საერთო სასამართლოების შესახებ

  • Word
საერთო სასამართლოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 767
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.05.001.000.220
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
767
13/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
110.050.000.05.001.000.220
საერთო სასამართლოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (24/12/1998 - 05/03/1999)

საქართველოს ორგანული კანონი  

საერთო სასამართლოების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სასამართლო ხელისუფლება

1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.

2. მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.

3. ეს კანონი განსაზღვრავს საერთო სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლის სამართლებრივ მდგომარეობას.

    მუხლი 2. საერთო სასამართლოების სისტემა

1. საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, საოლქო სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები, საქართველოს უზენაესი სასამართლო.

2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია.

3. სამხედრო სასამართლოები შეიძლება შეიქმნას საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოების შექმნის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება კანონით.

4. საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.

    მუხლი 3. უფლების სასამართლო წესით დაცვა

1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.

2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

    მუხლი 4. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულობა

1. სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის.

2. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული წესით.

3. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 5. გადაწყვეტილების გამოტანა საქართველოს სახელით

საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.

    მუხლი 6. თანასწორობა კანონისა და სასამართლოს წინაშე

1. მართლმსაჯულება ხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე საქმეში მონაწილე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე.

2. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

    მუხლი 7. მოსამართლის დამოუკიდებლობა

1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებას, შეთანხმებას და კანონს. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.

2. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

3. თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციას არ შეესაბამება კანონი ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კონსტიტუციის შესაბამისად.

    მუხლი 8. სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა

1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა.

2. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.

    მუხლი 9. პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისათვის

მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე სასამართლოს სხდომაზე დამსწრე პირთა ისეთი ქმედება, რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობას გამოხატავს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 10. სამართალწარმოების ენა

სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. თარჯიმნის მომსახურება ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

    მუხლი 11. გადაწყვეტილების მიღება

მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად, ხოლო მოსამართლეები–კოლეგიურად. სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას გადაწყვეტილება გამოაქვს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

    მუხლი 12. საქმის განხილვის საქვეყნოობა

1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე.

2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საქვეყნოდ.

4. სასამართლო სხდომაზე კინო- და ფოტოგადაღების, აუდიო- და ვიდეო-ჩაწერის აკრძალვა დაიშვება მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით.

თავი II

რაიონული (საქალაქო) სასამართლო

    მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნა

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით რაიონში, ქალაქში, რომელიც არ შედის არც ერთ რაიონში და არ გააჩნია რაიონული დაყოფა, აგრეთვე ქალაქის რაიონში.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

    მუხლი 14. მოსამართლეთა რაოდენობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო შედგება არანაკლებ ორი მოსამართლისაგან.

2. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორე–სამოქალაქო და სხვა საქმეებს, გარდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

3. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ უფლებამოსილებას ახორციელებს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობას კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

    მუხლი 15. საქმის ერთპიროვნული განხილვა სასამართლოში

რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, სადაც საქმეს მოსამართლე განიხილავს ერთპიროვნულად, კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 16. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი.

    მუხლი 17. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი ან მეტი მოსამართლეა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს ამ სასამართლოს მოსამართლეთაგან ხუთი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეებს თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

2. დაუშვებელია სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ზედიზედ მეორე ვადით დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს სასამართლოს თავმჯდომარეობაზე.

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) პირადად განიხილავს საქმეებს;

ბ) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოხელეებსა და სხვა თანამშრომლებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;

გ) კანონით დადგენილი წესით უნაწილებს საქმეებს მოსამართლეებს მათი სპეციალიზაციის მიხედვით;

დ) ორგანიზაციას უწევს სასამართლოს მუშაობას;

ე) იღებს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის საბჭოს;

ზ) ასრულებს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

    მუხლი 18. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო ასეთი დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც აქვს მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება.

2. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ამ სასამართლოს მეორე მოსამართლე.

თავი III

საოლქო სასამართლო

    მუხლი 19. საოლქო სასამართლოს შექმნის წესი და უფლებამოსილება

1. საოლქო სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

2. საოლქო სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით, განიხილავს საპროცესო კანონით განსაზღვრულ საქმეებს.

    მუხლი 20. საოლქო სასამართლოს შემადგენლობა

1. საოლქო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

2. საოლქო სასამართლოში იქმნება სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია და სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგია.

3. საოლქო სასამართლოს სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავს საოლქო სასამართლო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. თითოეულ კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ამ კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს კოლეგიების თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ საოლქო სასამართლოთა თავმჯდომარეებს და თავმჯდომარეთა მოადგილეებს კოლეგიების თავმჯდომარეთაგან ნიშნავს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

5. დაუშვებელია სასამართლოს ან კოლეგიის თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ზედიზედ მეორე ვადით დანიშვნა (არჩევა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს სასამართლოს ან შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარეობაზე.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 21. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას;

ბ) საპროცესო კანონით დადგენილი წესით ანაწილებს საქმეებს სასამართლო კოლეგიების მიხედვით;

გ) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოხელეებს და სხვა თანამშრომლებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;

დ) ორგანიზაციას უწევს სასამართლოს მუშაობას;

ე) იღებს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის საბჭოს;

ზ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

    მუხლი 22. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება

საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დროებით არყოფნის შემთხვევაში – ის მოსამართლე, რომელსაც აქვს მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება.

