შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31275
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 08/07/2013
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2013
ძალაში შესვლის თარიღი 08/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016225
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
31275
08/07/2013
ვებგვერდი, 12/07/2013
000000000.00.00.016225
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ
შემოსავლების სამსახური
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (19/03/2020 - 21/04/2020)

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №31275

2013 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება 50444 - ვებგვერდი, 10.12.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 23 მაისის ბრძანება №16415 - ვებგვერდი, 24.05.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №46308 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 994 ბრძანებით დამტკიცებული საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის 37 1 მუხლის მე-2 პუნქტის ვ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით დამტკიცებული შემოსავლების სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის , „პ და ქვეპუნქტების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შემოსავლების სამსახურში შეიქმნას შემოსავლების სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანო – შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

2. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს №1 დანართის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

3. დამტკიცდეს:

ა) შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი – №2 დანართის შესაბამისად;

1) ინფორმაცია გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ დანართი №21

ბ) (ამოღებულია - 26.12.2019; 46308);

გ) (ამოღებულია - 26.12.2019; 46308);

დ) საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესი – №5 დანართის შესაბამისად;

ე) მისამართები, საიდანაც შესაძლებელია საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით - დანართი N6. 

ვ) „გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის აღიარების შესახებ“ განცხადება – დანართი №7; 

ზ) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესი – დანართი №8; 

თ) მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტთან დაკავშირებით შეტყობინების ფორმა – დანართი №9.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება 50444 - ვებგვერდი, 10.12.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 23 მაისის ბრძანება №16415 - ვებგვერდი, 24.05.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №42256 - ვებგვერდი, 09.12.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №46308 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.

4. (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

5. შემოწმების აქტის პროექტზე ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის პოზიციის აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს მიერ განხილვა და გადაწყვეტილების მიღება განხორციელდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს :

) „საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პოზიციის აუდიტის დეპარტამენტში განხილვის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 მარტის 4830 ბრძანება;

ბ) „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 25 იანვრის №766 ბრძანება.

7 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი             ლაშა ხუციშვილი

 

 

დანართი 1

 
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 თებერვლის ბრძანება №7685 – ვებგვერდი, 21 .02.2014წ.
       შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 თებერვლის ბრძანება №8692 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 11 მარტის ბრძანება №13948 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №37198 - ვებგვერდი, 19.09.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №45785 - ვებგვერდი, 14.11.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №51439 - ვებგვერდი, 16.12.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 2 მარტის ბრძანება №5476 - ვებგვერდი, 04.03.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 24 მარტის ბრძანება №7857 - ვებგვერდი, 29.03.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №17164 - ვებგვერდი, 06.07.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 მარტის ბრძანება №6305 - ვებგვერდი, 27.03.2018 წ. 
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება №10157 - ვებგვერდი, 12.06.2018 წ. 
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 მარტის ბრძანება №7107 - ვებგვერდი, 22.05.2019 წ. 
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 ივლისის ბრძანება №22195 - ვებგვერდი, 05.07.2019 წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №28952 - ვებგვერდი, 22.08.2019 წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №42256 - ვებგვერდი, 09.12.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №46308 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 იანვრის ბრძანება №2047 - ვებგვერდი, 17.02.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 19 თებერვლის ბრძანება №4194 - ვებგვერდი, 25.02.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 04 მარტის ბრძანება №6369 - ვებგვერდი, 19.03.2020წ
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №8411 - ვებგვერდი, 23.03.2020წ..

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა და მოწვეული სპეციალისტები

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა

1.

ლევან კაკავა

შემოსავლების სამსახურის უფროსი, (საბჭოს თავმჯდომარე)

2.

მამუკა ბარათაშვილი

შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)

3.

ნინო ფოდიაშვილი

დავების დეპარტამენტის უფროსი

4.

რომან ბუღაძე

საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი

5.

ლევან წითელაშვილი

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

6.

შალვა კოპალეიშვილი

საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე

7.

ნინო მაისურაძე

დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

8.

შოთა ვალიშვილი

აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

9.

მერაბ არახამია

საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

 

მოწვეული სპეციალისტები

1.

ირინე სალუქვაძე

აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

2.

პაატა ბუხნიკაშვილი

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი

3.

ირაკლი ლაშხია

ანალიტიკური დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე

4.

დიმიტრი ამისულაშვილი

საბაჟო დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე

5.

მადინა მაყაშვილი

მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

6.

