დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2452 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 28/12/2005 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.050.000.04.001.002.070 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 82-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება კანონით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოსამართლეს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თბილისის ყოფილი საქალაქო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს და ყოფილი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, რომლებსაც 1999 წლის 15 მაისიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდათ სამოსამართლო უფლებამოსილება და ამ კანონის ამოქმედებამდე ან მას შემდეგ მიაღწიეს საპენსიო ასაკს და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, საპენსიო ასაკის მიღწევის ან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2452–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები