„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5766-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.019795
5766-IIს
17/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
040030000.05.001.019795
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:

„ფ1) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა − სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ;“.

2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“ ქვეპუნქტი:

„ჯ1) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა;“.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ3“ ქვეპუნქტი:

„კ3) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;“.

4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:

ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;

ბ)   1   სამუშაო   დღის   განმავლობაში   გაცემისათვის   დაჩქარებული   მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი.“.

5. 111 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ ქვეპუნქტი:

„თ2) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

თბილისი,

17 მარტი 2020 წ.

N5766-IIს