საერთო სასამართლოების შესახებ

  • Word
საერთო სასამართლოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 767
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.05.001.000.220
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
767
13/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
110.050.000.05.001.000.220
საერთო სასამართლოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (14/05/2002 - 03/12/2002)

საქართველოს ორგანული კანონი  

საერთო სასამართლოების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სასამართლო ხელისუფლება

1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.

2. მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.

3. ეს კანონი განსაზღვრავს საერთო სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლის სამართლებრივ მდგომარეობას.

    მუხლი 2. საერთო სასამართლოების სისტემა

1. საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, საოლქო სასამართლო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები, საქართველოს უზენაესი სასამართლო.

2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია.

3. სამხედრო სასამართლოები შეიძლება შეიქმნას საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოების შექმნის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება კანონით.

4. საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 3. უფლების სასამართლო წესით დაცვა

1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.

2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

    მუხლი 4. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულობა

1. სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის.

2. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული წესით.

3. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 5. გადაწყვეტილების გამოტანა საქართველოს სახელით

საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.

    მუხლი 6. თანასწორობა კანონისა და სასამართლოს წინაშე

1. მართლმსაჯულება ხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე საქმეში მონაწილე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე.

2. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

    მუხლი 7. მოსამართლის დამოუკიდებლობა

1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებას, შეთანხმებას და კანონს. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.

2. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

3. თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციას არ შეესაბამება კანონი ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კონსტიტუციის შესაბამისად.

    მუხლი 8. სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა

1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა.

2. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.

    მუხლი 9. პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისათვის

მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე სასამართლოს სხდომაზე დამსწრე პირთა ისეთი ქმედება, რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობას გამოხატავს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 10. სამართალწარმოების ენა

სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. თარჯიმნის მომსახურება ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

    მუხლი 11. გადაწყვეტილების მიღება

მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად, ხოლო მოსამართლეები–კოლეგიურად. სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას გადაწყვეტილება გამოაქვს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 12. საქმის განხილვის საქვეყნოობა

1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე.

2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საქვეყნოდ.

4. სასამართლო სხდომაზე კინო- და ფოტოგადაღების, აუდიო- და ვიდეო-ჩაწერის აკრძალვა დაიშვება მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით.

თავი II

რაიონული (საქალაქო) სასამართლო

    მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნა

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით რაიონში, ქალაქში, რომელიც არ შედის არც ერთ რაიონში და არ გააჩნია რაიონული დაყოფა, აგრეთვე ქალაქის რაიონში.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

    მუხლი 14. მოსამართლეთა რაოდენობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო შედგება არანაკლებ ორი მოსამართლისაგან.

2. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორე–სამოქალაქო და სხვა საქმეებს, გარდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

3. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ უფლებამოსილებას ახორციელებს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობას კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

    მუხლი 15. საქმეთა განხილვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში

რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, სადაც ყველა საქმე განიხილება ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის ორგანული კანონი №1898 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.51

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 16. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი.

    მუხლი 17. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი ან მეტი მოსამართლეა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს ამ სასამართლოს მოსამართლეთაგან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეებს თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

2. დაუშვებელია სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ზედიზედ მეორე ვადით დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს სასამართლოს თავმჯდომარეობაზე.

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) პირადად განიხილავს საქმეებს;

ბ) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოხელეებსა და სხვა თანამშრომლებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;

გ) კანონით დადგენილი წესით ანაწილებს განსახილველად რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს;

დ) ორგანიზაციას უწევს სასამართლოს მუშაობას;

ე) იღებს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის საბჭოს;

ზ) ასრულებს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 18. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო ასეთი დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც აქვს მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება.

2. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ამ სასამართლოს მეორე მოსამართლე.

თავი III

საოლქო სასამართლო

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 19. საქართველოს საოლქო სასამართლოები

1. საქართველოს საოლქო სასამართლოებია თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოები.

2. თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 20. საოლქო სასამართლოს შემადგენლობა

1. საოლქო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

2. საოლქო სასამართლოში იქმნება:

ა) სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია;

დ) სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა;

ე) სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა;

ვ) ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა.

3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად საოლქო სასამართლოში იქმნება საგამოძიებო კოლეგია.

4. საოლქო სასამართლოს კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. საოლქო სასამართლოს კოლეგიებისა და პალატების შემადგენლობას განსაზღვრავს საოლქო სასამართლო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელებაში შეფერხების თავიდან ასაცილებლად, საოლქო სასამართლოს მოსამართლეს შეიძლება დაევალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში ან პალატაში.

6. თითოეულ კოლეგიასა და პალატას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი კოლეგიისა და პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეთაგან 5 წლისა ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

8. დაუშვებელია საოლქო სასამართლოს, მისი პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ზედიზედ მეორე ვადით დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სასამართლოს, პალატის ან კოლეგიის ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს შესაბამისად სასამართლოს, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეობაზე.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 21. საოლქო სასამართლოს უფლებამოსილებანი

1. საოლქო სასამართლო სააპელაციო წესით განიხილავს საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე და საქმეებს პირველი ინსტანციით საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.

2. საოლქო სასამართლოში საქმე სააპელაციო წესით განიხილება პალატების, ხოლო პირველი ინსტანციით – კოლეგიების მიერ, გარდა საგამოძიებო კოლეგიისა.

3. საოლქო სასამართლოს კოლეგიებსა და პალატებში საქმეებს განიხილავენ სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო ამ სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში – ერთპიროვნულადაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 22. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას ან პალატას;

ბ) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოხელეებსა და სხვა თანამშრომლებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;

გ) იღებს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის საბჭოს;

ე) ამ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საოლქო სასამართლოს მოსამართლეს ავალებს საქმის განხილვაში მონაწილეობას ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში ან პალატაში;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ზ) კანონით დადგენილი წესით ანაწილებს სასამართლოში შემოსულ საქმეებსა და სხვა მასალებს.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №2102 - სსმ I, №25(32), 02.07.1999 წ., მუხ.125

    მუხლი 23. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებანი

1. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ახორციელებს ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;

ბ) საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას.

