„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 29/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.002.250
  • Word
3134
25/05/2006
სსმ, 16, 29/05/2006
110.050.000.04.001.002.250
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 47-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას აცხადებს კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის გამოცხადებისას. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ხოლო მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 7 დღეში – კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. დეკლარაციის ტექსტი არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ატარებს კონკურსს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ კონკურსის საფუძველზე ვერ შეირჩა მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი, ან იგი არ დაინიშნა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან ან პრეზიდენტის მიერ კანდიდატურის უარყოფიდან 3 დღის ვადაში აცხადებს ახალ კონკურსს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.

2. მე-60 მუხლის მე-2–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 19 წევრისაგან. მის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; 5 წევრს, რომელთაგან 4 არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ირჩევს საქართველოს პარლამენტი; 9 წევრს საერთო სასამართლოების მოსამართლეებისგან ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად გამწესებისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა, გარდა იმ პირებისა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში შედიან თანამდებობის მიხედვით.

5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თუ იგი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.“.

3. 65-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხები და მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სადისციპლინო საკითხები და მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მის სხდომას ესწრება იმ წევრთა ნახევარზე მეტი, რომლებიც არ არიან საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები.“.

4. 761 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთო სასამართლოს აპარატის სტრუქტურაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასამართლოს მანდატურის სამსახური, რომლის ამოცანაა საერთო სასამართლოს შენობის და სასამართლოს შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, ასევე კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი არის 50 წელი.“.

5. 763 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

6. 78-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოსამართლეთა კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

7. 886 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეების რაოდენობის ცხრა წევრამდე შევსების მიზნით, 2006 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იწვევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომას, რომელიც უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა არანაკლებ 1/3-ისა. სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. იმავე წესით მიიღება გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში. ამ პუნქტით განსაზღვრულ საკითხებს წყვეტს მოსამართლეთა კონფერენცია, თუ ის 2006 წლის 1 სექტემბრამდე იქნება მოწვეული.

3. საქართველოს პარლამენტმა, მის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის ხუთ წევრამდე შევსების მიზნით, აირჩიოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2006 წლის 1 სექტემბრამდე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც დაინიშნენ (აირჩნენ) 2006 წლის 20 მარტამდე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წევრებისა, განაგრძობენ უფლებამოსილების შესრულებას თავისი უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3134–Iს