„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 77-IIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.020225
77-IIრს-Xმპ
05/01/2021
ვებგვერდი, 06/01/2021
040030000.05.001.020225
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საფასური – სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი;“.

2. მე-6 მუხლის:

ა) „ე8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე8) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი:

8.ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა – 80 ლარი;

8.ბ) მისაბმელის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 80 ლარი;“;

ბ) „ზ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ4) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა − 40 ლარი;“.

3. 111 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი საფასურის 5% საზღაურის სახით გადაეცემა „იუსტიციის სახლს“. საზღაურის გადახდის პირობები და პერიოდულობა დგინდება სააგენტოსა და „იუსტიციის სახლის“ შეთანხმებით. „იუსტიციის სახლის“ კუთვნილი საზღაური მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახდელს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

თბილისი,

5 იანვარი 2021 წ.

N77-IIრს-Xმპ