„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1734
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 11/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.001.886
  • Word
1734
23/06/2005
სსმ, 36, 11/07/2005
110.050.000.04.001.001.886
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.“.

2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა და სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე. მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.

3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. საქმეთა განხილვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც მის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განიხილავს ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.

2. მაგისტრატი მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად.“.

4. 151 მუხლის მე5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა იმავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში), ასევე მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.“.

5. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით.“.

6. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ახორციელებს ამ კანონის 151 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;“.

7. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააპელაციო სასამართლო“.

8. მე-19 – 23-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

    მუხლი 20. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა

1. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

2. სააპელაციო სასამართლოში იქმნება:

ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;

ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;

გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;

დ) საგამოძიებო კოლეგია.

3. სააპელაციო სასამართლოს პალატებში და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. მათი შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

4. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში.

5. თითოეულ პალატასა და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 21. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება

1. სააპელაციო სასამართლო საპროცესო კანონით დადგენილი წესით, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით, განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. სააპელაციო სასამართლო ახორციელებს ასევე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ უფლებამოსილებას.

2. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 22. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო პალატას ან საგამოძიებო კოლეგიას;

ბ) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოხელეებსა და სხვა თანამშრომლებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;

გ) იღებს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

დ) უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;

ე) ამ კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ავალებს საქმის განხილვაში მონაწილეობას ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში;

ვ) კანონით დადგენილი წესით განსახილველად ანაწილებს სასამართლოში შემოსულ საქმეებსა და სხვა მასალებს;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 23. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება

1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ახორციელებს ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;

ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას.

2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის უხუცესი თავმჯდომარე.“.

9. 29-ე – 31-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლო არის სააპელაციო სასამართლო, რომელიც ახორციელებს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, ასევე იღებს გადაწყვეტილებას ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე.

    მუხლი 30. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა

1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლო შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და სხვა მოსამართლეებისაგან.

2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

3. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში იქმნება პრეზიდიუმი და ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პალატები და საგამოძიებო კოლეგია.

4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. თითოეულ პალატასა და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. ამ კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში.

6. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში შედიან ამ სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეები და 3 წევრი.

    მუხლი 31. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

10. 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლო საპროცესო კანონით დადგენილი წესით, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით, განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.

2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

11. 33-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო პალატას ან საგამოძიებო კოლეგიას;“.

12. 34-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება“;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო პალატას ან საგამოძიებო კოლეგიას;“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის უხუცესი თავმჯდომარე.“.

13. 47-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რაიონული (საქალაქო), სააპელაციო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენა ხდება კონკურსის წესით.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან არა უგვიანეს 7 დღისა ან მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 60 და არა უგვიანეს 30 დღისა აცხადებს კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს 15 და არა უგვიანეს 30 დღისა. რეგისტრაციის ვადას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის გამოცხადებისას. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ხოლო მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 7 დღეში – კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. დეკლარაციის ტექსტი არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოსამართლეობის კანდიდატთა სია უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან არა უადრეს 3 და არა უგვიანეს 30 დღისა ატარებს კონკურსს.“.

14. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 48. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა

რაიონული (საქალაქო), სააპელაციო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.

15. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 53. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება

რაიონული (საქალაქო), სააპელაციო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.

16. 541 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსამართლე, რომელიც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით და არ ამორიცხულა რეზერვიდან, მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იღებს თანამდებობრივ სარგოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით. მას წინასწარი წერილობითი თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.“.

17. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რაიონული (საქალაქო), სააპელაციო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა საქმის განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.

18. 73-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ სასამართლოებში მოსამართლეთა თანაშემწეების რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.

19. 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. მოსამართლეთა კონფერენცია შედგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების, სააპელაციო სასამართლოებისა და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან.“.

20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 883 მუხლი:

     „მუხლი 883. საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაცია

1. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2005 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყონ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაციასთან, ასევე სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების შექმნასთან დაკავშირებული სამართლებრივი, საკადრო, ორგანიზაციული და სხვა საკითხების გადაწყვეტა.

2. საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც 2005 წლის 15 ივლისამდე პირველი ინსტანციით წარმოებაში აქვს მიღებული სისხლის სამართლის საქმე, ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თანამდებობიდან თავისუფლდება მის მიერ ამ საქმის განხილვის დასრულებისთანავე.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 – მე-6, მე-13, მე-16 და მე-20 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2005 წლის 1 ნოემბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 – მე-6 და მე-16 პუნქტები ამოქმედდეს 2005 წლის 15 ივლისიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 და მე-20 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

№1734–რს