„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6503-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.016834
  • Word
6503-Iს
19/06/2012
ვებგვერდი, 02/07/2012
040030000.05.001.016834
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ გ.ჰ5 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ.ჰ5 ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა , აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება ;“;

ბ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

ლ.ა) შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია;

ლ.ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია;

ლ.გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ ქვეპუნქტის „ ლ.ა“ და „ლ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის;

ლ.დ) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;

მ) სასოფლო-სამეურნეო მანქანა − სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ან ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1 “ ქვეპუნქტი:

„მ1 ) სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა − თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები. სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება;“;

დ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1 “ ქვეპუნქტი:

„ჟ1 ) უფლებრივი შეზღუდვა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან , აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებული /აღრიცხული ინფორმაცია ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლების შეზღუდვის ან სხვა აკრძალვის შესახებ;“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია და დროებითი რეგისტრაცია;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ო) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის და სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია/აღრიცხვა , აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება;“.

3. მე-6 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) მართვის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის შენიშვნის 9 1  პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) – 15 ლარი;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვება (გარდა ამ მუხლის „ბ 1 ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) – 40 ლარი;“;

გ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ 1  ქვეპუნქტი:

„ბ 1 ) „სტუდენტის“ აღნიშვნის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელი სტუდენტის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირველადი დაშვება − 15 ლარი;“;

დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) მოტოციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა – 25 ლარი;“;

ე) „2 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2 ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის დადგენილი ნიმუშის ერთი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა, რომლის ციფრების კომბინაციაა 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009, 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900, 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999, ან რომლის ლათინური შრიფტის ორი ასო ან/და სამი ციფრი შეადგენს პირისათვის სასურველ კომბინაციას, – 200 ლარი;“;

ვ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ვ.ა) 3 1  პუნქტი:

„3 1 . სააგენტოს მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის ოპერატიული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და ოპერატიული სანომრე ნიშნების გაცემის საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;

ვ.ბ) 9 1  პუნქტი:

„9 1 . ამ მუხლის „ბ 1  ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას „სტუდენტის“ აღნიშვნის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელი სტუდენტის მიერ მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირველადი დაშვებისას დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში აღნიშნული მომსახურების გაწევის საფასური მოიცავს მართვის მოწმობის გაცემის საფასურსაც. ამ პირის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირველადი დაშვების, აგრეთვე მის მიერ გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღების შედეგად მართვის მოწმობის გაცემის პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131  მუხლი:

    „მუხლი 131 . მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა და აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახი მიღებული შეტყობინების საფუძველზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება ამ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

2. უფლებრივი შეზღუდვა არ რეგისტრირდება/არ აღირიცხება , ხოლო რეგისტრირებულ/აღრიცხულ უფლებრივ შეზღუდვას არ აქვს იურიდიული ძალა და იგი არ აფერხებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას, თუ:

ა) უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შესაბამისი დოკუმენტი განსაზღვრულ სუბიექტზე არ არის რეგისტრირებული;

ბ) უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება სააგენტოში არ არის რეგისტრირებული;

) ვერ ხორციელდება უფლებრივი შეზღუდვის სუბიექტის ან ობიექტის სრულყოფილი იდენტიფიცირება;

) დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციას/აღრიცხვას, სააგენტოში არ არის დაცული;

 ე) უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებულია/აღრიცხულია არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზე;

) უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებულია/აღრიცხულია მას შემდეგ, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება სხვა პირის საკუთრება იყო აღრიცხული.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 19 ივნისი.

№6503- I