„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანოში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანოში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 489
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 27/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.001.574
  • Word
489
12/10/2004
სსმ, 31, 27/10/2004
110.050.000.04.001.001.574
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანოში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ.75) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნა

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

2. რაიონული სასამართლო იქმნება რაიონში (რაიონებში), გარდა ქალაქის რაიონისა (რაიონებისა).

3. საქალაქო სასამართლო იქმნება ქალაქში, რომელიც არ შედის არც ერთ რაიონში.

    მუხლი 14. მოსამართლეთა რაოდენობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო შედგება არანაკლებ ორი მოსამართლისაგან.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

     „მუხლი 151. მოსამართლეთა სპეციალიზაცია

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორე – სამოქალაქო და სხვა კატეგორიის საქმეებს, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მოსამართლეთა სპეციალიზაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის მქონე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები (შემდგომში – სასამართლო კოლეგიები).

3. სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობას ადგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით მოსამართლეს შეიძლება დაევალოს საქმის განხილვა ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში).“.

3. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს ამ სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები – სასამართლო კოლეგიათა თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსა-მართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირადად განიხილავს საქმეებს, თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას;“;

ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ კანონის 151 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამართლეს ავალებს საქმის განხილვას ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში);“;

ბ.გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) შეისწავლის სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზებს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;

ი) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.“.

4. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთი-ერთი მოსამართლე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე. სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისად ის მოსამართლე ან ის სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 882 მუხლი:

     „მუხლი 882. სასამართლო კოლეგიების მქონე სასამართლოს ამოქმედებისას სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის წესი

სასამართლოების წარმოებაში მიღებული ყველა საქმე, რომელთა განხილვა არ დამთავრებულა სასამართლო კოლეგიების ან სასამართლოს სპეციალიზებული შემადგენლობის ამოქმედებამდე, გაგრძელდეს ამ კანონითა და საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 12 ოქტომბერი

#489–IIს