„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 28/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.010.04.001.003.234
  • Word
198
15/07/2008
სსმ, 17, 28/07/2008
110.050.010.04.001.003.234
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) 66-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით, 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თუ იგი არ არის საერთო სასამართლოს მოსამართლე, ვერ შეითავსებს სხვა თანამდებობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად საერთო სასამართლოს მოსამართლის არჩევის შემთხვევაში მდივანი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისთვის დადგენილი სათანადო ანაზღაურების გარეშე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№198–რს