„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2590-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.017488
2590-რს
30/07/2014
ვებგვერდი, 11/08/2014
040030000.05.001.017488
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორია – სააგენტოს საკუთრებაში არსებული ან სააგენტოსთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რომლებშიც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ან/და მათი დანაყოფები;“.

2. მე-6 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე1“−„ე8“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აგრეთვე ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) – 35 ლარი;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“−„ე8“ ქვეპუნქტები:

„ე1) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

1.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., AA-111-AA), – 1000 ლარი;

1.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., BB-002-BB), – 800 ლარი;

1.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., CC-300-CC), – 600 ლარი;

2) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: 

2.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., GT-444-TT), – 800 ლარი;

2.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., YU-005-YY), – 600 ლარი;

2.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., WW-600-PW), – 400 ლარი;

3) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

3.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., SO-777-SO), – 800 ლარი;

3.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., NN-008-MM), – 600 ლარი;

3.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., DF-900-FD), – 400 ლარი;

4) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა ამ მუხლის „ე3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:   

4.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., RR-111-PO), – 700 ლარი;

4.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., TU-002-KU), – 500 ლარი;

4.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., EI-300-LL), – 300 ლარი;

5) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

5.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., NJ-444-HZ), – 250 ლარი;

5.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., VX-005-MW), – 200 ლარი;

5.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., QR-600-FD), – 150 ლარი;

6) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომელიც შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ციფრის (ციფრების) ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) კომბინაციისაგან (მაგ., GIORGI 1), – 10 000 ლარი;

7) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე1“–„ე6“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომლის სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციისაგან, თუ:

7.ა) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DD-707-DD), – 450 ლარი;

7.ბ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., FF-050-FG), – 350 ლარი;

7.გ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DF-080-FD), – 350 ლარი;

7.დ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა ამ მუხლის „ე7.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DD-305-FS), – 300 ლარი;

7.ე) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DX-040-WQ), – 250 ლარი;

8) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი:

8.ა)  ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა – 80 ლარი (დღგ-ის გარეშე);

8.ბ) მისაბმელის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 80 ლარი (დღგ-ის გარეშე);“;

გ) „ე8“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე9“ ქვეპუნქტი:

„ე9) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე1“–„ე7“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, მიმოქცევაში არმყოფი ერთი წყვილი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნა არაუმეტეს 2 კალენდარული თვისა – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი;“;

დ) „ე9“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე10“ ქვეპუნქტი:

„ე10) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, გამოთავისუფლებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვა არაუმეტეს 2 კალენდარული თვისა – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი;“;

ე) „ზ“–„ზ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მოტოციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე8.ბ“ ქვეპუნქტითა და „ზ2“–„ზ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აგრეთვე მოტოციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე8.ბ“ ქვეპუნქტითა და „ზ4“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 25 ლარი;

1) „TEST“ ნომრის ერთი წყვილის გაცემა – 30 ლარი;

2) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, რომლის:

2.ა) ციფრების კომბინაციაა 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009, 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900, 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999, – 200 ლარი;

2.ბ) სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული სამი ლათინური ასოს და სამი ციფრის კომბინაციისაგან, – 200 ლარი;“;

ვ) „ზ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ3“ და „ზ4“ ქვეპუნქტები:    

„ზ3) მოტოციკლის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, რომლის:

3.ა) ციფრების კომბინაციაა 0001, 0002, 0003, 0004, 0005, 0006, 0007, 0008, 0009, 1000, 2000, 3000, 4000, 5000, 6000, 7000, 8000, 9000, 1111, 2222, 3333, 4444, 5555, 6666, 7777, 8888 ან 9999, – 300 ლარი;

3.ბ) სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ორი ლათინური  ასოს და ოთხი ციფრის კომბინაციისაგან, – 300 ლარი;

4) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 40 ლარი (დღგ-ის გარეშე);“;

ზ) შენიშვნის:

ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციის წყობა არ უნდა იყოს ამავე მუხლის „ე“–„ე5“, „ე7“, „ე8“, „ზ“ და „ზ2“–„ზ4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების), აგრეთვე შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციის მსგავსი. ამ მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სერიისა და ნომრის კომბინაციაში არსებული ციფრების ან ციფრებისა და  ლათინური ასოების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რვა ერთეულს, ამასთანავე, კომბინაცია არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას,  ადმინისტრაციული ორგანოს სახელწოდებას (აბრევიატურას) ან უხამსობას, აგრეთვე არ უნდა შეურაცხყოფდეს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციასა და ზნეობრივ ნორმებს.“;

ზ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–14 პუნქტები:

„11. პირის მიერ მის სარგებლობაში არსებული, ამ მუხლის „ე1“–„ე7“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ამავე მუხლის „ე1“–„ე7“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე ავტომობილის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლისას ერთი წყვილი ავტომობილის ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის საფასური შეადგენს:

ა) 35 ლარს, თუ ავტომობილის ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის დადგენილი საფასური ტოლია ან ნაკლებია იმ საფასურზე, რომელიც მოთხოვნის დღისათვის დადგენილია ავტომობილის შესაცვლელი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის;

ბ) სხვაობას ავტომობილის ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის დადგენილ საფასურსა და იმ საფასურს შორის, რომელიც მოთხოვნის დღისათვის დადგენილია ავტომობილის შესაცვლელი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის, თუ ავტომობილის ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის დადგენილი საფასური მეტია იმ საფასურზე, რომელიც მოთხოვნის დღისათვის დადგენილია ავტომობილის შესაცვლელი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის.

12. ფიზიკური პირის მოთხოვნით, მის სარგებლობაში არსებული, ამ მუხლის „ე1“–„ე7“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ამ პირის მეუღლის, მშობლის ან შვილის კუთვნილ რეგისტრირებულ ავტომობილზე გაცემისათვის ერთი წყვილი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის საფასური შეადგენს 35 ლარს.

13. ამ მუხლის შენიშვნის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტომობილის ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის შემდეგ პირი კარგავს ყველა უფლებას ავტომობილის შეცვლილ რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე).

14. ამ მუხლის შენიშვნის 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მეუღლის, მშობლის ან შვილის კუთვნილ რეგისტრირებულ ავტომობილზე გაცემის შემდეგ პირი კარგავს ყველა უფლებას ავტომობილის რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე).“;

ზ.გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის „ე6“, „ე7“, „ზ2.ბ“ ან „ზ3.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შეუძლია შეარჩიოს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სერიისა და ნომრის შემადგენელი ლათინური ასოებისა და ციფრების მხოლოდ ის კომბინაცია, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის მიმოქცევაში არ იმყოფება.

3. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის „ე1“–„ე7“, „ზ2“ და „ზ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) არ დაამზადოს დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებებზე უშუალოდ გაცემის მომენტამდე.“;

ზ.დ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32–35 პუნქტები:

„32. ამ კანონის მიზნებისათვის მიმოქცევაში არმყოფად ჩაითვლება  სატრანსპორტო საშუალებათა ის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი):

ა) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის შემდგომი გაცემის მიზნით სერიულად არ არის დაბეჭდილი;

 ბ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის არ არის გაცემული რეგისტრირებულ (ან დროებით რეგისტრირებულ) სატრანსპორტო საშუალებაზე;

გ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის „ე9“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით არ არის დაჯავშნილი დაინტერესებული პირის მიერ;

დ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის „ე10“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით არ ინახება სააგენტოში სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნით;

ე) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის შენიშვნის 34 პუნქტით განსაზღვრული წესით არ ინახება სააგენტოში დაინტერესებული პირის მოთხოვნით;

ვ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის სააგენტოს მიერ არ არის გადაცემული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის, როგორც ოპერატიული სანომრე ნიშანი;

ზ) რომლის მოთხოვნის მომენტისათვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება, რომელიც ზღუდავს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემას.

33. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“-ს საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) გაცემა, აგრეთვე ამ რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) გაცემის ამსახველი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა ხორციელდება უფასოდ.

34. რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შეცვლისას, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმებისას, აგრეთვე რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სააგენტოსათვის ჩაბარება, ამ მუხლის „ე“–„ე8“, „ზ“ და „ზ2“–„ზ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) უფლებამოსილმა პირმა უნდა წარადგინოს სააგენტოში ჩასაბარებლად. ამასთანავე, სააგენტო ვალდებულია:

ა) ამ მუხლის „ე1“–„ე5“, „ე7“, „ზ2“ ან „ზ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეინახოს არაუმეტეს 7 თვისა, ხოლო ამ ვადაში რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას გასცეს რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე;

ბ) ამ მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეინახოს, ხოლო რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული ავტომობილის მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას გასცეს რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ ავტომობილზე.

 35. სააგენტოს არ წარმოეშობა ამ მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მოსარგებლე ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე) წერილობით უარს განაცხადებს  მისთვის მინიჭებული უფლების განხორციელებაზე.“;

ზ.ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის „ე9“ და „ე10“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისას სარეგისტრაციო ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) საერთო წესით გაიცემა. თუ დაინტერესებულ პირს მის მიერ მოთხოვნილ ვადაში არ წარმოეშვა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით გაცემის სამართლებრივი საფუძველი, ამ ვადის გასვლის მომდევნო კალენდარული დღიდან სააგენტოს ეხსნება რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნის/შენახვის ვალდებულება, ამასთანავე, გადახდილი საფასური გადამხდელს არ უბრუნდება.“;

ზ.ვ) 23-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი:

„24. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც გაიწევა სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ჩაითვლება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად.“.

3. მე-8 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესებით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მოსარგებლე ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე) ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) დასამზადებელი მასალით სააგენტოს უზრუნველყოფის შემთხვევაში – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ კანონის მე-6 მუხლის „ე“–„ე5“ და „ე7“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;“.

4. მე-10 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) მე-4–მე-9 პუნქტები:

„4. ამ კანონის მიზნებისათვის:

ა) ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის  31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ა“–„ე.კ“ და „ე.მ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს;

ბ) ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე“–„ე5“ და „ე7“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ავტომობილის რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნებს);

გ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს (გარდა მოტოციკლის სახელმწიფო სანომრე ნიშნისა) და „ზ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს;

დ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნებს);

ე) მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოტოციკლის სახელმწიფო სანომრე ნიშანს;

ვ) მოტოციკლის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოტოციკლის რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს).

5. ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემის საფასური შეადგენს:

ა) 35 ლარს, თუ ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის  გაცემისათვის დადგენილი საფასური ტოლია ან ნაკლებია იმ საფასურზე, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის;

ბ) სხვაობას ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის  გაცემისათვის დადგენილ საფასურსა და იმ საფასურს შორის, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის, თუ ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილი საფასური მეტია იმ საფასურზე, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის.

6. მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემის საფასური შეადგენს 25 ლარს.

7. მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას მოტოციკლის ერთი ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემის საფასური შეადგენს 25 ლარს.

8. ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის შემადგენელი სერიის ან/და ნომრის კომბინაცია ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა იგი ამ კანონის მე-6 მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შემადგენელი სერიისა და ნომრის კომბინაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერსა და მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2020 წლის 1 სექტემბრამდე.“;

ბ) მე-10 და მე-11 პუნქტები:

„10. ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლის/ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2014 წლის 1 სექტემბრამდე.

11. 2014 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-6 მუხლის „ე9“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით დაინტერესებული პირის მიერ მისთვის სასურველი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნის შემთხვევაში ჯავშნით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება  დაჯავშნის მოთხოვნის დღიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაჯავშნილი ნომერი შეიძლება გაიცეს არაუგვიანეს დაჯავშნის ვადისა და არაუადრეს 2014 წლის 1 სექტემბრისა.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“–„ზ“ ქვეპუნქტებისა, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“–„ზ“ ქვეპუნქტები, მე-3 და მე-4 პუნქტები და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014  წლის 1 სექტემბრიდან. 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ივლისი 2014 წ.

N2590-რს