„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 21/03/2000
ძალაში შესვლის თარიღი 15/04/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.000.749
  • Word
212
10/03/2000
სსმ, 9, 21/03/2000
110.050.000.04.001.000.749
„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები "და საოლქო".

2. 54-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;“;

ა.ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „ვ“–„ჟ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „დ“–„ო“ ქვეპუნქტებად;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით" შეიცვალოს სიტყვებით "გ" ქვეპუნქტით".

3. 55-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ანდა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების მიღების“.

4. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 56. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინური სახდელის სახეები, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით“.

5. 57-ე და 58-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

6. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

"10. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე იუსტიციის საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.“.

7. 63-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტს სიტყვის "რაიონული" შემდეგ დაემატოს სიტყვა "(საქალაქო)", ხოლო "ზ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"ზ) კანონით გათვალისწინებული წესით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;".

8. 64-ე მუხლის:

ა) "ა" ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები "და საოლქო";

ბ) "ბ" ქვეპუნქტს სიტყვის "რაიონული" შემდეგ დაემატოს სიტყვა „(საქალაქო)“;

გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანონით გათვალისწინებული წესით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;“;

დ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 881 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. 89-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „56-58-ე მუხლების“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 15 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 10 მარტი.

№212IIს