დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2125 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/11/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 19/12/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 110.050.000.04.001.002.000 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.“.
2. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასამართლო სხდომაზე სტენოგრაფირების, ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის, აგრეთვე რადიოთი და ტელევიზიით ტრანსლაციის წესს და შეზღუდვის მიზანშეწონილობას განსაზღვრავს სასამართლო (მოსამართლე) მოტივირებული გადაწყვეტილებით.“.
3. მე-17 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნების შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა;“;
ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.“.
4. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააპელაციო სასამართლო საპროცესო კანონით დადგენილი წესით, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.“.
5. 22-ე მუხლის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნების შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
6. V თავი ამოღებულ იქნეს.
7. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.“.
8. 47-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენა ხდება კონკურსის წესით.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის წამოშობიდან არა უგვიანეს 7 დღისა ან მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 60 და არა უგვიანეს 30 დღისა აცხადებს კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს 15 და არა უგვიანეს 30 დღისა. რეგისტრაციის ვადას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის გამოცხადებისას. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ხოლო მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 7 დღეში – კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. დეკლარაციის ტექსტი არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
9. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 48. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა
რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.
10. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. მოსამართლის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.“.
11. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 53. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება
რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.
12. 55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსამართლე ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.
2. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.
13. მე-60 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 18 წევრისაგან. მის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი და საქართველოს გენერალური პროკურორი.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;
4. წევრს, რომელთაგან 3 არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ირჩევს საქართველოს პარლამენტი; 8 წევრს საერთო სასამართლოების მოსამართლეებისგან ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.“;
ბ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თუ იგი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან საქართველოს გენერალური პროკურორი, შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 30 და არა უგვიანეს 7 დღისა. ამ კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ხოლო თუ ამ ვადაში საქართველოს პარლამენტის სხდომები არ ტარდება, მაშინ – პარლამენტის უახლოეს სხდომაზე.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, თუ იგი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ან მოსამართლე, არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან თვითმმართველობის ორგანოში, ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას. გამონაკლისია სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა.“;
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს იწვევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.“.
14. 62-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლის და თანამდებობის მიხედვით შემავალი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა, მოსამართლის და თანამდებობის მიხედვით შემავალი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება (გადაყენება).“.
15. 68-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს.“.
16. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XI1 თავი:
„თავი XI1
სასამართლოს მანდატური
მუხლი 761. სასამართლოს მანდატური, სასამართლოს მანდატურის სამსახური
1. საერთო სასამართლოს აპარატის სტრუქტურაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასამართლოს მანდატურის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სასამართლოს შენობის დაცვის, ასევე სასამართლოს შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.
2. სასამართლოების მანდატურის სამსახურების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და კონტროლს ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
3. სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე.
4. სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი არის 50 წელი.
5. სასამართლოს მანდატურად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი.
6. სასამართლოს მანდატური სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ატარებს სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს. სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.
მუხლი 762. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი
1. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე.
2. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის 761 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი.
3. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სასამართლოს მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს სასამართლოს მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის;
ბ) უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას;
გ) აძლევს შესაბამის მითითებებს სასამართლოს მანდატურებს მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 763. სასამართლოს მანდატურის უფლება-მოვალეობანი
1. სასამართლოს მანდატური:
ა) უზრუნველყოფს მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოებას;
ბ) ახორციელებს სასამართლოს შენობასა და სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას;
გ) ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მითითებებს წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;
დ) იცავს სასამართლოს შენობას;
ე) ამოწმებს სასამართლო პროცესის დაწყებისათვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნას, მოსამართლის მითითებით უზრუნველყოფს სასამართლო სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმისა და ნივთმტკიცებების გადატანას და დაცვას;
ვ) აღკვეთს სასამართლოს შენობაში სამართალდარღვევას, ავლენს დამრღვევებს, აუცილებლობის შემთხვევაში აკავებს მათ პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ადგენს ამის თაობაზე დაკავების ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. სასამართლოს მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვს:
ა) გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
ბ) აუცილებლობის შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს პოლიციას.
მუხლი 764. სასამართლოს მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების შემთხვევები და წესი
1. სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა, შედარებით მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.
2. სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში:
ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;
ბ) მოსამართლეებზე, სასამართლო პროცესის მონაწილეებზე, მოწმეებსა და სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ პირებზე თავდასხმის მოგერიებისას;
გ) სასამართლოს მანდატურისათვის მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისას;
დ) დაკავებული პირის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმის ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ.
3. სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია, იარაღი გამოიყენოს შემდეგ შემთხვევებში:
ა) შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებისას ან მისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;
ბ) მოსამართლეზე, სასამართლო პროცესის მონაწილეზე, მოწმეზე ანდა სასამართლო სხდომის დარბაზში ან სასამართლოს შენობაში მყოფ პირზე შეიარაღებული თავდასხმისას.
4. ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების დროს სასამართლოს მანდატური ვალდებულია:
ა) გააფრთხილოს პირები ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების შესახებ, მისცეს მათ საკმარისი დრო იმისათვის, რათა შეასრულონ მისი მოთხოვნები, იმ შემთხვევის გარდა, როცა დაყოვნება გამოიწვევს სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნას ან სხვა მძიმე შედეგებს, ან როდესაც წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია;
ბ) ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს;
გ) ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების ნებისმიერ შემთხვევაში, მათი გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში წერილობით შეატყობინოს ამის შესახებ სასამართლოს თავმჯდომარეს;
დ) ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენებისას საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
5. აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენება ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული უნარის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ. ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული უნარის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. იარაღის გამოყენება ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული უნარის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ დასაშვებია მხოლოდ მათ მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას ან შეიარაღებული თავდასხმისას.“.
17. 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. მოსამართლეთა კონფერენცია შედგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან.“.
18. 78-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სისტემაში, ამ კანონის 77-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, იქმნება:
ა) ადმინისტრაციული კომიტეტი;
ბ) საკოორდინაციო საბჭო.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოსამართლეთა კონფერენციის სხდომებს შო-რის შუალედში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;“;
გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
19. 79-ე მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ისმენს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელის, საკოორდინაციო საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეების ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;“.
20. 82-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ყოფილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს და ყოფილი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, რომელთაც 1999 წლის 15 მაისიდან ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდათ სამოსამართლო უფლებამოსილება და ამ კანონის ამოქმედებამდე ან მას შემდეგ მიაღწიეს საპენსიო ასაკს და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, სამისდღეშიო პენსია ენიშნებათ შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლისათვის და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოქმედი მოსამართლისათვის განსაზღვრული ხელფასის სრული ოდენობით, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, საპენსიო ასაკის მიღწევის ან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში.“.
21. 85-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
22. 851 მუხლი ამოღებულ იქნეს.
23. 86-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
24. 861 მუხლის პირველი – მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
25. 862 მუხლი ამოღებულ იქნეს.
26. 87-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
27. 871 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
28. 872 მუხლი ამოღებულ იქნეს.
29. 88-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
30. 883 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2005 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყონ საოლქო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაციასთან, ასევე სააპელაციო სასამართლოების შექმნასთან დაკავშირებული სამართლებრივი, საკადრო, ორგანიზაციული და სხვა საკითხების გადაწყვეტა.“.
31. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 884, 885 და 886 მუხლები:
„მუხლი 884. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების ლიკვიდაცია
1. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2006 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ლიკვიდაცია.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
4. ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
მუხლი 885. საქმეების ერთპიროვნულად განხილვა სააპელაციო სასამართლოში
სააპელაციო სასამართლო 2006 წლის 1 ივნისამდე ერთპიროვნულად განიხილავს იმ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.
მუხლი 886. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება 2006 წლის 1 იანვრიდან.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრი მოსამართლის არჩევის მიზნით, 2006 წლის 1 მარტამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იწვევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომას, რომელიც უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა არანაკლებ 1/3. სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ამ პუნქტით დადგენილი წესით არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება იწყება 2006 წლის 1 მარტიდან.
3. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრი აირჩიოს 2006 წლის 1 მარტამდე. ამ პუნქტით დადგენილი წესით არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება იწყება 2006 წლის 1 მარტიდან.
4. საქართველოს გენერალური პროკურორის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილება იწყება 2006 წლის 1 მარტიდან.
5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც დაინიშნენ (აირჩნენ) 2005 წლის 1 ნოემბრამდე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წევრებისა, განაგრძობენ უფლებამოსილების შესრულებას თავისი უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა მე-6 და მე-13 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის მე-13 პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 25 ნოემბერი.
№2125–IIს
დოკუმენტის კომენტარები