საერთო სასამართლოების შესახებ

  • Word
საერთო სასამართლოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 767
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.05.001.000.220
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
767
13/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
110.050.000.05.001.000.220
საერთო სასამართლოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/07/2008 - 15/07/2008)

საქართველოს ორგანული კანონი  

საერთო სასამართლოების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სასამართლო ხელისუფლება

1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.

2. მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.

3. ეს კანონი განსაზღვრავს საერთო სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლის სამართლებრივ მდგომარეობას.

    მუხლი 2. საერთო სასამართლოების სისტემა

1. საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.

2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია.

3. სამხედრო სასამართლოები შეიძლება შეიქმნას საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოების შექმნის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება კანონით.

4. საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

    მუხლი 3. უფლების სასამართლო წესით დაცვა

1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.

2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

    მუხლი 4. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულობა

1. სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის.

2. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული წესით.

3. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 5. გადაწყვეტილების გამოტანა საქართველოს სახელით

საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.

    მუხლი 6. თანასწორობა კანონისა და სასამართლოს წინაშე

1. მართლმსაჯულება ხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე საქმეში მონაწილე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე.

2. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

    მუხლი 7. მოსამართლის დამოუკიდებლობა

1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებას, შეთანხმებას და კანონს. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.

2. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

3. თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციას არ შეესაბამება კანონი ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კონსტიტუციის შესაბამისად.

    მუხლი 8. სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა

1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა.

2. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.

    მუხლი 9. პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისათვის

მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე სასამართლოს სხდომაზე დამსწრე პირთა ისეთი ქმედება, რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობას გამოხატავს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 10. სამართალწარმოების ენა

სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. თარჯიმნის მომსახურება ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

    მუხლი 11. გადაწყვეტილების მიღება

მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად, ხოლო მოსამართლეები–კოლეგიურად. სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას გადაწყვეტილება გამოაქვს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

     მუხლი 111. სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება

     სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი №3187 - სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.177

    მუხლი 12. საქმის განხილვის საქვეყნოობა

1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე.

2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საქვეყნოდ.

     4. სასამართლოს შენობაში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა დაიშვება სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული გადაწყვეტილებით.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5288 - სსმ I,  №29, 27.07.2007 წ., მუხ.300

თავი II

რაიონული (საქალაქო) სასამართლო

    მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნა

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

2. რაიონული სასამართლო იქმნება რაიონში (რაიონებში), გარდა ქალაქის რაიონისა (რაიონებისა).

3. საქალაქო სასამართლო იქმნება ქალაქში, რომელიც არ შედის არც ერთ რაიონში.

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №489 - სსმ I, №31, 27.10.2004 წ., მუხ.141

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 14. მოსამართლეთა რაოდენობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო შედგება არანაკლებ ორი მოსამართლისაგან.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

    3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №489 - სსმ I, №31, 27.10.2004 წ., მუხ.141

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 15. საქმეთა განხილვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც მის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განიხილავს ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.

2. მაგისტრატი მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის ორგანული კანონი №1898 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.51

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

     მუხლი 151. მოსამართლეთა სპეციალიზაცია

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორე – სამოქალაქო და სხვა კატეგორიის საქმეებს, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მოსამართლეთა სპეციალიზაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის მქონე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები (შემდგომში – სასამართლო კოლეგიები).

3. სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობას ადგენს და სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

     4. სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

     5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა იმავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში), ასევე მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №489 - სსმ I, №31, 27.10.2004 წ., მუხ.141

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 16. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

    მუხლი 17. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს ამ სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიათა თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. (ამოღებულია).

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) პირადად განიხილავს საქმეებს, თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას;

ბ) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოხელეებსა და სხვა თანამშრომლებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;

გ) კანონით დადგენილი წესით ანაწილებს განსახილველად რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს;

დ) ორგანიზაციას უწევს სასამართლოს მუშაობას;

ე) იღებს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;

    ზ) ახორციელებს ამ კანონის 151 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;

თ) შეისწავლის სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზებს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;

    ი) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნების შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა;

    ი1) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საპროცესო კანონმდებლობით;

    კ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

    4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის) თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №489 - სსმ I, №31, 27.10.2004 წ., მუხ.141

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 18. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთი-ერთი მოსამართლე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე. სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისად ის მოსამართლე ან ის სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.

11. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.

2. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ამ სასამართლოს მეორე მოსამართლე.

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №489 - სსმ I, №31, 27.10.2004 წ., მუხ.141

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

თავი III

  სააპელაციო სასამართლო

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

    მუხლი 19. სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 20. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა

1. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. სააპელაციო სასამართლოში იქმნება:

ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;

ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;

გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;

დ) საგამოძიებო კოლეგია.

3. სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში.

5. თითოეულ პალატასა და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

7. სააპელაციო სასამართლოს, პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 21. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება

1. სააპელაციო სასამართლო საპროცესო კანონით დადგენილი წესით, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.

2. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

    მუხლი 22. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო პალატას ან საგამოძიებო კოლეგიას;

ბ) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოხელეებსა და სხვა თანამშრომლებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;

გ) იღებს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

დ) უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;

ე) ამ კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ავალებს საქმის განხილვაში მონაწილეობას ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში;

ვ) კანონით დადგენილი წესით განსახილველად ანაწილებს სასამართლოში შემოსულ საქმეებსა და სხვა მასალებს;

    ზ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნების შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა;

   1) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საპროცესო კანონმდებლობით;

    თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №2102 - სსმ I, №25(32), 02.07.1999 წ., მუხ.125

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

     მუხლი 23. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება

1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ახორციელებს ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;

ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას.

