„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1658-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.020584
1658-VIIIმს-Xმპ
21/06/2022
ვებგვერდი, 30/06/2022
040030000.05.001.020584
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების გაწევა ამ კანონის მე-6 მუხლის „ძ“ ან „ძ1“ ქვეპუნქტით ანდა მე-10 ან მე-11 მუხლით განსაზღვრულ ვადაში;“;

ბ) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აძლევს უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიტანოს:

1.ა) იარაღი სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსთვის ჩაბარების/გადაცემის მიზნით, ხოლო ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენილი იარაღი − შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;

1.ბ) იარაღი შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე მიტანის მიზნით;

1.გ) იარაღი შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;

1.დ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისთვის წარდგენის მიზნით;

1.ე) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;

1.ვ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი შენახვის ადგილიდან ტირში ან სასროლეთში მიტანის ან/და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;

1.ზ) იარაღი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;“;

გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შიდა ტრანზიტი – სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანი. შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) და გამოყენების წესი (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევისა) დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;“;

დ) „კ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სატრანსპორტო საშუალება − საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული:

ლ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

ლ.ბ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისთვის;

ლ.გ) სპორტული დანიშნულების ავტომობილი;

ლ.დ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ ქვეპუნქტის „ლ.ა“, „ლ.ბ“ ან „ლ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება;“.

2. მე-6 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე1“−„ე8“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), აგრეთვე ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ან ამავე მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის ხელახლა დამზადება და გაცემა – 35 ლარი;“;

ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ტრანზიტული ნომრის ერთი წყვილის გაცემა – 50 ლარი;

ზ) მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე8.ბ“ და „ზ2“–„ზ4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), აგრეთვე მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე8.ბ“ და „ზ4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) ან ამავე მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა დამზადება და გაცემა – 25 ლარი;“;

გ) „ნ“ და „ნ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ერთ ერთეულ იარაღზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ნ1“ და „ნ2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) − 10 ლარი;

1) ერთ ერთეულ იარაღზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე1.დ“ ან „ე1.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით − 20 ლარი;“;

დ) „ნ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ2“ ქვეპუნქტი:

„ნ2) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე1.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით, ერთ ერთეულ იარაღზე − 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ იარაღზე − 50 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100 ლარი;“;

ე) „ო“−„ო4“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 20 ლარი;

1) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი;

2) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი;

3) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა, თუ აღნიშნულ დოკუმენტზე ამ კანონით სხვა საფასური არ არის დადგენილი, − 30 ლარი;

4) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი;“;

ვ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 30 ლარი;“;

ზ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს1“, „ფ1“ და „ქ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 30 ლარი;“;

თ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ და „ს2“ ქვეპუნქტები:

„ს1) სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებითი განკარგვისადმი დაქვემდებარებული ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით – 40 ლარი;

2) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება (გარდა ამ მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 20 ლარი;“;

ი) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) შიდა ტრანზიტის გაცემა − 50 ლარი;“;

კ) „უ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ლ) „ფ“ და „ფ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 60 ლარი;

1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 60 ლარი;“;

მ) „ქ“ და „ქ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისთვის ან აღრიცხვიდან მოხსნისთვის საჭირო განცხადების/ერთობლივი განცხადების მიღება ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის სრულად ან ნაწილობრივ წარმოება ან/და სარეგისტრაციო ნიშნების ჩაბარება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ – 50 ლარი;

1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე − 30 ლარი;“;

ნ) „შ“ და „შ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ სასაქონლო ოპერაციისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა (გარდა ამ მუხლის „შ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისთვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 50 ლარი;

1) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა რეექსპორტის შემთხვევისა) − 30 ლარი;“;

ო) „ჰ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ3“−„ჰ5“ ქვეპუნქტები:

„ჰ3) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი;

4) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი;

5) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი.“;

პ) შენიშვნის:

პ.ა) 34 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შეცვლისას, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმებისას, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას, თუ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულოა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სააგენტოსთვის ჩაბარება, ამ მუხლის „ე“–„ე8“, „ზ“ და „ზ2“–„ზ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს სააგენტოში ჩასაბარებლად. ამასთანავე, სააგენტო ვალდებულია:

ა) ამ მუხლის „ე1“–„ე5“ ქვეპუნქტებით ან „ე7“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული:

ა.ა) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მისთვის ჩაბარების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 1 სამუშაო დღისა, გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  ა.ბ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) იმავე ციფრებისა და ლათინური ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ხელახლა დაამზადოს და გასცეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მისთვის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისთვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე არაუგვიანეს  აღნიშნული ვალდებულების წარმოშობიდან 365 კალენდარული დღისა;

ბ) ამ მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული:

ბ.ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მისთვის ჩაბარების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 1 სამუშაო დღისა, გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  ბ.ბ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) იმავე ციფრების ან/და ლათინური ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ხელახლა დაამზადოს და გასცეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მისთვის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისთვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე;

