„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1831-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.017310
1831-რს
24/12/2013
ვებგვერდი, 03/01/2014
040030000.05.001.017310
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-3 მუხლის:

   ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) მომსახურება − სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-6, მე-7 და მე-9−111 მუხლებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება;“;

   ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების გაწევა ამ კანონით განსაზღვრულ შემჭიდროებულ დროში;“;

   გ) „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.კ“−„ე.მ“ ქვეპუნქტები:

   „ე.კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი;

   ე.ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი;

  ე.მ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი;“;

   დ) „ე3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ე3) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;“;

   ე) „ე3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე4“ ქვეპუნქტი:

  „ე4) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი – იარაღის ძირითადი ელემენტი, რომელიც იარაღისაგან განცალკევებულად რეგისტრირდება და რეგისტრირებული იარაღის დამატებითი ან სათადარიგო ნაწილია;“;

   ვ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ვ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:

  ვ.ა) სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები;

  ვ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული/რეგისტრირებული ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;

   ვ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები;“;

   ზ) „თ“−„კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, მოგირავნის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, სააგენტოს ვალდებულება, დაინტერესებული პირის განცხადება დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე არ დააკმაყოფილოს 7 სამუშაო დღის განმავლობაში და აღნიშნული გარემოება დადგენილი წესით აცნობოს მოგირავნეს;

   ი) დათვალიერების აქტი – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც თანმხლები დოკუმენტებისა და  სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეკვიზიტების ვიზუალური შედარების შედეგად აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მონაცემები;

  კ) შიდა ტრანზიტი – საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის მონაწილე, დაურეგისტრირებელი სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანი. შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) და გამოყენების წესი (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევისა) დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;“;

   თ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:        

   „ლ) სატრანსპორტო საშუალება: 

   ლ.ა) შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია;

  ლ.ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია;

  ლ.გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ ქვეპუნქტის „ლ.ა“ და „ლ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის;

  ლ.დ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ ქვეპუნქტის „ლ.ა“−„ლ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები;“;

   ი) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

  „ლ1) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა − სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის გაუქმება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:

  ლ1.ა) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების სახელმწიფო საზღვრის გარეთ გატანა;

  ლ1.ბ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ჩამოწერა;

  ლ1.გ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა;“;

   კ) „ო.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ო.ა) უფლებამოსილი პირის მიერ გამოკვლევის შედეგად დადგენილი, დაზუსტებული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდის) დადამღვა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და რომელიც ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სავალდებულო რეგისტრაციას. საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;“;

   ლ) „რ“−„ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „რ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე  საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;

   ს) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიში – ქარხანა-დამამზადებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან/და განადგურების შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი (გამოვლენილი), საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი, დასაკრავი ფირნიში. საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის ფორმა და გაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;

   ტ) უფლების გადაცემის ბარათი – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ადასტურებს:

  ტ.ა) მესაკუთრის მიერ სატრანსპორტო საშუალების გასხვისებაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისთვის მინიჭებას; 

  ტ.ბ) მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის მიერ საკუთრების უფლების სატრანსპორტო საშუალების შემძენისთვის გადაცემას; 

  ტ.გ) შემძენის უფლებას, სააგენტოში სარეგისტრაციო პროცედურებში გამსხვისებლის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია;

   ტ.დ) შემძენის მიერ სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისთვის მინიჭებას; 

   ტ.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა გარემოებებს;“.

   2. მე-4 მუხლის:

   ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. სააგენტოს ფუნქციებია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

   ა) იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია და იარაღის ჩამოწერა;

  ბ) იარაღის ძირითადი ელემენტებისა და იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტების რეგისტრაცია და ხელახალი რეგისტრაცია;

  გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა, იარაღის ბალისტიკური შემოწმება და იარაღის რეესტრის წარმოება;

  დ) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა;

   ე) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შე­ნახ­ვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;

  ვ) იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონ­მდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გას­ვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, იარაღის შეძენის   (შე­ნახ­ვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;

   ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთ­რებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;

   თ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;        

   ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია;

   კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;

   ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;

  მ) ფიზიკურ პირზე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების უფლებით რეგისტრაცია;

   ნ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი  სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;

  ო) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;

  პ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;

   ჟ) ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;

  რ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;

   ს) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;

  ტ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობისა და იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა;

  უ) დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ  სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომ – შემოსავლების სამსახური) მიწოდება;

   ფ) სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის/ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნის (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.) დამზადება/გაცემა;

   ქ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;

   ღ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება, საექსპერტო შემოწმების შედეგად შესაბამისი აქტის შედგენა;

  ყ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება, დათვალიერების აქტის შედგენა;

  შ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა, საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება/გაცემა, სააღრიცხვო ნომრის მინიჭება;

   ჩ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა;

  ც) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა;

  ძ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის, სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა;

   წ) სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, გირავნობის მოწმობის გაცემა, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია;

   ჭ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება;

   ხ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება, შეჩერება ან შეწყვეტა (გაუქმება), შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა;

  ჯ) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის დამზადება/გაცემა;

   ჰ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;

   ჰ1) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა;

   ჰ2) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;

   ჰ3) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;

  ჰ4) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა;

   ჰ5) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;

   ჰ6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია, ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნა;

  ჰ7) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე;

  ჰ8) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებასთან  დაკავშირებული ელექტრონული, ვიდეო-, აუდიო- ან/და მატერიალური სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) შექმნა, გავრცელება (მათ შორის, სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებით) ან/და რეალიზაცია;

   ჰ9) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მომსახურების, დაჩქარებული მომსახურების გაწევა და სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“; 

   ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6−მე-8 პუნქტები:

  „6. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ელექტრონული, ვიდეო-, აუდიო- ან/და მატერიალური სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) შექმნა, გავრცელება (მათ შორის, სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებით) ან/და რეალიზაცია.  

  7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) სარეალიზაციო ფასს განსაზღვრავს სააგენტო (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 

  8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ7“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული) უცხოურ ენაზე შედგენილი ელექტრონული დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნა; ამასთანავე, ასეთი ნათარგმნი დოკუმენტის სააგენტოს მიერ წარმოებაში მისაღებად სავალდებულო არ არის მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმება.“.

   3. 42 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 42. სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების  რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული შეფერხებისას

   1. სააგენტოსთვის სხვა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვებსერვისის ან/და სხვა ელექტრონული კავშირის მეშვეობით უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას (ან აღრიცხვისას) ტექნიკური გაუმართაობის ან/და ელექტრონული კავშირის შეფერხების შემთხვევაში, როდესაც სააგენტო ვერ იღებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციას ან/და ვერ გადაამოწმებს მას, სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა ჩერდება არაუმეტეს 5 წუთისა, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ტექნიკური გაუმართაობის აღმოუფხვრელობის ან/და ელექტრონული კავშირის აღუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო დამატებითი გადამოწმების გარეშე, ამ მუხლით დადგენილი წესით აგრძელებს (ასრულებს) სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელებას.

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, როდესაც სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველი ამ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემაა, სააგენტო რეგისტრაციას ან აღრიცხვიდან მოხსნას განახორციელებს მხოლოდ გამსხვისებლის მიერ მისთვის უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის არქონის თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.

   3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას გამსხვისებლის მიერ მისთვის ცნობილი უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შემთხვევაში მოტყუებულ შემძენს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ედავოს  მას გარიგების ბათილად ცნობაზე.

  4. სააგენტოს ან მის თანამშრომელს არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ მუხლით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის.“.

   4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 მუხლი:

  „მუხლი 43. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა

   1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით  წარდგენა დასაშვებია ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

  ა) მომსახურების გაწევის თაობაზე ელექტრონული განცხადება დადასტურებულია დაინტერესებული პირის ციფრული ხელმოწერით;

   ბ) დოკუმენტები ელექტრონული სახით წარადგინა ავტორიზებულმა პირმა;

  გ) ამ კანონის მე-6 მუხლის „ჩ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსთვის მიმართვისა და მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები ელექტრონული სახით წარდგენილ იქნა ავტორიზებული იარაღით ვაჭრობაზე ლიცენზირებული პირის მეშვეობით;

   დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში.