    2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის უხუცესი თავმჯდომარე.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

                                                                                   თავი IV

                                                                               (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 24. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 25. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 26. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 27. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

თავი V

                                                                             (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

    მუხლი 28. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

    მუხლი 29. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

     მუხლი 30. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

    მუხლი 31. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

    მუხლი 32. (ამოღებულია)

    მუხლი 33. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №2102 - სსმ I, №25(32), 02.07.1999 წ., მუხ.125

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

    მუხლი 34. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

თავი VI

(ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 35. (ამოღებულია)

    მუხლი 36. (ამოღებულია)

    მუხლი 37. (ამოღებულია)

    მუხლი 38. (ამოღებულია)

    მუხლი 39. (ამოღებულია)

    მუხლი 40. (ამოღებულია)

    მუხლი 41. (ამოღებულია)

    მუხლი 42. (ამოღებულია)

    მუხლი 43. (ამოღებულია)

    მუხლი 44. (ამოღებულია)

    მუხლი 45. (ამოღებულია)

     მუხლი 451. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

     მუხლი 452. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

     მუხლი 453. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 454. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

თავი VII

  მოსამართლე. მისი დანიშვნის წესი

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

    მუხლი 46. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს

1. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2. მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც განთავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.

3. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ჩაითვლება მოსამართლეობის კანდიდატად მას შემდეგ, რაც შეიტანს განცხადებას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ კანონის 68-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და მისი შედეგები ძალაშია მუდმივად, გარდა ამ კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის ორგანული კანონი №2152 - სსმ I,  №11, 10.05.2003 წ., მუხ.57

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

    მუხლი 47. მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესი

1. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენა ხდება კონკურსის წესით.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას აცხადებს კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის გამოცხადებისას. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ხოლო მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 7 დღეში – კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. დეკლარაციის ტექსტი არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ატარებს კონკურსს.

4. კანდიდატის საკონკურსო წესით შერჩევა ხდება საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების, კანდიდატის საქმიანი და მორალური რეპუტაციის, წარდგენილი საკითხების თავისუფლად და მიუკერძოებლად შეფასების უნარის გამოვლენის, პროფესიული მუშაობის გამოცდილებისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

5. კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატს მოსამართლის თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

6. თუ კონკურსის საფუძველზე ვერ შეირჩა მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან სამი თვის ვადაში აცხადებს ახალ კონკურსს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

7. (ამოღებულია).

8. ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნული მოსამართლე თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მხოლოდ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ.

9. (ამოღებულია).

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 - პარლამენტის უწყებანი44, 11.11.1997 წ., გვ.85

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №3134 - სსმ I, №16, 29.05.2006 წ., მუხ.113

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

     მუხლი 471. სხვა სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის წესი

     ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში, ამ კანონის 47-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე მისივე თანხმობით, კონკურსის გარეშე გამწესდეს ქვემდგომი, შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკურსი შესაბამის ვაკანსიაზე არ არის გამოცხადებული.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

    მუხლი 48. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა

    რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 49. მოსამართლის უფლებამოსილების ვადა

1. საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა ათი წელი.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გავიდა მისი მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე, მაშინ მოსამართლის უფლებამოსილება გრძელდება აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის.

3. მოსამართლის სხვა სასამართლოში გამწესების შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე მისი სამოსამართლო უფლებამოსილების დაწყებამდე, იგი არ შეიძლება ჩამოცილებულ იქნეს იმ საქმის განხილვისაგან, რომელიც მის წარმოებაში იყო სხვა სასამართლოში გამწესების დროს.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის ორგანული კანონი №2357 - სსმ I,  №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.188

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის ორგანული კანონი №331 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.50

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

    მუხლი 50. მოსამართლის ფიცი

თანამდებობის დაკავებამდე მოსამართლე, რომელსაც პირველად ნიშნავენ ამ თანამდებობაზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე დებს ფიცს. ფიცის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 51. მოსამართლის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

    მუხლი 52. მოსამართლის ხელშეუხებლობა

1. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა – საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან საქართველოს პარლამენტს. თუ ისინი არ მისცემენ თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

თავი VIII

მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება. მოსამართლის პასუხისმგებლობა

    მუხლი 53. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება

რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 54. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი

1. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) წელიწადში ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობა;

გ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;

     დ) მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ზ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

თ) 65 წლის ასაკის მიღწევა;

) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;

) (ამოღებულია);

) (ამოღებულია);

) ამ კანონით განსაზღვრული მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლა;

) გარდაცვალება;

) სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაცია, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირება;

პ) სხვა სასამართლოში დანიშვნა;

ჟ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა;

რ) საპატიო მიზეზის გარეშე, დადგენილ ვადაში სპეციალური სასწავლო კურსის გაუვლელობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისათვის აუცილებელია სადისციპლინო კოლეგიის წარდგინების არსებობა.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 - პარლამენტის უწყებანი44, 11.11.1997 წ., გვ.85

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

     მუხლი 541. მოსამართლის სხვა სასამართლო თანამდებობაზე გამწესება და თანამდებობიდან მისი გათავისუფლება სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს

1. სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირების შემთხვევაში მოსამართლეს, წინასწარი წერილობითი თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან მისთვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების შეუძლებლობის შემთხვევაში აღნიშნული მოსამართლე, სასამართლოს ლიკვიდაციიდან ან მოსამართლის თანამდებობის შემცირებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და წინასწარი წერილობითი თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ირიცხება რეზერვში მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

    3. მოსამართლე, რომელიც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით და არ ამორიცხულა რეზერვიდან, მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იღებს თანამდებობრივ სარგოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით. მას წინასწარი წერილობითი თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

    მუხლი 55. მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან

1. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსამართლე ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.

2. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი წარდგინების საფუძველზე იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ მოსამართლეთა ჩამოცილება საქმის განხილვისაგან ავტომატურად იწვევს მოსამართლეთა ჩამოცილებას სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, მოსამართლის მიმართ ჩერდება ხელფასისა და სხვა მატერიალური შეღავათების გაცემა.

    5. მოსამართლეს, გამართლების შემთხვევაში, მიუღებელი ხელფასი და სხვა მატერიალური შეღავათები სრულად აუნაზღაურდება.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 56. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინური სახდელის სახეები, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 - პარლამენტის უწყებანი44, 11.11.1997 წ., გვ.85

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

    მუხლი 57. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

    მუხლი 58. (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

    მუხლი 59. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

თავი IX

                                                   საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

    მუხლი 60. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

1. მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და სასამართლო ხელისუფლების მიერ გამწესებული 15 წევრისაგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული წევრები.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს პარლამენტის 3 წევრი და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად შედის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში.

41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრიდან 1 წევრი არჩეული უნდა იქნეს იმ ფრაქციიდან (ფრაქციებიდან), რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, ან საქართველოს პარლამენტის იმ წევრთაგან, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

5. საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 2 წევრი.

6. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით არჩეული 8 წევრი, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი, თუ იგი არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე.

7. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად გამწესებისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა, გარდა იმ პირებისა, რომლებიც თანამდებობრივად შედიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში.

8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თუ იგი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი, შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, გარდა იმ წევრებისა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან, და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა, უფლებამოსილების ვადა შეადგენს 4 წელს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 30 დღისა და არა უგვიანეს 7 დღისა. ამ კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო თუ ამ ვადაში საქართველოს პარლამენტის სხდომები არ ტარდება, მაშინ – პარლამენტის უახლოეს სხდომაზე.

10. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, თუ იგი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ან მოსამართლე, არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან თვითმმართველობის ორგანოში, ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.

11. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

13. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საბჭოს მდივანი, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა.

14. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №685 - სსმ I,  №41, 30.12.2004 წ., მუხ.199

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №3134 - სსმ I, №16, 29.05.2006 წ., მუხ.113

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის ორგანული კანონი №103 - სსმ I,  №13, 16.07.2008 წ., მუხ.103

    მუხლი 61. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

    მუხლი 62. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლება თავისი უფლებამოსილების  განხორციელებისაგან

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, გარდა იმ წევრებისა, რომლებიც თანამდებობრივად შედიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა;

გ) წელიწადში ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

დ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ე) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ვ) სასამართლოს მიერ ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარება;

ზ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

თ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ი) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;

კ) გარდაცვალება.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გაათავისუფლოს მის მიერ დანიშნული წევრი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლის და თანამდებობის მიხედვით შემავალი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა, მოსამართლის და თანამდებობის მიხედვით შემავალი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება (გადაყენება).

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი №11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 63. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებანი

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:

ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს;

ბ) განსაზღვრავს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას;

გ) განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას;

დ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას და სტრუქტურას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საერთო სასამართლოების, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი, აპარატის სტრუქტურას და საშტატო რაოდენობას;

ე) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს;

ვ) განიხილავს სასამართლოს სტატისტიკის ანალიზის მასალებს;

ზ) კანონით გათვალისწინებული წესით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;

თ) ისმენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშს;

ი) იღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით მოსამართლეების წახალისების შესახებ;

კ) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე;

ლ) (ამოღებულია);

მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამტკიცებს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 64. (ამოღებულია)

    მუხლი 65. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ   საკითხის გადაწყვეტის წესი

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხები და მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სადისციპლინო საკითხები და მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მის სხდომას ესწრება იმ წევრთა ნახევარზე მეტი, რომლებიც არ არიან საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები.

2. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა.

21. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, მათ შორის, ამ კანონის მე-60 მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული თითო წევრი მაინც.

     3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს კენჭისყრით.

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №3134 - სსმ I, №16, 29.05.2006 წ., მუხ.113

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 66. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. მდივნის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა თანამდებობასთან.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:

ა) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეებს და აპარატის სხვა მოსამსახურეებს;

გ) ამზადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 67. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია

1. მოსამართლეობის კანდიდატების საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობასა და დებულებას.

2. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია იქმნება გამოცდების ჩატარებამდე არა უადრეს ათი დღისა და მისი შემადგენლობა არ შეიძლება გამოცხადდეს გამოცდების დამთავრებამდე.

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 68. საკვალიფიკაციო გამოცდა

1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს.