     2. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის ან პალატის უხუცესი თავმჯდომარე.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

                                                                                   თავი IV

                                                                               (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 24. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 25. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 26. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 27. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

თავი V

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები

    მუხლი 28. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში იქმნება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.

    მუხლი 29. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების უფლებამოსილებანი

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები ამ კანონითა და საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობენ მართლმსაჯულების განხორციელებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში, საქმეებს იხილავენ პირველი ინსტანციით, აგრეთვე იღებენ გადაწყვეტილებებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 30. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების შემადგენლობა

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები შედგება თავმჯდომარეების, თავმჯდომარეების პირველი მოადგილეების, მოადგილეებისა და სხვა მოსამართლეებისაგან.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში იქმნება პრეზიდიუმები, აგრეთვე ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2–3 პუნქტებით გათვალისწინებული კოლეგიები და პალატები.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების  კოლეგიებისა და პალატების შემადგენლობას განსაზღვრავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. თითოეულ კოლეგიასა და პალატას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი კოლეგიისა და პალატის შემადგენლობიდან ირჩევს უმაღლესი სასამართლო ხუთი წლის ვადით.

5. ამ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეს შეიძლება დაევალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში ან პალატაში.

6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმების შემადგენლობაში შედიან ამ სასამართლოების თავმჯდომარეები, თავმჯდომარეთა პირველი მოადგილეები და მოადგილეები, აგრეთვე კოლეგიათა და პალატების ის თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მოადგილეები.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 31. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეებს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეთაგან ვადით არა უმეტეს 5 წლისა ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეების პირველ მოადგილეებს და მოადგილეებს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეთაგან ვადით არა უმეტეს 5 წლისა ირჩევენ შესაბამისი უმაღლესი სასამართლოები.

3. დაუშვებელია აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ამავე სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ზედიზედ მეორე ვადით არჩევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს სასამართლოს ან შესაბამისი კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეობაზე.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 32. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კოლეგიების, პალატებისა და პრეზიდიუმების უფლებამოსილებანი

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პალატებში საქმეები განიხილება სააპელაციო წესით, ხოლო კოლეგიებში – პირველი ინსტანციით, გარდა საგამოძიებო კოლეგიისა.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პალატებსა და კოლეგიებში საქმეები განიხილება სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო საგამოძიებო კოლეგიებში – ერთპიროვნულადაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმები განიხილავენ საქართველოს გენერალური პროკურორის, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის ან პროკურორის წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ამ რესპუბლიკების სასამართლოების მიერ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია მის განსჯადობას მიკუთვნებული საკითხი განიხილოს და გადაწყვიტოს, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა პრეზიდიუმის სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება არ მიიღება. პრეზიდიუმი თავის გადაწყვეტილებას იღებს დადგენილების სახით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 33. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეთა უფლებამოსილებანი

     აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები:

ა) თავმჯდომარეობენ ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას ან პალატას;

ბ) კანონით დადგენილი წესით ანაწილებენ სასამართლოში შემოსულ საქმეებსა და სხვა მასალებს;

გ) ორგანიზაციას უწევენ შესაბამისი უმაღლესი სასამართლოს მუშაობას;

დ) ხელმძღვანელობენ უმაღლესი სასამართლოს აპარატს, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავენ და თანამდებობიდან ათავისუფლებენ უმაღლესი სასამართლოს მოხელეებს და სხვა თანამშრომლებს, შეუფარდებენ მათ დისციპლინურ სახდელებს;

ე) იღებენ მოქალაქეებს და უზრუნველყოფენ მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს, ხოლო განზოგადების მასალებს წარუდგენენ საქართველოს იუსტიციის საბჭოს;

ზ) თავმჯდომარეობს უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებს, ხოლო ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეს ავალებს საქმის განხილვაში მონაწილეობას ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში ან პალატაში;

თ) ასრულებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №2102 - სსმ I, №25(32), 02.07.1999 წ., მუხ.125

    მუხლი 34. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეების მოადგილეთა უფლებამოსილებანი

1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;

ბ) თავმჯდომარეობს სასამართლოს ერთ-ერთ კოლეგიას ან პალატას;

გ) უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით (ბრძანებით) ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის, აგრეთვე სასამართლოს აპარატის მოხელეებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

დ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

ე) კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეებისაგან შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს სასამართლოს თავმჯდომარეს;

ვ) უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

თავი VI

(ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 35. (ამოღებულია)

    მუხლი 36. (ამოღებულია)

    მუხლი 37. (ამოღებულია)

    მუხლი 38. (ამოღებულია)

    მუხლი 39. (ამოღებულია)

    მუხლი 40. (ამოღებულია)

    მუხლი 41. (ამოღებულია)

    მუხლი 42. (ამოღებულია)

    მუხლი 43. (ამოღებულია)

    მუხლი 44. (ამოღებულია)

    მუხლი 45. (ამოღებულია)

     მუხლი 451. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

     მუხლი 452. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

     მუხლი 453. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 454. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

თავი VII

მოსამართლე. მისი დანიშვნის ან არჩევის წესი

    მუხლი 46. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს

1. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე ოცდაათი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა.

2. მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც განთავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.

3. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ჩაითვლება მოსამართლეობის კანდიდატად მას შემდეგ, რაც შეიტანს განცხადებას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ კანონის 68-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და მისი შედეგები ძალაშია მუდმივად, გარდა ამ კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 47. მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესი

1. რაიონული (საქალაქო), საოლქო, სასამართლოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენა ხდება კონკურსის წესით.

2. საქართველოს იუსტიციის საბჭო რაიონულ (საქალაქო), საოლქო სასამართლოებში, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები შესაბამისად ამ რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა ან მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 60 და არა უგვიანეს 30 დღისა აცხადებს კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით, ხოლო გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში – აწარმოებს მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციას. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ხოლო მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 7 დღეში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. დეკლარაციის ტექსტი არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე (არჩევამდე), მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. იუსტიციის საბჭო მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან არა უადრეს შვიდი და არა უგვიანეს ოცდაათი დღისა ატარებს კონკურსს.

4. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის საკონკურსო წესით შერჩევა ხდება საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების, კანდიდატის საქმიანი და მორალური რეპუტაციის, პროფესიული მუშაობის გამოცდილებისა და ფიზიკური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე.

5. საქართველოს იუსტიციის საბჭო კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად.