თავი IV

სააპელაციო სასამართლო

    მუხლი 23. საქართველოს სააპელაციო სასამართლოები

1. სააპელაციო სასამართლოების უფლებამოსილებებს ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები.

 2. თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

    მუხლი 24. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა

1. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

2. სააპელაციო სასამართლოში იქმნება:

ა) სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო და სხვა კატეგორიის საქმეთა კოლეგია.

3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლოში იქმნება საგამოძიებო კოლეგია.

4. სააპელაციო სასამართლოს სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. სააპელაციო სასამართლოს სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. თითოეულ კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს კოლეგიების თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

6. დაუშვებელია სასამართლოს ან კოლეგიის თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ზედიზედ მეორე ვადით დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს სასამართლოს ან შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარეობაზე.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 25. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება

სააპელაციო სასამართლო არის მეორე ინსტანციის სასამართლო, რომელიც სააპელაციო წესით განიხილავს საჩივრებს რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.

    მუხლი 26. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას;

ბ) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოხელეებს და სხვა თანამშრომლებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;

გ) იღებს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, ხოლო განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის საბჭოს;

ე) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

    მუხლი 27. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის და მისი მოადგილის დროებით არყოფნის შემთხვევაში – კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც აქვს მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება.

თავი V

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები

    მუხლი 28. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში იქმნება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.

    მუხლი 29. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების უფლებამოსილებანი

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები ამ კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობენ მართლმსაჯულების განხორციელებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ რაიონულ (საქალაქო) და საოლქო სასამართლოებში.

    მუხლი 30. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების შემადგენლობა

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები შედგება თავმჯდომარეების, თავმჯდომარეების პირველი მოადგილეების, მოადგილეებისა და სხვა მოსამართლეებისაგან.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში იქმნება:

ა) სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო და სხვა კატეგორიის საქმეთა კოლეგია.

4. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში იქმნება საგამოძიებო კოლეგია.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. თითოეულ კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი კოლეგიის შემადგენლობიდან ირჩევს უმაღლესი სასამართლო ხუთი წლის ვადით.

    მუხლი 31. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეებს კოლეგიების თავმჯდომარეთაგან ხუთი წლის ვადით ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეების პირველ მოადგილეებს და მოადგილეებს კოლეგიების თავმჯდომარეთაგან ხუთი წლის ვადით ირჩევენ შესაბამისი უმაღლესი სასამართლოები.

3. დაუშვებელია აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან კოლეგიის თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ზედიზედ მეორე ვადით არჩევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს სასამართლოს ან შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარეობაზე.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 32. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კოლეგიების უფლებამოსილებანი

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები არიან მეორე ინსტანციის სასამართლოები, რომლებიც სააპელაციო წესით განიხილავენ საჩივრებს რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე .

 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კოლეგიებში საქმეები განიხილება სამი მოსამართლის შემადგენლობით.

    მუხლი 33. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეთა უფლებამოსილებანი

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები:

ა) თავმჯდომარეობენ ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას;

ბ) კანონით დადგენილი წესით ანაწილებენ საქმეებს სასამართლო კოლეგიების მიხედვით;

გ) ორგანიზაციას უწევენ შესაბამისი უმაღლესი სასამართლოს მუშაობას;

დ) ხელმძღვანელობენ უმაღლესი სასამართლოს აპარატს, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავენ და თანამდებობიდან ათავისუფლებენ უმაღლესი სასამართლოს მოხელეებს და სხვა თანამშრომლებს, შეუფარდებენ მათ დისციპლინურ სახდელებს;

ე) იღებენ მოქალაქეებს და უზრუნველყოფენ მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს, ხოლო განზოგადების მასალებს წარუდგენენ საქართველოს იუსტიციის საბჭოს;

ზ) ასრულებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

    მუხლი 34. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მოვალეობის შესრულება

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეების დროებით არყოფნის შემთხვევაში მათ მოვალეობას ასრულებენ თავმჯდომარეების პირველი მოადგილეები, ხოლო თავმჯდომარეებისა და მათი პირველი მოადგილეების დროებით არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარეების მოადგილეები.

თავი VI

(ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 35. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 36. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 37. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 38. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 39. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 40. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 41. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 42. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 43. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 44. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 45. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

თავი VII

მოსამართლე. მისი დანიშვნის ან არჩევის წესი

    მუხლი 46. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს

1. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე ოცდაათი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა.

2. მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს ნასამართლობის მქონე პირი, აგრეთვე პირი, რომელიც განთავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.

3. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ჩაითვლება მოსამართლეობის კანდიდატად მას შემდეგ, რაც შეიტანს განცხადებას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ კანონის 68-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და მისი შედეგები ძალაშია მუდმივად, გარდა ამ კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 47. მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესი

1. რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენა ხდება კონკურსის წესით.