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ელექტრონული სახით დოკუმენტების წარდგენა ხდება სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთვით. სააგენტოს ვებგვერდზე ელექტრონული სახით წარდგენილ (ატვირთულ) დოკუმენტებს აქვს იურიდიული ძალა და საწინააღმდეგოს დადგენამდე ისინი უტყუარად ითვლებიან.

  3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს:

   ა) მომსახურების გაწევისათვის ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტების (ან მათი ნაწილის) მატერიალური სახით წარდგენა;

   ბ)  მომსახურების გაწევისათვის ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტების გარდა, სხვა დოკუმენტების მატერიალური სახით წარდგენა, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

  4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტების სააგენტოსთვის  როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით სრულყოფილად წარდგენის შემდეგ.

   5. მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენის წესს, აგრეთვე ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტების საფუძველზე მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

  6. პირის ავტორიზაციისა და ავტორიზებული პირისათვის მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

   5. მე-6 მუხლის:

   ა) „ა“-„ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ხ“ ქვეპუნქტითა და შენიშვნის 92 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 15 ლარი;

   ა1) დაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის აღდგენა – 20 ლარი;

   ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვება (გარდა ამ მუხლის „ბ1“, „ბ2“ და „ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 40 ლარი;“;

   ბ) „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:

   „ბ2) ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების (საინფორმაციო კოდი 78) მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება − 40 ლარი;“;

   გ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „გ) საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა – 109 ლარი;

  დ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 35 ლარი;“;

   დ) „ე.ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ე.ლ1) საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, დიპლომატიური მისიების, აგრეთვე დიპლომატიური თანამდებობის პირებისა და მათთან გათანაბრებული პირების მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას (დროებითი რეგისტრაციისას) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დიპლომატიური სტატუსის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე აღნიშნული ტიპის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენა – 80 ლარი (დღგ-ის გარეშე);“;

    ე) „თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „თ1) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა − 50 ლარი;“;    

   ვ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

   ზ) „კ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „კ1) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა − 50 ლარი;“;

   თ) „ლ“ და „ლ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ლ) ერთი ერთეული იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა – 30 ლარი;

   ლ1) იარაღის ერთი ერთეული დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 10 ლარი;“;

   ი) „ლ2“−„ლ6“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

   კ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მ) დადგენილი ნიმუშის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა – 15 ლარი;“;

   ლ) „მ5“−„მ7“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

   მ) „ო3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო4“ ქვეპუნქტი:

   „ო4) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი;“;

   ნ) „პ“−„ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „პ) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია – 50 ლარი;

   ჟ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია – 15 ლარი;

   რ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი;

  რ1) სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად დამუშავებული მონაცემების ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემების ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემა −  ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური;

   ს) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით (გარდა ამ მუხლის „ფ1“ და „ქ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 20 ლარი;“;

   ო) „ფ“ და „ფ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ფ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 20 ლარი;

  ფ1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით – 40 ლარი;“;

   პ) „ფ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ფ3) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა – 20 ლარი;“;

   ჟ) „ქ“−„ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ქ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედებების (გარდა ამ მუხლის „ფ“ და „ფ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოქმედებებისა) შესრულება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ – 50 ლარი;

   ქ1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე − 20 ლარი;

   ღ) ტექნიკური ტალონის  გაცემა – 10 ლარი;“;

   რ) „შ“−„ჩ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისათვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 30 ლარი;

  შ1) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა რეექსპორტისა) − 20 ლარი;

   ჩ) ერთ ერთეულ დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ დაგირავებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის მოწმობის გაცემა – 50 ლარი;“;

   ს) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ1“ ქვეპუნქტი:

   „ჩ1) დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის თაობაზე მიმართვა და მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა ავტორიზებული იარაღით ვაჭრობაზე ლიცენზირებული პირის მეშვეობით − 20 ლარი;“;

   ტ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ც) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 30 ლარი;“;

   უ) „ც2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც3“ ქვეპუნქტი:

  „ც3) ამ მუხლის „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისას სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული) უცხოურ ენაზე შედგენილი ელექტრონული დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) ქართულ ენაზე თარგმნა სააგენტოს მიერ − 20 ლარი;“;

   ფ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ძ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში, დამატებით გამოცდაზე პირის ვადაზე ადრე დაშვება, მაგრამ არაუგვიანეს პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან მე-6 დღისა, – 30 ლარი;“;

   ქ) „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“−„ჰ“ ქვეპუნქტები:

  „ხ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე − 35 ლარი;

   ჯ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე − 55 ლარი;

   ჰ) სააგენტოს ვებგვერდზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის პროგრამის ანალოგიური სავარჯიშო პროგრამით ერთჯერადად სარგებლობა − 2 ლარი.“;

   ღ) შენიშვნის:

   ღ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7. პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე (გარდა ამ შენიშვნის მე-15 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ამ მუხლის „ფ“, „ფ1“ და „ქ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის შესაბამისი საფასური 10 ლარით მცირდება.“;

   ღ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „9. დაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის აღდგენისათვის, გარდა აღნიშნული მოწმობების გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი საფასურისა, დაინტერესებულმა პირმა დამატებით უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდაც.“;

  ღ.გ) 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „91. ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური მოიცავს:

  ა) თუ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება – პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერად დაშვებას;

  ბ) თუ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება – პირის პრაქტიკულ გამოცდაზე ერთჯერად დაშვებას (გარდა ამ მუხლის „ბ1“, „ბ2“ და „ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა);

  გ) თუ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება − პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერად დაშვებას, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული რაოდენობითა და წესით პირის პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებას (გარდა ამ მუხლის „ბ1“, „ბ2“ და „ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა).“;

   ღ.დ) 91 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92−94 პუნქტები:

   „92. ამ მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური მოიცავს:

  ა) მართვის უფლების არმქონე, „სტუდენტის“ აღნიშვნის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელი სტუდენტის პირველად, მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერად დაშვებას, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული რაოდენობითა და წესით პირის პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებას (გარდა ამ მუხლის „ბ“, „ბ2“და „ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა);

   ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით „სტუდენტის“ აღნიშვნის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელი სტუდენტის მიერ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე დადებითი შეფასებების მიღების შემთხვევაში – მართვის მოწმობის გაცემას.

  93. აკრძალულია ერთი კალენდარული დღის განმავლობაში ამ მუხლის „ძ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ერთზე მეტჯერ გაწევა.

   94. იმ მომსახურებების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც შეუძლია დაინტერესებულ პირს ამ მუხლის „ჩ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“;

   ღ.ე) მე-11−მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „11. ამ მუხლის „უ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მფლობელს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ მიანიჭოს იგი მხოლოდ თავის საკუთრებაში არსებულ, დროებით დაურეგისტრირებელ სატრანსპორტო საშუალებებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადით.

  12. იმ მონაცემთა ნუსხას, რომელთა ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემაც დასაშვებია ამ მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, აგრეთვე აღნიშნულ მონაცემთა გადაცემის პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

   13. თუ ერთ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული ფიზიკურ პირზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო რაოდენობა აღემატება ხუთ ერთეულს, დაინტერესებული პირი ვალდებულია ამ მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურთან ერთად ხუთი ერთეულის ზევით ყოველი მომდევნო სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის დამატებით გადაიხადოს 5 ლარი.“;

   ღ.ვ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

  „131. თუ ერთ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული იურიდიულ პირზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო რაოდენობა აღემატება ხუთ ერთეულს, დაინტერესებული პირი ვალდებულია ამ მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურთან ერთად დამატებით გადაიხადოს 80 ლარი.“;

   ღ.ზ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „15. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებით განკარგვას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას სააგენტო სხვა მონაცემებთან ერთად დამატებით განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებას.“;

   ღ.თ) მე-17−მე-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „17. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, სააგენტოსთან შეთანხმებით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე სატრანზიტო სანომრე ნიშნის ან/და შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) შეიძლება განახორციელოს შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანზიტო სანომრე ნიშნისა და შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) წესს ერთობლივი ბრძანებით ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრები.

   18. შემოსავლების სამსახურის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) შემთხვევაში შიდა ტრანზიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრება აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დრომდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.

   19. გარემოება, როდესაც უფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება ან სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება ხორციელდება დათვალიერების აქტის ან შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

   20. სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“;

   ღ.ი) 22-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:

   „23. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

   6. მე-7 მუხლის:

   ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (მათ შორის, შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) – 7 სამუშაო დღე;“;

   ბ) „ა1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

   გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ბ) საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა – 7 სამუშაო დღე;“;

   დ) „ბ3“-„გ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ბ3) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 2 სამუშაო დღე;

   გ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაცია ან აღრიცხვიდან მოხსნა – 1 სამუშაო დღე (გარდა ამ მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა);

  გ1) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა – 2 სამუშაო დღე;“;

   ე) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

   ვ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ე) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა დადგენილი ნიმუშის იარაღის რეგისტრაციის, იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი მოწმობის გაცემით – 1 სამუშაო დღე;“;

  ზ) „ე2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ე2) იარაღის ერთი ერთეული დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი დოკუმენტის გაცემით – 1 სამუშაო დღე;“;

   თ) „ე3“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

   ი) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ზ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება – 5 სამუშაო დღე, ხოლო საგადასახადო გირავნობის რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება – უფლებამოსილი პირის შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 სამუშაო დღე;“;

   კ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ი) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;“;

   ლ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ლ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – 45 წუთი;“;

   მ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „შენიშვნა:

  1. ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების არსებობისას სააგენტოს მიერ დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია ან აღრიცხვიდან მოხსნა განხორციელდება განცხადების მიღებიდან მე-8 სამუშაო დღეს (აღნიშნული ვადის შემცირება დასაშვებია სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის თაობაზე მოგირავნის წერილობითი თანხმობის წარდგენის შემთხვევაში).

  2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ უფლებრივი შეზღუდვის ან სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციის/აღრიცხვის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

   7. მე-8 მუხლის:

   ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) ამ კანონის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული, უკვე გაცემული სახელმწიფო სანომრე ნიშნის იმავე პირზე ან მის მემკვიდრეზე ან/და მის სამართალმემკვიდრეზე გაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახელმწიფო სანომრე ნიშნის ჩაბარებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ განხორციელდება იმავე პირის ან მისი მემკვიდრის ან/და მისი სამართალმემკვიდრის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებისათვის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მინიჭება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების განხორციელების 6-თვიანი ვადის შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კანონის მე-6 მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშანზე;

  ბ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, აგრეთვე კერძო აღმასრულებლები ამ კანონის მე-6 მუხლის „რ“, „ფ4“ და „ჭ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე იმავე მუხლის შენიშვნის მე-13 და 131 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;“;

   ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ზ) მართვის უფლების არმქონე 17 წლის პირი − პირველად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული რაოდენობითა და წესით პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებისას ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას.“.

   8. მე-10 მუხლის:

   ა) პირველი−13 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

   ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „7. განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო საათში სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.“;

   გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „9. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.

  10. სააგენტოსთან შეთანხმების საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მისამართზე მიტანის საფასურის განაკვეთია 10 ლარი.“.

   9. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 11. დაჩქარებული საინფორმაციო მომსახურების საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები

   1. ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:

  ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;

  ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი.

   2. სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:

  ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;

  ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი;

  გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.

  3. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:

  ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;

  ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი;

  გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.

   4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:

  ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;

  ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი.

   5. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:

  ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;

  ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი.

   6. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:

  ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;

  ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი.