2. გამოცდის ჩატარების წესსა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს გამოცდას ტესტური მეთოდით, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდეგ პირი აბარებს წერით გამოცდას. გამოცდა ტესტური მეთოდით და წერითი გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი;

ბ) სისხლის სამართალი;

გ) სისხლის სამართლის პროცესი;

დ) სამოქალაქო სამართალი;

ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი;

ვ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;

ზ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

4. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი კარგავს ძალას, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან შვიდი წლის განმავლობაში არ გამწესდება მოსამართლის თანამდებობაზე.

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 69. სპეციალური სასწავლო კურსი

1. ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნული მოსამართლე და პირი, რომელსაც ამ კანონის 852 მუხლის შესაბამისად დაეკისრა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება, თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მხოლოდ სამოსამართლო სწავლების ცენტრში სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობას ვადით არა უმეტეს 3 თვისა განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. სპეციალური სასწავლო კურსის გავლის ვალდებულებისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.

3. დასკვნას კანდიდატის მიერ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შედეგების შესახებ იძლევა სამოსამართლო სწავლების ცენტრი.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 2000 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №192 - სსმ I,  №8, 15.03.2000 წ., მუხ.11

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის ორგანული კანონი №331 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.50

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

თავი X

საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

    მუხლი 70. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

1. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.

2. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.

3. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე.

4. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 71. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამოსილება

საერთო სასამართლოების დეპარტამენტი:

ა) განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად;

ბ) უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით;

გ) უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით;

დ) ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას;

ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

თავი XI

სასამართლოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

    მუხლი 72. სასამართლოს აპარატი

1. მართლმსაჯულების განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქმედებენ სასამართლოთა აპარატები.

2. სასამართლოს აპარატი ექვემდებარება შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს.

3. სასამართლოს აპარატის თანამშრომლები არიან სახელმწიფო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება შესაბამისი კანონმდებლობა.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

    მუხლი 73. მოსამართლის თანაშემწე

1. მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, მათ განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლოს სხდომის განსახილველად, მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.

2. მოსამართლის თანაშემწედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და, როგორც წესი, გავლილი აქვს სამთვიანი სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში, ან აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად მუშაობის 1 წლის გამოცდილება, ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსულტანტად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, ანდა ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

3. მოსამართლის თანაშემწეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე.

    4. რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ სასამართლოებში მოსამართლეთა თანაშემწეების რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის ორგანული კანონი №331 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.50

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

    მუხლი 74. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 75. სასამართლოს სხდომის მდივანი

სასამართლოში საქმეები იხილება სასამართლოს სხდომის მდივნის მონაწილეობით. სხდომის მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე იმ პირთაგან, რომლებსაც როგორც წესი გავლილი აქვთ სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში ან აქვთ სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის ორგანული კანონი №331 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.50

    მუხლი 76. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

თავი XI1

სასამართლოს მანდატური

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

    მუხლი 761. სასამართლოს მანდატური, სასამართლოს მანდატურის სამსახური

1. საერთო სასამართლოს აპარატის სტრუქტურაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასამართლოს მანდატურის სამსახური, რომლის ამოცანაა საერთო სასამართლოს შენობის და სასამართლოს შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, ასევე კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. სასამართლოების მანდატურის სამსახურების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და კონტროლს ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

3. სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე.

4. სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი არის 50 წელი.

5. სასამართლოს მანდატურად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი.

6. სასამართლოს მანდატური სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ატარებს სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს. სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №3134 - სსმ I, №16, 29.05.2006 წ., მუხ.113

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 762. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი

1. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე.

2. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის 761 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი.

3. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სასამართლოს მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს სასამართლოს მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის;

ბ) უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას;

გ) აძლევს შესაბამის მითითებებს სასამართლოს მანდატურებს მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით;

დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

    მუხლი 763. სასამართლოს მანდატურის უფლება-მოვალეობანი

1. სასამართლოს მანდატური:

ა) უზრუნველყოფს მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოებას;

ბ) ახორციელებს სასამართლოს შენობასა და სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას;

გ) ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მითითებებს წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;

დ) იცავს სასამართლოს შენობას;

ე) ამოწმებს სასამართლო პროცესის დაწყებისათვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნას, მოსამართლის მითითებით უზრუნველყოფს სასამართლო სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმისა და ნივთმტკიცებების გადატანას და დაცვას;

ვ) აღკვეთს სასამართლოს შენობაში სამართალდარღვევას, ავლენს დამრღვევებს, აუცილებლობის შემთხვევაში აკავებს მათ პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ადგენს ამის თაობაზე დაკავების ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სასამართლოს მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვს:

ა) გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

ბ) აუცილებლობის შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს პოლიციას.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №3134 - სსმ I, №16, 29.05.2006 წ., მუხ.113

    მუხლი 764. სასამართლოს მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების შემთხვევები და წესი

1. სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა, შედარებით მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

2. სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;

ბ) მოსამართლეებზე, სასამართლო პროცესის მონაწილეებზე, მოწმეებსა და სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ პირებზე თავდასხმის მოგერიებისას;

გ) სასამართლოს მანდატურისათვის მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისას;

დ) დაკავებული პირის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმის ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ.

3. სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია, იარაღი გამოიყენოს შემდეგ შემთხვევებში:

ა) შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებისას ან მისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;

ბ) მოსამართლეზე, სასამართლო პროცესის მონაწილეზე, მოწმეზე ანდა სასამართლო სხდომის დარბაზში ან სასამართლოს შენობაში მყოფ პირზე შეიარაღებული თავდასხმისას.

4. ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების დროს სასამართლოს მანდატური ვალდებულია:

ა) გააფრთხილოს პირები ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების შესახებ, მისცეს მათ საკმარისი დრო იმისათვის, რათა შეასრულონ მისი მოთხოვნები, იმ შემთხვევის გარდა, როცა დაყოვნება გამოიწვევს სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნას ან სხვა მძიმე შედეგებს, ან როდესაც წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია;

ბ) ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს;

გ) ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების ნებისმიერ შემთხვევაში, მათი გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში წერილობით შეატყობინოს ამის შესახებ სასამართლოს თავმჯდომარეს;

დ) ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენებისას საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

     5. აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენება ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული უნარის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ. ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული უნარის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. იარაღის გამოყენება ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული უნარის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ დასაშვებია მხოლოდ მათ მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას ან შეიარაღებული თავდასხმისას.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

თავი XII

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

    მუხლი 77. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. მოსამართლეთა კონფერენცია შედგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან.

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია იცავს და განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს სასამართლოებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცებას, მოსამართლეთა ავტორიტეტის ამაღლებას.

     3. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიით და რეგლამენტით. ქარტიას და რეგლამენტს, რომლებიც განსაზღვრავს ამ საქმიანობის ძირითად პრინციპებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს მოსამართლეთა კონფერენცია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

     მუხლი 78. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სისტემაში, ამ კანონის 77-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, იქმნება:

ა) ადმინისტრაციული კომიტეტი;

ბ) (ამოღებულია).

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი შედგება 9 წევრისაგან. კომიტეტი უფლებამოსილია:

ა) მოსამართლეთა კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და საბჭოს სხვა წევრები;

1) საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით, სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობაში აირჩიოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები;

ბ) (ამოღებულია);

) მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს აქტები საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე. აქტებს დასამტკიცებლად წარუდგენს მოსამართლეთა კონფერენციას.

3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია 3 წლის ვადით. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი, თუ ის არ არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №3134 - სსმ I, №16, 29.05.2006 წ., მუხ.113

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 79. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილებანი

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია:

ა) ირჩევს ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობასა და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს;

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს;

1) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით, სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობაში ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს;

) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს;

დ) ისმენს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელის, საკოორდინაციო საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეების ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;

ე) (ამოღებულია);

ვ) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ზ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის კოდექსს.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №2102 - სსმ I, №25(32), 02.07.1999 წ., მუხ.125

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 80. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობის წესი

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას იწვევენ წელიწადში ერთხელ მაინც. რიგგარეშე კონფერენციას იწვევენ ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით. მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

2. მოსამართლეთა კონფერენციის სხდომები ღიაა. მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ამ კანონით განსაზღვრული მისი სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება კონფერენციის რეგლამენტითა და აღნიშნული სტრუქტურული დანაყოფების დებულებებით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

     მუხლი 801. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

                                                                            თავი XIII

საერთო სასამართლოების დაფინანსება. მოსამართლეების სოციალური დაცვა

    მუხლი 81. საერთო სასამართლოების დაფინანსება

1. საქართველოს საერთო სასამართლოთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

2. (ამოღებულია).

3. სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინადადებების საფუძველზე საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4. სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ მოსამართლეთა კონფერენციის თანხმობით.

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის ორგანული კანონი №421 - სსმ I, №27, 05.10.2004 წ., მუხ.128

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 82. მოსამართლის ხელფასი და სოციალური დაცვა

1. მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება კანონით.

2. მოსამართლის ხელფასი და მატერიალური შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. დაუშვებელია მოსამართლის ხელფასის შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

3. მოსამართლეს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ვრცელდება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც თანამდებობაზე დაინიშნენ ამ კანონის 46–49-ე მუხლების და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

    5. თბილისის ყოფილი საქალაქო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს და ყოფილი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, რომლებსაც 1999 წლის 15 მაისიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდათ სამოსამართლო უფლებამოსილება და ამ კანონის ამოქმედებამდე ან მას შემდეგ მიაღწიეს საპენსიო ასაკს და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, საპენსიო ასაკის მიღწევის ან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1783 - სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.147

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის ორგანული კანონი №2602 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.175

საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №685 - სსმ I,  №41, 30.12.2004 წ., მუხ.199

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2452 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.384

თავი XIV

სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები

    მუხლი 83. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები და მათი დამტკიცების წესი

1. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოებია მოსამართლის თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. მოსამართლე საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით. ჩაცმულობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

    მუხლი 84. სასამართლოს ბეჭედი

სასამართლოს ბეჭედზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და სასამართლოს დასახელება.

თავი XV

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 85. ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ღონისძიებები

1. (ამოღებულია).

2. (ამოღებულია).

    3. „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით დაინიშნებიან 1999 წლის 15 მაისამდე. მათ მიერ სამთვიანი სპეციალური კურსის გავლის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო.

4. (ამოღებულია).

