„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 14/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.001.003.218
  • Word
76
27/06/2008
სსმ, 12, 14/07/2008
040.030.000.05.001.003.218
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

              მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ე) სპორტული ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;“.

2. მე-6 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სანადირო გლუვლულიანი, გაზის (პისტოლეტი, რევოლვერი), მოკლეგლუვლულიანი იარაღის, სპორტული ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ცალკეული ეგზემპლარის რეგისტრაცია შესაბამისი მოწმობის გაცემით – 15 ლარი;“.

3. მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სანადირო ხრახნილლულიანი და კომბინირებული იარაღის, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტი, რევოლვერი), სანადირო გლუვლულიანი, გაზის (პისტოლეტი, რევოლვერი), მოკლეგლუვლულიანი იარაღის, სპორტული ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ცალკეული ეგზემპლარის რეგისტრაცია და იარაღის ცალკეული ეგზემპლარის ხელახალი რეგისტრაცია – 14 სამუშაო დღე;“.

4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სანადირო გლუვლულიანი, გაზის (პისტოლეტი, რევოლვერი), მოკლეგლუვლულიანი იარაღის, სპორტული ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს მოქალაქის მიერ შეძენის (შენახვის უფლებით) ან შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით), იურიდიული პირის მიერ შეძენის (შენახვის უფლებით), აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ამავე იარაღის საქართველოში შეძენის (შენახვის უფლებით) ან შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) განაცხადის შეტანიდან:

ა) 10 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისათვის და იარაღის რეგისტრაციისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 30 ლარი;

ბ) 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისათვის და იარაღის რეგისტრაციისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 27 ივნისი.

№76–Iს