2. საქართველოს იუსტიციის საბჭო რაიონულ (საქალაქო), საოლქო და სააპელაციო სასამართლოებში, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები შესაბამისად ამ რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა აცხადებს ამის შესახებ საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით, ხოლო გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში – აწარმოებს მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციას. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ხოლო მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 7 დღეში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. დეკლარაციის ტექსტი არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე (არჩევამდე), მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. იუსტიციის საბჭო მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან არა უადრეს შვიდი და არა უგვიანეს ოცდაათი დღისა ატარებს კონკურსს.

4. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის საკონკურსო წესით შერჩევა ხდება საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების, კანდიდატის საქმიანი და მორალური რეპუტაციის, პროფესიული მუშაობის გამოცდილებისა და ფიზიკური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე.

5. საქართველოს იუსტიციის საბჭო კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად.

6. თუ კონკურსის საფუძველზე ვერ შეირჩა მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი, ან იგი არ დაინიშნა, საქართველოს იუსტიციის საბჭო ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან ან პრეზიდენტის, აგრეთვე შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ კანდიდატურის უარყოფიდან სამი დღის ვადაში აცხადებს ახალ კონკურსს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა ამ შემთხვევაში განისაზღვრება ათი დღით.

7. თუ საქართველოს პრეზიდენტმა, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა არ დანიშნა მისთვის საქართველოს იუსტიციის საბჭოს ან შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატურა, ახალი კონკურსის შემდეგ იგივე კანდიდატურა არ შეიძლება წარდგენილ იქნეს ექვსი თვის განმავლობაში შესაბამისი ან უფრო მაღალი რგოლის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად.

8. ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნული მოსამართლე თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მხოლოდ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ.

9. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს ამ მუხლის 1-ლი–მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით ატარებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 - პარლამენტის უწყებანი44, 11.11.1997 წ., გვ.85

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 48. მოსამართლის არჩევისა და დანიშვნის წესი

1. რაიონული (საქალაქო), საოლქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლებს ბრძანებულებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების მოსამართლეებს ბრძანებულებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს ერთობლივი წარდგინებით, შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეებს, შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 49. მოსამართლის უფლებამოსილების ვადა

საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა ათი წელი.

    მუხლი 50. მოსამართლის ფიცი

თანამდებობის დაკავებამდე მოსამართლე, რომელსაც პირველად ნიშნავენ ამ თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დებს ფიცს, რომლის ტექსტს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეები ფიცს დებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე.

    მუხლი 51. მოსამართლის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

    მუხლი 52. მოსამართლის ხელშეუხებლობა

1. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა – საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან საქართველოს პარლამენტს. თუ ისინი არ მისცემენ თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

თავი VIII

მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება. მოსამართლის პასუხისმგებლობა

    მუხლი 53. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება

1. რაიონული (საქალაქო), საოლქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისად საქართველოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 54. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი

1. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობა;

გ) მართლმსაჯულების განხორციელებისას კანონის განზრახ ან სისტემატური დარღვევა;

დ) სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის ღირსების შემლახავი მოქმედების ჩადენა;

ე) შრომის დისციპლინის სისტემატური დარღვევა;

ვ) მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ზ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

თ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ი) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

კ) 65 წლის ასაკის მიღწევა, ხოლო უზენაესი სასამართლოს წევრისათვის – 70 წლის ასაკის მიღწევა. (საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით უფლებამოსილია ორი წლით გაუგრძელოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს, გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა, უფლებამოსილების ვადა ამ კანონის 49-ე მუხლის ფარგლებში);

ლ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;

მ) მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობა;

ნ) საპატიო მიზეზის გარეშე დადგენილ ვადაში ამ კანონის 69-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სასწავლო კურსის გაუვლელობა;

ო) ამ კანონით განსაზღვრული მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლა;

) გარდაცვალება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისათვის აუცილებელია სადისციპლინო კოლეგიის წარდგინების არსებობა.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 - პარლამენტის უწყებანი44, 11.11.1997 წ., გვ.85

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 55. მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან

1. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსამართლე ჩამოცილებულ უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.

2. რაიონული (საქალაქო), საოლქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა საქმის განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა საქმის განხილვისგან ჩამოცილების შესახებ – შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ – საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ მოსამართლეთა ჩამოცილება საქმის განხილვისაგან ავტომატურად იწვევს მოსამართლეთა ჩამოცილებას სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.

    მუხლი 56. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები

1. მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა:

ა) საქმეთა განხილვისას დაშვებული კანონის დარღვევისათვის;

ბ) შრომის დისციპლინის დარღვევისათვის;

გ) სასამართლოს ავტორიტეტის ან მოსამართლის ღირსების შემლახველი ქმედების გამო;

დ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

2. სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება არ იწვევს მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუ მას საქმის განხილვისას კანონი არ დაურღვევია.

3. მოსამართლეს არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია ერთი წელი, ან თუ დისციპლინური გადაცდომის აღმოჩენის დღიდან გასულია ერთი თვე.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 - პარლამენტის უწყებანი44, 11.11.1997 წ., გვ.85

    მუხლი 57. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა

1. მოსამართლის მიმართ დისციპლინურ დევნას, გარდა ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აღძრავს:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ რაიონულ (საქალაქო) და საოლქო სასამართლოთა მოსამართლეების მიმართ;

გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რაიონულ (საქალაქო) და საოლქო სასამართლოთა მოსამართლეების მიმართ.

