„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1836
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/03/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8(15), 18/03/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.000.498
  • Word
1836
05/03/1999
სსმ, 8(15), 18/03/1999
110.050.000.04.001.000.498
„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქარველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის  13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სააპელაციო სასამართლო“.

2. მე-11 მუხლში სიტყვების „ხოლო მოსამართლეები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე მოსამართლე და მსაჯულები“.

3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. საქმის განხილვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში

რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, სადაც საქმეები განიხილება ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ ან კოლეგიურად – ერთი მოსამართლისა და ორი მსაჯულის მონაწილეობით, კანონით დადგენილი წესით.“

4. მე-17 მუხლში:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანონით დადგენილი წესით ანაწილებს განსახილველად რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს.“.

5. III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III

საოლქო სასამართლო

    მუხლი 19. საქართველოს საოლქო სასამართლოები

1. საქართველოს საოლქო სასამართლოებია თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოები.

2. თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

    მუხლი 20. საოლქო სასამართლოს შემადგენლობა

1. საოლქო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

2. საოლქო სასამართლოში იქმნება:

ა) სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია;

დ) სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა;

ე) სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა;

ვ) ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა.

3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად საოლქო სასამართლოში იქმნება საგამოძიებო კოლეგია.

4. საოლქო სასამართლოს კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. საოლქო სასამართლოს კოლეგიებისა და პალატების შემადგენლობას განსაზღვრავს საოლქო სასამართლო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელებაში შეფერხების თავიდან ასაცილებლად, საოლქო სასამართლოს მოსამართლეს საქართველოს იუსტიციის საბჭოს თანხმობით შეიძლება დაევალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში ან პალატაში.

6. თითოეულ კოლეგიასა და პალატას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი კოლეგიისა და პალატის შემადგენლობიდან თანამდებობაზე 5 წლის ვადით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეთაგან თანამდებობაზე 5 წლის ვადით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

8. დაუშვებელია საოლქო სასამართლოს, მისი პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ზედიზედ მეორე ვადით დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სასამართლოს, პალატის ან კოლეგიის ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს შესაბამისად სასამართლოს, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეობაზე.

    მუხლი 21. საოლქო სასამართლოს უფლებამოსილებანი

1. საოლქო სასამართლო სააპელაციო წესით განიხილავს საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე და საქმეებს პირველი ინსტანციით საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.

2. საოლქო სასამართლოში საქმე სააპელაციო წესით განიხილება პალატების, ხოლო პირველი ინსტანციით – კოლეგიების მიერ, გარდა საგამოძიებო კოლეგიისა.

3. საოლქო სასამართლოს კოლეგიებსა და პალატებში საქმეებს განიხილავენ სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო ამ სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში – ერთპიროვნულადაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 22. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას ან პალატას;

ბ) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოხელეებსა და სხვა თანამშრომლებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;

გ) იღებს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის საბჭოს;

ე) ამ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის საბჭოს თანხმობით, საოლქო სასამართლოს მოსამართლეს ავალებს საქმის განხილვაში მონაწილეობას ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში ან პალატაში;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 23. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება

საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის და მისი მოადგილის დროებით არყოფნის შემთხვევაში – კოლეგიის ან პალატის უხუცესი თავმჯდომარე.“.

6. კანონიდან ამოღებულ იქნეს IV თავი.

7. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების უფლებამოსილებანი

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები ამ კანონითა და საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობენ მართლმსაჯულების განხორციელებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში, საქმეებს იხილავენ პირველი ინსტანციით, აგრეთვე იღებენ გადაწყვეტილებებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.“.

8. 30-ე მუხლში:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში იქმნება პრეზიდიუმები, აგრეთვე ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2–3 პუნქტებით გათვალისწინებული კოლეგიები და პალატები;“;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი, მე-5 პუნქტი ჩაითვალოს მე-4 პუნქტად და ამ პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვა „კოლეგიების“ შეიცვალოს სიტყვებით „კოლეგიებისა და პალატების“, ხოლო სიტყვა „სასამართლო“ ამოღებულ იქნეს; ამავე პუნქტის მეორე წინადადებაში სიტყვა „კოლეგიას“ შეიცვალოს სიტყვებით „კოლეგიასა და პალატას“, სიტყვა „კოლეგიის“ – სიტყვებით „კოლეგიისა და პალატის“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–6 პუნქტები:

„5. ამ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეს შეიძლება დაევალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში ან პალატაში.

