

შ) სააგენტოს მიერ  საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ ერთ ერთეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება – 30 ლარი;

ჩ) ერთ ერთეულ დაგირავებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის მოწმობის გაცემა – 50 ლარი;

ც) ერთ ერთეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 30 ლარი;

1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – 20 ლარი;

2) ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურების საფასური – 20 ლარი;

ძ) მძღოლის მოწმობის მისაღებად, თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში, პირის დამატებით გამოცდაზე ვადაზე ადრე დაშვება, მაგრამ არა უგვიანეს პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან მეექვსე დღისა, – 30 ლარი.

 

შენიშვნა:

1. ამ მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციის წყობა არ უნდა იყოს ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სანომრე ნიშნის ასოთა და ციფრთა კომბინაციის მსგავსი. ასოთა ან/და ციფრთა კომბინაცია არ უნდა აღემატებოდეს შვიდ ერთეულს და არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას, გეოგრაფიული ადგილის დასახელებას, ადმინისტრაციული ორგანოს სახელწოდებას (აბრევიატურას) ან უხამსობას, აგრეთვე არ უნდა შეურაცხყოფდეს ან არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციასა და ზნეობრივ ნორმებს. ორი იდენტური სახელმწიფო სანომრე ნიშანი არ გაიცემა.

2. ამ მუხლის „ე.მ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაიცემა მხოლოდ ის სანომრე ნიშანი, რომლის ლათინური შრიფტის ასოების კომბინაცია რეგისტრაციის დღისათვის მიმოქცევაში არ იმყოფება და არ წარმოადგენს რიგით სანომრე ნიშანს.

3. ამ მუხლის „ე.ბ“–„ე.კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია გაიცეს პირისათვის სასურველი ის სახელმწიფო სანომრე ნიშანი, რომელიც რეგისტრაციის დღისათვის მიმოქცევაში არ იმყოფება და არ წარმოადგენს რიგით სანომრე ნიშანს.

4. ამ მუხლის „ფ“, „ფ1“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის მიყვანა ხდება დაინტერესებული პირის ხარჯით.

5. სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ფ“, „ფ1“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე, თუ დაინტერესებული პირის მიერ მითითებული ადგილი სცილდება გონივრულ ფარგლებს.

6. პირი შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე იხდის 5 ლარს, ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში – დამატებით 30 ლარს.

7. პირის მფლობელობაში (საკუთრებაში) ერთდროულად არსებულ, ტერიტორიულად ერთ ადგილზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ მუხლის „ფ“ და „ფ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებისათვის დაინტერესებული პირის მიერ გადასახდელი საფასურის ოდენობაა ერთ ერთეულზე 10 ლარი.

8. ამ მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი დადგენილი საფასურის გარდა იხდის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საფასურსაც.

9. ამ მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი დამატებით იხდის ამ კანონით დადგენილი შესაბამისი მართვის მოწმობის გაცემის საფასურსაც.

10. ამ მუხლის „ე.პ“ და „ე.ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებისას სახელმწიფო სანომრე ნიშნები გაიცემა საერთო წესით. თუ პირს მის მიერ მოთხოვნილ ვადაში არ წარმოეშვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, ამ ვადის გასვლის მომდევნო კალენდარული დღიდან სააგენტოს ეხსნება სანომრე ნიშნის შენახვის ვალდებულება და გადახდილი საფასური გადამხდელს არ დაუბრუნდება.

11. ამ მუხლის „უ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მფლობელს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ მიანიჭოს იგი მხოლოდ თავის საკუთრებაში არსებულ, დროებით დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადით.

12. კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები და საფინანსო ინსტიტუტები ვალდებული არიან, არ დაუშვან ამ მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შედეგად მიღებული ინფორმაციის მესამე პირისათვის გადაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №76 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ.98

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.270

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.126

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.229

    მუხლი 7. სააგენტოს მომსახურების ვადები

სააგენტოს მომსახურებისათვის დადგენილია შემდეგი ვადები:

ა) მართვის მოწმობის გაცემა – 7 სამუშაო დღე;

1) დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა – 10 სამუშაო დღე;

ბ) საერთაშორისო ტიპის მართვის მოწმობის გაცემა – 7 სამუშაო დღე;

1) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;

2) გირავნობის მოწმობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;

3) ერთ ერთეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 2 სამუშაო დღე;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაცია (ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) – ერთი სამუშაო დღე;

დ) ტრაქტორის მართვის მოწმობის გაცემა – 7 სამუშაო დღე;

ე) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით – 8 სამუშაო დღე;

1) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა – ერთი სამუშაო დღე;

ვ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 7 სამუშაო დღე;

ზ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია – 5 სამუშაო დღე, ხოლო საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის შემთხვევაში – შეტყობინების მიღებიდან ერთი სამუშაო დღე;

თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – ერთი სამუშაო დღე;

ი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;

კ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;

ლ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება – 45 წუთი;

მ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 10 სამუშაო დღე;

1) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;

ნ) ამ კანონით  განსაზღვრული ნებართვების გაცემის საერთო ვადა – 8 სამუშაო დღე;

ო) სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული, ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სახით მიწოდება ავტორიზებული მომხმარებელი კომერციული ბანკებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის და საფინანსო ინსტიტუტებისათვის – ერთი სამუშაო დღე;

პ) სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღე;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული  ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ ინფორმაციის (გარდა ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა) აღრიცხვა – შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღე.