2. საქართველოს იუსტიციის საბჭოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის უფლება აქვთ ამ კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და 64-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. საქმეთა განხილვისას დაშვებული კანონის დარღვევისათვის მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის უფლება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს მხოლოდ შესაბამისი საქმის განხილვისას ან საჩივრის არსებობისას.

    მუხლი 58. დისციპლინური სახდელის სახეები

დისციპლინური სახდელებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლება;

ე) თანამდებობიდან განთავისუფლება.

    მუხლი 59. მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დადების წესი

1. საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ აღძრულ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია.

2. საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმეები განიხილება კოლეგიურად, კოლეგიის სამი წევრის შემადგენლობით.

3. საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია. კოლეგიის გადაწყვეტილება საქვეყნოდ ცხადდება.

4. დისციპლინური სამართალწარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება კანონით.

თავი IX

იუსტიციის საბჭო

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 60. საქართველოს იუსტიციის საბჭო

1. სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების, მოსამართლეთა თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის, წარდგენის, მოსამართლეთა თანამდებობიდან განთავისუფლების, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო – საქართველოს იუსტიციის საბჭო.

2. იუსტიციის საბჭო შედგება თორმეტი წევრისაგან. მის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები.

3. იუსტიციის საბჭოს ოთხ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; ოთხ წევრს, რომელთაგან პარლამენტის წევრთა რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს, ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ერთ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს საპარლამენტო უმრავლესობის ორზე მეტი წარმომადგენელი.

4. იუსტიციის საბჭოს წევრად გამწესებისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.

5. იუსტიციის საბჭოს წევრი, თუ ის არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ოცდახუთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა სამი წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. იუსტიციის საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) არა უადრეს ოცდაათი და არა უგვიანეს შვიდი დღისა იუსტიციის საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ იუსტიციის საბჭოს წევრს, თუ იგი არ არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან საქართველოს პარლამენტის წევრი, არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან თვითმმართველობის ორგანოში, ანდა ეწეოდეს სხვა ანაზღაურებით საქმიანობას. გამონაკლისს წარმოადგენს სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა. მისი ხელფასი არ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასზე ნაკლები.

8. იუსტიციის საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტის ან მისი დავალებით – იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრის მიერ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, იუსტიციის საბჭოს სხდომებს იწვევენ ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული პირები.

9. იუსტიციის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი, ან მისი დავალებით – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი იუსტიციის საბჭოს წევრები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – იუსტიციის საბჭოს სხვა წევრი.

    მუხლი 61. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები

1. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში იქმნება საქართველოს პრეზიდენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების სათათბირო ორგანოები – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებს ცხრა-ცხრა წევრის შემადგენლობით ქმნიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების ორგანიზაცია, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 62. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის განთავისუფლება თავისი უფლებამოსილების განხორციელებისაგან

1. ამ კანონის მე-60 მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის განთავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა;

გ) ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

დ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ე) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ვ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ზ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

თ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ი) ამ კანონის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;

) გარდაცვალება.

2. იუსტიციის საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს უზენაესი სასამართლო.

3. იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრისა და იუსტიციის მინისტრის განთავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ან იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან განთავისუფლება;

გ) ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

დ) იუსტიციის საბჭოს წევრის მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 63. საქართველოს იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილებანი

1. საქართველოს იუსტიციის საბჭო:

ა) წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატებს;

ბ) წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას;

გ) განსაზღვრავს რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას;

დ) საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარდგინებით ადგენს საერთო სასამართლოების, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი, აპარატის სტრუქტურას და საშტატო რაოდენობას და წარუდგენს მას საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად;

ე) შეიმუშავებს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს და წარუდგენს მას საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად;

ვ) განიხილავს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს;

ზ) შესაბამისი საჩივრის არსებობისას აღძრავს დისციპლინურ დევნას ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის, მოსამართლის მიერ საქმის განხილვის, აგრეთვე სასამართლო აქტების შედგენისა და გაცემის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის გამო; დისციპლინური დევნის აღძვრასთან დაკავშირებით საკითხის მოსამზადებლად ქმნის კომისიას, რომელშიც რეგლამენტით დადგენილი წესით ნიშნავს საქართველოს იუსტიციის საბჭოს ორ წევრსა და ამ კანონის 78-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთაგან ორ სპეციალისტს. საქართველოს იუსტიციის საბჭოს, აგრეთვე შექმნილ კომისიას ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას ეკრძალებათ მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება, მოსამართლისაგან კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა;

თ) ისმენს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშს;

ი) შედის საქართველოს პრეზიდენტთან წარდგინებით მოსამართლეების კანონით დადგენილი წესით წახალისების შესახებ;

კ) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს;

ლ) კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე და შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ;

მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. იუსტიციის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც მისივე წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. იუსტიციის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება იუსტიციის საბჭოს აპარატი.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 64. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების უფლებამოსილებანი

