„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1543
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 03/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.001.003.586
  • Word
1543
17/07/2009
სსმ, 21, 03/08/2009
040.030.000.05.001.003.586
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ე1.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1.გ“ ქვეპუნქტი:

„ე1.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) ექსპორტისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ აღრიცხვიდან მოხსნილ, ექსპორტისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება. გარიგების ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო2“ და „ო3“ ქვეპუნქტები:

„ო2) გირავნობის მოწმობის გაცემა;

3) ექსპორტისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;“.

3. მე-6 მუხლის:

ა) „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ა) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, ამ მუხლის „ე.ბ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აგრეთვე დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე.ლ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანომრე ნიშნებისა) – 28 ლარი;“;

ბ) „ე.ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ლ1“ ქვეპუნქტი:

„ე.ლ1) საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, დიპლომატიური მისიების, აგრეთვე დიპლომატიური თანამდებობის პირებისა და მათთან გათანაბრებული პირების მფლობელობაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას (დროებითი რეგისტრაციისას) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დიპლომატიური სტატუსის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე აღნიშნული ტიპის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენა – 80 ლარი (დღგ-ის გარეშე);“;

გ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“–„ძ“ ქვეპუნქტები:

„ჩ) ერთ ერთეულ დაგირავებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის მოწმობის გაცემა – 50 ლარი;

ც) ერთ ერთეულ ექსპორტისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 10 ლარი;

ძ) მძღოლის მოწმობის მისაღებად, თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში, პირის დამატებით გამოცდაზე ვადაზე ადრე დაშვება, მაგრამ არა უგვიანეს პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან მეექვსე დღისა, – 30 ლარი.“.

4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“, „ბ2“ და „ბ3“ ქვეპუნქტები:

„ბ1) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;

2) გირავნობის მოწმობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;

3) ერთ ერთეულ ექსპორტისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 2 სამუშაო დღე;“.

5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემის შესახებ განცხადების შეტანიდან:

ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი;

ბ) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 17 ივლისი.

№1543–რს