6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმების შემადგენლობაში შედიან ამ სასამართლოების თავმჯდომარეები, თავმჯდომარეთა პირველი მოადგილეები და მოადგილეები, აგრეთვე კოლეგიათა და პალატების ის თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მოადგილეები.“.

9. 31-ე მუხლის:

ა) პირველ და მე-2 პუნქტებში სიტყვა „კოლეგიების“ შეიცვალოს სიტყვებით „კოლეგიებისა და პალატების“ ;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები „ან კოლეგიის“ შეიცვალოს სიტყვებით „ამავე სასამართლოს კოლეგიის ან პალატის“, ხოლო სიტყვა „კოლეგიის“ – სიტყვებით „კოლეგიისა და პალატის“.

10. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კოლეგიების, პალატებისა და პრეზიდიუმების უფლებამოსილებანი

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პალატებში საქმეები განიხილება სააპელაციო წესით, ხოლო კოლეგიებში – პირველი ინსტანციით, გარდა საგამოძიებო კოლეგიისა.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პალატებსა და კოლეგიებში საქმეები განიხილება სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო საგამოძიებო კოლეგიებში – ერთპიროვნულადაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმები განიხილავენ საქართველოს გენერალური პროკურორის, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის ან პროკურორის წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ამ რესპუბლიკების სასამართლოების მიერ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია მის განსჯადობას მიკუთვნებული საკითხი განიხილოს და გადაწყვიტოს, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა პრეზიდიუმის სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება არ მიიღება. პრეზიდიუმი თავის გადაწყვეტილებას იღებს დადგენი-ლების სახით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.“.

11. 33-ე მუხლში:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვის „კოლეგიას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან პალატას“, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „კოლეგიების“ შეიცვალოს სიტყვებით „კოლეგიებისა და პალატების“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „თ“ ქვეპუნქტად;

გ) ამავე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) თავმჯდომარეობს უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებს, ხოლო ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეს ავალებს საქმის განხილვაში მონაწილეობას ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში ან პალატაში.“

12. კანონს დაემატოს VI თავი შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

საერთო სასამართლოების მსაჯულები

    მუხლი 35. საქმეთა განხილვა მსაჯულთა მონაწილეობით

1. ამ კანონითა და საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეები განიხილება მსაჯულთა მონაწილეობით, კოლეგიურად.

2. მსაჯული საქმის განხილვაში მონაწილეობისას სარგებლობს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსამართლის ყველა უფლება-მოსილებით, გარდა იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც მხოლოდ მოსამართლის კომპეტენციას განეკუთვნება.

    მუხლი 36. მსაჯულის დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა

საქმის განხილვაში მონაწილეობის პერიოდში მსაჯულის მიმართ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი მოსამართლის დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გარანტიები.

    მუხლი 37. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მსაჯულად ასარჩევ პირს

1. მსაჯული შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, მუდმივად ცხოვრობს ადგილობრივი თვითმმართველობის იმ ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა აირჩიოს მსაჯულად, არის არანაკლებ 25 და არა უმეტეს 70 წლისა, აქვს სულ ცოტა ზოგადი ან პროფესიული საშუალო განათლება და საჯარო სამსახურსა თუ სხვა საწარმოში, დაწესებულებასა ან ორგანიზაციაში საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, ანდა უმაღლესი განათლება.

2. მსაჯულად პირის გამწესებისათვის აუცილებელია მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა.