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები:

ა) ატარებენ კონკურსს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა კანდიდატურებისათვის, გამოიმუშავებენ რეკომენდაციებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ რაიონულ (საქალაქო) და საოლქო სასამართლოებში თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების თაობაზე და წარუდგენენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს;

ბ) განსაზღვრავენ რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას;

გ) შესაბამისი საჩივრის არსებობისას, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ დადგენილი წესით აღძრავენ დისციპლინურ დევნას ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის, მოსამართლის მიერ საქმის განხილვის, აგრეთვე სასამართლო აქტების შედგენისა და გაცემის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის გამო;

დ) შეიმუშავებენ წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე და წარუდგენენ საქართველოს პრეზიდენტს;

ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ საოლქო სასამართლოებს წარუდგენენ საოლქო სასამართლოთა სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას;

ვ) ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 65. საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი

1. საქართველოს იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხები და მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

2. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა.

3. იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს კენჭისყრით.

    მუხლი 66. საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი

1. საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონის მე-60 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ პირთაგან სამი წლის ვადით ნიშნავს იუსტიციის საბჭოს მდივანს. მდივნის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო თანამდებობასთან.

2. საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი:

ა) ახორციელებს იუსტიციის საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) ხელმძღვანელობს იუსტიციის საბჭოს აპარატს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს თანხმობით; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის სხვა მოსამსახურეებს;

გ) ამზადებს იუსტიციის საბჭოს სხდომებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 67. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია

1. მოსამართლეთა კანდიდატების საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციისა და ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას და მის შემადგენლობას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებში საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიათა შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების თანხმობით.

 2. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებას საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია იქმნება გამოცდების ჩატარებამდე არა უადრეს ათი დღისა და მისი შემადგენლობა არ შეიძლება გამოცხადდეს გამოცდების დამთავრებამდე.

    მუხლი 68. საკვალიფიკაციო გამოცდა

1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს ოცდასამი წლის ასაკს მიღწეულ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს.

2. გამოცდის ჩატარების წესსა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს გამოცდას ტესტური მეთოდით, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდეგ პირი აბარებს წერით გამოცდას. გამოცდა ტესტური მეთოდით და წერითი გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი;

ბ) სისხლის სამართალი;

გ) სისხლის სამართლის პროცესი;

დ) სამოქალაქო სამართალი;

ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი;

ვ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;

ზ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

4. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი კარგავს ძალას, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან შვიდი წლის განმავლობაში არ გამწესდება მოსამართლის თანამდებობაზე.

    მუხლი 69. სპეციალური სასწავლო კურსი

1. ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნული (არჩეული) მოსამართლე თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობას ვადით არა უმეტეს 3 თვისა განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო.

2. სპეციალური სასწავლო კურსის გავლის ვალდებულებისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.

3. დასკვნას კანდიდატის მიერ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შედეგების შესახებ იძლევა იუსტიციის  სასწავლო ცენტრი.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

თავი X

საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

    მუხლი 70. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან ვადამდე ათავისუფლებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ან საქართველოს იუსტიციის საბჭოს მოთხოვნით.

4. დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

    მუხლი 71. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფლებამოსილება

საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:

ა) განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად;

ბ) უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით;

გ) უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით;

დ) ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას;

ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.

თავი XI

სასამართლოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

    მუხლი 72. სასამართლოს აპარატი

1. მართლმსაჯულების განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქმედებენ სასამართლოთა აპარატები.

2. სასამართლოს აპარატი ექვემდებარება შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს.

3. სასამართლოს აპარატის თანამშრომლები არიან სახელმწიფო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება შესაბამისი კანონმდებლობა.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 73. მოსამართლის თანაშემწე

1. მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, მათ განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლოს სხდომის განსახილველად, მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.

2. მოსამართლის თანაშემწედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და გავლილი აქვს სამთვიანი სასწავლო კურსი საქართველოს იუსტიციის  სასწავლო ცენტრში ან აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, აგრეთვე ადვოკატად მუშაობის ერთი წლის გამოცდილება ანდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი (უმაღლესი) სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსულტანტად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, აგრეთვე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

3. მოსამართლის თანაშემწეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე იმ მოსამართლეთა ერთობლივი წარდგინებით, რომელთა თანაშემწედაც იგი უნდა დაინიშნოს.

4. რაიონულ (საქალაქო), საოლქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა თანაშემწეების რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოქმედ სასამართლოებში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 74. სასამართლო აღმასრულებელი

1. სასამართლოს აქტებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღასრულებენ სასამართლო აღმასრულებლები.

2. სასამართლო აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი.

3. სასამართლოში, სადაც ორი ან მეტი აღმასრულებელია, ერთ-ერთი მათგანი ინიშნება უფროს აღმასრულებლად.

