„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3104-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.020892
3104-XIმს-Xმპ
31/05/2023
ვებგვერდი, 13/06/2023
040030000.05.001.020892
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ე.დ“−„ე.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.დ) მოკლე (მათ შორის, საფანტის) ცეცხლსასროლი იარაღი;

ე.ე) სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი;

ე.ვ) სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი;“;

ბ) „ე.თ“ და „ე.ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებული იარაღი, რომელსაც ენიჭება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი;

ე.ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღი, რომელიც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაეცემა მოსარგებლე პირებს;“;

გ) „ე.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლიდან სროლაც დასაშვებია დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის შესაბამისად;“;

დ) „ე.ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ლ1“ ქვეპუნქტი:

„ე.ლ1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღი;“;

ე) „ე1.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1.ვ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი და ამ გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა იარაღის შენახვის ადგილიდან დახურულ ან/და ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთში ან/და სასროლო-სანადირო სტენდში მიტანის ან/და იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;“;

ვ) „ე1.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1.თ“ ქვეპუნქტი:

„ე1.თ) საბრძოლო მასალა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;“;

ზ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;“;

თ) „ტ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ.გ) ადასტურებს ამ კანონის მე-6 მუხლის „ც“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარიგებასთან დაკავშირებით ან/და სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისთვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოებაში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ სხვა პირისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას;“;

ი) „ტ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ.გ1“ ქვეპუნქტი:

„ტ.გ1) ადასტურებს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან შემძენის მიერ სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის ან შეძენის უფლების მესამე პირისთვის (შუამავლისთვის) გადაცემას;“;

კ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სააგენტოს მიერ ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა;

ე) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;“;

ა.ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებული იარაღისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისთვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;

თ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;“;

ა.გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია, რომლიდან სროლაც დასაშვებია დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის შესაბამისად;“;

ა.დ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია;“;

ა.ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;“;

ა.ვ) „ტ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ1) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისთვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით გამოცდის ჩატარება;“;

ა.ზ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;“;

ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 და 33 პუნქტები:

„32. ამ მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად დაარქივებულ აუდიო- და ვიდეომასალას დაინტერესებული პირი ეცნობა სააგენტოში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ხოლო აღნიშნული მასალის ან მისი ასლის დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

33. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს მომსახურების გაწევის თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული შინაარსი.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) „ბ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ3) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისთვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი;“;

ბ) „ტ​1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ​1) ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილზე (ერთ მისამართზე) ტექნიკური დათვალიერების განხორციელება – 50 ლარი;“;

გ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 30 ლარი;“;

დ) შენიშვნის:

დ.ა) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.ბ) 13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.გ) 5პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე, თუ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილამდე მანძილი გონივრულ ფარგლებს სცილდება.“;

დ.დ) 5პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

„52. პირი შიდა ტრანზიტის ან ტრანზიტული ნომრის ერთი ცალის ან ერთი წყვილის დაკარგვის შემთხვევაში 30 ლარს იხდის.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) „ბ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ3) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 2 სამუშაო დღე;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ 1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ერთი ერთეული იარაღის რეგისტრაცია, რომელზედაც ნებართვა არ გაიცემა, ასეთი იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან ასეთი იარაღის ჩამოწერა დადგენილი ნიმუშის იარაღის რეგისტრაციის, იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი მოწმობის გაცემით − 10 სამუშაო დღე;“;

გ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა − 60 სამუშაო დღე.“.

5. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ფიზიკური პირი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით ამ კანონის მე-6 მუხლის „ლ“, „მ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;“.

6. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 350 ლარი.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 პუნქტის „ა.ა“−„ა.ვ“ ქვეპუნქტებისა, მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებისა, მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-5 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ვ“ და „კ“ ქვეპუნქტები, მე-2 პუნქტის „ა.ა“−„ა.ვ“ ქვეპუნქტები, მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტები, მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

31 მაისი 2023 წ.

N3104-XIმს-Xმპ