ლევან სირანაშვილი

საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი

 

დანართი 2

შემოსავლების  სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 მარტის ბრძანება №7107 - ვებგვერდი, 22.05.2019 წ.  

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1 . შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურებს.

2. საბჭო არის შემოსავლების სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანო, რომელიც კოლეგიურად, დახურულ სხდომაზე, განიხილავს შემოსავლების სამსახურში შემოსულ საჩივრებს, ცალკეულ საკითხებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

21. საბჭო უფლებამოსილია, სხდომაზე მოიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები (მათ შორის, ბიზნესომბუდსმენი /ბიზნესომბუდსმენის მოადგილე) და სხვა სათანადო პირები.

3. (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

4. (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

5. საბჭოს აპარატის ფუნქციებს ასრულებს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტი (შემდეგში – დავების დეპარტამენტი).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება 50444 - ვებგვერდი, 10.12.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ.

 

მუხლი 2. საკითხის მომზადება განსახილველად

1. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი შესასწავლად და განხილვისათვის მოსამზადებლად გადაეცემა დავების დეპარტამენტს.

2. დავების დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელის საჩივარს, თანდართულ მასალებთან ერთად, დასკვნისათვის უგზავნის შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

3. შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული გადასახადის გადამხდელის საჩივარზე ამზადებს დასკვნას და სათანადო მტკიცებულებებთან ერთად უგზავნის დავების დეპარტამენტს.

4. დავების დეპარტამენტს, ასევე საბჭოს წევრებს უფლება აქვთ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით, მიმართონ გადასახადის გადამხდელს და სხვა პირებს.

5. იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვა, დასკვნის მიღების ან დასკვნის მისაღებად მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საბჭოზე განსახილველად საკითხის მომზადებას, საბჭოს მომდევნო/უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენას და საბჭოს წევრებისათვის ელექტრონული ფოსტით გადაგზავნას. დღის წესრიგი თანხმდება საბჭოს თავმჯდომარესთან/მოადგილესთან.

6. საბჭოს წევრებს და გადასახადის გადამხდელს/მის წარმომადგენელს საბჭოს სხდომის გამართვის დროისა და ადგილის შესახებ დავების დეპარტამენტი ატყობინებს არსებული ტექნიკური საშუალებებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და სხვ.)

7. დავების დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელს აცნობებს, რომ სურვილის შემთხვევაში, მას მიეცემა შესაძლებლობა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით დანართი N6-ში მითითებული სერვის-ცენტრებიდან.

     შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ.
     შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 24 მარტის ბრძანება №7857 - ვებგვერდი, 29.03.2016წ.
     შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №42256 - ვებგვერდი, 09.12.2019წ.

 

მუხლი 3. საკითხის განხილვა საბჭოს სხდომაზე

1. ამ პუნქტით დადგენილი პრიორიტეტულობით, ზეპირი განხილვისას საბჭოს სხდომას წარმართავს და ხელმძღვანელობს: 

ა) შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარე; 

ბ) შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი (შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს წევრი). 

11. საბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ჩანაწერს აწარმოებს დავების დეპარტამენტის თანამშრომელი.

12. გადასახადის გადამხდელის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, დავების დეპარტამენტის თანამშრომელი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის იმ ნაწილის აუდიო ჩაწერას, რომელზეც ესწრება გადასახადის გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი.

2. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

    3.  საბჭოს თავმჯდომარის/მოადგილის ინიციატივით ან გადასახადის გადამხდელის თხოვნით, შესაძლებელია საკითხის განხილვა გადაიდოს სხვა დროისათვის.

4. განსახილველი საკითხის სირთულის გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია სხდომაზე მოიწვიოს ექსპერტი/სპეციალისტი, ხოლო გადასახადის გადამხდელის თანხმობით სხვა სათანადო პირებიც. მოწვეული სპეციალისტი, ექსპერტი ან/და სხვა სათანადო პირები ვალდებულნი არიან დაიცვან გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება. საბჭოს სხდომას შესაძლოა დაესწროს გადასახადის გადამხდელის პირადი საგადასახადო მრჩეველიც.

5. საბჭოს სხდომაზე ინფორმაციას განსახილველი საკითხის შესახებ წარადგენს მომხსენებელი სადავო გადაწყვეტილების მიმღები/გამომცემი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, თანამომხსენებელია დავების დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი.