    მუხლი 38. შეზღუდვები, რომლებიც ვრცელდება მსაჯულის მიმართ

პირი არ შეიძლება იყოს მსაჯული, თუ ის არის:

ა) ნასამართლევი;

ბ) დადგენილი წესით აღიარებული შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ, დაავადებული ქრონიკული ფსიქიკური დაავადებით, ან რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლის მსაჯულის მოვალეობის შესრულებაში;

გ) საქართველოს პრეზიდენტი;

დ) ნებისმიერი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;

ე) საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირი;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, მრჩეველი, საპარლამენტო მდივანი;

ზ) საქართველოს სამთავრობო დაწესებულების ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და მათი იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელები;

თ) ქალაქის მერი, რაიონის, სოფლის, დაბის ან თემის გამგებელი;

ი) საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ან რწმუნებული;

კ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ან იუსტიციის საბჭოს წევრი, აგრეთვე კონტროლის პალატის, ეროვნული უშიშროების საბჭოს ან იუსტიციის საბჭოს მოხელე;

ლ) მოსამართლე, მოსამართლის თანაშემწე, სასამართლო სხდომის მდივანი, სასამართლო აღმასრულებელი ანდა სასამართლოს აპარატის ან საქართველოს საერ-თო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელე;

მ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და სამხედრო უწყების სამხედრო მოსამსახურე, პროკურატურის, პოლიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ორგანოს, სახელმწიფო უშიშროების ორგანოს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტის ან მოკვლევის ორგანოს თანამშრომელი, აგრეთვე ადვოკატი ან ნოტარიუსი;

ნ) ამ კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და 78-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალისტი.

    მუხლი 39. მსაჯულის უფლებამოსილების ვადა

1. მსაჯულს ირჩევენ 5 წლის ვადით.

2. ერთი და იგივე პირი შეიძლება ხელახლა იქნეს არჩეული მსაჯულად უფლებამოსილების სრული ვადით.

3. თუ მსაჯულის უფლებამოსილების ვადა გავიდა მისი მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე, ეს ვადა გრძელდება აღნიშნულ საქმეზე იმ სასამართლო კოლეგიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის.

4. მსაჯული უფლებამოსილებას იძენს საკრებულოს მიერ მისი არჩევის დღიდან, ხოლო საქმეთა განხილვაში მონაწილეობისათვის დაიშვება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 40. მსაჯულის დანიშვნა საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად

1. საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მსაჯულის დანიშვნის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგი-ნებით.

2. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში საქმეთა განხილვაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება დაინიშნოს მსაჯული, რომელიც შეტანილია შესაბამისი რაიონისა და ქალაქის საკრებულოს მიერ არჩეულ მსაჯულთა სიაში.

3. საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმეთა განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ნებისმიერი რაიონის, ქალაქის საკრებულოს მიერ არჩეული მსაჯულთა სიაში შეტანილი საერთო სასამართლოს მსაჯული.

    მუხლი 41. სათადარიგო მსაჯული

1. სასამართლოში კოლეგიური წესით საქმის განხილვისას შეიძლება მოწვეულ იქნეს სათადარიგო მსაჯული.

2. სათადარიგო მსაჯული მოვალეა დაესწროს სასამართლო სხდომას, მაგრამ საქმის განხილვაში იგი არ მონაწილეობს.

3. სათადარიგო მსაჯული საქმის განხილვაში ჩაებმება კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ საქმის განმხილველი სასამართლო კოლეგიის წევრი რომელიმე მსაჯული ამ კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე საქმის განხილვას ჩამოსცილდა ან შეწყდა მისი უფლებამოსილება, ანდა სხვა მიზეზების გამო შეუძლებელი გახდა საქმის განხილვაში მისი შემდგომი მონაწილეობა.

4. საქმის განხილვაში ჩაბმული სათადარიგო მსაჯული სარგებლობს ყველა იმ უფლებამოსილებით, რომელიც აქვს საქმის განხილვის მონაწილე სხვა მსაჯულს.

5. სასამართლოში საქმის განხილვის მთელი ვადის განმავლობაში ამ საქმეზე მიწვეული სათადარიგო მსაჯულის მიმართ თანაბრად და შეუზღუდავად ვრცელდება დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის ყველა ის გარანტია, რომლითაც სარგებლობენ საქმის განხილვაში მონაწილე მსაჯულები.

    მუხლი 42. საერთო სასამართლოებში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობის განსაზღვრის წესი

საერთო სასამართლოებში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს იუსტიციის საბჭოს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისად ამ რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების წარდგინების საფუძველზე.

