„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.05.001.000.329
  • Word
1259
20/02/1998
პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998
110.050.000.05.001.000.329
„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1997 წლის 31 ივლისი, №33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვების “მისი თანხმობის გარეშე” შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.”

2. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში სიტყვა “დაკარგვა” შეიცვალოს სიტყვით „შეწყვეტა“, ხოლო პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “მ” ქვეპუნქტი:

“მ) გარდაცვალება.“

3. 62-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტში სიტყვა „დაკარგვა” შეიცვალოს სიტყვით „შეწყვეტა”, ხოლო “ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ზ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;”;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი” ქვეპუნქტი:

“ი) გარდაცვალება.“;

გ) მე-3 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტში სიტყვა „დაკარგვა” შეიცვალოს სიტყვით “შეწყვეტა”.

4. 69-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „ორთვიანი” შეიცვალოს სიტყვით “სამთვიანი”, ხოლო მე-3 პუნქტში სიტყვები “საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია” – სიტყვებით “იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი”.

5. 85-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა “მარტამდე” შეიცვალოს სიტყვით „ივლისამდე”, ხოლო მე-3 პუნქტში სიტყვა “მაისამდე” – სიტყვით “აგვისტომდე”.

6. 86-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს უზენაესი სასამართლოს”, იმავე პუნქტში სიტყვა “მაისს” შეიცვალოს სიტყვით „აგვისტოს”, ხოლო პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: “საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ 1999 წლის 1 ივლისს.”;

ბ) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში 1998 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – 1999 წლის 1 ივლისამდე მოსამართლეები თანამდებობაზე ინიშნებიან (აირჩევიან) და თანამდებობიდან თავისუფლდებიან, აგრეთვე მათი სამსახურებრივი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ადმინისტრაციულ მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით უგრძელდებათ 1998 წლის 1 აგვისტომდე.

3. თუ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური დარჩა 1998 წლის 1 აგვისტოს შემდეგ, ახალი მოსამართლის უფლებამოსილების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საფუძვლებით გაუგრძელოს უფლებამოსილება იმ მოსამართლეს, რომლის უფლებამოსილებაც შეწყდა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ახალი კონკურსი მოსამართლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად უნდა დაინიშნოს ბოლო კონკურსის ჩატარებიდან ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოსამართლის დანიშვნაზე უარის თქმიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა. თუ ამ კანონის შესაბამისად დანიშნული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება არ იწყება 1998 წლის 1 აგვისტოს, მისი უფლებამოსილების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, ამ პუნქტით დადგენილი წესით გაუგრძელოს უფლებამოსილება მოსამართლეს, რომლის უფლებამოსილებაც შეწყდა ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.

4. 1998 წლის 1 აგვისტოს შემდეგ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა უფლებამოსილების დაწყებამდე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების წარდგინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საფუძვლებით გაუგრძელებენ უფლებამოსილებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებს. 1999 წლის 1 ივლისის შემდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილების დაწყებამდე საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, კანონით დადგენილი წესით გაუგრძელებს უფლებამოსილებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.”;

გ) მე-5 პუნქტში სიტყვა „მაისამდე” შეიცვალოს სიტყვით „აგვისტომდე”.

7. 87-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-8 პუნქტები:

„4. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია 1996 წლის 25 დეკემბრის შემდეგ, ზედამხედველობის წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მასზე შეტანილ საზედამხედველო პროტესტს განიხილავს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

5. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ზედამხედველობის კოლეგიის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს და მასზე შეტანილი საზედამხედველო პროტესტი განიხილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმმა იმ შემთხვევაში, თუ ის მიღებულია 1996 წლის 25 დეკემბრის შემდეგ.

6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებები და დადგენილებები შეიძლება გადასინჯოს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.

7. იმ საქმეზე შეტანილი საჩივარი, რომელზეც არსებობს საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ 1996 წლის 25 დეკემბრამდე მიღებული დადგენილება, არ განიხილება; გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ ის საქმეები, რომლებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები და დადგენილებებიც შეიძლება გადაისინჯოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი განიხილავს საზედამხედველო პროტესტს იმ საქმეზე, რომელზეც არსებობს საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმის 1996 წლის 25 დეკემბრის შემდეგ მიღებული დადგენილება.” .

8. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 88. საოლქო სასამართლოების განსჯადი სამოქალაქო საქმეების განხილვა

საოლქო სასამართლოების ამოქმედებამდე ეკონომიკურ (სამეურნეო) დავებს, რომელთა სარჩელის ფასი აღემატება ასი ათას ლარს, 1998 წლის 1 აგვისტომდე განიხილავენ რაიონის (ქალაქის) სასამართლოები, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის შემდეგ საოლქო სასამართლოების შექმნამდე, 1999 წლის 1 ივლისამდე – რაიონული (საქალაქო) სასამართლოები. ამ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო სასამართლოებში სააპელაციო წესით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით.”.

9. 881 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რაიონის (ქალაქის) სასამართლოებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს სასამართლოებს გაუგრძელდეთ უფლებამოსილების ვადა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მიღებიდან 1998 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოს – 1999 წლის 1 ივლისამდე. ამ სასამართლოების უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მათ წარმოებაში არსებული საქმეების შემდგომი განხილვის წესი განისაზღვრება საპროცესო კანონმდებლობით.”;

ბ) მე-2 და მე-4 პუნქტებში სიტყვა „მაისამდე” შეიცვალოს სიტყვით „აგვისტომდე”.

10. 89-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა „მაისიდან” შეიცვალოს სიტყვით „აგვისტოდან”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 20 თებერვალი.

№1259IIს