„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 04/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.002.528
  • Word
4217
29/12/2006
სსმ, 2, 04/01/2007
110.050.000.04.001.002.528
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-17 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საპროცესო კანონმდებლობით;“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის) თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს.“.

2. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო დავალების არარსებო-ბისას – ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.“.

3. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სააპელაციო სასამართლოს, პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს.“.

4. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საპროცესო კანონმდებლობით;“.

5. 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც განთავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.“.

6. 47-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კანდიდატის საკონკურსო წესით შერჩევა ხდება საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების, კანდიდატის საქმიანი და მორალური რეპუტაციის, წარდგენილი საკითხების თავისუფლად და მიუკერძოებლად შეფასების უნარის გამოვლენის, პროფესიული მუშაობის გამოცდილებისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 მუხლი:

     „მუხლი 471. სხვა სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის წესი

ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში, ამ კანონის 47-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე მისივე თანხმობით, კონკურსის გარეშე გამწესდეს ქვემდგომი, შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკურსი შესაბამის ვაკანსიაზე არ არის გამოცხადებული.“.

8. 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობა;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) 65 წლის ასაკის მიღწევა;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) სხვა სასამართლოში დანიშვნა;

ჟ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა.“.

10. 55-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, მოსამართლის მიმართ ჩერდება ხელფასისა და სხვა მატერიალური შეღავათების გაცემა.

5. მოსამართლეს, გამართლების შემთხვევაში, მიუღებელი ხელფასი და სხვა მატერიალური შეღავათები სრულად აუნაზღაურდება.“.

11. 78-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით, სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობაში აირჩიოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები;“.

12. 79-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით, სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობაში ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს;“.

13. მე-80 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას იწვევენ წელიწადში ერთხელ მაინც. რიგგარეშე კონფერენციას იწვევენ ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით. მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.“.

14. 852 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ კანონის მე-17 მუხლში მითითებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამ სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს.“.

15. 885 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 885. საქმეების ერთპიროვნულად განხილვა სააპელაციო სასამართლოში

სააპელაციო სასამართლო 2008 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილია ერთპიროვნულად განიხილოს ის საქმეები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსითა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4217–რს