„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1783
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 20/12/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.001.157
  • Word
1783
03/12/2002
სსმ, 32, 20/12/2002
110.050.000.04.001.001.157
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997ნ წლის 13 ივნისის ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) 82-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „აკრძალულია მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მათი ოდენობის შემცირება.“;

ბ) მე-4 პუნქტში სიტყვების „ამ კანონის 46–49-ე მუხლების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის“.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 3 დეკემბერი.

№1783Iს