დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3187 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 15/06/2006 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.040.000.04.001.002.303 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონს (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება
სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლო.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 6 ივნისი.
№3187–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები