„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5610
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 26/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.001.003.086
  • Word
5610
14/12/2007
სსმ, 47, 26/12/2007
040.030.000.05.001.003.086
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მომსახურება – სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ნებართვების გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემა; იარაღის ცალკეული ეგზემპლარის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის რეგისტრაცია; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაცია (რეგისტრაციაში ცვლილებები) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; სატრანსპორტო საშუალების ან ტრაქტორის მართვის უფლების მინიჭება და შესაბამისი მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა, საფელდიეგერო მომსახურება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აღინიშნება:

ვ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად ასახული მონაცემები;

ვ.ბ) ინფორმაცია რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (არის თუ არა იგი სამართლებრივად დატვირთული ან უფლებრივად შეზღუდული);“;

გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შიდა ტრანზიტი – ქვეყნის შიგნით მოქმედი სატრანსპორტო საშუალების დროებითი სარეგისტრაციო ნიშანი, რომელიც გაიცემა უცხო ქვეყანაში აღრიცხვიდან მოხსნილ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოში შემოიყვანეს რეგისტრაციის მიზნით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ მითითებული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 60 დღისა;“;

დ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი – მრავალჯერადი გამოყენების შიდა ტრანზიტი, რომელიც გაიცემა 365 დღის ვადით;“;

ე) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„ნ) შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნის დაზიანება – ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რომელმაც გამოიწვია შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშანზე არსებული სიმბოლოების ან/და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამის ან/და ნომრის პერიმეტრის დაზიანება;

ო) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა – უფლებამოსილი პირის მიერ გამოკვლევის შედეგად დადგენილი, დაზუსტებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდის) დადამღვა იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და რომელიც ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სავალდებულო რეგისტრაციას. საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;

პ) საფელდიეგერო მომსახურება – განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების, ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდებისა და ნივთების დანიშნულების ადგილზე, ადრესატისთვის დადგენილი მარშრუტებითა და წესით უსაფრთხოდ და ოპერატიულად მიტანა/ჩაბარება;

ჟ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აღინიშნება:

ჟ.ა) იარაღის რეგისტრაციის შედეგად ასახული მონაცემები;

ჟ.ბ) ინფორმაცია რეგისტრირებული იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (არის თუ არა იგი სამართლებრივად დატვირთული ან უფლებრივად შეზღუდული).“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) საფელდიეგერო მომსახურება;“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააგენტო საფელდიეგერო მომსახურებას ახორციელებს სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე. საფელდიეგერო მომსახურების საფასური, მისი გადახდის წესი და ვადები განისაზღვრება საფელდიეგერო მომსახურების ხელშეკრულებით.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა – 20 ლარი;“;

ბ) „ე.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ლ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტი შედგება პირისათვის სასურველ ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციისაგან – 10 000 ლარი;“;

გ) „ე.ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.პ“ და „ე.ჟ“ ქვეპუნქტები:

„ე.პ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე.ბ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, გაუცემელი სახელმწიფო სანომრე ნიშნის შენახვა არა უმეტეს 2 თვის ვადით – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი;

ე.ჟ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, გამოთავისუფლებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის შენახვა არა უმეტეს 2 თვის ვადით – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი;“;

დ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 15 ლარი;“;

ე) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:

„უ1) გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი – 450 ლარი;“;

ვ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“, „ფ2“, „ფ3“ და „ფ4“ ქვეპუნქტები:

„ფ1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ადგილზე საექსპერტო შემოწმება – ერთი ერთეულისა 20 ლარი;

2) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა – 50 ლარი;

3) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა – 20 ლარი;

4) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 15 ლარი;“;

ზ) შენიშვნის:

ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციის წყობა არ უნდა იმეორებდეს ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სანომრე ნიშნის ასოთა და ციფრთა კომბინაციის წყობას. ასოთა ან/და ციფრთა კომბინაცია არ უნდა აღემატებოდეს შვიდ ერთეულს და არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას, გეოგრაფიული ადგილის დასახელებას ან უხამსობას. ორი იდენტური სახელმწიფო სანომრე ნიშანი არ გაიცემა.“;

ზ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პირის მფლობელობაში (საკუთრებაში) ერთდროულად არსებულ, ტერიტორიულად ერთ ადგილზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ მუხლის „ფ“ და „ფ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებისათვის დაინტერესებული პირის მიერ გადასახდელი საფასურის ოდენობაა ერთ ერთეულზე 10 ლარი.“;

ზ.გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები:

„9. ამ მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი დამატებით იხდის ამ კანონით დადგენილი შესაბამისი მართვის მოწმობის გაცემის საფასურსაც.

10. ამ მუხლის „ე.პ“ და „ე.ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებისას სახელმწიფო სანომრე ნიშნები გაიცემა საერთო წესით. თუ პირს მის მიერ მოთხოვნილ ვადაში არ წარმოეშვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, ამ ვადის გასვლის მომდევნო კალენდარული დღიდან სააგენტოს ეხსნება სანომრე ნიშნის შენახვის ვალდებულება და გადახდილი საფასური გადამხდელს არ დაუბრუნდება.

11. ამ მუხლის „უ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მფლობელს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ მიანიჭოს იგი მხოლოდ თავის საკუთრებაში არსებულ, დროებით დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადით.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა – 10 სამუშაო დღე;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;“.

6. მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე პროკურატურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ამ კანონის მე-6 მუხლის „რ“ და „ფ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;“.

7. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: დასაშვებია საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე პროკურატურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების საფასურის გადახდა მომსახურების (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის „რ“ და „ფ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებისა) გაწევის შემდგომაც.“.

8. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები:

„2. ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

ა) 2007 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს:

ა.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული აქტების გამოცემა და სხვა ღონისძიებების განხორციელება;

ა.ბ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესის განსაზღვრა;

ბ) 2008 წლის 31 იანვრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდიეგერო სამსახურის რეორგანიზება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულად.

3. 2008 წლის 31 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის შესაბამისი ქონების გადაცემა.“.

9. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. 2008 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდიეგერო სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №611 ბრძანებულება.“.

    მუხლი 2.

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი–მე-7 და მე-9 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-4–მე-7 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტის

 მოვალეობის შემსრულებელი  ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 14 დეკემბერი.

№5610–რს