6. საბჭო უფლებამოსილია შეაჩეროს საკითხის განხილვა და საბოლოო შეფასების ფორმირებამდე, გადასახადის გადამხდელისგან, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისგან ან/და სხვა ორგანოებისგან/პირებისგან გამოითხოვოს დასკვნა, მტკიცებულებები ან/და სხვა ინფორმაცია.

7. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილია განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, შესაძლებელია საკითხის განხილვა შეჩერდეს საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

8. განსახილველ საკითხზე საბჭო პოზიციას ამტკიცებს/შეიმუშავებს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება. განსახილველი საკითხის სირთულის გათვალისწინებით, საბჭოს გადაწყვეტილება შესაძლებელია შეუთანხმდეს სამსახურის უფროსს.

9. საბჭო უფლებამოსილია:

     ა) დააკმაყოფილოს საჩივარი;

ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი;

გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი;

დ) განუხილველად დატოვოს საჩივარი;

ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს საჩივრის განხილვა;

ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შინაარსების გაერთიანებით;

ზ) მიიღოს რეკომენდაცია დღის წესრიგში მითითებულ სხვა საკითხთან დაკავშირებით.

10. საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება ოქმი, რომელიც ვიზირებული უნდა იყოს საბჭოს იმ წევრების მიერ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საკითხის განხილვაში. სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე/მოადგილე და საბჭოს აპარატის თანამშრომელი, რომელიც ადგენს ოქმს.

11 . საბჭოს სხდომის ოქმი შესასრულებლად სავალდებულოა საგადასახადო/საბაჟო ორგანოსათვის.

12. საბჭოს სხდომაზე განხილულ საჩივართან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციის შესაბამისად, დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებასა და შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის/სამსახურის უფროსის მოადგილისათვის (დელეგირების შემთხვევაში) წარდგენას.

13 . (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელმა დეპარტამენტმა უნდა აღასრულოს მისი ძალაში შესვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემულ ვადაში მისი აღსრულება შეუძლებელია ობიექტური გარემოებების გამო.

15. შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად პასუხისმგებელმა დეპარტამენტმა შესაბამისი აქტის აღსრულების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს დავების დეპარტამენტს არაუგვიანეს აქტის აღსრულების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, ამ ბრძანების №21 დანართის შესაბამისად.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის უფროსს დავების დეპარტამენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაციის მიღების თვის 15 რიცხვამდე. აღუსრულებელი გადაწყვეტილებების შესახებ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შესწავლისა და რეაგირებისათვის სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 თებერვლის ბრძანება №7685 – ვებგვერდი, 2 1 .02.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება 50444 - ვებგვერდი, 10.12.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 24 მარტის ბრძანება №7857 - ვებგვერდი , 29.03.2016 .

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 15 მაისის ბრძანება №12765 - ვებგვერდი , 16.05.2017 .

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება №10157 - ვებგვერდი, 12.06.2018 წ.  

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 მარტის ბრძანება №7107 - ვებგვერდი, 22.05.2019 წ.  

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №38147 - ვებგვერდი, 6.11.2019 წ.  

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №42256 - ვებგვერდი, 09.12.2019წ.

 

მუხლი 4. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების წარდგენა

1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველ ორგანოს წარუდგინოს განცხადება „გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის აღიარების შესახებ“, საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების აღიარების მიზნით.

2. გადასახადის გადამხდელის/წარმომადგენლის მიერ „გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის აღიარების შესახებ“ განცხადების წარდგენა შესაძლებელია წერილობითი/ელექტრონული ფორმით, დანართი №7-ის შესაბამისად.

3. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, განცხადებას ასევე უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც სპეციალურად უნდა იყოს მითითებული ჩანაწერი ასეთი უფლებამოსილების არსებობის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №22758 - ვებგვერდი, 19.09.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის ბრძანება №2590 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №38147 - ვებგვერდი, 6.11.2019 წ.  

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №42256 - ვებგვერდი, 09.12.2019წ.

 

მუხლი 5. საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების განმარტება

1. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე საგადასახადო/საბაჟო ორგანო მიმართავს გადაწყვეტილების მიმღებ პირს.

2. გადაწყვეტილების განმარტება ხდება იმავე ფორმითა და წესით, როგორც გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №42256 - ვებგვერდი, 09.12.2019წ.

 

დანართი N21

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №42256 - ვებგვერდი, 09.12.2019წ.

