„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1771
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1(8), 14/01/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.000.478
  • Word
1771
24/12/1998
სსმ, 1(8), 14/01/1999
110.050.000.04.001.000.478
„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-20 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტში სიტყვები „ირჩევს საოლქო სასამართლო ხუთი წლის ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი“;

ბ) მე-4 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საოლქო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს კოლეგიების თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი“.

2. 24-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის მესამე წინადადებაში სიტყვები „ირჩევს სააპელაციო სასამართლო 5 წლის ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს კოლეგიების თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

გ) მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „(არჩევა)“.

3. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „დანიშვნა (არჩევა)“ შეიცვალოს სიტყვით „არჩევა“.

4. VI თავი ამოღებულ იქნეს.

5. 46-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე პირი, რომელიც განთავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით“;

ბ) მე-3 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ამ კანონის 68-ე მუხლით დადგენილი წესით“.

6. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და მისი შედეგები ძალაშია მუდმივად, გარდა ამ კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

7. 47-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვების „უმაღლესი სასამართლოების“ წინ დაემატოს სიტყვები „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების“;

ბ) მე-2 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვების „საქართველოს იუსტიციის საბჭო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „რაიონულ (საქალაქო), საოლქო და სააპელაციო სასამართლოებში, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები შესაბამისად ამ რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში“, ხოლო მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ხოლო მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 7 დღეში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე.“;

გ) მე-3 პუნქტში სიტყვა „თხუთმეტი“ შეიცვალოს სიტყვით „ოცდაათი“;

დ) მე-6 პუნქტში სიტყვების „საქართველოს იუსტიციის საბჭო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები“, ხოლო სიტყვების „ან პრეზიდენტის“ შემდეგ – სიტყვები „აგრეთვე შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების“;

ე) მე-7 პუნქტში სიტყვების „თუ საქართველოს პრეზიდენტმა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა“, ხოლო სიტყვების „საქართველოს იუსტიციის საბჭოს“ შემდეგ – სიტყვები „ან შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების“.

8. 48-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებად;

ბ) პირველ და მე-2 პუნქტებში სიტყვის „ნიშნავს“ წინ დაემატოს სიტყვა „ბრძანებულებით“;

გ) მე-2 პუნქტში სიტყვების “საქართველოს იუსტიციის საბჭოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები “და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს ერთობლივი“;

დ) მე-3 პუნქტში სიტყვების “საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი“ შემდეგ დაემატოს სიტყვა “წერილობითი“.

9. 53-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

10. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის “მ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს “პ“ ქვეპუნქტად, ხოლო ამავე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “მ“, “ნ“ და “ო“ ქვეპუნქტები:

„მ) მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობა;

ნ) საპატიო მიზეზის გარეშე დადგენილ ვადაში ამ კანონის 69-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სასწავლო კურსის გაუვლელობა;

ო) ამ კანონით განსაზღვრული მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლა.“.

11. IX თავის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქართველოს“.

12. 61-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „კანონის მე-13, მე-14, მე-17, 47-ე, 57-ე და 64-ე მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვით „კანონით“.

13. 61-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების ორგანიზაცია, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.“.

14. 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „კ“ ქვეპუნქტად, ხოლო ამავე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ამ კანონის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;“.

15. 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „მ“ ქვეპუნქტად, ხოლო ამავე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე და შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ;“.

16. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

17. 69-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნული (არჩეული) მოსამართლე თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობას ვადით არა უმეტეს 3 თვისა განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო.“;

ბ) მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სამინისტროს”.

18. 72-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვის „საქართველოს” შემდეგ დაემატოს სიტყვა „საერთო”.

19. 73-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სამინისტროს“ და ამავე პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ანდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი (უმაღლესი) სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსულტანტად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, აგრეთვე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.“;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები „შესაბამისი მოსამართლის წარდგინებით“ შეიცვალოს სიტყვებით „იმ მოსამართლეთა ერთობლივი წარდგინებით, რომელთა თანაშემწედაც იგი უნდა დაინიშნოს“.

