„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38(45), 04/08/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.000.646
  • Word
2282
22/07/1999
სსმ, 38(45), 04/08/1999
110.050.000.04.001.000.646
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 881მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 881. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა გარდამავალ პერიოდში

1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების გარდა, დისციპლინური დევნის აღძვრისა და მათი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს იუსტიციის საბჭოს – საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეებსა და ამ რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებს – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ;

გ) საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს – ამ სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ.

2. დისციპლინური გადაცდომის ხასიათის გათვალისწინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია წარდგინებით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო დისციპლინური გადაცდომისათვის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს ერთობლივი წარდგინებით მიმართავენ საქართველოსა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოები. დისციპლინური გადაცდომისათვის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წარდგინებით მიმართავს ამ რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კანონის ამოქმედებამდე საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინურ სახდელთა სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. 89-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვების „47-ე მუხლის მე-2-3 და მე-6 პუნქტების,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „56-58-ე მუხლების“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. 56-58-ე მუხლები ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან“, ხოლო მე-4 და მე-5 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-5 და მე-6 პუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივლისი.

№2282რს