„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2386-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.020733
2386-IXმს-Xმპ
15/12/2022
ვებგვერდი, 23/12/2022
040030000.05.001.020733
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) მე-6 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 100 ლარი;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე1“−„ე8“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), აგრეთვე ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) − 80 ლარი, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის ხელახლა დამზადება და გაცემა – 35 ლარი;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

თბილისი,

15 დეკემბერი 2022 წ.

N2386-IXმს-Xმპ