ინფორმაცია

საგადასახადო/საბაჟო დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ

N

საჩივრის ავტ-

ორის

და-

სახე

ლება

ს/ნ ან პ/ნ

საგადასახადო/

საბაჟო დავაზე მიღე-

ბული შემო-

სავლების სამსა-

ხურის  ბრძანების ნომერი

საგადასახადო/

საბაჟო დავაზე მიღე-

ბული

შემო-

სავლების სამსა-

ხურის  ბრძანების თარიღი

გასა-

ჩივრებული დოკუ-მენტის ნომერი

გასა-

ჩივრე-ბული დო-

კუმენტის თარიღი

მაკორქტი-რებელი დოკუ-

მენტის ნომერი

მაკორ-

ქტი

რებელი დოკუ-

მენტის თარიღი

აღსრულების მდგომარეო-ბა

აღუს-

რულებ-

ლობის მი-

ზეზი

შენი-შვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3 (ამოღებულია)

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №46308 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.

 

 

 

დანართი 4 (ამოღებულია)

შემოსავლების სამსახურის უფროსის 201 3 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №5 6758 - ვებგვერდი, 18.11.2013წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ .

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №17923 - ვებგვერდი, 23.10.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №46308 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.

 

 

დანართი №5

     შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება 50444 - ვებგვერდი, 10.12.2014წ.

 

საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესი

     მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს გადასახადების, მოსაკრებლების ან/და სანქციის დარიცხვის შესახებ საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომზადებული „საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის“ პროექტთან (შემდგომში – აქტის პროექტი) დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე (შემდგომში − სათათბირო საბჭო) გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის (შემდგომში − გადამხდელი) წერილობითი/ელექტრონული (წარმოდგენილია www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან)) პოზიციის (შემდგომში – გადამხდელის პოზიცია) წარდგენისა და განხილვის პროცედურებს.

2. სათათბირო საბჭოს რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით განსაზღვრავს საბაჟო დეპარტამენტის უფროსი.

3. სათათბირო საბჭოს თავმჯდომარეობს საბაჟო დეპარტამენტის უფროსი. მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

4.  სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას, სათათბირო საბჭოზე განსახილველი საკითხების (დღის წესრიგის) მომზადებასა და განხილვის ოქმების (შემდგომში − სხდომის ოქმი) სისტემატიზაციას წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს საბაჟო დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველო (შემდგომში – სამართლებრივ საკითხთა  სამმართველო).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №10356 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება №10157 - ვებგვერდი, 12.06.2018 წ.  

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №17923 - ვებგვერდი, 23.10.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №38147 - ვებგვერდი, 6.11.2019 წ.  

    მუხლი 2. აქტის პროექტის მომზადება და გადამხდელისათვის გაცნობა

1. აქტის პროექტი მზადდება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განმახორციელებელი აუდიტორის (შემდგომში – აუდიტორი) მიერ.

2. აქტის პროექტი არსებითად (გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვის ან/და სანქციის შეფარდების კანონმდებლობასთან შესაბამისობის ნაწილში) შეთანხმებული უნდა იყოს საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს (შემდგომში – საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველო) უფროსთან/მის მოადგილესთან. ამასთან, აქტის პროექტში ყოველ გვერდზე მიეთითება „პროექტი“ და არ ხდება მისი დამოწმება აუდიტორის ხელმოწერით.

3. აქტის პროექტს უნდა დაერთოს მტკიცებულებები, რომლებიც წარმოადგენს გადასახადების, მოსაკრებლების ან/და სანქციის დარიცხვის საფუძველს, თუ კანონმდებლობით არ არის შეზღუდული მათი გადამხდელისათვის გაცნობა.

4. აქტის პროექტი, თანდართული მასალებით, საბაჟო დეპარტამენტის წერილით ეგზავნება გადამხდელს დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან/და შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (შემდგომში – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი) ელექტრონული ფორმით განთავსებით, ხოლო თუ ეს შესაძლებელია − ჩაჰბარდება უშუალოდ.

5. აქტის პროექტის გადამხდელისათვის გაგზავნა/ჩაბარებას უზრუნველყოფს აუდიტორი. ამასთან, აქტის პროექტის გადამხდელისათვის უშუალოდ ჩაბარებისას, გადაცემა უნდა დასტურდებოდეს წერილის მეორე ეგზემპლარზე გადამხდელის ხელმოწერითა და თარიღის მითითებით.

6. აქტის პროექტის გაგზავნასთან/ჩაბარებასთან ერთად, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველო ამზადებს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შეჩერების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს.

