„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 16/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.001.004.091
  • Word
3286
02/07/2010
სსმ, 38, 16/07/2010
040.030.000.05.001.004.091
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 

1. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მომსახურება – სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შე­ნახ­ვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონ­მდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გას­ვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება; სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთ­რებაში არსებულ იარაღზე,  სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის  საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია; იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა;  ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; იარაღის ჩამოწერა; იარაღის რეესტრის წარმოება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას  იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება; სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; საფელდიეგერო მომსახურება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“;

ბ) „ე“, „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იარაღი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული:

ე.ა) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);

ე.ბ) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

ე.გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);

ე.დ) მოკლელულიანი (მათ შორის, საფანტის) ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი);

ე.ე) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

ე.ვ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

ე.ზ) გაზის (აირის) იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი);

ე.თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთ­რებაში არსებული იარაღი, რომელსაც ენიჭება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი;

ე.ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღები, რომლებიც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაეცემა მოსარგებლე პირებს;

1) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც   საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, გადააადგილოს თავის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული იარაღი:

1.ა) სააგენტოში ჩამოწერის ან ბალისტიკურ შემოწმებაზე  წარდგენის მიზნით;

1.ბ) შენახვის უფლებით შეძენილი იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით;

1.გ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;

1.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;

2) იარაღის ჩამოწერა – საკუთრებაზე (მფლობელობაზე) უარის თქმის შემთხვევაში იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოსათვის იარაღის უსასყიდლოდ ჩაბარება;“;

გ) „ე2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე3“ ქვეპუნქტი:

„ე3) ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;“;

დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:

ვ.ა) სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული  მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის შესახებ; 

ვ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;

ვ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები;“;

ე) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დათვალიერების აქტი – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც თანხმლები დოკუმენტებისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემების შედარების შედეგად აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მონაცემები;“;

ვ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საფელდიეგერო მომსახურება – განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების ან/და ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდების, ნივთების ან/და ტვირთების დანიშნულების ადგილზე დადგენილი მარშრუტითა და წესით მიტანა, გადატანა-გადაზიდვა და ადრესატისათვის (მიმღებისათვის) ჩაბარება;

ჟ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:

ჟ.ა) სააგენტოს მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული  მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იარაღის ან/და მისი მესაკუთრის/მოსარგებლის შესახებ; 

ჟ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო- ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია იარაღზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;

ჟ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები;

რ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;“;

თ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:

„ს) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიში – ქარხანა-დამამზადებლის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისათვის  მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან/და განადგურების შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი (გამოვლენილი),  საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი, დასაკრავი ფირნიში. საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;

ტ) უფლების გადაცემის ბარათი – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ადასტურებს:

ტ.ა) მესაკუთრის მიერ მესამე პირისთვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას; 

ტ.ბ) მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენზე საკუთრების უფლების გადაცემას; 

ტ.გ) შემძენის უფლებას – სააგენტოში სარეგისტრაციო პროცედურებში გამსხვისებლის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე განახორციელოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების  საკუთრების უფლებით რეგისტრაცია;

ტ.დ) შემძენის მიერ სააგენტოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისთვის მინიჭებას; 

ტ.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა გარემოებებს.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის  შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;

ბ) ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო  ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შე­ნახ­ვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;  

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შე­ნახ­ვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც  საქართველოს კანონ­მდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გას­ვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“–„გ7“ ქვეპუნქტები:

„გ1) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთ­რებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა, იარაღის რეგისტრაცია ან ხელახალი რეგისტრაცია;

2) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;

3) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;

4) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;

5) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;

6) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;

7) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;“;

ა.გ) „ო3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო3) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;“;

ა.დ) „ო3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო4“, „ო5“ და „ო6“ ქვეპუნქტები:

„ო4) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია;

5) იარაღის რეესტრის წარმოება;

6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან  აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. სააგენტოს უფლება აქვს, შეაგროვოს, დაამუშაოს, შეინახოს და გასცეს ყველა ის მონაცემი, რომელიც საჭიროა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.