    მუხლი 75. სასამართლოს სხდომის მდივანი

სასამართლოში საქმეები იხილება სასამართლოს სხდომის მდივნის მონაწილეობით. სხდომის მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე იმ პირთაგან, რომლებსაც გავლილი აქვთ სასწავლო კურსი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ან აქვთ სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 76. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

თავი XII

მოსამართლეთა კონფერენცია

    მუხლი 77. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია

1. რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ყოველ ექვს თვეში ერთხელ იწვევენ მოსამართლეთა კონფერენციას, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს.

2. მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომას იწვევს მოსამართლეთა კონფერენციის საკოორდინაციო საბჭო საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა არანაკლებ ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით. მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

3. მოსამართლეთა კონფერენციის სხდომები საქვეყნოა.

4. მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ნახევარზე მეტი.

5. მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა დამსწრეთა უმრავლესობამ.

    მუხლი 78. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილებანი

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია:

ა) ირჩევს მოსამართლეთა კონფერენციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესა და ოთხ წევრს ერთი წლის ვადით;

ბ) ირჩევს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობას და თავმჯდომარეს დადგენილი წესით;

გ) ამტკიცებს მოსამართლეთა კონფერენციისა და მისი საკოორდინაციო საბჭოს რეგლამენტს;

დ) ისმენს საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლეთა კონფერენციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;

ე) სამი წლის ვადით ირჩევს ორმოცდაათ სპეციალისტს ამ კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული უფლებამოსილების განსახორციელებლად. სპეციალისტად შეიძლება არჩეულ იქნეს იურიდიულ მეცნიერებაში ხარისხის მქონე პირი, აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს მოსამართლედ ან პროკურორად მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება;

ვ) ახორციელებს კანონით და რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 79. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მოსამართლეთა კონფერენციები

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შეიძლება შეიქმნას ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო), საოლქო და უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო – ავტონომიური რესპუბლიკის მოსამართლეთა კონფერენცია.

2. ავტონომიური რესპუბლიკის მოსამართლეთა კონფერენციის სხდომების მოწვევის, მიმდინარეობისა და საკითხების გადაწყვეტის წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის მოსამართლეთა კონფერენციის დებულებით, რომელსაც იღებს ავტონომიური რესპუბლიკის მოსამართლეთა კონფერენცია.

3. ავტონომიური რესპუბლიკის მოსამართლეთა კონფერენცია:

ა) ირჩევს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესა და ოთხ წევრს ერთი წლის ვადით;

ბ) ამტკიცებს კონფერენციის დებულებას;

გ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასამართლო რეფორმის, საერთო სასამართლოების დაფინანსების და მათ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

დ) სამი წლის ვადით ირჩევს თხუთმეტ სპეციალისტს ამ კანონის 64-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული უფლებამოსილების განსახორციელებლად. სპეციალისტად შეიძლება არჩეულ იქნეს იურიდიულ მეცნიერებაში ხარისხის მქონე პირი, აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს მოსამართლედ ან პროკურორად მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.

    მუხლი 80. საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

1. საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია აირჩევა საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან ოთხი წლის ვადით.

2. საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია შედგება თორმეტი წევრისაგან. კოლეგიის შემადგენლობის ნახევარი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს.

თავი XIII

საერთო სასამართლოების დაფინანსება. მოსამართლეების სოციალური დაცვა

    მუხლი 81. საერთო სასამართლოების დაფინანსება

1. საქართველოს საერთო სასამართლოთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

 2. საქართველოს ყოველი სასამართლოს საქმიანობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ცალკე მუხლით.

3. სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების დაფინანსების ნაწილის პროექტს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის წინადადებების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის საბჭო.

4. სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ მოსამართლეთა კონფერენციის თანხმობით.

    მუხლი 82. მოსამართლის ხელფასი და სოციალური დაცვა

1. მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება კანონით.

2. მოსამართლის ხელფასი და მატერიალური შეღავათები არ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასსა და მატერიალურ შეღავათებზე ნაკლები. დაუშვებელია მოსამართლის ხელფასის შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

3. მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ვრცელდება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც თანამდებობაზე დაინიშნენ ამ კანონის 46–49-ე მუხლების საფუძველზე ან გაიარეს ატესტაცია ამ კანონის 861 მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

თავი XIV

სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები

    მუხლი 83. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები და მათი დამტკიცების წესი

1. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოებია – მოსამართლის თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებსაც შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სასამართლოში საქმის განხილვაში მოსამართლე მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით. ჩაცმულობის ფორმას ადგენს საქართველოს იუსტიციის საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 84. სასამართლოს ბეჭედი

სასამართლოს ბეჭედზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და სასამართლოს დასახელება.

თავი XV

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 85. ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ღონისძიებები

1. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი და საქართველოს უზენაესი სასამართლო 1997 წლის 1 ოქტომბრამდე ნიშნავენ (ირჩევენ) საქართველოს იუსტიციის საბჭოს შესაბამის წევრებს. საქართველოს იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მასში თანამდებობის მიხედვით შემავალ, არჩეულ და დანიშნულ წევრთა რაოდენობა რვას აღემატება.

2. საქართველოს იუსტიციის საბჭო უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადებას 1997 წლის 15 ნოემბრამდე, ხოლო საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კონკურსების ჩატარებას – 1998 წლის 15 ივლისამდე. ამ გამოცდებისაგან თავისუფლდებიან საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრები – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები.

