დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2357 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/07/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38(45), 04/08/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 110.050.000.04.001.000.674 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. მოსამართლის სხვა სასამართლოში გამწესების შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე მისი სამოსამართლო უფლებამოსილების დაწყებამდე, იგი არ შეიძლება ჩამოცილებულ იქნეს იმ საქმის განხილვისაგან, რომელიც მის წარმოებაში იყო სხვა სასამართლოში გამწესების დროს“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 23 ივლისი.
№2357–რს
დოკუმენტის კომენტარები