    მუხლი 43. საერთო სასამართლოში მსაჯულად არჩევისათვის კანდიდატის შერჩევა და წარდგენა

1. საერთო სასამართლოს მსაჯულად არჩევისათვის კანდიდატებს, ამ კანონის 37-ე და 38-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების – რაიონებისა და ქალაქების საკრებულოების ამომრჩეველთა სიების საფუძველზე, ვაკანსიის წარმოშობიდან არა უგვიანეს 30 დღისა, შეარჩევენ რაიონების გამგებლები და იმ ქალაქების მერები, რომლებიც არ შედიან რაიონების შემადგენლობაში, გარდა თბილისის მერისა, და ასარჩევად წარუდგენენ შესაბამისად ქალაქ თბილისის, საქართველოს რაიონებისა და ქალაქების საკრებულოებს შერჩევიდან 5 დღის ვადაში. მსაჯულის თითოეულ ვაკანტურ ადგილზე შეიძლება შერჩეულ იქნეს თითო კანდიდატი.

2. შესაბამისი რაიონის, ქალაქის საკრებულო მსაჯულად არჩევისათვის წარდგენილი კანდიდატის ვინაობასა და სხვა საჭირო მონაცემებს აქვეყნებს ამ რაიონის გამგებლის, ქალაქის მერის მიერ კანდიდატის წარდგენიდან არა უგვიანეს 7 დღისა.

3. თუ საერთო სასამართლოში მსაჯულის ადგილზე ვაკანსიის წარმოშობა დაკავშირებულია ამ მსაჯულის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან, აღნიშნულ ვაკანსიაზე ახალი მსაჯულის ასარჩევად ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურა უნდა დაიწყოს მსაჯულის უფლებამოსილების მითითებული ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 75 დღისა.

    მუხლი 44. საერთო სასამართლოში მსაჯულის არჩევა

1. რაიონის, ქალაქის საკრებულო წარდგენილ კანდიდატს განიხილავს და შესაბამისი სასამართლოს მსაჯულად ირჩევს თავის მორიგ ან რიგგარეშე სხდომაზე ამ კანდიდატის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებიდან არა უადრეს 15 და არა უგვიანეს 30 დღისა.

2. რაიონის, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ამ საკრებულოს სხდომაზე არჩეული ყოველი მსაჯულის შესახებ საჭირო მონაცემებს, ხოლო თუ ერთდროულად არჩეულია ორი და მეტი მსაჯული, აგრეთვე არჩეულ მსაჯულთა სიას, არა უგვიანეს 5 დღისა გადასცემს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, აგრეთვე უგზავნის საქართველოს იუსტიციის საბჭოს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს. ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო ამ რესპუბლიკის რაიონებისა და ქალაქების საკრებულოების მიერ არჩეულ მსაჯულთა სიას ამ პუნქტში მითითებულ მონაცემებთან ერთად უგზავნის საქართველოს იუსტიციის საბჭოს.

3. საქართველოს იუსტიციის საბჭო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი იუსტიციის საბჭო აწარმოებს არჩეულ მსაჯულთა ერთიან რეგისტრაციას.

4. შესაბამისი რაიონების, ქალაქების საკრებულოები არჩეულ მსაჯულებზე, მათი არჩევიდან არა უგვიანეს 14 დღისა, გასცემენ მსაჯულის მოწმობას საქართველოს იუსტიციის საბჭოსა და შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების მიერ დამტკიცებული ერთიანი ნიმუშის მიხედვით.

    მუხლი 45. მსაჯულად გამწესებისათვის ახალი კანდიდატის წარდგენისა და არჩევის წესი

თუ რაიონის, ქალაქის საკრებულოს სხდომაზე ამ რაიონის გამგებლის ან ქალაქის მერის მიერ წარდგენილი კანდიდატი არ იქნა არჩეული მსაჯულად, იმავე ვაკანსიაზე შესაბამისი რაიონის გამგებელი ან ქალაქის მერი, არა უგვიანეს 15 დღისა, ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით, საკრებულოს ასარჩევად წარუდგენს ახალ კანდიდატს, რომლის შესახებ მონაცემებს ეს საკრებულო აქვეყნებს წარდგენიდან არა უგვიანეს ხუთი დღისა, ხოლო მისი არჩევის საკითხს იხილავს წარდგენიდან არა უადრეს 10 და არა უგვიანეს 20 დღისა თავის მორიგ ან რიგგარეშე სხდომაზე. წარდგენილი კანდიდატის მსაჯულად არჩევის შემთხვევაში რაიონის, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ამის შესახებ აცნობებს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარესა და იუსტიციის საბჭოს ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

    მუხლი 451. მსაჯულის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლები

1. მსაჯულის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან სხვა მიზეზის გამო, რაც ხელს უშლის მას მსაჯულის მოვალეობის შესრულებაში;

გ) საცხოვრებლად სხვა რაიონში ან ქალაქში გადასვლა;

დ) ამ კანონის 54-ე მუხლის „გ“, „დ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები;

ე) მსაჯულის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება;

ვ) 70 წლის ასაკის მიღწევა;

ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;

თ) ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და წესის დარღვევით მსაჯულად გამწესება;

ი) გარდაცვალება.

2. მსაჯულის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი რაიონის, ქალაქის საკრებულოში წარდგინება შეაქვს:

ა) შესაბამისად რაიონის გამგებელსა და ქალაქის მერს – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „ვ“ „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) შესაბამის იუსტიციის საბჭოს – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. წარდგინება შესაბამისი რაიონის, ქალაქის საკრებულოში მსაჯულის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე შეტანილ უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით^გათვალისწინებული საფუძვლის დადგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წარდგინების საფუძველზე რაიონის ან ქალაქის საკრებულო საკითხს მსაჯულის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ თავის მორიგ ან რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს წარდგინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა. მსაჯულის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე საკრებულო აცნობებს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ, ხოლო რაიონის გამგებელს, ქალაქის მერსა და იუსტიციის საბჭოს – აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

    მუხლი 452. მსაჯულის ჩამოცილება უფლებამოსილების განხორციელებისაგან

1. მსაჯული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისას საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე ჩამოცილებულ უნდა იქნეს თავისი უფლებამოსილების განხორ-ციელებისაგან.

2. უფლებამოსილების განხორციელებისაგან მსაჯულის ჩამოცილების თაობაზე გადაწყვეტილებას თავის მორიგ ან რიგგარეშე სხდომაზე იღებს რაიონის, ქალაქის საკრებულო ამ კანონის 451 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წარდგინების შეტანიდან არა უგვიანეს 7 დღისა.

3. უფლებამოსილების განხორციელებისაგან მსაჯულის ჩამოცილების შემთხვევაში საკრებულო აცნობებს შესაბამისი რაიონის სასამართლოს თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ, ხოლო იუსტიციის საბჭოს – არა უგვიანეს 5 დღისა.

    მუხლი 453. მსაჯულის სოციალური დაცვა

1. სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობისას მსაჯულის შრომისა და მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ მსაჯული იმავდროულად არის საჯარო მოსამსახურე, საქმეთა განხილვაში მონაწილეობის მთელი დროის განმავლობაში მას უნარჩუნდება მისი სამუშაო ადგილი და ხელფასი სრული მოცულობით. ასეთ შემთხვევაში მას ანაზღაურება საქმეთა განხილვაში მონაწილეობისათვის არ მიეცემა, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ხარჯებისა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ღონისძიებები მსაჯულის მიმართ ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, როცა ის სასამართლოში საქმეების განხილვას ესწრებოდა როგორც სათადარიგო მსაჯული.

    მუხლი 454. მსაჯულთა სწავლებისა და საქმიანობის უზრუნველყოფა

მსაჯულთა სწავლებისა და შეუფერხებელი საქმიანობის მეთოდურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის საბჭო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში — ამ რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები.“

13. 46-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „ნასამართლობის მქონე“ შეიცვალოს სიტყვით „ნასამართლევი“.

14. 47-ე მუხლში მე-2 პუნქტს სიტყვების „თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 60 და არა უგვიანეს 30 დღისა აცხადებს კონკურსს“; ამავე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აცხადებს ამის შესახებ“ და „და სააპელაციო“.

15. 48-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და სააპელაციო“.

16. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გავიდა მისი მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე, მაშინ მოსამართლის უფლებამოსილება გრძელდება აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის“, ხოლო წინა წინადადება ჩაითვალოს პირველ პუნქტად.