6. თუ კონკურსის საფუძველზე ვერ შეირჩა მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი, ან იგი არ დაინიშნა, საქართველოს იუსტიციის საბჭო ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან ან პრეზიდენტის, აგრეთვე შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ კანდიდატურის უარყოფიდან სამი დღის ვადაში აცხადებს ახალ კონკურსს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა ამ შემთხვევაში განისაზღვრება ათი დღით.

7. თუ საქართველოს პრეზიდენტმა, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა არ დანიშნა მისთვის საქართველოს იუსტიციის საბჭოს ან შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატურა, ახალი კონკურსის შემდეგ იგივე კანდიდატურა არ შეიძლება წარდგენილ იქნეს ექვსი თვის განმავლობაში შესაბამისი ან უფრო მაღალი რგოლის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად.

8. ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნული მოსამართლე თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მხოლოდ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ.

9. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს ამ მუხლის 1-ლი–მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით ატარებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 - პარლამენტის უწყებანი44, 11.11.1997 წ., გვ.85

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 48. მოსამართლის არჩევისა და დანიშვნის წესი

1. რაიონული (საქალაქო), საოლქო სასამართლოების მოსამართლებს ბრძანებულებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებს ბრძანებულებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს ერთობლივი წარდგინებით, შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეებს, შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

    მუხლი 49. მოსამართლის უფლებამოსილების ვადა

1. საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა ათი წელი.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გავიდა მისი მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე, მაშინ მოსამართლის უფლებამოსილება გრძელდება აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის.

3. მოსამართლის სხვა სასამართლოში გამწესების შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე მისი სამოსამართლო უფლებამოსილების დაწყებამდე, იგი არ შეიძლება ჩამოცილებულ იქნეს იმ საქმის განხილვისაგან, რომელიც მის წარმოებაში იყო სხვა სასამართლოში გამწესების დროს.

4. მოსამართლის გამწესება შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში შესაძლებელია მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის ორგანული კანონი №2357 - სსმ I,  №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.188

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის ორგანული კანონი №331 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.50

    მუხლი 50. მოსამართლის ფიცი

თანამდებობის დაკავებამდე მოსამართლე, რომელსაც პირველად ნიშნავენ ამ თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დებს ფიცს, რომლის ტექსტს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეები ფიცს დებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე.

    მუხლი 51. მოსამართლის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

    მუხლი 52. მოსამართლის ხელშეუხებლობა

1. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა – საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან საქართველოს პარლამენტს. თუ ისინი არ მისცემენ თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

თავი VIII

მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება. მოსამართლის პასუხისმგებლობა

    მუხლი 53. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება

1. რაიონული (საქალაქო), საოლქო სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისად საქართველოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 54. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი

1. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობა;

გ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;

     დ) მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ზ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

თ) 65 წლის ასაკის მიღწევა (საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით საერთო სასამართლოს მოსამართლეს გაუგრძელოს უფლებამოსილება ამ კანონით განსაზღვრული სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე;

) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;

) მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობა;

) საპატიო მიზეზის გარეშე დადგენილ ვადაში ამ კანონის 69-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სასწავლო კურსის გაუვლელობა;

) ამ კანონით განსაზღვრული მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლა;

) გარდაცვალება;

) სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაცია, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისათვის აუცილებელია სადისციპლინო კოლეგიის წარდგინების არსებობა.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 - პარლამენტის უწყებანი44, 11.11.1997 წ., გვ.85

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

     მუხლი 541. მოსამართლის სხვა სასამართლო თანამდებობაზე გამწესება და თანამდებობიდან მისი გათავისუფლება სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს

1. სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირების შემთხვევაში მოსამართლეს, წინასწარი წერილობითი თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან მისთვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების შეუძლებლობის შემთხვევაში აღნიშნული მოსამართლე, სასამართლოს ლიკვიდაციიდან ან მოსამართლის თანამდებობის შემცირებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და წინასწარი წერილობითი თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ირიცხება რეზერვში მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

    3. მოსამართლე, რომელიც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იღებს თანამდებობრივ სარგოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით. მას წინასწარი წერილობითი თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 55. მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან

1. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ანდა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსამართლე ჩამოცილებულ უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.

2. რაიონული (საქალაქო), საოლქო სასამართლოების მოსამართლეთა საქმის განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა საქმის განხილვისგან ჩამოცილების შესახებ – შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ მოსამართლეთა ჩამოცილება საქმის განხილვისაგან ავტომატურად იწვევს მოსამართლეთა ჩამოცილებას სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

    მუხლი 56. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინური სახდელის სახეები, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 - პარლამენტის უწყებანი44, 11.11.1997 წ., გვ.85

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

    მუხლი 57. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

    მუხლი 58. (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

    მუხლი 59. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

თავი IX

იუსტიციის საბჭო

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 60. საქართველოს იუსტიციის საბჭო

1. სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების, მოსამართლეთა თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის, წარდგენის, მოსამართლეთა თანამდებობიდან განთავისუფლების, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო – საქართველოს იუსტიციის საბჭო.

2. იუსტიციის საბჭო შედგება თორმეტი წევრისაგან. მის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები.

3. იუსტიციის საბჭოს ოთხ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; ოთხ წევრს, რომელთაგან პარლამენტის წევრთა რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს, ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ერთ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს საპარლამენტო უმრავლესობის ორზე მეტი წარმომადგენელი.

4. იუსტიციის საბჭოს წევრად გამწესებისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.

5. იუსტიციის საბჭოს წევრი, თუ ის არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ოცდახუთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა სამი წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. იუსტიციის საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) არა უადრეს ოცდაათი და არა უგვიანეს შვიდი დღისა იუსტიციის საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. ამ კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) იუსტიციის საბჭოს შესაბამისი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო თუ ამ ვადაში საქართველოს პარლამენტის სხდომები არ ტარდება, მაშინ პარლამენტის უახლოეს სხდომაზე.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ იუსტიციის საბჭოს წევრს, თუ იგი არ არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან საქართველოს პარლამენტის წევრი, არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან თვითმმართველობის ორგანოში, ანდა ეწეოდეს სხვა ანაზღაურებით საქმიანობას. გამონაკლისს წარმოადგენს სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა. მისი ხელფასი არ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასზე ნაკლები.