    3. „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით დაინიშნებიან 1999 წლის 15 მაისამდე. მათ მიერ სამთვიანი სპეციალური კურსის გავლის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო.

4. ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედებამდე საქართველოს რაიონულ (საქალაქო), საოლქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა, ორგანიზაცია და უფლებამოსილება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილება, საკვალიფიკაციო ატესტაციის წესი და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, აგრეთვე მათი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, რომლის პროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს 1999 წლის 10 თებერვლამდე.

    6. “მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოსამართლის ხელფასი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

     მუხლი 851. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

     საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

    მუხლი 86. საქართველოს სასამართლოების უფლებამოსილებები, ორგანიზაცია და სტრუქტურა საერთო სასამართლოების ახალი სისტემის ამოქმედებამდე

1. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების არსებულ სტრუქტურებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეთ ამ კანონის მიღებიდან 1999 წლის 15 მაისამდე, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებულ სტრუქტურებს – “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებამდე. აღნიშნული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების შემდგომი განხილვის წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით.

2. 1999 წლის 15 მაისამდე რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების, აგრეთვე “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის საშტატო განრიგი და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით.

3. 1999 წლის 15 მაისამდე რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს სასამართლოებში, აგრეთვე “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებამდე საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები თანამდებობაზე ინიშნებიან (აირჩევიან) და თანამდებობიდან თავისუფლდებიან ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ადმინისტრაციულ მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, უგრძელდებათ 1999 წლის 15 მაისამდე.

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 1998  წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება №280-9

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

     მუხლი 861. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაცია

1. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები, რომლებიც თანამდებობაზე დანიშნულ (არჩეულ) იქნენ ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ექვემდებარებიან სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაციას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო ატესტაცია მოიცავს მოსამართლის ცოდნის შემოწმებას საკვალიფიკაციო გამოცდის მეშვეობით, რომელიც ტარდება ამ კანონით გათვალისწინებული წესით.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოსამართლე ვალდებულია საკვალიფიკაციო ატესტაცია გაიაროს 1999 წლის 30 აპრილამდე.

   4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო ატესტაციის დადგენილ ვადაში გაუვლელობა არის მოსამართლის თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების საფუძველი. საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის საბჭო საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით მოსამართლის თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 87. საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების საერთო სასამართლოებისათვის გადაცემის წესი

1. საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოები წყვეტენ საქმეების წარმოებაში მიღებას 1997 წლის 15 ოქტომბერს.

2. საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოების მოსამართლეებს უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა მათ განხილვაში მყოფი საქმეების განხილვის დამთავრებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 1997 წლის 25 ნოემბრისა.

3. საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოების წარმოებაში არსებული ყველა საქმე, რომელთა განხილვაც არ დაწყებულა 1997 წლის 15 ოქტომბრამდე, აგრეთვე ყველა საქმე, რომელთა განხილვაც არ დამთავრებულა 1997 წლის 25 ნოემბრამდე, საპროცესო კანონის შესაბამისად გადაეცემა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საერთო სასამართლოებისათვის გასანაწილებლად. 1997 წლის 25 ნოემბრამდე დაუმთავრებელი საქმეების შემდგომი განხილვის წესი განისაზღვრება საპროცესო კანონმდებლობით.

4. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია 1996 წლის 25 დეკემბრის შემდეგ, ზედამხედველობის წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მასზე შეტანილ საზედამხედველო პროტესტს განიხილავს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

5. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ზედამხედველობის კოლეგიის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს და მასზე შეტანილი საზედამხედველო პროტესტი განიხილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმმა იმ შემთხვევაში, თუ ის მიღებულია 1996 წლის 25 დეკემბრის შემდეგ.

6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებები და დადგენილებები შეიძლება გადასინჯოს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.

7. იმ საქმეზე შეტანილი საჩივარი, რომელზეც არსებობს საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ 1996 წლის 25 დეკემბრამდე მიღებული დადგენილება, არ განიხილება; გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ ის საქმეები, რომლებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები და დადგენილებებიც შეიძლება გადაისინჯოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი განიხილავს საზედამხედველო პროტესტს იმ საქმეზე, რომელზეც არსებობს საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმის 1996 წლის 25 დეკემბრის შემდეგ მიღებული დადგენილება.

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

     მუხლი 871. საქმეთა განხილვა საქართველოს საერთო სასამართლოებში. სპეციალური სასწავლო კურსის გავლის წესი

1. საქართველოს საერთო სასამართლოებში 1999 წლის 15 მაისიდან საქმეები განიხილება მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     2. 1999 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნული (არჩეული) მოსამართლის მიერ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 88. საოლქო სასამართლოების განსჯადი სამოქალაქო საქმეების განხილვა

     საოლქო სასამართლოების ამოქმედებამდე ეკონომიკურ (სამეურნეო) დავებს, რომელთა სარჩელის ფასი აღემატება ასი ათას ლარს, 1999 წლის 15 მაისამდე განიხილავენ რაიონის (ქალაქის) სასამართლოები, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის შემდეგ საოლქო სასამართლოების შექმნამდე, 1999 წლის 1 ივლისამდე – რაიონული (საქალაქო) სასამართლოები. ამ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო სასამართლოებში სააპელაციო წესით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

     მუხლი 881. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის შესახებ კანონის მიღებამდე საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინურ სახდელთა სახეები, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

2. 1999 წლის 15 მაისამდე ძალაშია მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობა.