   7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან (თუ ამ მუხლით დაჩქარებული მომსახურებისათვის დადგენილი არ არის სხვა საფასური):

  ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;

  ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი.“.

   10. 111 მუხლის პირველი პუნქტის:

   ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (მხოლოდ მისი შეცვლის ან დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში);

   ბ) დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების  რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების უკანასკნელი რეგისტრაცია განხორციელებულია 2007 წლის 1 თებერვლის შემდეგ);“;

   ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „კ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;“.

   11. მე-12−131 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 12. საფასურის გადახდის წესი და პირობები

  1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების მიღებისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს განსაზღვრული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურებისათვის დადგენილი საფასურები.   

   2. გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ამ კანონით განსაზღვრული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

   3. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

   შენიშვნა:

  1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირებს  სააგენტოსთან შეთანხმებით უფლება აქვთ, ამ კანონით განსაზღვრული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურები გადაიხადონ შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მხარეებს შორის შეთანხმებული ვადისა.

   2. სააგენტოსთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, ამ კანონით განსაზღვრული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურები გადაიხადონ შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მხარეებს შორის შეთანხმებული ვადისა.

  3. სააგენტოს თანხმობით ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-13 და 131 პუნქტებით განსაზღვრული საფასურები დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გადაიხადოს სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მომზადების შემდეგ, მის გაცემამდე.

   4. ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (საქონლის მფლობელს) უფლება აქვს, შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის ამ კანონით დადგენილი საფასური გადაიხადოს შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, საქონლის გაფორმებისას. შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის, შიდა ტრანზიტის დაკარგვისათვის, შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის გადასახდელი საფასური დაიანგარიშება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

   5. მომსახურების გაწევისათვის ამ კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ  დოკუმენტის ან ინფორმაციის სააგენტოსთვის წარდგენისათვის დახარჯული დრო.

 

   მუხლი 13. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 

   1. დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური მთლიანად ან ნაწილობრივ უბრუნდება, თუ:

  ა) მან მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების გაწევის თაობაზე განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახ­დი­ლი საფასურის დაბრუნება;

   ბ) საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განა­კვე­თზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახ­დილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;

  გ) მან გადაიხადა საფასური, მაგრამ იგი ამ კანონის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირია;

   დ) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერე­სებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზით. ამ შემთხვევაში ბრუნ­დება სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისათვის და დაჩქარების   გა­რეშე მომსახურებისათვის დადგენილ საფასურებს შორის;

   ე) მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას;

   ვ) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე.

   2. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემ­დეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგ­რძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

 

   მუხლი 131. სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა და აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება

  1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

   2. უფლებრივი შეზღუდვა არ რეგისტრირდება/არ აღირიცხება, ხოლო რეგისტრირებულ/აღრიცხულ უფლებრივ შეზღუდვას არ აქვს იურიდიული ძალა და იგი არ აფერხებს სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციასა და აღრიცხვიდან მოხსნას, თუ:

  ა) უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება რეგისტრირებული არ არის შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრულ სუბიექტზე;

  ბ) უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება რეგისტრირებული არ არის სააგენტოში;

  გ) უფლებრივი შეზღუდვის სუბიექტის ან ობიექტის იდენტიფიცირება სრულყოფილად ვერ ხორციელდება;

  დ) დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციას/აღრიცხვას, დაცული არ არის სააგენტოში;

  ე) უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებულია/აღრიცხულია არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზე;

  ვ) უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებულია/აღრიცხულია მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება აღრიცხული იყო სხვა პირის საკუთრებად.“.

 

   მუხლი 2

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, მე-5 პუნქტის „თ“−„ლ“ ქვეპუნქტებისა, მე-6 პუნქტის „ვ“−„თ“ ქვეპუნქტებისა და მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

   2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები, მე-5 პუნქტის „თ“−„ლ“ ქვეპუნქტები, მე-6 პუნქტის „ვ“−„თ“ ქვეპუნქტები და მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 დეკემბერი 2013 წ.

N1831-რს