17. 53-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და სააპელაციო“, ხოლო ამავე პუნქტის მე-2 წინადადებიდან – სიტყვები „და საოლქო“.

18. 54-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „65 წლის ასაკის მიღწევა (საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით საერთო სასამართლოს მოსამართლეს გაუგრძელოს უფლებამოსილება ამ კანონით განსაზღვრული სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე“;

ბ) ამავე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაცია, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირება.“.

19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:

     „მუხლი 541. მოსამართლის სხვა სასამართლო თანამდებობაზე გამწესება და თანამდებობიდან მისი გათავისუფლება სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს

1. სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირების შემთხვევაში მოსამართლეს, წინასწარი წერილობითი თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან მისთვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების შეუძლებლობის შემთხვევაში აღნიშნული მოსამართლე, სასამართლოს ლიკვიდაციიდან ან მოსამართლის თანამდებობის შემცირებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და წინასწარი წერილობითი თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ირიცხება რეზერვში მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

3. მოსამართლე, რომელიც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იღებს თანამდებობრივ სარგოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით. მას წინასწარი წერილობითი თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.“.

20. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და სააპელაციო“, აგრეთვე სიტყვები „ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის საქმის განხილვისგან ჩამოცილების შესახებ საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე.“.

21. 57-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და საოლქო“, ხოლო „გ“ ქვეპუნქტში სიტყვა „სააპელაციო“ შეიცვალოს სიტყვით „საოლქო“.

22. მე-60 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

„ამ კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) იუსტიციის საბჭოს შესაბამისი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო თუ ამ ვადაში საქართველოს პარლამენტის სხდომები არ ტარდება, მაშინ პარლამენტის უახლოეს სხდომაზე.“.

23. 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, საქართველოს პარლამენტის წევრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის საქარ-თველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება.“.

24. 82-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან გაიარეს ატესტაცია ამ კანონის 861 მუხლის შესაბამისად“.

25. 85-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები „მე-3 პუნქტის“ შეიცვალოს სიტყვებით „მე-2–3 და მე-6 პუნქტების“, ხოლო სიტყვები „საოლქო და სააპელაციო“ – სიტყვებით „და საოლქო“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რომლის პროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს 1999 წლის 10 თებერვლამდე.“.

26. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 852 მუხლი:

     „მუხლი 852. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება ახალი სასამართლო სისტემის ამოქმედების შემდეგ

1. თუ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური დარჩა 1999 წლის 15 მაისის შემდეგ, ახალი მოსამართლის უფლებამოსი-ლების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს იუსტიციის საბჭოს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – საქართველოს იუსტიციის საბჭოსა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს ერთობლივი წარდგინებით, კანონ-მდებლობით დადგენილი წესითა და საფუძვლებით, წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, თავისი განკარგულებით სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება დააკისროს იმ პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ამ კანონით გათვალისწინებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ან ატესტაცია, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – პირს, რომელიც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა ამ კანონის 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე. ახალი კონკურსი მოსამართლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად უნდა დაინიშნოს ბოლო კონკურსის ჩატარებიდან ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოსამართლის დანიშვნაზე უარის თქმიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა. თუ ამ კანონის შესაბამისად დანიშნული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება არ იწყება 1999 წლის 15 მაისს, მისი უფლებამოსილების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის საბჭოს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – საქართველოს იუსტიციის საბჭოსა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს ერთობლივი წარდგინებით, ამ პუნქტით დადგენილი წესითა და წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, თავისი განკარგულებით სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება დააკისროს იმ პირს, რომელიც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა ამ კანონის 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.

2. თუ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური დარჩა 1999 წლის 15 მაისის შემდეგ, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ახალი მოსამართლის უფლებამოსილების დაწყებამდე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები, ამ ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების წარდგინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საფუძვლებით, წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გაუგრძელებენ უფლებამოსილებას შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეს, რომელმაც ვერ გაიარა ამ კანონის 47-ე მუხლში მითითებული კონკურსი ან 861 მუხლით გათვალისწინებული ატესტაცია.

3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება 1999 წლის 15 მაისამდე შეიძლება დაეკისროს ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშნულ მოსამართლეს.