8. იუსტიციის საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტის ან მისი დავალებით – იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრის მიერ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, იუსტიციის საბჭოს სხდომებს იწვევენ ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული პირები.

9. იუსტიციის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი, ან მისი დავალებით – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი იუსტიციის საბჭოს წევრები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – იუსტიციის საბჭოს სხვა წევრი.

10. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე იუსტიციის საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

    მუხლი 61. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები

1. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში იქმნება საქართველოს პრეზიდენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების სათათბირო ორგანოები – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებს ცხრა-ცხრა წევრის შემადგენლობით ქმნიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების ორგანიზაცია, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 62. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის განთავისუფლება თავისი უფლებამოსილების განხორციელებისაგან

1. ამ კანონის მე-60 მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის განთავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა;

გ) ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

დ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ე) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ვ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ზ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

თ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ი) ამ კანონის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;

) გარდაცვალება.

2. იუსტიციის საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს უზენაესი სასამართლო.

     3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, საქართველოს პარლამენტის წევრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის საქარ-თველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 63. საქართველოს იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილებანი

1. საქართველოს იუსტიციის საბჭო:

ა) წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატებს;

ბ) წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას;

გ) განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას;

დ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარდგინებით ადგენს საერთო სასამართლოების, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი, აპარატის სტრუქტურას და საშტატო რაოდენობას და წარუდგენს მას საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად;

ე) შეიმუშავებს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს და წარუდგენს მას საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად;

ვ) განიხილავს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს;

ზ) კანონით გათვალისწინებული წესით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;

თ) ისმენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშს;

ი) შედის საქართველოს პრეზიდენტთან წარდგინებით მოსამართლეების კანონით დადგენილი წესით წახალისების შესახებ;

კ) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს;

ლ) კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე და შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ;

მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. იუსტიციის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც მისივე წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. იუსტიციის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება იუსტიციის საბჭოს აპარატი.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

    მუხლი 64. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების უფლებამოსილებანი

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები:

ა) ატარებენ კონკურსს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა კანდიდატურებისათვის, გამოიმუშავებენ რეკომენდაციებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების თაობაზე და წარუდგენენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს;

ბ) განსაზღვრავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას;

გ) კანონით გათვალისწინებული წესით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;

დ) შეიმუშავებენ წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე და წარუდგენენ საქართველოს პრეზიდენტს;

ე) (ამოღებულია);

ვ) ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

    მუხლი 65. საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი

1. საქართველოს იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხები და მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

2. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა.

3. იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს კენჭისყრით.

    მუხლი 66. საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი

1. საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონის მე-60 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ პირთაგან სამი წლის ვადით ნიშნავს იუსტიციის საბჭოს მდივანს. მდივნის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო თანამდებობასთან.

2. საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი:

ა) ახორციელებს იუსტიციის საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) ხელმძღვანელობს იუსტიციის საბჭოს აპარატს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს თანხმობით; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის სხვა მოსამსახურეებს;

გ) ამზადებს იუსტიციის საბჭოს სხდომებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 67. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია

1. მოსამართლეთა კანდიდატების საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციისა და ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას და მის შემადგენლობას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებში საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიათა შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების თანხმობით.

 2. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებას საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია იქმნება გამოცდების ჩატარებამდე არა უადრეს ათი დღისა და მისი შემადგენლობა არ შეიძლება გამოცხადდეს გამოცდების დამთავრებამდე.

    მუხლი 68. საკვალიფიკაციო გამოცდა

1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს ოცდასამი წლის ასაკს მიღწეულ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს.

2. გამოცდის ჩატარების წესსა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს გამოცდას ტესტური მეთოდით, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდეგ პირი აბარებს წერით გამოცდას. გამოცდა ტესტური მეთოდით და წერითი გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი;

ბ) სისხლის სამართალი;

გ) სისხლის სამართლის პროცესი;

დ) სამოქალაქო სამართალი;

ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი;

ვ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;

ზ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

4. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი კარგავს ძალას, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან შვიდი წლის განმავლობაში არ გამწესდება მოსამართლის თანამდებობაზე.

    მუხლი 69. სპეციალური სასწავლო კურსი

1. ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნული (არჩეული) მოსამართლე და პირი, რომელსაც ამ კანონის 852 მუხლის შესაბამისად დაეკისრა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება, თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მხოლოდ სამოსამართლო სწავლების ცენტრში სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობას ვადით არა უმეტეს 3 თვისა განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო.

2. სპეციალური სასწავლო კურსის გავლის ვალდებულებისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.

3. დასკვნას კანდიდატის მიერ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შედეგების შესახებ იძლევა სამოსამართლო სწავლების ცენტრი.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 2000 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №192 - სსმ I,  №8, 15.03.2000 წ., მუხ.11

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის ორგანული კანონი №331 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.50

თავი X

საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

    მუხლი 70. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

1. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან ვადამდე ათავისუფლებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ან საქართველოს იუსტიციის საბჭოს მოთხოვნით.

4. დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

    მუხლი 71. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამოსილება

საერთო სასამართლოების დეპარტამენტი:

ა) განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად;

ბ) უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით;

გ) უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით;

დ) ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას;

ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

თავი XI

სასამართლოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

    მუხლი 72. სასამართლოს აპარატი

1. მართლმსაჯულების განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქმედებენ სასამართლოთა აპარატები.

2. სასამართლოს აპარატი ექვემდებარება შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს.

3. სასამართლოს აპარატის თანამშრომლები არიან სახელმწიფო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება შესაბამისი კანონმდებლობა.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 73. მოსამართლის თანაშემწე

1. მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, მათ განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლოს სხდომის განსახილველად, მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.

2. მოსამართლის თანაშემწედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და როგორც წესი გავლილი აქვს სამთვიანი სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში ან აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, აგრეთვე ადვოკატად მუშაობის ერთი წლის გამოცდილება ანდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი (უმაღლესი) სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსულტანტად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, აგრეთვე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

3. მოსამართლის თანაშემწეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე.