7. გადამხდელის პოზიციის ან ვადის გაგრძელების თაობაზე მიმართვის ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობისას, აგრეთვე აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის თანხმობის წარდგენის შემთხვევაში ან სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველო ამზადებს შეჩერებული კონტროლის განახლების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს.

8. აუდიტორი, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განახლების თაობაზე ბრძანების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, აფორმებს აქტს, რის შემდეგაც ხორციელდება საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ .
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №12188 - ვებგვერდი, 06.05.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №30473 - ვებგვერდი, 21.11.2017 წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №38147 - ვებგვერდი, 6.11.2019 წ. 

    მუხლი 3. გადამხდელის მიერ პოზიციის წარდგენა

1.  გადამხდელს უფლება აქვს, აქტის პროექტის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ან ელექტრონულად (www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან)) საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს დასაბუთებული პოზიცია აქტის პროექტთან დაკავშირებით შესაბამის მასალებთან/მტკიცებულებებთან ერთად (ასეთის არსებობისას), ან მიმართოს საბაჟო დეპარტამენტს გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით კონკრეტული ვადისა და კონკრეტული საფუძვლების მითითებით. 

2. გადამხდელის პოზიციის წარდგენა შესაძლებელია წერილობითი ან ელექტრონული (www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან)) ფორმით.

3. გადამხდელის პოზიცია ან ვადის გაგრძელების შესახებ მიმართვა ვადაში წარდგენილად ჩაითვლება იმ შემთხვევებშიც, თუ იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ჩაბარდა ფოსტას ან წარდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულში. ამასთან, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული გადამხდელის პოზიციას ან ვადის გაგრძელების შესახებ მიმართვას, თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობისას) დაუყოვნებლივ უგზავნის საბაჟო დეპარტამენტს.

4. გადამხდელის პოზიცია გადაეცემა სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს და საქონლისგაშვებისშემდგომი კონტროლის სამმართველოს.

5. გადამხდელისპოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართვის შემთხვევაში, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველო წერილობითი ან ელექტრონული ფოსტით აცნობებსგადამხდელს პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის პოზიციის წარუდგენლობის ან აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, აუდიტორი ამზადებს შეჩერებული კონტროლის განახლების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს.

7. გადამხდელის პოზიციის მომზადებისას, გადამხდელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიმართოს საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას გადამხდელისაგან ამოღებული დოკუმენტების გაცნობაან/და მათი ასლების გადაცემა. ასეთ შემთხვევაში, გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადა აითვლება მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადამხდელისათვის გაცნობის ან/და ასლების გადაცემის დღიდან.

8. გადამხდელის პოზიციის საბაჟო დეპარტამენტში წარდგენის ვადის კონტროლს ახორციელებს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველო.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №10356 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება №10157 - ვებგვერდი, 12.06.2018 წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №17923 - ვებგვერდი, 23.10.2018წ. 

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №38147 - ვებგვერდი, 6.11.2019 წ.  

    მუხლი 4. საკითხის მომზადება სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად

1. გადამხდელის პოზიცია სათათბირო საბჭოზე არ განიხილება თუ:

ა) გადამხდელის პოზიცია წარდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი ან მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის დარღვევით;

ბ) გადამხდელის პოზიცია ან მასზე თანდართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე და არ არის წარდგენილი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი;

გ) გადამხდელის პოზიცია წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ (გადამხდელის პოზიციის ელექტრონულად www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან) წარდგენის შემთხვევაში ითვლება, რომ გადამხდელის პოზიცია წარდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ);

დ) გადამხდელი სრულად ეთანხმება აქტის პროექტს;

 ე) გადამხდელის პოზიცია უკვე განხილულია სათათბირო საბჭოზე ან/და იმავე საკითხთან დაკავშირებით საჩივარი განიხილება შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზე ან შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულია აღნიშნულ საკითხზე საოქმო გადაწყვეტილება;

ვ) წარდგენილია გადამხდელის წერილობითი ინფორმაცია, სადაც ფიქსირდება აქტის პროექტთან დაკავშირებით პოზიციის წარდგენის განზრახულობის ან წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ და არ არის მითითებული მისი წარდგენის კონკრეტული ვადა. ამასთან, გადამხდელის პოზიცია საბაჟო დეპარტამენტში არ არის წარდგენილი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

2. აქტის პროექტთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ სხვადასხვა პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, სათათბირო საბჭოზე არსებითად განხილვას ექვემდებარება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ან ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის გასვლამდე წარდგენილი ბოლო პოზიცია.

