დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3703-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/06/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.001.017800 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი: „ფ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/ აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 117-ე და 118-ე მუხლებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1261, 137-ე, 138-ე და 139-ე მუხლებით, 1421 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1422 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე, 1431 და 1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–1443, 147-ე, 151-ე და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2221 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 2271 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 2272 მუხლით, 2273 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–2381, 239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 2551, 256-ე, 257-ე, 2592 და 2595 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 3221 მუხლის მე-2 ნაწილით, 3222 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 3312 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 3441 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 3531 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 3781, 379-ე, 3811, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებით და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების შესახებ, იმის მითითებით, ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასულია თუ არა 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში და 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი: „ტ1) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით გამოცდის ჩატარება;“; ბ) „ჰ9“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ9) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა;“; გ) „ჰ9“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ10“ ქვეპუნქტი: „ჰ10) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მომსახურების და დაჩქარებული მომსახურების გაწევა და სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 3. მე-6 მუხლის: ა) „ბ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ3“–„ბ5“ ქვეპუნქტები: „ბ3) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი; ბ4) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი; ბ5) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი;“; ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 პუნქტი: „231. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“. 4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი: „კ2) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;“. 5. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი.“. 6. 111 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა;“. მუხლი 2 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს: ა) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცება; ბ) სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-4–მე-6 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან. |
ქუთაისი, 12 ივნისი 2015 წ. N3703-IIს |
დოკუმენტის კომენტარები