„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2040
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18(25), 01/06/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.000.563
  • Word
2040
28/05/1999
სსმ, 18(25), 01/06/1999
110.050.000.04.001.000.563
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-11 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აგრეთვე მოსამართლე და მსაჯულები“.

2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. საქმეთა განხილვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში

რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, სადაც ყველა საქმე განიხილება ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, კანონით დადგენილი წესით.“.

3. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი ან მეტი მოსამართლეა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს ამ სასამართლოს მოსამართლეთაგან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი“.

4. მე-20 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს იუსტიციის საბჭოს თანხმობით“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 6. თითოეულ კოლეგიასა და პალატას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი კოლეგიისა და პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეთაგან 5 წლისა ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი“.

5. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებანი

1. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ახორციელებს ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;

ბ) საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას.

2. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის ან პალატის უხუცესი თავმჯდომარე.“.

6. 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში სიტყვები „5 წლის ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „ვადით არა უმეტეს 5 წლისა“.

7. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 34. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეების მოადგილეთა უფლებამოსილებანი

1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;

ბ) თავმჯდომარეობს სასამართლოს ერთ-ერთ კოლეგიას ან პალატას;

გ) უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით (ბრძანებით) ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის, აგრეთვე სასამართლოს აპარატის მოხელეებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

დ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

ე) კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეებისაგან შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს სასამართლოს თავმჯდომარეს;

ვ) უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე“.

8. თავი VI ამოღებულ იქნეს.

9. 47-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „სააპელაციო და“ შეიცვალოს სიტყვებით „სასამართლოების, აგრეთვე“.

10. 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ დევნას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

11. 59-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. 73-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტში სიტყვების „აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „როგორც წესი“, ხოლო ციფრი „5“ შეიცვალოს ციფრით „1“;

ბ) მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „იმ მოსამართლეთა ერთობლივი წარდგინებით, რომელთა თანაშემწედაც იგი უნდა დაინიშნოს.“;

გ) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და სააპელაციო“.

13. 74-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. 75-ე მუხლში სიტყვების „იმ პირთაგან, რომლებსაც“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „როგორც წესი“.

15. კანონის XII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XII

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია

    მუხლი 77. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია

1. საქართველოს მოსამართლთა კონფერენცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. მოსამართლეთა კონფერენცია შედგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოებისა და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან.

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია იცავს და განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს სასამართლოებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცებას, მოსამართლეთა ავტორიტეტის ამაღლებას.

3. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ქარტიით, რომელიც განსაზღვრავს ამ საქმიანობის ძირითად პრინციპებს. ქარტიას, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს მოსამართლეთა კონფერენცია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

    მუხლი 78. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სისტემაში, ამ კანონის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, იქმნება:

ა) ადმინისტრაციული კომიტეტი;

ბ) საკოორდინაციო საბჭო;

გ) სადისციპლინო საბჭო.

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი შედგება 9 წევრისაგან. კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს აქტები საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე. აქტებს დასამტკიცებლად წარუდგენს მოსამართლეთა კონფერენციას.

3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია რეგლამენტით დადგენილი წესით, 3 წლის ვადით. მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მუშაობას ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

4. მოსამართლეთა კონფერენციის საკოორდინაციო საბჭო შედგება ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დანიშნული მმართველი მოსამართლეებისა და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული სხვა მოსამართლეებისაგან, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 5 წლით.

5. საკოორდინაციო საბჭო თავის სხდომაზე ხმების უმრავლესობით ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს. საკოორდინაციო საბჭოს წევრი მმართველი მოსამართლეები პასუხისმგებელნი არიან საერთო სასამართლოებში ადმინისტრირების პოლიტიკის გატარებასა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაზე.

6. სადისციპლინო საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.