4. დაუშვებელია სააგენტოს მიერ ისეთი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და გაცემა, რომლებიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 მუხლი:

     „მუხლი 42. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული შეფერხებისას

1. სააგენტოსთვის სხვა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვებსერვისის ან/და სხვა ელექტრონული კავშირის მეშვეობით უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას (ან აღრიცხვისას) ტექნიკური გაუმართაობის ან/და ელექტრონული კავშირის შეფერხების შემთხვევაში, როდესაც სააგენტო ვერ იღებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციას ან/და ვერ გადაამოწმებს მას, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) ჩერდება არა უმეტეს 5 წუთისა, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ტექნიკური გაუმართაობის აღმოუფხვრელობის ან/და ელექტრონული კავშირის აღუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო დამატებითი გადამოწმების გარეშე, ამ მუხლით დადგენილი წესით აგრძელებს სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, როდესაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის) საფუძველი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემაა, სააგენტო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას) განახორციელებს მხოლოდ გამსხვისებლის მიერ მისთვის უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის არქონის თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას გამსხვისებლის მიერ მისთვის ცნობილი უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შემთხვევაში მოტყუებულ შემძენს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ედავოს  მას გარიგების ბათილად ცნობაზე.

4. სააგენტოს ან მის თანამშრომელს არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ მუხლით განსაზღვრული წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისათვის).“.

4. მე-6 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მართვის მოწმობის გაცემა – 15 ლარი;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა – 35 ლარი;“;

გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი;

„დ1) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა – 25 ლარი;“;

დ) „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ა) სახელმწიფო სანომრე ნიშნის (გარდა ამ მუხლის „ე.ბ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშნებისა) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის (გარდა ამავე მუხლის „ე.ლ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სანომრე ნიშნისა) აღდგენა – 35 ლარი;“;

ე) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სატრანზიტო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა – 30 ლარი;

ზ) მოტოციკლის, მისაბმელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის   სანომრე ნიშნის გაცემა – 25 ლარი;“;      

ვ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) სანომრე ნიშნის – „TEST“-ის ერთი წყვილის გაცემა – 30 ლარი;“;

ზ) „თ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ა) მისაბმელისა, რომლის წონა არ აღემატება 720 კილოგრამს, – 25 ლარი;“;

თ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ტრაქტორის მართვის მოწმობის გაცემა – 15 ლარი;

ლ) ერთი ერთეული იარაღის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 20 ლარი;“; 

კ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია – 10 ლარი;“;   

ლ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა – 15 ლარი;“;

მ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“–„მ4“  ქვეპუნქტები:

„მ1) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი;

2) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან იარაღის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი;

3) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი;

4) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა – 50 ლარი;“;

ნ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა – 10 ლარი;“;

ო) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია – 50 ლარი;“;

პ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი;“;

ჟ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული, ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სახით მიწოდება ავტორიზებული მომხმარებელი კომერციული ბანკებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის და საფინანსო ინსტიტუტებისათვის – 5 ლარი;“;

რ) „ფ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ4) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი;“;

ს) „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი;

შ) სააგენტოს მიერ  საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ ერთ ერთეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება – 30 ლარი;“;

ტ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) ერთ ერთეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 30 ლარი;“;

უ) „ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ და „ც2“ ქვეპუნქტები:

„ც1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – 20 ლარი;

2) ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურების საფასური – 20 ლარი;“;

ფ) შენიშვნის:

ფ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციის წყობა არ უნდა იყოს ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სანომრე ნიშნის ასოთა და ციფრთა კომბინაციის მსგავსი. ასოთა ან/და ციფრთა კომბინაცია არ უნდა აღემატებოდეს შვიდ ერთეულს და არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას, გეოგრაფიული ადგილის დასახელებას, ადმინისტრაციული ორგანოს სახელწოდებას (აბრევიატურას) ან უხამსობას, აგრეთვე არ უნდა შეურაცხყოფდეს ან არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციასა და ზნეობრივ ნორმებს. ორი იდენტური სახელმწიფო სანომრე ნიშანი არ გაიცემა.“;

ფ.ბ) მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის „ფ“, „ფ1“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის მიყვანა ხდება დაინტერესებული პირის ხარჯით.

5. სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ფ“, „ფ1“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე, თუ დაინტერესებული პირის მიერ მითითებული ადგილი სცილდება გონივრულ ფარგლებს.

6. პირი შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე იხდის 5 ლარს, ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში – დამატებით 30 ლარს.“;

ფ.გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები და საფინანსო ინსტიტუტები ვალდებული არიან, არ დაუშვან ამ მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შედეგად მიღებული ინფორმაციის მესამე პირისათვის გადაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) „ბ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ3) ერთ ერთეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 2 სამუშაო დღე;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ამ კანონით  განსაზღვრული ნებართვების გაცემის საერთო ვადა – 8 სამუშაო დღე;“;

გ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„ო) სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული, ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სახით მიწოდება ავტორიზებული მომხმარებელი კომერციული ბანკებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის და საფინანსო ინსტიტუტებისათვის – ერთი სამუშაო დღე;

პ) სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღე;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული  ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ ინფორმაციის (გარდა ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა) აღრიცხვა – შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღე.“;

დ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. სააგენტოს მიერ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების არსებობისას ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) განხორციელდება განცხადების მიღებიდან მე-4 სამუშაო დღეს.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოში უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე შეტყობინების შემოსვლის შემდეგ უფლებრივი შეზღუდვის ან სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციის/აღრიცხვის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

6. მე-8 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ კანონის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული, უკვე გაცემული სახელმწიფო სანომრე ნიშნის იმავე პირზე ან მის მემკვიდრეზე ანდა მის სამართალმემკვიდრეზე გაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა  სახელმწიფო სანომრე ნიშნის ჩაბარებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ განხორციელდება სახელმწიფო სანომრე ნიშნის იმავე პირის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისათვის მინიჭება. იმავე მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი პირს გადაეცემა სამუდამოდ;

ბ) საქართველოს საკანონმდებლო,  აღმასრულებელი  და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და კერძო აღმასრულებლები ამ კანონის მე-6 მუხლის „რ“ და „ფ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) პირი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების შედეგად მიღებული პროდუქტი გადაეცა სუვენირის, საჩუქრის ან ნიმუშის სახით;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დაწესდეს ამ კანონით დადგენილი საფასურების გადახდისაგან განთავისუფლების სხვა პირობები.“.

7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემისათვის დაწესებული საფასურები

საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან მე-8 სამუშაო დღეს ნებართვის გაცემისათვის დაწესებულია მომსახურების შემდეგი საფასურები:

ა) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (გლუვლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,01 ლარი;

ბ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,03 ლარი;

გ) ერთ კილოგრამ საბრძოლო მასალაზე (დენთზე) – 0,9 ლარი.“.

8. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთი ერთეული იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია ან მათი ხელახალი რეგისტრაცია ანდა ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით:

ა) განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 50 ლარი;

ბ) განაცხადის შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 80 ლარი.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურებია:

ა) ერთ ერთეულ იარაღზე – 70 ლარი;

ბ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (გლუვლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,04 ლარი;

გ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,06 ლარი;

დ) ერთ კილოგრამ საბრძოლო მასალაზე (დენთზე) – 1 ლარი.

4. საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის  საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან მის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე არის 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი.“; 

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე არის 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი.

42. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე არის 40 ლარი.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ კანონის მე-6 მუხლის „ე.ბ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის, რომელიც რეგისტრაციის დღისათვის მიმოქცევაში არ იმყოფება და არ არის რიგითი სანომრე ნიშანი, თაობაზე განაცხადის შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურია 30 ლარი.“.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცოს:

ა) იარაღის ჩაბარებისა და განადგურების წესი;

ბ) სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგების ფორმა და მისი შედგენის წესი;

გ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის ფორმა და გაცემის  წესი.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 2 ივლისი.

№3286–რს