4. მოსამართლე, რომელიც ამ მუხლის ძალაში შესვლამდე დაინიშნა (აირჩა) თბილისის ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ანდა აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით 1999 წლის 15 მაისიდან სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს სრული ვადით შესაბამისად თბილისის ან ქუთაისის საოლქო სასამართლოს, ანდა აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში, როგორც სააპელაციო მოსამართლე. თუ ამ პუნქტში მითითებული მოსამართლე უარს განაცხადებს სააპელაციო მოსამართლის თანამდებობის დაკავებაზე, მაშინ ის მოსამართლის სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე იმავე ან სხვა სასამართლოში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა, შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) მხოლოდ საერთო საკონკურსო წესით.

5. 1999 წლის 15 მაისის შემდეგ რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც გავლილი აქვს ამ კანონის 861 მუხლით დადგენილი სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია, მისი წინასწარი წერილობითი თანხმობისას საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლედ. ამ ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაზე ადრე თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის აღნიშნული თანამდებობა ხდება ვაკანტური და მის დასაკავებლად ცხადდება კონკურსი ამ კანონით დადგენილი წესით. მოსამართლეს, რომელიც ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უარს განაცხადებს მითითებულ თანამდებობაზე, ახალი ვადით მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დაკავება შეუძლია მხოლოდ საერთო საკონკურსო წესით.

6. თუ ატესტირებული მოსამართლე, რომელიც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებდა სამოსამართლო უფლებამოსილებას, ვადაზე ადრე გადადგა თანამდებობიდან, ხოლო ამ თანამდებობაზე საკონკურსო წესით ვერ იქნა შერჩეული ან დანიშნული ახალი მოსამართლე, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე ახალი მოსამართლის უფლებამოსილების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება დაეკისრება იმავე პირს, რომელსაც გადადგომამდე ეკავა ეს თანამდებობა, ხოლო თუ იგი თანახმა არ არის, მაშინ იმ პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ამ კანონით გათვალისწინებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, ან ამ კანონის 861 მუხლის შესაბამისად გავლილი აქვს ატესტაცია, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სხვა პირს, რომელიც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა ამ კანონის 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.

7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების ატესტირებული მოსამართლე 1999 წლის 15 მაისის შემდეგ სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში ამ მუხლის მე-5–6 პუნქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“

27. 86-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „შემდგომი განხილვის წესი განისაზღვრება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ამ კანონის 862 მუხლითა და“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა „ადმინისტრაციულ“ შეიცვალოს სიტყვებით ადმინისტრაციულ- სააღსრულებო წარმოების“.

28. 861 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-7 პუნქტები:

„5. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოსამართლეს, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა 1999 წლის 1 იანვრამდე, სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია ეთვლება გავლილად.

6. მოსამართლის მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და მისი შედეგები ძალაშია მუდმივად.

7. ამ კანონის 82-ე მუხლის მე-2–3 პუნქტები მათი ამოქმედების დღიდან, ხოლო 85-ე მუხლის მე-6 პუნქტი 1999 წლის 15 მაისიდან ვრცელდება აგრეთვე იმ მოსამართლეზე, რომელმაც გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის) სასამართლოში.“.

29. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 862 და 863 მუხლები:

     „მუხლი 862. საქართველოს რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის წესი

1. საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების ამოქმედებასთან დაკავშირებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოები, თბილისის საქალაქო სასამართლო და რაიონის (ქალაქის) სასამართლოები 1999 წლის 1 მაისს წყვეტენ საქმეების განსახილველად მიღებას, გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) 949 მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 165–1751 და 2211-2216 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. თუ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს, რაიონის (ქალაქის) სასამარ-თლოების წარმოებაში არსებულ საქმეთა განხილვა არ დამთავრებულა 1999 წლის 15 მაისამდე, მათი განხილვა გაგრძელდეს 1999 წლის 15 მაისის შემდეგ ამ კანონითა და საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მის წარმოებაში არსებული ყველა კატეგორიის საქმე, რომელთა არსე-ბითად და საკასაციო წესით განხილვა არ დაწყებულა 1999 წლის 1 მაისამდე, გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით გასანა-წილებლად.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მათ წარმოებაში არსებული ყველა კატეგორიის საქმე, რომელთა განხილვა არ დაწყებულა 1999 წლის 1 მაისამდე, განსახილველად გადაეცეს ამ ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.