    მუხლი 79. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილებანი

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია:

ა) ირჩევს ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობასა და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს;

ბ) ირჩევს სადისციპლინო საბჭოს შემადგენლობას;

გ) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიას, ადმინისტრაციული კომიტეტის, საკოორდინაციო საბჭოს დებულებასა და მუშაობის წესს;

დ) ისმენს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელის, საკოორდინაციო საბჭოს, სადისციპლინო კომიტეტისა და საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარეების ყოველწლიურ ანგარიშს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;

ე) მიმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით;

ვ) ახორციელებს კანონით, ქარტიითა და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ზ) საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის კოდექსს.

    მუხლი 80. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობის წესი

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას იწვევენ ექვს თვეში ერთხელ მაინც. რიგგარეშე კონფერენციას იწვევენ ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით. მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

2. მოსამართლეთა კონფერენციის სხდომები ღიაა. მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ამ კანონით განსაზღვრული მისი სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება კონფერენციის რეგლამენტითა და აღნიშნული სტრუქტურული დანაყოფების დებულებებით.

    მუხლი 801. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციები

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომურ რესპუბლიკებში იქმნება ამ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) და უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო–ავტონომიური რესპუბლიკების მოსამართლეთა კონფერენცია.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მოსამართლეთა კონფერენციების ფუნქციები, ორგანიზაციული სტრუქტურა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება კანონით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საერთო სასამართლოების მოსამართლეები შედიან საქართველოს საერთო სასამართლოების შემადგენლობაში და შეიძლება არჩეულ იქნენ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელ ორგანოებში.“.

16. 852 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის:

ა.ა) პირველი წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „როგორც სააპელაციო მოსამართლე“;

ა.ბ) მე-2 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ ამ პუნქტში მითითებული მოსამართლე უარს განაცხადებს საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავებაზე, მაშინ ის მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა სასამართლოში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა, შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) მხოლოდ საერთო საკონკურსო წესით.“.

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8-9 პუნქტები:

„8. საქართველოს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება იმავდროულად დაეკისროთ საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. მოსამართლის მიმაგრების წესი და პირობები განისაზღვრება კანონით.

9. ამ კანონის მე-17 მუხლში მითითებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამ სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს.“.

17. 861 მუხლის მე-7 პუნქტში სიტყვების „რაიონულ (საქალაქო)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს“, ხოლო სიტყვების „რაიონის (ქალაქის)“ შემდეგ – სიტყვები „თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს“.

18. 862 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში მიღებული ყველა საქმე, რომელთა განხილვა არ დამთავრებულა 1999 წლის 1 მაისამდე, გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით გასანაწილებლად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რაიონის (ქალაქის) სასამართლოებში 1999 წლის 15 მაისამდე განსჯადობით შესული საქმეები, რომლებიც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით 1995 წლის 15 მაისიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ან თბილისის და ქუთაისის საოლქო სასამართლოების განსჯადია, განსახილველად გადაეცეს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებს.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში მიღებული ის საქმეები, რომლებიც საქართველოს ახალი საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით ექვემდებარება თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების განსჯადობას და რომელთა სასამართლო განხილვა დაიწყო, მაგრამ არ დამთავრებულა 1999 წლის 15 მაისამდე, განიხილოს და დაამთავროს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.“.

19. 871 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნული (არჩეული) მოსამართლე მოვალეა გაიაროს სპეციალური სასწავლო კურსი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. 2001 წლის 1 იანვრამდე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური სასწავლო კურსის გავლის წესსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო.“;

20. 872 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

     „მუხლი 872. მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსის გავლა გარდამავალ პერიოდში

მოსამართლის თანაშემწე, რომელიც თანამდებობაზე დაინიშნება სასწავლო კურსის გავლის გარეშე 2000 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია თანამდებობაზე დანიშვნიდან არა უგვიანეს ერთი წლისა გაიაროს აღნიშნული კურსი კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

21. 88-ე მუხლში სიტყვები „სააპელაციო სასამართლოებში“ შეიცვალოს სიტყვებით „საოლქო სასამართლოში, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამის უმაღლეს სასამართლოში“.

22. 89-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-3-6 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-2-5 პუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 28 მაისი.

№2040IIს