„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1012-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.020419
1012-VIმს-Xმპ
16/11/2021
ვებგვერდი, 22/11/2021
040030000.05.001.020419
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მომსახურება − სააგენტოს მიერ ამ კანონის 43, მე-6, მე-7 და მე-9−112 მუხლებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის მოთხოვნა, უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) წარდგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება, რომელიც სააგენტოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ავალდებულებს. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:

„ვ1) პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ტარდება დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე;

2) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ტარდება;“;

გ) „ლ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ს აღემატება;“;

დ) „ლ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ.ბ1“ ქვეპუნქტი:

„ლ.ბ1) მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი;“;

ე) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) უფლების გადაცემის ბარათი (უფლების ბარათი) − დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

ტ.ა) ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ან იარაღზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების სხვა პირისათვის გადაცემას;

ტ.ბ) ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ან იარაღზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების შეძენას;

ტ.გ) ადასტურებს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოებაში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ სხვა პირისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას;

ტ.დ) წარმოშობს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების საფუძველს ან/და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას, თუ ამ საფუძვლის ან/და ვალდებულების უფლების გადაცემის ბარათით (უფლების ბარათით) წარმოშობა გათვალისწინებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „წ“ და „წ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან/და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება, აგრეთვე გირავნობის მოწმობის გაცემა, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია;

1) ლიზინგის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან/და ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმება;“;

ა.ბ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა ან/და აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება;“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სააგენტო უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის მიზნებისათვის (მათ შორის, დაინტერესებული პირის შეფასების მიზნით) განახორციელოს პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი, ისე მეორე ეტაპის აუდიო- და ვიდეომონიტორინგი და ჩაწერა. სააგენტო ვალდებულია აღნიშნული აუდიო- და ვიდეომონიტორინგის განხორციელების თაობაზე მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების მიზნით შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს.“.

3. 43 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ელექტრონული დოკუმენტის ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი, თუ არსებობს შემდეგ გარემოებათაგან ერთ-ერთი მაინც:

ა) დაინტერესებულ პირსა და სააგენტოს უფლებამოსილ პირს შორის კომუნიკაცია პირდაპირი ვიზუალური კონტაქტით ხორციელდება და დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის ან/და მონაცემთა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი სხვა წესით;

ბ) დოკუმენტი დადასტურებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;

გ) დოკუმენტი წარდგენილია ავტორიზებული დაინტერესებული პირის მიერ ან ავტორიზებული პირის მეშვეობით;

დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტის ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის სააგენტოსათვის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების (მობილური აპლიკაცია, ვებგვერდი და სხვა) ან სხვა ტექნიკური საშუალების მეშვეობით. სააგენტოსათვის წარდგენილ დოკუმენტს იურიდიული ძალა აქვს და საწინააღმდეგოს დადგენამდე ის უტყუარად მიიჩნევა. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის მიზნით ელექტრონული დოკუმენტის ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის წარდგენის, მიღებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაცია, ავტორიზაცია, იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების მეშვეობით ან/და დაინტერესებული პირის სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით, მასთან პირდაპირი ვიზუალური კონტაქტით. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით გამოიყენოს მონაცემთა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე დაამუშაოს დაინტერესებული პირის შესახებ მონაცემები (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის თანხმობით დაამუშაოს ბიომეტრიული მონაცემი) ფოტოგადაღებით, აუდიომონიტორინგით ან/და აუდიო- და ვიდეომონიტორინგით.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესსა და პირობებს, აგრეთვე ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სააგენტოსათვის წარდგენის წესსა და პირობებს და სააგენტოს მიერ მომსახურების ავტორიზებული პირისათვის გაწევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ხ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) – 15 ლარი;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ მუხლის შენიშვნის 91 პუნქტით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვება (გარდა ამ მუხლის „ბ6“, „ბ7“, „ძ“ და „ძ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 40 ლარი;“;

გ) „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) „ბ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის:

დ.ა) „ბ6“ ქვეპუნქტი:

„ბ6) „B“ ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვება (გარდა ამ მუხლის „ძ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) − 90 ლარი;“;

დ.ბ) „ბ7“ ქვეპუნქტი:

„ბ7) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვება (გარდა ამ მუხლის „ბ6“ და „ძ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) − 150 ლარი;“;

ე) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე8.ბ“ და „ზ2“–„ზ4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), აგრეთვე მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე8.ბ“ და „ზ4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 25 ლარი;“;

ვ) „ზ3“ და „ზ4“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ3) მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, რომლის:

3.ა) ციფრების კომბინაციაა 0001, 0002, 0003, 0004, 0005, 0006, 0007, 0008, 0009, 1000, 2000, 3000, 4000, 5000, 6000, 7000, 8000, 9000, 1111, 2222, 3333, 4444, 5555, 6666, 7777, 8888 ან 9999, – 300 ლარი;

3.ბ) სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ორი ლათინური ასოს და ოთხი ციფრის კომბინაციისაგან, – 300 ლარი;

4) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა ან ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 40 ლარი;“;

ზ) „კ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი:

„კ2) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა − 100 ლარი;“;

თ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია – 50 ლარი;“;

ი) „ფ4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ5“ ქვეპუნქტი:

„ფ5) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა − 100 ლარი;“;

კ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მიღებული დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ვადაზე ადრე დაშვება (დაჩქარებული მომსახურება) − 30 ლარი;“;

ლ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი:

„ძ1) პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ვადაზე ადრე დაშვება (დაჩქარებული მომსახურება) − 160 ლარი;“;

მ) „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1) ლიზინგის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია − 50 ლარი;“;

ნ) შენიშვნის:

ნ.ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 6პუნქტი:

„61. უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) გაცემის, შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და გაუქმების, აგრეთვე უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) საფუძველზე მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს და უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“;

ნ.ბ) 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური მოიცავს:

ა) თუ შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება – დაინტერესებული პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებას;

ბ) თუ შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება – დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვებას (გარდა ამ მუხლის „ძ“ და „ძ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა);

გ) თუ შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება − დაინტერესებული პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებას, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი რაოდენობითა და წესით დაშვებას (გარდა ამ მუხლის „ძ“ და „ძ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა).“;

ნ.გ) 92 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ნ.დ) 9პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„93. აკრძალულია 1 კალენდარული დღის განმავლობაში ამ მუხლის „ძ“ და „ძ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების ერთზე მეტჯერ გაწევა.“;

ნ.ე) 94 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 95 და 9პუნქტები:

„95. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ან/და პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ან/და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს 3 სამუშაო დღის ვადაში. ეს ვადა აითვლება აღნიშნული გამოცდის შედეგების დაინტერესებული პირისათვის გაცნობის დღიდან.

96. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველ, ისე მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში დაინტერესებული პირი იმავე კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ მორიგ პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველ ჯერზე დაიშვება შესაბამის პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან არაუადრეს მე-7 კალენდარული დღისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის „ძ“ და „ძ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისა.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება – 5 სამუშაო დღე, ხოლო საგადასახადო გირავნობის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება – უფლებამოსილი პირისაგან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 სამუშაო დღე;“;

ბ) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან ან სხვა უფლებამოსილი პირისაგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებრივი შეზღუდვის (გარდა ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა) რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილება ან რეგისტრაციის გაუქმება – ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღე;

რ) ლიზინგის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმება − 5 სამუშაო დღე;“.

6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლება

1. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება/თავისუფლდებიან:

ა) სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესებით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მოსარგებლე ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე) − ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და კერძო აღმასრულებლები ამ კანონის მე-6 მუხლის „რ“, „ფ4“ და „ჭ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე იმავე მუხლის შენიშვნის მე-13 და 131 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;

გ) ფიზიკური პირი, რომელსაც იარაღი ჯილდოდ გადაეცა, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თადარიგის გადამდგარ უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობა, საქართველოს პროკურატურის სისტემიდან პენსიაზე გასული თანამშრომელი, რომელსაც მინიჭებული აქვს იუსტიციის მრჩევლის ან იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება, პენსიაზე გასული მოსამართლე ამ კანონის მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას;

დ) საგადასახადო ორგანო საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის შემთხვევაში ამ კანონის მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას;

ე) რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) დასამზადებელი მასალით სააგენტოს უზრუნველყოფის შემთხვევაში − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ კანონის მე-6 მუხლის „ე“–„ე5“ და „ე7“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;

ვ) პირი, რომელსაც მომსახურების შედეგად მიღებული პროდუქტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე სუვენირის, საჩუქრის ან ნიმუშის სახით გადაეცა;

ზ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე 18 წლამდე დაინტერესებული პირი:

ზ.ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად დაშვების, ხოლო მისი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი რაოდენობითა და წესით დაშვების შემთხვევაში ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას, თუ შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩაბარება;

ზ.ბ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად, პირველად დაშვების შემთხვევაში ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას, თუ ამ პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულმა პირმა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩააბარა და შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება;

თ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე დაინტერესებული პირი „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად დაშვების შემთხვევაში ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას.

2. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის 50%-ის გადახდისაგან თავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირი, რომელსაც, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 70 000 ან 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად დაშვების, ხოლო მისი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი რაოდენობითა და წესით დაშვების შემთხვევაში ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას, თუ შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩაბარება;

ბ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად, პირველად დაშვების შემთხვევაში ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულმა პირმა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩააბარა და შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება.

3. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულის დადასტურების მიზნით სათანადო უწყებისაგან გამოითხოვოს პირის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვისა და სარეიტინგო ქულის რაოდენობის შესახებ მონაცემები და დაამუშაოს შესაბამისი პერსონალური მონაცემები.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით დადგენილი საფასურების გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების სხვა პირობები.“.

7. მე-10 მუხლის:

ა) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის 1 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირისათვის ამ კანონით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შედეგად შექმნილი დოკუმენტის/პროდუქტის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლების გარეთ, საქართველოს ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მისამართზე მიტანის საფასურის განაკვეთია 10 ლარი.“;

გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

„11. გირავნობის რეგისტრაციის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის განცხადების შეტანიდან:

ა) 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი;

ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 100 ლარი.

12. ლიზინგის რეგისტრაციის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის განცხადების შეტანიდან:

ა) 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი;

ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 100 ლარი.“.

8. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის აღნიშნული ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:

ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი;

ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 მუხლი:

„მუხლი 112. დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის მეშვეობით მიმართვა მომსახურების გაწევის თაობაზე

დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააგენტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის (შემდგომ − ცენტრი) მეშვეობით მიმართოს მომსახურების გაწევის თაობაზე. მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის ცენტრის მეშვეობით მიმართვისა და სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესებსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

10. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური მისი დაბრუნების მოთხოვნიდან 14 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება.“.

11. 131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 131. სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა და აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან ან კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული სახით ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა ან მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

2. სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება არ რეგისტრირდება/არ აღირიცხება, ხოლო რეგისტრირებულ/აღრიცხულ უფლებრივ შეზღუდვას იურიდიული ძალა არ აქვს და იგი არ აფერხებს სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციასა და აღრიცხვიდან მოხსნას, თუ:

ა) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება არ არის რეგისტრირებული შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრულ სუბიექტზე;

ბ) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება არ არის რეგისტრირებული სააგენტოში;

გ) უფლებრივი შეზღუდვის სუბიექტის ან ობიექტის იდენტიფიცირება სრულყოფილად ვერ ხდება;

დ) დოკუმენტი, რომელიც უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციას/აღრიცხვას საფუძვლად დაედო, სააგენტოში დაცული არ არის;

ე) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზეა რეგისტრირებული/აღრიცხული;

ვ) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება მას შემდეგ იქნა რეგისტრირებული/აღრიცხული, რაც სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება სხვა პირის საკუთრებად იყო აღრიცხული.“.

მუხლი 2

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას მართვის უფლების არმქონე დაინტერესებული პირი „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე 2022 წლის 25 აპრილამდე ერთჯერადად, პირველად დაშვებულ იქნეს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.

2. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „AM“ კატეგორიის/„A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის საჭირო დათვალიერების მომსახურება 2022 წლის 28 მარტამდე სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე შეიძლება გაწეულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრების (შემდგომ − ინსპექტირების ცენტრი) მეშვეობით. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მომსახურების ინსპექტირების ცენტრის მეშვეობით გაწევისას ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ინსპექტირების ცენტრისათვის გადასახდელი საფასურია 10 ლარი. აღნიშნული მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

3. 2022 წლის 28 მარტამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცეს ამ კანონისა და ამ კანონით გათვალისწინებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების შესასრულებლად საჭირო სამართლებრივი აქტები. აღნიშნული სამართლებრივი აქტების გამოცემამდე მოქმედებს ამ მუხლის ამოქმედებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-4 პუნქტის „ა“−„დ“, „კ“, „ლ“ და „ნ.ბ“−„ნ.ე“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 პუნქტის „ა“−„გ“, „დ.ა“, „კ“, „ლ“ და „ნ.ბ“−„ნ.ე“ ქვეპუნქტები და მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 25 აპრილიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 7 ნოემბრიდან.
 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2021 წ.

N1012-VIმს-Xმპ