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

თავი XVI

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 89. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა III თავისა, 47-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, 69-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 82-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. III თავი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.

3. 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

4. 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.

5. 82-ე მუხლი ამოქმედდეს „მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 90. ძალადაკარგული ნორმატიული აქტების ნუსხა

1. ამ კანონის ამოქმედებიდან, თუ მისი გარდამავალი ან დასკვნითი დებულებანი სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., №12, მუხ. 391);

ბ) „საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლეთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., №12, მუხ. 389);

გ) „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 243);

დ) „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციების მოწვევისა და ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 245);

ე) „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კლასების დაწესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 251);

ვ) (ამოღებულია);

ზ) (ამოღებულია).

2. 1997 წლის 15 ოქტომბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „სამხედრო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 85);

ბ) „საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 აპრილის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №4, მუხ. 313);

) „საქართველოს რესპუბლიკის რეგიონალური სამხედრო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 26 თებერვლის №170 დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1993წ., თებერვალი).

3. 1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

„საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოებში სასამართლო წარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ნოემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1996 წლის 25 დეკემბერი, №31-32).

4. 1998 წლის 1 მაისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს რესპუბლიკის რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მსაჯულთა არჩევნებისა და გაწვევის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 249);

ბ) „მსაჯულების მიერ სასამართლოში მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 250).

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს პრეზიდენტი          ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 13 ივნისი.

767II

შეტანილი ცვლილებები:

      1. საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

      2. საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 - პარლამენტის უწყებანი44, 11.11.1997 წ., გვ.85

      3. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

      4. საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

      5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 1998  წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება №280-9

     6. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

 

 

 

41. 04/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2257 - სსმ, 41, 08/12/2009 40. 26/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1325 - სსმ, 15, 06/07/2009 39. 19/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1347 - სსმ, 13, 02/07/2009 38. 12/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1181 - სსმ, 12, 29/06/2009 37. 15/07/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 198 - სსმ, 17, 28/07/2008 36. 05/07/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 103 - სსმ, 13, 16/07/2008 35. 27/06/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 65 - სსმ, 12, 14/07/2008 34. 11/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5288 - სსმ, 29, 27/07/2007 33. 19/06/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 4951 - სსმ, 24, 02/07/2007 32. 29/12/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 4217 - სსმ, 2, 04/01/2007 31. 23/06/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3387 - სსმ, 26, 14/07/2006 30. 06/06/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3187 - სსმ, 21, 15/06/2006 29. 25/05/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3134 - სსმ, 16, 29/05/2006 28. 23/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2452 - სსმ, 56, 28/12/2005 27. 25/11/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2125 - სსმ, 53, 19/12/2005 26. 23/06/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1734 - სსმ, 36, 11/07/2005 25. 20/04/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1344 - სსმ, 19, 28/04/2005 24. 21/12/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 685 - სსმ, 41, 30/12/2004 23. 12/10/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 489 - სსმ, 31, 27/10/2004 22. 16/09/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 421 - სსმ, 27, 05/10/2004 21. 30/06/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 269 - სსმ, 20, 16/07/2004 20. 23/07/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2602 - სსმ, 24, 20/08/2003 19. 07/05/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2152 - სსმ, 11, 10/05/2003 18. 26/02/2003 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/138,171,179,209 - სსმ, 10, 04/03/2003 17. 03/12/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1783 - სსმ, 32, 20/12/2002 16. 14/05/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1414 - სსმ, 17, 07/06/2002 15. 30/05/2000 - საქართველოს ორგანული კანონი - 331 - სსმ, 20, 31/05/2000 14. 10/03/2000 - საქართველოს ორგანული კანონი - 212 - სსმ, 9, 21/03/2000 13. 07/03/2000 - საქართველოს ორგანული კანონი - 192 - სსმ, 8, 15/03/2000 12. 23/07/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2357 - სსმ, 38(45), 04/08/1999 11. 22/07/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2282 - სსმ, 38(45), 04/08/1999 10. 22/06/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2102 - სსმ, 25(32), 02/07/1999 9. 28/05/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2040 - სსმ, 18(25), 01/06/1999 8. 16/04/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 1898 - სსმ, 13(20), 01/05/1999 7. 05/03/1999 - საქართველოს კანონი - 1836 - სსმ, 8(15), 18/03/1999 6. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1771 - სსმ, 1(8), 14/01/1999 5. 03/11/1998 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 280-9 - გამოუქვეყნებელი, -, 03/11/1998 4. 17/07/1998 - საქართველოს ორგანული კანონი - 1527 - პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998 3. 20/02/1998 - საქართველოს კანონი - 1259 - პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998 2. 17/10/1997 - საქართველოს ორგანული კანონი - 988 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 1. 03/09/1997 - საქართველოს კანონი - 834 - პარლამენტის უწყებანი, 37-38, 10/09/1997