20. 73-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. რაიონულ (საქალაქო), საოლქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა თანაშემწეების რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოქმედ სასამართლოებში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო.“.

21. 75-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სამინისტროს“.

22. 76-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

23. 82-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ვრცელდება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც თანამდებობაზე დაინიშნენ ამ კანონის 46–49-ე მუხლების საფუძველზე ან გაიარეს ატესტაცია ამ კანონის 861 მუხლის შესაბამისად.“.

24. 83-ე მუხლის სათაურს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და მათი დამტკიცების წესი“.

25. 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს, მე-4 პუნქტი ჩაითვალოს მე-3 პუნქტად და ამავე პუნქტში სიტყვები „20 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „15 მაისამდე“.

26. 85-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–6 პუნქტები:

„4. ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედებამდე საქართველოს რაიონულ (საქალაქო), საოლქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა, ორგანიზაცია და უფლებამოსილება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილება, საკვალიფიკაციო ატესტაციის წესი და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, აგრეთვე მათი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, რომლის პროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს 1999 წლის 10 თებერვლამდე.

6. “მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოსამართლის ხელფასი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“

27. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 86. საქართველოს სასამართლოების უფლებამოსილებები, ორგანიზაცია და სტრუქტურა საერთო სასამართლოების ახალი სისტემის ამოქმედებამდე

1. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების არსებულ სტრუქტურებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეთ ამ კანონის მიღებიდან 1999 წლის 15 მაისამდე, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებულ სტრუქტურებს – “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებამდე. აღნიშნული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების შემდგომი განხილვის წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით.

2. 1999 წლის 15 მაისამდე რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების, აგრეთვე “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის საშტატო განრიგი და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით.

3. 1999 წლის 15 მაისამდე რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს სასამართლოებში, აგრეთვე “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებამდე საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები თანამდებობაზე ინიშნებიან (აირჩევიან) და თანამდებობიდან თავისუფლდებიან ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ადმინისტრაციულ მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, უგრძელდებათ 1999 წლის 15 მაისამდე.“

28. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 861 მუხლი:

     „მუხლი 861. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაცია

1. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები, რომლებიც თანამდებობაზე დანიშნულ (არჩეულ) იქნენ ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ექვემდებარებიან სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაციას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო ატესტაცია მოიცავს მოსამართლის ცოდნის შემოწმებას საკვალიფიკაციო გამოცდის მეშვეობით, რომელიც ტარდება ამ კანონით გათვალისწინებული წესით.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოსამართლე ვალდებულია საკვალიფიკაციო ატესტაცია გაიაროს 1999 წლის 30 აპრილამდე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო ატესტაციის დადგენილ ვადაში გაუვლელობა არის მოსამართლის თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების საფუძველი. საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის საბჭო საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით მოსამართლის თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების შესახებ.“.

29. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 871 მუხლი:

     „მუხლი 871. საქმეთა განხილვა საქართველოს საერთო სასამართლოებში. სპეციალური სასწავლო კურსის გავლის წესი

1. საქართველოს საერთო სასამართლოებში 1999 წლის 15 მაისიდან საქმეები განიხილება მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. 1999 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნული (არჩეული) მოსამართლის მიერ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო.“.

30. 88-ე მუხლში სიტყვები „20 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „15 მაისამდე“.

31. 881 მუხლის:

ა) სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს საერთო სასამართლოების უფლებამოსილების ვადა“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-3 და მე-4 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს პირველ და მე-2 პუნქტებად;

გ) მე-2 პუნქტში სიტყვები „20 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „15 მაისამდე“.

32. 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 89. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა III თავისა, 47-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, 69-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 82-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. III თავი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.

3. 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

4. 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.

5. 82-ე მუხლი ამოქმედდეს „მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 24 დეკემბერი.

№1771-რს