4. რაიონულ (საქალაქო), საოლქო სასამართლოებში მოსამართლეთა თანაშემწეების რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოქმედ სასამართლოებში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის ორგანული კანონი №331 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.50

    მუხლი 74. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 75. სასამართლოს სხდომის მდივანი

სასამართლოში საქმეები იხილება სასამართლოს სხდომის მდივნის მონაწილეობით. სხდომის მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე იმ პირთაგან, რომლებსაც როგორც წესი გავლილი აქვთ სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში ან აქვთ სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის ორგანული კანონი №331 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.50

    მუხლი 76. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

თავი XII

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 77. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია

1. საქართველოს მოსამართლთა კონფერენცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. მოსამართლეთა კონფერენცია შედგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოებისა და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან.

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია იცავს და განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს სასამართლოებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცებას, მოსამართლეთა ავტორიტეტის ამაღლებას.

3. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ქარტიით, რომელიც განსაზღვრავს ამ საქმიანობის ძირითად პრინციპებს. ქარტიას, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს მოსამართლეთა კონფერენცია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

     მუხლი 78. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სისტემაში, ამ კანონის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, იქმნება:

ა) ადმინისტრაციული კომიტეტი;

ბ) საკოორდინაციო საბჭო;

გ) სადისციპლინო საბჭო.

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი შედგება 9 წევრისაგან. კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს აქტები საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე. აქტებს დასამტკიცებლად წარუდგენს მოსამართლეთა კონფერენციას.

3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია რეგლამენტით დადგენილი წესით, 3 წლის ვადით. მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მუშაობას ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

4. მოსამართლეთა კონფერენციის საკოორდინაციო საბჭო შედგება ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დანიშნული მმართველი მოსამართლეებისა და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული სხვა მოსამართლეებისაგან, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 5 წლით.

5. საკოორდინაციო საბჭო თავის სხდომაზე ხმების უმრავლესობით ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს. საკოორდინაციო საბჭოს წევრი მმართველი მოსამართლეები პასუხისმგებელნი არიან საერთო სასამართლოებში ადმინისტრირების პოლიტიკის გატარებასა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაზე.

6. სადისციპლინო საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 79. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილებანი

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია:

ა) ირჩევს ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობასა და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს;

ბ) ირჩევს სადისციპლინო საბჭოს შემადგენლობას;

გ) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიას, ადმინისტრაციული კომიტეტის, საკოორდინაციო საბჭოს დებულებასა და მუშაობის წესს;

დ) ისმენს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელის, საკოორდინაციო საბჭოს, სადისციპლინო საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეების ყოველწლიურ ანგარიშს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;

ე) მიმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საერთო სასამართლოების  დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით;

ვ) ახორციელებს კანონით, ქარტიითა და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ზ) საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის კოდექსს.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №2102 - სსმ I, №25(32), 02.07.1999 წ., მუხ.125

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

    მუხლი 80. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობის წესი

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას იწვევენ ექვს თვეში ერთხელ მაინც. რიგგარეშე კონფერენციას იწვევენ ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით. მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

2. მოსამართლეთა კონფერენციის სხდომები ღიაა. მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ამ კანონით განსაზღვრული მისი სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება კონფერენციის რეგლამენტითა და აღნიშნული სტრუქტურული დანაყოფების დებულებებით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

     მუხლი 801. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციები

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომურ რესპუბლიკებში იქმნება ამ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) და უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო–ავტონომიური რესპუბლიკების მოსამართლეთა კონფერენცია.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მოსამართლეთა კონფერენციების ფუნქციები, ორგანიზაციული სტრუქტურა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება კანონით.

     3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საერთო სასამართლოების მოსამართლეები შედიან საქართველოს საერთო სასამართლოების შემადგენლობაში და შეიძლება არჩეულ იქნენ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელ ორგანოებში.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

                                                                            თავი XIII

საერთო სასამართლოების დაფინანსება. მოსამართლეების სოციალური დაცვა

    მუხლი 81. საერთო სასამართლოების დაფინანსება

1. საქართველოს საერთო სასამართლოთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

 2. საქართველოს ყოველი სასამართლოს საქმიანობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ცალკე მუხლით.

3. სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების დაფინანსების ნაწილის პროექტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინადადებების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის საბჭო.

4. სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ მოსამართლეთა კონფერენციის თანხმობით.

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

    მუხლი 82. მოსამართლის ხელფასი და სოციალური დაცვა

1. მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება კანონით.

2. მოსამართლის ხელფასი და მატერიალური შეღავათები არ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასსა და მატერიალურ შეღავათებზე ნაკლები. დაუშვებელია მოსამართლის ხელფასის შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

3. მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ვრცელდება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც თანამდებობაზე დაინიშნენ ამ კანონის 46–49-ე მუხლების საფუძველზე.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

თავი XIV

სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები

    მუხლი 83. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები და მათი დამტკიცების წესი

1. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოებია – მოსამართლის თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებსაც შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სასამართლოში საქმის განხილვაში მოსამართლე მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით. ჩაცმულობის ფორმას ადგენს საქართველოს იუსტიციის საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 84. სასამართლოს ბეჭედი

სასამართლოს ბეჭედზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და სასამართლოს დასახელება.

თავი XV

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 85. ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ღონისძიებები

1. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი და საქართველოს უზენაესი სასამართლო 1997 წლის 1 ოქტომბრამდე ნიშნავენ (ირჩევენ) საქართველოს იუსტიციის საბჭოს შესაბამის წევრებს. საქართველოს იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მასში თანამდებობის მიხედვით შემავალ, არჩეულ და დანიშნულ წევრთა რაოდენობა რვას აღემატება.

2. საქართველოს იუსტიციის საბჭო უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადებას 1997 წლის 15 ნოემბრამდე, ხოლო საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კონკურსების ჩატარებას – 1998 წლის 15 ივლისამდე. ამ გამოცდებისაგან თავისუფლდებიან საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრები – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები, აგრეთვე ის წევრები, რომლებსაც აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება.

    3. „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით დაინიშნებიან 1999 წლის 15 მაისამდე. მათ მიერ სამთვიანი სპეციალური კურსის გავლის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო.