3. სათათბირო საბჭოს მიერ ასევე შესაძლებელია განხილულ იქნეს აქტის პროექტთან დაკავშირებული ის საკითხებიც, რომლებიც გადამხდელის მიერ გამოთქმული იქნება საკითხის წინასწარი განხილვისას ან/და სათათბირო საბჭოს მიმდინარეობისას და რომლებიც არ არის აღნიშნული გადამხდელის წერილობით პოზიციაში.

4.  სათათბირო საბჭოზე გადამხდელის პოზიციის განხილვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფას ახორციელებს სამართლებრივ საკითხთა სამმართველო, რომელიც აუდიტორისა და გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი პოზიციის ნაწილში წინასწარ განიხილავს: აქტის პროექტს, აქტის პროექტით გათვალისწინებული გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვის ან/და სანქციის შეფარდების შესაბამისობას კანონმდებლობასთან, გადამხდელის პოზიციას, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით წარდგენილ მტკიცებულებებს (ასეთის არსებობისას). ამასთან, წინასწარი განხილვა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც შეხვედრით, ისე სატელეფონო ან ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით (ვიდეო   ჩართვის   გზით).

5. (ამოღებულია - 15.11.2017,  №30473);

6.  სამართლებრივ საკითხთა სამმართველო ამზადებს საკითხს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად, რისთვისაც გადამხდელის პოზიციას და შესაბამის მასალებს, მიღების დღიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გადასცემს/უგზავნის (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) სათათბირო საბჭოს წევრებს.

7. საბჭოს სხდომის თარიღს (არაუგვიანეს გადამხდელის პოზიციის მიღების დღიდან 15 სამუშაო დღისა) განსაზღვრავს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე.

8.  სხდომის თარიღის თაობაზე სათათბირო საბჭოს წევრებს, გადამხდელს, აუდიტორსა და სხვა მოწვეულ პირებს (ასეთის არსებობისას) სამართლებრივ საკითხთა სამმართველო აცნობებს   სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე, ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი,  ფაქსი,  ელექტრონული   ფოსტა   და   სხვა).

9. სათათბირო საბჭოს სხდომის ჩატარებამდე ან უშუალოდ სათათბირო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას გადამხდელის მიმართვის საფუძველზე ან სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა შეიძლება გადაიდოს, რის შესახებაც სამართლებრივ საკითხთა სამმართველო აცნობებს გადამხდელს წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვა).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ .

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №38628 - ვებგვერდი, 15.04.2016 წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №10356 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №30473 - ვებგვერდი, 21.11.2017 წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება №10157 - ვებგვერდი, 12.06.2018 წ.  

    მუხლი 5. საკითხის განხილვა სათათბირო საბჭოს სხდომაზე

1. სათათბირო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე.

2. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომაზე მონაწილეობს სათათბირო საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

3. სათათბიროს საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადამხდელის პოზიცია, მათ მიმართ შედგენილი აქტების პროექტებთან დაკავშირებით.

4. განსახილველი საკითხის სირთულისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო  საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სპეციალისტი/ექსპერტი, რომელიც მონაწილეობას იღებს საკითხის განხილვაში. მოწვეული სტუმარი გადაწყვეტილების მიღებისას არ სარგებლობს ხმის უფლებით და ვალდებულია დაიცვას გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება.

5. გადამხდელს ან/და მის წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს სათათბირო საბჭოს სხდომას.

6. სათათბირო საბჭოს წევრმა, გადამხდელმა/ მისმა წარმომადგენელმა ან/და სხვა მოწვეულმა პირმა შესაძლებელია სათათბირო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით).

7.  სათათბირო საბჭოზე გადამხდელის პოზიცია განიხილება, მიუხედავად იმისა, იგი მონაწილეობს თუ არა სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში. თუ გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი არ მონაწილეობის სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში, სათათბირო საბჭოს სხდომაზე გადამხდელის პოზიციას წარადგენს სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს წარმომადგენელი.

8. სათათბირო საბჭოს სხდომაზე აუდიტორის დასწრება და საკითხის განხილვაში მისი მონაწილეობა სავალდებულოა და აგრეთვე შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით). აუდიტორის არყოფნის შემთხვევაში, სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს უფროსი/მისი მოადგილე.

