საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1527
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/07/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.000.401
  • Word
1527
17/07/1998
პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998
110.050.000.04.001.000.401
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს 1997 წლი 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 85-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „1998 წლის 1 აგვისტომდე” შეიცვალოს სიტყვებით“ 1999 წლის 20 იანვრამდე”.

2. 85-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით დაინიშნებიან 1999 წლის 20 იანვრამდე. მათ მიერ სამთვიანი სპეციალური კურსის გავლის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო.”.

3. 86-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „1998 წლის 1 აგვისტოს” შეიცვალოს სიტყვებით „1999 წლის 20 იანვარს”, ხოლო მე-2 და მე-5 პუნქტებში სიტყვები „1998 წლის 1 აგვისტომდე” – სიტყვებით “1999 წლის 20 იანვრამდე”;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტებში სიტყვები „1998 წლის 1 აგვისტოს” შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით “1999 წლის 20 იანვრის” და „1999 წლის 20 იანვარს”.

„4. 88-ე მუხლში და 881 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებში სიტყვები “1998 წლის 1 აგვისტომდე” შეიცვალოს სიტყვებით „1999 წლის 20 იანვრამდე”.

5. 881 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ”.

6. 89-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „1998 წლის 1 აგვისტოდან” შეიცვალოს სიტყვებით „1999 წლის 20 იანვრიდან”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 17 ივლისი.

№1527რს