შენიშვნა:

1. სააგენტოს მიერ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების არსებობისას ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) განხორციელდება განცხადების მიღებიდან მე-4 სამუშაო დღეს.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოში უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე შეტყობინების შემოსვლის შემდეგ უფლებრივი შეზღუდვის ან სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციის/აღრიცხვის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №76 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ.98

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.270

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.126

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.229

    მუხლი 8. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება:

ა) ამ კანონის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული, უკვე გაცემული სახელმწიფო სანომრე ნიშნის იმავე პირზე ან მის მემკვიდრეზე ანდა მის სამართალმემკვიდრეზე გაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა  სახელმწიფო სანომრე ნიშნის ჩაბარებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ განხორციელდება სახელმწიფო სანომრე ნიშნის იმავე პირის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისათვის მინიჭება. იმავე მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი პირს გადაეცემა სამუდამოდ;

ბ) საქართველოს საკანონმდებლო,  აღმასრულებელი  და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და კერძო აღმასრულებლები ამ კანონის მე-6 მუხლის „რ“ და „ფ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;

გ) ფიზიკური პირი, რომელსაც ჯილდოდ გადაეცა იარაღი; საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თადარიგის გადამდგარ უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობა; საქართველოს პროკურატურის სისტემიდან პენსიაზე გასული თანამშრომლები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ იუსტიციის მრჩევლის ან იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება; პენსიაზე გასული მოსამართლეები – ამ კანონის მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებით სარგებლობისას;

დ) საგადასახადო ორგანო საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციისას ამ კანონის მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებით სარგებლობისას.

ე) სააგენტოს სანომრე ნიშნების დასამზადებელი მასალით უზრუნველყოფის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ კანონის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (გარდა „ე.ლ“ ქვეპუნქტისა) განსაზღვრული მომსახურებით სარგებლობისას.

ვ) პირი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების შედეგად მიღებული პროდუქტი გადაეცა სუვენირის, საჩუქრის ან ნიმუშის სახით;

შენიშვნა: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დაწესდეს ამ კანონით დადგენილი საფასურების გადახდისაგან განთავისუფლების სხვა პირობები.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.270

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2993 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.158

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.229

    მუხლი 9. საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემისათვის დაწესებული საფასურები

საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან მე-8 სამუშაო დღეს ნებართვის გაცემისათვის დაწესებულია მომსახურების შემდეგი საფასურები:

ა) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (გლუვლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,01 ლარი;

ბ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,03 ლარი;

გ) ერთ კილოგრამ საბრძოლო მასალაზე (დენთზე) – 0,9 ლარი.

 

შენიშვნა:

1. ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება არანაკლებ 300 ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება არანაკლებ 50 ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება არანაკლებ ერთი კილოგრამი (დენთის) გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5942 - სსმ I, №8, 28.03.2008წ., მუხ.49

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.229

    მუხლი 10. თითოეულ ერთეულზე დაჩქარებული სანებართვო ან/და სარეგისტრაციო მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები

1. ერთი ერთეული იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია ან მათი ხელახალი რეგისტრაცია ანდა ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით:

ა) განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 50 ლარი;

ბ) განაცხადის შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 80 ლარი.

2. (ამოღებულია).

3. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურებია:

ა) ერთ ერთეულ იარაღზე – 70 ლარი;

ბ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (გლუვლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,04 ლარი;

გ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,06 ლარი;

დ) ერთ კილოგრამ საბრძოლო მასალაზე (დენთზე) – 1 ლარი.

4. საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის  საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან მის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე არის 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი.

41. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე არის 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი.

42. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე არის 40 ლარი.

5. ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:

ა) 10 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 350 ლარი;

ბ) 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 500 ლარი.

6. ნებართვის მოწმობისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის განცხადების შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დამზადებისა და გაცემისათვის საფასურის განაკვეთია 20 ლარი.

61. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემის შესახებ განცხადების შეტანიდან:

ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი;

ბ) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.

7. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაციისათვის (ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისათვის) დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის არსებობა;

ბ) სატრანსპორტო საშუალების მონაცემებსა და წარმოდგენილ დოკუმენტაციას შორის შეუსაბამობა;

გ) ტექნიკური ხარვეზის არსებობა;

დ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების არსებობა;

ე) პირისათვის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშნის რეგისტრაციის მომენტისათვის არარსებობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

8. ამ კანონის მე-6 მუხლის „ე.ბ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის, რომელიც რეგისტრაციის დღისათვის მიმოქცევაში არ იმყოფება და არ არის რიგითი სანომრე ნიშანი, თაობაზე განაცხადის შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურია 30 ლარი.