4. ამ კანონის 47-ე მუხლის მე-2–3 და მე-6 პუნქტების ამოქმედებამდე საქართველოს რაიონულ (საქალაქო), და საოლქო სასამართლოებში მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა, ორგანიზაცია და უფლებამოსილება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილება, საკვალიფიკაციო ატესტაციის წესი და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, აგრეთვე მათი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

    6. “მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოსამართლის ხელფასი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №2102 - სსმ I, №25(32), 02.07.1999 წ., მუხ.125

     მუხლი 851. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

     საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

     მუხლი 852. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება ახალი სასამართლო სისტემის ამოქმედების შემდეგ

1. თუ რაიონული (საქალაქო) ან საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური დარჩა 1999 წლის 15 მაისის შემდეგ, ახალი მოსამართლის უფლებამოსილების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს იუსტიციის საბჭოს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – საქართველოს იუსტიციის საბჭოსა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს ერთობლივი წარდგინებით, კანონ-მდებლობით დადგენილი წესითა და საფუძვლებით, წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, თავისი განკარგულებით სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება დააკისროს იმ პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ამ კანონით გათვალისწინებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ან ატესტაცია, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – პირს, რომელიც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა ამ კანონის 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე. ახალი კონკურსი მოსამართლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად უნდა დაინიშნოს ბოლო კონკურსის ჩატარებიდან ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოსამართლის დანიშვნაზე უარის თქმიდან არა უგვიანეს თვრამეტი თვისა. თუ ამ კანონის შესაბამისად დანიშნული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება არ იწყება 1999 წლის 15 მაისს, მისი უფლებამოსილების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის საბჭოს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – საქართველოს იუსტიციის საბჭოსა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს ერთობლივი წარდგინებით, ამ პუნქტით დადგენილი წესითა და წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, თავისი განკარგულებით სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება დააკისროს იმ პირს, რომელიც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა ამ კანონის 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.

2. თუ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური დარჩა 1999 წლის 15 მაისის შემდეგ, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ახალი მოსამართლის უფლებამოსილების დაწყებამდე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები, ამ ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების წარდგინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საფუძვლებით, წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გაუგრძელებენ უფლებამოსილებას შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეს, რომელმაც ვერ გაიარა ამ კანონის 47-ე მუხლში მითითებული კონკურსი ან 861 მუხლით გათვალისწინებული ატესტაცია.

3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება 1999 წლის 15 მაისამდე შეიძლება დაეკისროს ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშნულ მოსამართლეს.

4. მოსამართლე, რომელიც ამ მუხლის ძალაში შესვლამდე დაინიშნა (აირჩა) თბილისის ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ანდა აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით 1999 წლის 15 მაისიდან სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს სრული ვადით შესაბამისად თბილისის ან ქუთაისის საოლქო სასამართლოს, ანდა აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში. თუ ამ პუნქტში მითითებული მოსამართლე უარს განაცხადებს საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავებაზე, მაშინ ის მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა სასამართლოში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა, შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) მხოლოდ საერთო საკონკურსო წესით.

5. 1999 წლის 15 მაისის შემდეგ რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც გავლილი აქვს ამ კანონის 861 მუხლით დადგენილი სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია, მისი წინასწარი წერილობითი თანხმობისას საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლედ. ამ ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაზე ადრე თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის აღნიშნული თანამდებობა ხდება ვაკანტური და მის დასაკავებლად ცხადდება კონკურსი ამ კანონით დადგენილი წესით. მოსამართლეს, რომელიც ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უარს განაცხადებს მითითებულ თანამდებობაზე, ახალი ვადით მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დაკავება შეუძლია მხოლოდ საერთო საკონკურსო წესით.

6. თუ ატესტირებული მოსამართლე, რომელიც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებდა სამოსამართლო უფლებამოსილებას, ვადაზე ადრე გადადგა თანამდებობიდან, ხოლო ამ თანამდებობაზე საკონკურსო წესით ვერ იქნა შერჩეული ან დანიშნული ახალი მოსამართლე, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე ახალი მოსამართლის უფლებამოსილების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება დაეკისრება იმავე პირს, რომელსაც გადადგომამდე ეკავა ეს თანამდებობა, ხოლო თუ იგი თანახმა არ არის, მაშინ იმ პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ამ კანონით გათვალისწინებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, ან ამ კანონის 861 მუხლის შესაბამისად გავლილი აქვს ატესტაცია, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სხვა პირს, რომელიც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა ამ კანონის 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.

    7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების ატესტირებული მოსამართლე 1999 წლის 15 მაისის შემდეგ სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში ამ მუხლის მე-5–6 პუნქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

8. საქართველოს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება იმავდროულად დაეკისროთ საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. მოსამართლის მიმაგრების წესი და პირობები განისაზღვრება კანონით.

    9. ამ კანონის მე-17 მუხლში მითითებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამ სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის ორგანული კანონი №331 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.50

    მუხლი 86. საქართველოს სასამართლოების უფლებამოსილებები, ორგანიზაცია და სტრუქტურა საერთო სასამართლოების ახალი სისტემის ამოქმედებამდე

1. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების არსებულ სტრუქტურებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეთ ამ კანონის მიღებიდან 1999 წლის 15 მაისამდე, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებულ სტრუქტურებს – “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებამდე. აღნიშნული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების შემდგომი განხილვის წესი განისაზღვრება ამ კანონის 862 მუხლითა და საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით.

2. 1999 წლის 15 მაისამდე რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების, აგრეთვე “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის საშტატო განრიგი და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით.

3. 1999 წლის 15 მაისამდე რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს სასამართლოებში, აგრეთვე “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებამდე საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები თანამდებობაზე ინიშნებიან (აირჩევიან) და თანამდებობიდან თავისუფლდებიან ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ადმინისტრაციულ - სააღსრულებო წარმოების მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, უგრძელდებათ 1999 წლის 15 მაისამდე.

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 1998  წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება №280-9

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

     მუხლი 861. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაცია

1. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები, რომლებიც თანამდებობაზე დანიშნულ (არჩეულ) იქნენ ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ექვემდებარებიან სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაციას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო ატესტაცია მოიცავს მოსამართლის ცოდნის შემოწმებას საკვალიფიკაციო გამოცდის მეშვეობით, რომელიც ტარდება ამ კანონით გათვალისწინებული წესით.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოსამართლე ვალდებულია საკვალიფიკაციო ატესტაცია გაიაროს 1999 წლის 30 აპრილამდე.

