„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6250-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.016755
  • Word
6250-Iს
22/05/2012
ვებგვერდი, 06/06/2012
040030000.05.001.016755
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონ ი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორია – სააგენტოს კუთვნილი ან მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რომლებ შიც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ან/და მათი დანაყოფები;“.

2. მე-6 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა − 50 ლარი;“;

ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაციისათვის ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისათვის უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედებების შესრულება (გარდა ამ მუხლის „ფ“ და „ფ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებ ს გარეთ – 50 ლარი;“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111  მუხლი:

     „მუხლი 111 . დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვა

 1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართოს სააგენტოს შემდეგი მომსახურებების გაწევის თაობაზე:

ა) მართვის მოწმობის ან ტრაქტორის მართვის მოწმობის გაცემა (მხოლოდ მისი შეცვლის ან დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში);

ბ) დაკარგული ან დაზიანებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანასკნელი რეგისტრაცია განხორციელებულია 2007 წლის 1 თებერვლის შემდეგ);

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;

ე) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;

ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;

ზ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;

თ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;

ი) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა;

კ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;

ლ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;

მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;

ნ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;

) ამ პუნქტის „გ“−„ვ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე ამ კანონით დადგენილი დაჩქარებული მომსახურებების გაწევა;

პ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სხვა მომსახურებების გაწევა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა ერთოდეს შესაბამისი მომსახურების მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.

3. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ:

ა) დაინტერესებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ;

ბ) მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიღებას;

გ) მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარდგენილი დოკუმენტების სააგენტოსათვის ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით მიწოდებას;

დ) მომსახურების გაწევისათვის სააგენტოს მიერ დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის შემთხვევაში ამის თაობაზე დაინტერესებული პირის ინფორმირებას და მის მიერ აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტოსათვის ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით მიწოდებას;

ე) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შედეგად ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით შექმნილი და გამოცემული დოკუმენტის მიღებას, „იუსტიციის სახლში“ მიტანას და დაინტერესებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას.

4. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების ან დაჩქარებული მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში მომსახურების ან დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისათვის ფაქტობრივად დახარჯული დრო.

5. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი საფასურის 5% საზღაურის სახით გადაეცემა „იუსტიციის სახლს“. საზღაურის გადახდის პირობები და პერიოდულობა დგინდება სააგენტოსა და „იუსტიციის სახლის“ შეთანხმებით. „იუსტიციის სახლის“ კუთვნილი საზღაური მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახდელს (დღგ-ის ჩათვლით).

6. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 მაისი.

№6250- I