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა, ორგანიზაცია და უფლებამოსილება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილება, საკვალიფიკაციო ატესტაციის წესი და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, აგრეთვე მათი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

    6. “მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოსამართლის ხელფასი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №2102 - სსმ I, №25(32), 02.07.1999 წ., მუხ.125

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

     მუხლი 851. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

     მუხლი 852. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება ახალი სასამართლო სისტემის ამოქმედების შემდეგ

     1. თუ რაიონული (საქალაქო) ან საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური დარჩა 1999 წლის 15 მაისის შემდეგ, ახალი მოსამართლის უფლებამოსილების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს იუსტიციის საბჭოს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – საქართველოს იუსტიციის საბჭოსა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს ერთობლივი წარდგინებით, კანონ-მდებლობით დადგენილი წესითა და საფუძვლებით, წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, თავისი განკარგულებით სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება დააკისროს იმ პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ამ კანონით გათვალისწინებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ან ატესტაცია, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – პირს, რომელიც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა ამ კანონის 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე. ახალი კონკურსი მოსამართლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად უნდა დაინიშნოს ბოლო კონკურსის ჩატარებიდან ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოსამართლის დანიშვნაზე უარის თქმიდან არა უგვიანეს თვრამეტი თვისა. თუ ამ კანონის შესაბამისად დანიშნული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება არ იწყება 1999 წლის 15 მაისს, მისი უფლებამოსილების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის საბჭოს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – საქართველოს იუსტიციის საბჭოსა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს ერთობლივი წარდგინებით, ამ პუნქტით დადგენილი წესითა და წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, თავისი განკარგულებით სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება დააკისროს იმ პირს, რომელიც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა ამ კანონის 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.(ძალადაკარგულია) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 26  თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/138,171,179,209 -სსმ IV, №10, 04.03.2003 წ., გვ. 2]

2. თუ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური დარჩა 1999 წლის 15 მაისის შემდეგ, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს ახალი მოსამართლის უფლებამოსილების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საფუძვლებით, წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე გაუგრძელებს უფლებამოსილებას შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეს, რომელმაც ვერ გაიარა ამ კანონის 47-ე მუხლში მითითებული კონკურსი ან 861 მუხლით გათვალისწინებული ატესტაცია.

3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება 1999 წლის 15 მაისამდე შეიძლება დაეკისროს ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშნულ მოსამართლეს.

4. მოსამართლე, რომელიც ამ მუხლის ძალაში შესვლამდე დაინიშნა (აირჩა) თბილისის ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ანდა აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით 1999 წლის 15 მაისიდან სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს სრული ვადით შესაბამისად თბილისის ან ქუთაისის საოლქო სასამართლოს, ანდა აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში. თუ ამ პუნქტში მითითებული მოსამართლე უარს განაცხადებს საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავებაზე, მაშინ ის მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა სასამართლოში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა, შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) მხოლოდ საერთო საკონკურსო წესით.

5. 1999 წლის 15 მაისის შემდეგ რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც გავლილი აქვს ამ კანონის 861 მუხლით დადგენილი სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია, მისი წინასწარი წერილობითი თანხმობისას საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლედ. ამ ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაზე ადრე თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის აღნიშნული თანამდებობა ხდება ვაკანტური და მის დასაკავებლად ცხადდება კონკურსი ამ კანონით დადგენილი წესით. მოსამართლეს, რომელიც ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უარს განაცხადებს მითითებულ თანამდებობაზე, ახალი ვადით მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დაკავება შეუძლია მხოლოდ საერთო საკონკურსო წესით.

6. თუ ატესტირებული მოსამართლე, რომელიც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებდა სამოსამართლო უფლებამოსილებას, ვადაზე ადრე გადადგა თანამდებობიდან, ხოლო ამ თანამდებობაზე საკონკურსო წესით ვერ იქნა შერჩეული ან დანიშნული ახალი მოსამართლე, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე ახალი მოსამართლის უფლებამოსილების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება დაეკისრება იმავე პირს, რომელსაც გადადგომამდე ეკავა ეს თანამდებობა, ხოლო თუ იგი თანახმა არ არის, მაშინ იმ პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ამ კანონით გათვალისწინებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, ან ამ კანონის 861 მუხლის შესაბამისად გავლილი აქვს ატესტაცია, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სხვა პირს, რომელიც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა ამ კანონის 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.

    7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების ატესტირებული მოსამართლე 1999 წლის 15 მაისის შემდეგ სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში ამ მუხლის მე-5–6 პუნქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

    8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს სხვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება იმავდროულად დაეკისროთ საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. მოსამართლის მიმაგრების წესი და პირობები განისაზღვრება კანონით.

     9. ამ კანონის მე-17 მუხლში მითითებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამ სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის ორგანული კანონი №331 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.50

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 26  თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/138,171,179,209-სსმ IV, №10, 04.03.2003 წ., გვ. 2

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

    მუხლი 86. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 1998  წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება №280-9

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

     მუხლი 861. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაცია

1. (ამოღებულია).

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

    4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).