5. საქართველოს რაიონის (ქალაქის) სასამართლოების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მათ წარმოებაში არსებული ყველა კატეგორიის საქმე, რომელთა განხილვა არ დაწყებულა 1999 წლის 1 მაისამდე, პირველი ინსტანციით განსახილველად გადაეცეს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებს, აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოებსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებს განსჯადობის მიხედვით.

    მუხლი 863. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთათვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრებისა და თანამდებობიდან მათი გათავისუფლების წესი

1. 1999 წლის 15 მაისიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ატესტირებულ მოსამართლეს, მისი წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს პრეზი-დენტის განკარგულებით, შეიძლება დაეკისროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

2. 1999 წლის 15 მაისის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც გაიარა ატესტაცია ამ კანონით დადგენილი წესით, სხვა სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების შეუძლებლობის ანდა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესითა და ვადით მოსამართლის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ან ამ ვადის ფარგლებში ახალ თა-ნამდებობაზე დანიშვნამდე, დადგენილი წესით, იღებს ხელფასს თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული სასამართლოს მოსამართლისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“.

30. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 872 მუხლი:

     „მუხლი 872. მსაჯულთა შერჩევა და სასამართლოებში გამწესება გარდამავალ პერიოდში

1. ამ მუხლის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 5 დღისა საქართველოს იუსტიციის საბჭომ, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებიდან შესაბამისად ამ რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებმა წარდგინებებით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს საერთო სასამართლოებში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე.

2. საერთო სასამართლოებში მსაჯულთა რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემიდან არა უგვიანეს 10 დღისა საქართველოს რაიონების გამგებლები და იმ ქალაქების მერები, რომლებიც არ შედიან რაიონების შემადგენლობაში, გარდა თბილისის მერისა, ამ კანონით დადგენილი წესით შერჩეული კანდიდატების სიასა და მონაცემებს მსაჯულად არჩევისათვის წარუდგენენ შესაბამისად ქ. თბილისის, საქართველოს რაიონებისა და ქალაქების საკრებულოებს.

3. თითოეული საკრებულო შესაბამისი რაიონის გამგებლისა და ქალაქის მერის მიერ წარდგენილ კანდიდატთა სიასა და მონაცემებს აქვეყნებს მათი წარდგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

4. რაიონის, ქალაქის საკრებულო წარდგენილ კანდიდატურებს განიხილავს და შესაბამისი სასამართლოს მსაჯულად ირჩევს თავის მორიგ ან რიგგარეშე სხდომაზე, კანდიდატთა სიისა და მონაცემების გამოქვეყნებიდან არა უადრეს 5 დღისა.

5. თუ რომელიმე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არჩეულ მსაჯულთა რაოდენობა 1999 წლის 15 აპრილისათვის აღმოჩნდა ამ სასამართლოსათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ მსაჯულთა რაოდენობის სამ მეოთხედზე ნაკლები, მაშინ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია არა უგვი-ანეს 1999 წლის 20 აპრილისა საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების წარდგინების საფუძველზე, შესაბამისი რაიონის გამგებლისა თუ ქალაქის მერის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან დანიშნოს მსაჯულები ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადით.

6. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად არჩეული (დანიშნული) მსაჯულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 3 წლით.

7. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული მსაჯული სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული წესით და სოციალური დაცვის გარანტიებით.“.

31. 88-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის შემდეგ საოლქო სასამართლოების შექმნამდე, 1999 წლის 1 ივლისამდე – რაიონული (საქალაქო) სასამართლოები“.

32. 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 89. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 43-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 44-ე მუხლის, 47-ე მუხლის მე-2–3 და მე-6 პუნქტების, 69-ე მუხლის პირველი პუნქტის და 82-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. 43-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები და 44-ე მუხლი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.

3. 43-ე მუხლის მე-2–3 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

4. 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.

5. 82-ე მუხლი ამოქმედდეს „მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 5 მარტი.

№1836IIს