"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4685-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110601016, 01/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.016326
  • Word
4685-Iს
17/05/2011
ვებგვერდი, 110601016, 01/06/2011
040030000.05.001.016326
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შიდა ტრანზიტი – საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის მონაწილე,  დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანი. შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) და გამოყენების წესი (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევისა) დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;“.

2. მე-6 მუხლის:

ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ს) ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება, შესაბამისი აქტის შედგენით (გარდა ამ მუხლის 1“ და „ქ1 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – 20 ლარი;“;

ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ფ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 20 ლარი;“;

გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება, შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე − 20 ლარი;“;

დ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ ქვეპუნქტი:

„შ1) ერთ ერთეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა რეექსპორტისა) − 20 ლარი;“;

ე) შენიშვნის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციის წყობა არ უნდა იყოს ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სანომრე ნიშნის ასოთა და ციფრთა კომბინაციის მსგავსი. ასოთა ან/და ციფრთა კომბინაცია არ უნდა აღემატებოდეს შვიდ ერთეულს და არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას,  ადმინისტრაციული ორგანოს სახელწოდებას (აბრვიატურას) ან უხამსობას, აგრეთვე არ უნდა შეურაცხყოფდეს ან არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციასა და ზნეობრივ ნორმებს. ორი იდენტური სახელმწიფო სანომრე ნიშანი არ გაიცემა.“;

ე.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პირის მფლობელობაში (საკუთრებაში) ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (გარდა ამ შენიშვნის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ამ მუხლის „ფ“, „ფ1და 1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის შესაბამისი საფასური მცირდება 10 ლარით.“;

ე.გ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16−მე-19 პუნქტები:

„16. სააგენტო შიდა ტრანზიტს (გარდა გრძელვადიანი შიდა ტრანზიტისა) გასცემს დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა.

17. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, სააგენტოსთან შეთანხმებით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატრანზიტო სანომრე ნიშნის ან/და შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) შეიძლება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანზიტო სანომრე ნიშნისა და  შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) წესს ერთობლივი ბრძანებით ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები.

18. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალსაჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) შემთხვევაში შიდა ტრანზიტით   სარგებლობის ვადა განისაზღვრება აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დრომდე, მაგრამ არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა. 

19. გარემოება, როდესაც უფლებამოსილი პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ან საექსპერტო შემოწმება ხორციელდება შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

3. მე-12 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (საქონლის მფლობელს) უფლება აქვს, შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის ამ კანონით დადგენილი საფასური გადაიხადოს  შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, საქონლის გაფორმებისას. შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის, შიდა ტრანზიტის დაკარგვისათვის, შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის გადასახდელი საფასური დაიანგარიშება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 17 მაისი.

№4685-Iს