     7. ამ კანონის 82-ე მუხლის მე-2–3 პუნქტები მათი ამოქმედების დღიდან, ხოლო 85-ე მუხლის მე-6 პუნქტი 1999 წლის 15 მაისიდან ვრცელდება აგრეთვე იმ მოსამართლეზე, რომელმაც გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

     მუხლი 862. (ამოღებულია)

     მუხლი 863. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთათვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრებისა და თანამდებობიდან მათი გათავისუფლების წესი

1. 1999 წლის 15 მაისიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ატესტირებულ მოსამართლეს, მისი წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, შეიძლება დაეკისროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

    2. 1999 წლის 15 მაისის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც გაიარა ატესტაცია ამ კანონით დადგენილი წესით, სხვა სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების შეუძლებლობის ანდა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესითა და ვადით მოსამართლის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ან ამ ვადის ფარგლებში ახალ თა-ნამდებობაზე დანიშვნამდე, დადგენილი წესით, იღებს ხელფასს თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული სასამართლოს მოსამართლისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

    მუხლი 87. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

     მუხლი 871. საქმეთა განხილვა საქართველოს საერთო სასამართლოებში. სპეციალური სასწავლო კურსის გავლის წესი

1. საქართველოს საერთო სასამართლოებში 1999 წლის 15 მაისიდან საქმეები განიხილება მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     2. ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნული (არჩეული) მოსამართლე მოვალეა გაიაროს სპეციალური სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში.

     3. (ამოღებულია).

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2000 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №192 - სსმ I,  №8, 15.03.2000 წ., მუხ.11

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

     მუხლი 872. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის ორგანული კანონი №1898 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.51

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

    მუხლი 88. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

     მუხლი 881. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №2282 - სსმ I,  №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.187

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

     მუხლი 882. სასამართლო კოლეგიების მქონე სასამართლოს ამოქმედებისას სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის წესი

     სასამართლოების წარმოებაში მიღებული ყველა საქმე, რომელთა განხილვა არ დამთავრებულა სასამართლო კოლეგიების ან სასამართლოს სპეციალიზებული შემადგენლობის ამოქმედებამდე, გაგრძელდეს ამ კანონითა და საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №489 - სსმ I, №31, 27.10.2004 წ., მუხ.141

    მუხლი 883. საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაცია

    1. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2005 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყონ საოლქო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაციასთან, ასევე სააპელაციო სასამართლოების შექმნასთან დაკავშირებული სამართლებრივი, საკადრო, ორგანიზაციული და სხვა საკითხების გადაწყვეტა.

    2. საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც 2005 წლის 15 ივლისამდე პირველი ინსტანციით წარმოებაში აქვს მიღებული სისხლის სამართლის საქმე, ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თანამდებობიდან თავისუფლდება მის მიერ ამ საქმის განხილვის დასრულებისთანავე.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

     მუხლი 884. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების ლიკვიდაცია

1. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2006 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ლიკვიდაცია.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

4. ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

     მუხლი 885. საქმეების ერთპიროვნულად განხილვა სააპელაციო სასამართლოში

     სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია ერთპიროვნულად განიხილოს 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი ის სააპელაციო საჩივრები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3387 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.205

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №65 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.86

     მუხლი 886. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, წევრების და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის არჩევა

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და იმ წევრებს, რომლებიც გამწესებული არიან ამ კანონის 78-ე და 79-ე მუხლების შესაბამისად, აგრეთვე საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის არჩევამდე.

2. ამ კანონის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი არჩეულ იქნენ 2007 წლის 1 აგვისტომდე ამავე კანონის 78-ე და 79-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულ ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დანიშნოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

    3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც დანიშნეს (აირჩიეს) საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პრეზიდენტმა, განაგრძობენ უფლებამოსილების განხორციელებას თავისი უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №3134 - სსმ I, №16, 29.05.2006 წ., მუხ.113

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

თავი XVI

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 89. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 43-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 44-ე მუხლის, 47-ე მუხლის მე-2–3 და მე-6 პუნქტების, 69-ე მუხლის პირველი პუნქტის და 82-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. 43-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები და 44-ე მუხლი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.

3. 47-ე მუხლის მე-2–3 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

4. (ამოღებულია).

5. 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.

6. 82-ე მუხლი ამოქმედდეს „მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის ორგანული კანონი №1898 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.51

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №2282 - სსმ I,  №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.187

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

    მუხლი 90. ძალადაკარგული ნორმატიული აქტების ნუსხა

1. ამ კანონის ამოქმედებიდან, თუ მისი გარდამავალი ან დასკვნითი დებულებანი სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., №12, მუხ. 391);

ბ) „საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლეთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., №12, მუხ. 389);

გ) „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 243);

დ) „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციების მოწვევისა და ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 245);

ე) „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კლასების დაწესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 251);

ვ) (ამოღებულია);

ზ) (ამოღებულია).

2. 1997 წლის 15 ოქტომბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „სამხედრო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 85);

ბ) „საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 აპრილის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №4, მუხ. 313);

) „საქართველოს რესპუბლიკის რეგიონალური სამხედრო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 26 თებერვლის №170 დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1993წ., თებერვალი).

3. 1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

„საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოებში სასამართლო წარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ნოემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1996 წლის 25 დეკემბერი, №31-32).

4. 1998 წლის 1 მაისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს რესპუბლიკის რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მსაჯულთა არჩევნებისა და გაწვევის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 249);

ბ) „მსაჯულების მიერ სასამართლოში მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 250).

საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

საქართველოს პრეზიდენტი          ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 13 ივნისი.