9. სატრანსპორტო საშუალების ან ტრაქტორის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების ჩაბარების დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.

10. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში მართვის მოწმობის საცხოვრებელ ადგილზე (მხოლოდ თვითმმართველ ქალაქში) მიტანის საფასურის განაკვეთია 10 ლარი.

 

შენიშვნა: ამ კანონში მითითებულ სამუშაო დღეებში არ ჩაითვლება შაბათი და კვირა, აგრეთვე საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №76 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ.98

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.270

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.126

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.229

    მუხლი 11. დაჩქარებული საინფორმაციო მომსახურების საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები

1. ნასამართლობის შესახებ ცნობის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:

ა) 2 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი;

ბ) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი;

გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:

ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;

ბ) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი;

გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.

3. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:

ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;

ბ) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი;

გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.270

    მუხლი 12. საფასურის გადახდის წესი და პირობები

1. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით დაწესებული საფასური.

2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

5. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

 

შენიშვნა:

დასაშვებია საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე პროკურატურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების საფასურის გადახდა მომსახურების (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის „რ“ და „ფ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებისა) გაწევის შემდგომაც.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.410

    მუხლი 13. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. თუ საფასური გადახდილია ამ კანონით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.

2. გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;

ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;

გ) სააგენტომ მომსახურება არ განახორციელა ამ კანონით დადგენილ ვადაში.

3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ეს კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის.

4. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი

1. 2007 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების შემუშავება და დამტკიცება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნა;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული აქტების შემუშავება და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

ა) 2007 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს:

ა.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული აქტების გამოცემა და სხვა ღონისძიებების განხორციელება;

ა.ბ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესის განსაზღვრა;

ბ) 2008 წლის 31 იანვრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდიეგერო სამსახურის რეორგანიზება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულად.

3. 2008 წლის 31 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის შესაბამისი ქონების გადაცემა.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410

    მუხლი 15. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა მე-14 მუხლისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან.

2. ამ კანონის მე-14 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. 2008 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდიეგერო სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №611 ბრძანებულება.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4308–რს  

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.410

2. საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5942 - სსმ I, №8, 28.03.2008წ., მუხ.49

3. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №76 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ.98

4. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.270

5. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.126

6. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2993 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.158

7. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.229

35. 05/09/2024 - საქართველოს კანონი - 4414-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2024 34. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3880-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 33. 31/05/2023 - საქართველოს კანონი - 3104-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 32. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2618-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 31. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2568-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 30. 15/12/2022 - საქართველოს კანონი - 2386-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/12/2022 29. 21/06/2022 - საქართველოს კანონი - 1658-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2022 28. 16/11/2021 - საქართველოს კანონი - 1012-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 22/11/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 05/01/2021 - საქართველოს კანონი - 77-IIრს-Xმპ - ვებგვერდი, 06/01/2021 26. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6960-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 25. 02/07/2020 - საქართველოს კანონი - 6734-რს - ვებგვერდი, 07/07/2020 24. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5766-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 23. 30/06/2017 - საქართველოს კანონი - 1196-IIს - ვებგვერდი, 14/07/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 751-IIს - ვებგვერდი, 24/05/2017 21. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 661-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 20. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5024-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 19. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3703-IIს - ვებგვერდი, 30/06/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 30/07/2014 - საქართველოს კანონი - 2590-რს - ვებგვერდი, 11/08/2014 17. 24/12/2013 - საქართველოს კანონი - 1831-რს - ვებგვერდი, 03/01/2014 16. 19/06/2012 - საქართველოს კანონი - 6503-Iს - ვებგვერდი, 02/07/2012 15. 22/05/2012 - საქართველოს კანონი - 6250-Iს - ვებგვერდი, 06/06/2012 14. 24/04/2012 - საქართველოს კანონი - 6058-Iს - ვებგვერდი, 07/05/2012 13. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5959-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 12. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5201-IIს - ვებგვერდი, 111114040, 14/11/2011 11. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4688-Iს - ვებგვერდი, 110601019, 01/06/2011 10. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4685-Iს - ვებგვერდი, 110601016, 01/06/2011 9. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4138-რს - სსმ, 76, 29/12/2010 8. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 7. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3286 - სსმ, 38, 16/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 2993 - სსმ, 24, 10/05/2010 5. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1543 - სსმ, 21, 03/08/2009 4. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 810 - სსმ, 40, 29/12/2008 3. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 76 - სსმ, 12, 14/07/2008 2. 19/03/2008 - საქართველოს კანონი - 5942 - სსმ, 8, 28/03/2008 1. 14/12/2007 - საქართველოს კანონი - 5610 - სსმ, 47, 26/12/2007