    4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო ატესტაციის დადგენილ ვადაში გაუვლელობა არის მოსამართლის თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების საფუძველი. საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის საბჭო საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით მოსამართლის თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

5. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოსამართლეს, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა 1999 წლის 1 იანვრამდე, სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია ეთვლება გავლილად.

6. მოსამართლის მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და მისი შედეგები ძალაშია მუდმივად.

     7. ამ კანონის 82-ე მუხლის მე-2–3 პუნქტები მათი ამოქმედების დღიდან, ხოლო 85-ე მუხლის მე-6 პუნქტი 1999 წლის 15 მაისიდან ვრცელდება აგრეთვე იმ მოსამართლეზე, რომელმაც გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

     მუხლი 862. საქართველოს რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის წესი

1. საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების ამოქმედებასთან დაკავშირებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოები, თბილისის საქალაქო სასამართლო და რაიონის (ქალაქის) სასამართლოები 1999 წლის 1 მაისს წყვეტენ საქმეების განსახილველად მიღებას, გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) 949 მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 165–1751 და 2211-2216 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. თუ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს, რაიონის (ქალაქის) სასამართლოების წარმოებაში არსებულ საქმეთა განხილვა არ დამთავრებულა 1999 წლის 15 მაისამდე, მათი განხილვა გაგრძელდეს 1999 წლის 15 მაისის შემდეგ ამ კანონითა და საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში მიღებული ყველა საქმე, რომელთა განხილვა არ დამთავრებულა 1999 წლის 1 მაისამდე, გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით გასანაწილებლად.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მათ წარმოებაში არსებული ყველა კატეგორიის საქმე, რომელთა განხილვა არ დაწყებულა 1999 წლის 1 მაისამდე, განსახილველად გადაეცეს ამ ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.

     5. რაიონის (ქალაქის) სასამართლოებში 1999 წლის 15 მაისამდე განსჯადობით შესული საქმეები, რომლებიც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით 1995 წლის 15 მაისიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ან თბილისის და ქუთაისის საოლქო სასამართლოების განსჯადია, განსახილველად გადაეცეს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებს.

     6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში მიღებული ის საქმეები, რომლებიც საქართველოს ახალი საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით ექვემდებარება თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების განსჯადობას და რომელთა სასამართლო განხილვა დაიწყო, მაგრამ არ დამთავრებულა 1999 წლის 15 მაისამდე, განიხილოს და დაამთავროს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

     მუხლი 863. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთათვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრებისა და თანამდებობიდან მათი გათავისუფლების წესი

1. 1999 წლის 15 მაისიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ატესტირებულ მოსამართლეს, მისი წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, შეიძლება დაეკისროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

    2. 1999 წლის 15 მაისის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც გაიარა ატესტაცია ამ კანონით დადგენილი წესით, სხვა სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების შეუძლებლობის ანდა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესითა და ვადით მოსამართლის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ან ამ ვადის ფარგლებში ახალ თა-ნამდებობაზე დანიშვნამდე, დადგენილი წესით, იღებს ხელფასს თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული სასამართლოს მოსამართლისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 87. საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების საერთო სასამართლოებისათვის გადაცემის წესი

1. საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოები წყვეტენ საქმეების წარმოებაში მიღებას 1997 წლის 15 ოქტომბერს.

2. საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოების მოსამართლეებს უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა მათ განხილვაში მყოფი საქმეების განხილვის დამთავრებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 1997 წლის 25 ნოემბრისა.

3. საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოების წარმოებაში არსებული ყველა საქმე, რომელთა განხილვაც არ დაწყებულა 1997 წლის 15 ოქტომბრამდე, აგრეთვე ყველა საქმე, რომელთა განხილვაც არ დამთავრებულა 1997 წლის 25 ნოემბრამდე, საპროცესო კანონის შესაბამისად გადაეცემა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საერთო სასამართლოებისათვის გასანაწილებლად. 1997 წლის 25 ნოემბრამდე დაუმთავრებელი საქმეების შემდგომი განხილვის წესი განისაზღვრება საპროცესო კანონმდებლობით.

4. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია 1996 წლის 25 დეკემბრის შემდეგ, ზედამხედველობის წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მასზე შეტანილ საზედამხედველო პროტესტს განიხილავს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

5. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ზედამხედველობის კოლეგიის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს და მასზე შეტანილი საზედამხედველო პროტესტი განიხილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმმა იმ შემთხვევაში, თუ ის მიღებულია 1996 წლის 25 დეკემბრის შემდეგ.

6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებები და დადგენილებები შეიძლება გადასინჯოს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.

7. იმ საქმეზე შეტანილი საჩივარი, რომელზეც არსებობს საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ 1996 წლის 25 დეკემბრამდე მიღებული დადგენილება, არ განიხილება; გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ ის საქმეები, რომლებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები და დადგენილებებიც შეიძლება გადაისინჯოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი განიხილავს საზედამხედველო პროტესტს იმ საქმეზე, რომელზეც არსებობს საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმის 1996 წლის 25 დეკემბრის შემდეგ მიღებული დადგენილება.

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

     მუხლი 871. საქმეთა განხილვა საქართველოს საერთო სასამართლოებში. სპეციალური სასწავლო კურსის გავლის წესი

1. საქართველოს საერთო სასამართლოებში 1999 წლის 15 მაისიდან საქმეები განიხილება მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     2. ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნული (არჩეული) მოსამართლე მოვალეა გაიაროს სპეციალური სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში.

     3. 2001 წლის 1 იანვრამდე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური სასწავლო კურსის გავლის წესსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2000 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №192 - სსმ I,  №8, 15.03.2000 წ., მუხ.11

     მუხლი 872. მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსის გავლა გარდამავალ პერიოდში

     მოსამართლის თანაშემწე, რომელიც თანამდებობაზე დაინიშნება სასწავლო კურსის გავლის გარეშე 2000 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია თანამდებობაზე დანიშვნიდან არა უგვიანეს ერთი წლისა გაიაროს აღნიშნული კურსი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის ორგანული კანონი №1898 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.51

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 88. საოლქო სასამართლოების განსჯადი სამოქალაქო საქმეების განხილვა

     საოლქო სასამართლოების ამოქმედებამდე ეკონომიკურ (სამეურნეო) დავებს, რომელთა სარჩელის ფასი აღემატება ასი ათას ლარს, 1999 წლის 15 მაისამდე განიხილავენ რაიონის (ქალაქის) სასამართლოები. ამ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება შეიძლება საოლქო სასამართლოში, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამის უმაღლეს სასამართლოში სააპელაციო წესით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

     მუხლი 881. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №2282 - სსმ I,  №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.187

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

თავი XVI

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 89. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 43-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 44-ე მუხლის, 47-ე მუხლის მე-2–3 და მე-6 პუნქტების, 69-ე მუხლის პირველი პუნქტის და 82-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. 43-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები და 44-ე მუხლი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.

3. 47-ე მუხლის მე-2–3 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

4. (ამოღებულია).

5. 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.

6. 82-ე მუხლი ამოქმედდეს „მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის ორგანული კანონი №1898 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.51

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №2282 - სსმ I,  №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.187

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

    მუხლი 90. ძალადაკარგული ნორმატიული აქტების ნუსხა

1. ამ კანონის ამოქმედებიდან, თუ მისი გარდამავალი ან დასკვნითი დებულებანი სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., №12, მუხ. 391);

ბ) „საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლეთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., №12, მუხ. 389);

გ) „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 243);

დ) „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციების მოწვევისა და ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 245);

ე) „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კლასების დაწესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 251);

ვ) (ამოღებულია);

ზ) (ამოღებულია).

2. 1997 წლის 15 ოქტომბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „სამხედრო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 85);

ბ) „საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 აპრილის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №4, მუხ. 313);

) „საქართველოს რესპუბლიკის რეგიონალური სამხედრო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 26 თებერვლის №170 დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1993წ., თებერვალი).

3. 1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

„საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოებში სასამართლო წარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ნოემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1996 წლის 25 დეკემბერი, №31-32).

4. 1998 წლის 1 მაისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს რესპუბლიკის რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მსაჯულთა არჩევნებისა და გაწვევის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 249);

ბ) „მსაჯულების მიერ სასამართლოში მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 250).

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს პრეზიდენტი          ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 13 ივნისი.

767II

შეტანილი ცვლილებები:

      1. საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

      2. საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 - პარლამენტის უწყებანი44, 11.11.1997 წ., გვ.85

      3. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

      4. საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

      5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 1998  წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება №280-9

     6. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

     7. საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

     8. საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის ორგანული კანონი №1898 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.51

     9. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

     10. საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №2102 - სსმ I, №25(32), 02.07.1999 წ., მუხ.125

     11. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №2282 - სსმ I,  №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.187

     12. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის ორგანული კანონი №2357 - სსმ I,  №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.188

     13. საქართველოს 2000 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №192 - სსმ I,  №8, 15.03.2000 წ., მუხ.11

     14. საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

     15. საქართველოს 2000 წლის 30 მაისის ორგანული კანონი №331 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.50

     16. საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

41. 04/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2257 - სსმ, 41, 08/12/2009 40. 26/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1325 - სსმ, 15, 06/07/2009 39. 19/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1347 - სსმ, 13, 02/07/2009 38. 12/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1181 - სსმ, 12, 29/06/2009 37. 15/07/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 198 - სსმ, 17, 28/07/2008 36. 05/07/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 103 - სსმ, 13, 16/07/2008 35. 27/06/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 65 - სსმ, 12, 14/07/2008 34. 11/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5288 - სსმ, 29, 27/07/2007 33. 19/06/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 4951 - სსმ, 24, 02/07/2007 32. 29/12/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 4217 - სსმ, 2, 04/01/2007 31. 23/06/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3387 - სსმ, 26, 14/07/2006 30. 06/06/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3187 - სსმ, 21, 15/06/2006 29. 25/05/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3134 - სსმ, 16, 29/05/2006 28. 23/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2452 - სსმ, 56, 28/12/2005 27. 25/11/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2125 - სსმ, 53, 19/12/2005 26. 23/06/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1734 - სსმ, 36, 11/07/2005 25. 20/04/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1344 - სსმ, 19, 28/04/2005 24. 21/12/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 685 - სსმ, 41, 30/12/2004 23. 12/10/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 489 - სსმ, 31, 27/10/2004 22. 16/09/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 421 - სსმ, 27, 05/10/2004 21. 30/06/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 269 - სსმ, 20, 16/07/2004 20. 23/07/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2602 - სსმ, 24, 20/08/2003 19. 07/05/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2152 - სსმ, 11, 10/05/2003 18. 26/02/2003 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/138,171,179,209 - სსმ, 10, 04/03/2003 17. 03/12/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1783 - სსმ, 32, 20/12/2002 16. 14/05/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1414 - სსმ, 17, 07/06/2002 15. 30/05/2000 - საქართველოს ორგანული კანონი - 331 - სსმ, 20, 31/05/2000 14. 10/03/2000 - საქართველოს ორგანული კანონი - 212 - სსმ, 9, 21/03/2000 13. 07/03/2000 - საქართველოს ორგანული კანონი - 192 - სსმ, 8, 15/03/2000 12. 23/07/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2357 - სსმ, 38(45), 04/08/1999 11. 22/07/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2282 - სსმ, 38(45), 04/08/1999 10. 22/06/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2102 - სსმ, 25(32), 02/07/1999 9. 28/05/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2040 - სსმ, 18(25), 01/06/1999 8. 16/04/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 1898 - სსმ, 13(20), 01/05/1999 7. 05/03/1999 - საქართველოს კანონი - 1836 - სსმ, 8(15), 18/03/1999 6. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1771 - სსმ, 1(8), 14/01/1999 5. 03/11/1998 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 280-9 - გამოუქვეყნებელი, -, 03/11/1998 4. 17/07/1998 - საქართველოს ორგანული კანონი - 1527 - პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998 3. 20/02/1998 - საქართველოს კანონი - 1259 - პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998 2. 17/10/1997 - საქართველოს ორგანული კანონი - 988 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 1. 03/09/1997 - საქართველოს კანონი - 834 - პარლამენტის უწყებანი, 37-38, 10/09/1997