767II

შეტანილი ცვლილებები:

      1. საქართველოს 1997 წლის 3 სექტემბრის კანონი №834 - პარლამენტის უწყებანი37-38, 10.09.1997 წ., გვ.22

      2. საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 - პარლამენტის უწყებანი44, 11.11.1997 წ., გვ.85

      3. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1259 - პარლამენტის უწყებანი11-12, 14.03.1998 წ., გვ.30

      4. საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №1527 - პარლამენტის უწყებანი27-28, 30.07.1998 წ., გვ.14

      5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 1998  წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება №280-9

     6. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1771 - სსმ I,  №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.9

     7. საქართველოს 1999 წლის 5 მარტის კანონი №1836 - სსმ I,  №8(15), 18.03.1999 წ., მუხ.30

     8. საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის ორგანული კანონი №1898 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.51

     9. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2040 - სსმ I,  №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.72

     10. საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №2102 - სსმ I, №25(32), 02.07.1999 წ., მუხ.125

     11. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №2282 - სსმ I,  №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.187

     12. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის ორგანული კანონი №2357 - სსმ I,  №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.188

     13. საქართველოს 2000 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №192 - სსმ I,  №8, 15.03.2000 წ., მუხ.11

     14. საქართველოს 2000 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №212 - სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.21

     15. საქართველოს 2000 წლის 30 მაისის ორგანული კანონი №331 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.50

     16. საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1414 - სსმ I, №17, 07.06.2002 წ., მუხ.70

     17. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1783 - სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.147

     18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 26  თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/138,171,179,209-სსმ IV, №10, 04.03.2003 წ., გვ. 2

     19. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის ორგანული კანონი №2152 - სსმ I,  №11, 10.05.2003 წ., მუხ.57

     20. საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის ორგანული კანონი №2602 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.175

     21. საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №269 - სსმ I,  №20, 16.07.2004 წ., მუხ.95

     22. საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის ორგანული კანონი №421 - სსმ I, №27, 05.10.2004 წ., მუხ.128

     23. საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №489 - სსმ I, №31, 27.10.2004 წ., მუხ.141

     24. საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №685 - სსმ I,  №41, 30.12.2004 წ., მუხ.199

     25. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1344 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.116

     26. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1734 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.219

     27. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2125 - სსმ I, №53, 19.12.2005 წ., მუხ.346

     28. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2452 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.384

     29. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №3134 - სსმ I, №16, 29.05.2006 წ., მუხ.113

     30. საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი №3187 - სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.177

     31. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3387 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.205

     32. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4217 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.22

     33. საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №4951 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.214

     34. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5288 - სსმ I,  №29, 27.07.2007 წ., მუხ.300

     35. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №65 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.86

     36. საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის ორგანული კანონი №103 - სსმ I,  №13, 16.07.2008 წ., მუხ.103

41. 04/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2257 - სსმ, 41, 08/12/2009 40. 26/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1325 - სსმ, 15, 06/07/2009 39. 19/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1347 - სსმ, 13, 02/07/2009 38. 12/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1181 - სსმ, 12, 29/06/2009 37. 15/07/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 198 - სსმ, 17, 28/07/2008 36. 05/07/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 103 - სსმ, 13, 16/07/2008 35. 27/06/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 65 - სსმ, 12, 14/07/2008 34. 11/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5288 - სსმ, 29, 27/07/2007 33. 19/06/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 4951 - სსმ, 24, 02/07/2007 32. 29/12/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 4217 - სსმ, 2, 04/01/2007 31. 23/06/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3387 - სსმ, 26, 14/07/2006 30. 06/06/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3187 - სსმ, 21, 15/06/2006 29. 25/05/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3134 - სსმ, 16, 29/05/2006 28. 23/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2452 - სსმ, 56, 28/12/2005 27. 25/11/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2125 - სსმ, 53, 19/12/2005 26. 23/06/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1734 - სსმ, 36, 11/07/2005 25. 20/04/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1344 - სსმ, 19, 28/04/2005 24. 21/12/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 685 - სსმ, 41, 30/12/2004 23. 12/10/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 489 - სსმ, 31, 27/10/2004 22. 16/09/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 421 - სსმ, 27, 05/10/2004 21. 30/06/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 269 - სსმ, 20, 16/07/2004 20. 23/07/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2602 - სსმ, 24, 20/08/2003 19. 07/05/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2152 - სსმ, 11, 10/05/2003 18. 26/02/2003 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/138,171,179,209 - სსმ, 10, 04/03/2003 17. 03/12/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1783 - სსმ, 32, 20/12/2002 16. 14/05/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1414 - სსმ, 17, 07/06/2002 15. 30/05/2000 - საქართველოს ორგანული კანონი - 331 - სსმ, 20, 31/05/2000 14. 10/03/2000 - საქართველოს ორგანული კანონი - 212 - სსმ, 9, 21/03/2000 13. 07/03/2000 - საქართველოს ორგანული კანონი - 192 - სსმ, 8, 15/03/2000 12. 23/07/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2357 - სსმ, 38(45), 04/08/1999 11. 22/07/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2282 - სსმ, 38(45), 04/08/1999 10. 22/06/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2102 - სსმ, 25(32), 02/07/1999 9. 28/05/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2040 - სსმ, 18(25), 01/06/1999 8. 16/04/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 1898 - სსმ, 13(20), 01/05/1999 7. 05/03/1999 - საქართველოს კანონი - 1836 - სსმ, 8(15), 18/03/1999 6. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1771 - სსმ, 1(8), 14/01/1999 5. 03/11/1998 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 280-9 - გამოუქვეყნებელი, -, 03/11/1998 4. 17/07/1998 - საქართველოს ორგანული კანონი - 1527 - პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998 3. 20/02/1998 - საქართველოს კანონი - 1259 - პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998 2. 17/10/1997 - საქართველოს ორგანული კანონი - 988 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 1. 03/09/1997 - საქართველოს კანონი - 834 - პარლამენტის უწყებანი, 37-38, 10/09/1997