გ) ამ მუხლის „ზ2“ ან „ზ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული:

გ.ა) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მისთვის ჩაბარების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 1 სამუშაო დღისა, გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ.ბ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) იმავე ციფრებისა და ლათინური ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ხელახლა დაამზადოს და გასცეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მისთვის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისთვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე არაუგვიანეს აღნიშნული ვალდებულების წარმოშობიდან 365 კალენდარული დღისა.“;

პ.ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

პ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე:

ა) ამ მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის შესაბამისი საფასური 45 ლარით მცირდება;

ბ) ამ მუხლის „ფ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის შესაბამისი საფასური 30 ლარით მცირდება;

გ) ამ მუხლის „ქ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის შესაბამისი საფასური 15 ლარით მცირდება.“;

პ.დ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

პ.ე) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტო სასაქონლო ოპერაციისთვის ან სარეალიზაციოდ განკუთვნილი, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებითი განკარგვისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას სხვა მონაცემებთან ერთად დამატებით განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებას ან/და საბაჟო ღირებულებას.“;

პ.ვ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სააგენტო შიდა ტრანზიტს გასცემს არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით.“;

პ.ზ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სასაქონლო ოპერაციისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე ტრანზიტული ნომრის ან/და შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) სააგენტოსთან შეთანხმებით შეიძლება განახორციელოს შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულმა სხვა უფლებამოსილმა პირმა. ამ პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ ტრანზიტული ნომრისა და შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) წესს ერთობლივი ბრძანებით ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“;

პ.თ) 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე პუნქტი:

„25. იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე იარაღის გადაადგილების წესსა და პირობებს, იარაღის დროებითი მოწმობის ფორმასა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

3. მე-7 მუხლის „კ“−„კ3“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე;

1) ამ კანონის მე-6 მუხლის „ო1“−„ო4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე;

2) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე;

3) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე;“.

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 34 პუნქტით დადგენილი წესებით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა გაცემისას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისთვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მოსარგებლე ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე):

ა.ა) ამ კანონის მე-6 მუხლის „ე1“–„ე7“ ქვეპუნქტებით ან „ზ2“ ან „ზ3“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისთვის დადგენილი საფასურის გადახდისგან;

ა.ბ) ამ კანონის მე-6 მუხლის „ე“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა გაცემისთვის დადგენილი საფასურის გადახდისგან, თუ სააგენტოსთვის ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მასზე ხელახლა გაიცემა ჩაბარების დღესვე და რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა დამზადება საჭირო არ არის;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ კანონის მე-7 მუხლის „კ“, „კ2“ და „კ3“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადაში მომსახურების გაწევისთვის ამავე კანონის მე-6 მუხლის „ჰ3“−„ჰ5“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება მონაცემთა სუბიექტი, რომელსაც, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 70 000 ან 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულის დადასტურების მიზნით სათანადო უწყებისგან გამოითხოვოს პირის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვისა და სარეიტინგო ქულის რაოდენობის შესახებ მონაცემები და დაამუშაოს შესაბამისი პერსონალური მონაცემები.“.

5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები:

„13. განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 30 ლარი.

14. ერთ ერთეულ დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ დაგირავებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის მოწმობის 1 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.“.

6. მე-11 მუხლის:

ა) პირველი−12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.

11. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.

12. უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.“;

ბ) მე-4−მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.

5. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.

6. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.

 7. ამ კანონის მე-6 მუხლის „ო3“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.“.

7. მე-12 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ შენიშვნის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია დამატებით განისაზღვროს მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასურების წინასწარ (მომსახურების გაწევამდე) გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების სხვა გარემოებები.“.

მუხლი 2

1. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, თუ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) მომსახურების გაწევას ახორციელებს ამ კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებული პირის მიერ მისთვის წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, მომსახურების საფასური გადაიხდება აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის დღისთვის მოქმედი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქციით გათვალისწინებული განაკვეთის ოდენობითა და წესით.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქციის მე-6 მუხლის შენიშვნის 34 პუნქტით დადგენილი წესით სააგენტოში ჩასაბარებლად წარდგენილ რეგისტრაციის ნომერთან (სახელმწიფო სანომრე ნიშანთან) დაკავშირებული სააგენტოს ვალდებულება, რომელიც ძალაშია ამ კანონის  ამოქმედებისას, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და სრულდება ამ კანონით განსაზღვრული წესით. ამასთანავე, ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „პ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადა აითვლება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქციის მე-6 მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით სააგენტოს ვალდებულების წარმოშობის დღიდან.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის „ი“, „კ“, „პ.ბ“, „პ.დ“ და „პ.ვ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტის „ი“, „კ“, „პ.ბ“, „პ.დ“ და „პ.ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 ივნისი 2022 წ.

N1658-VIIIმს-Xმპ