9.  სათათბირო საბჭოს წევრის, გადამხდელის, აუდიტორის, სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს თანამშრომლის ან/და სხვა მოწვეული პირის მიერ სათათბირო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მონაწილეობისას − ტექნიკური ხარვეზის გამო), თუ შესაბამისი პირის არყოფნამ შეიძლება ხელი შეუშალოს არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და საკითხის ობიექტურად გადაწყვეტას, საკითხის განხილვა შესაძლებელია გადაიდოს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით (ფორმდება სხდომის ოქმი), რის შესახებაც სამართლებრივ საკითხთა სამმართველო აცნობებს გადამხდელს წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი,ელექტრონული   ფოსტა   და   სხვა).

10. შემმოწმებელი აუდიტორ(ებ)ისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს თანამშრომლის მიერ სათათბირო საბჭოს წევრებს წარედგინებათ ინფორმაცია განსახილველი საკითხის შესახებ და მტკიცებულებები, რის შემდეგაც საკითხის განხილვაში ერთვება გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი (იმ შემთხვევაში, თუ იგი ესწრება სათათბირო საბჭოს   სხდომას).

11. აუდიტორი ვალდებულია, სხდომას გააცნოს ფაქტობრივი გარემოებები და აქტის პროექტით გათვალისწინებული თანხების დარიცხვის საფუძველი.

12.  სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს თანამშრომელი ვალდებულია, სხდომას გააცნოს სამმართველოს პოზიცია აქტის პროექტით გათვალისწინებული გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვის ან/და სანქციის შეფარდების კანონმდებლობასთან შესაბამისობის, გადამხდელის პოზიციის მართებულობის, ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის   შესახებ.

13. სათათბირო საბჭო სხდომაზე განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას და მტკიცებულებებს. სათათბირო საბჭოს თითოეული წევრი და აუდიტორი, რომელიც ონაწილეობს საკითხის განხილვაში, ვალდებულია დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რა დროსაც გადამხდელი/მისი წარმომადგენელი დროებით ტოვებს სხდომას.

14. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია:

  ა) დააკმაყოფილოს გადამხდელის პოზიცია;

  ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს გადამხდელის პოზიცია,

  გ) არ დააკმაყოფილოს გადამხდელის პოზიცია;

  დ) განუხილველად დატოვოს გადამხდელის პოზიცია;

  ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს გადამხდელის პოზიციის განხილვა;

 ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შინაარსების გაერთიანებით.

15. სათათბირო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება განხილვაში მონაწილე სათათბირო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით.

16.  სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილება ცხადდება სხდომაზე და განემარტება აუდიტორს, გადამხდელს (იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას) და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს წარმომადგენელს. სამართლებრივ საკითხთა სამმართველო ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს, რომელიც, ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად, ფორმდება სათათბირო   საბჭოს   სხდომის ოქმის სახით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №10356 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება №10157 - ვებგვერდი, 12.06.2018 წ.  

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №38147 - ვებგვერდი, 6.11.2019 წ.  

    მუხლი 6. სათათბირო საბჭოს მიერ საკითხის განხილვის შედეგების გაფორმება

1. სათათბირო საბჭოს სხდომაზე განხილულ თითოეულ საკითხზე ფორმდება სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმი (შემდგომში სხდომის ოქმი), რომელშიც აისახება სათათბირო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება.

2.  სხდომის ოქმს ამზადებს სამართლებრივ საკითხთა სამმართველო, სხდომის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. სხდომის ოქმი შეიძლება მომზადდეს, როგორც მატერიალური (წერილობითი), ისე ელექტრონული ფორმით.

3. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) ოქმის სათაური;

ბ) ოქმის შედგენის ადგილი, რიგითი ნომერი და თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ)  სათათბირო საბჭოს სხდომის თავმჯდომარის, განხილვაში მონაწილე სათათბირო საბჭოს წევრთა, სათათბირო საბჭოს სხდომის მდივნის, აუდიტორის და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს თანამშრომლის   სახელი, გვარი   და   თანამდებობა;

დ) გადამხდელის დასახელებ /სახელი და გვარი, საიდენტიფიკაცი /პირადი ნომერი, წარმომადგენლის ან/და მოწვეული სხვა პირების მონაცემები;

ე) განხილული საკითხის შესაბამისად, გადამხდელის პოზიციის მოკლე შინაარსი და მიღებული გადაწყვეტილება;

ვ) სხვა ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში.

4.  სხდომის ოქმს ხელს აწერენ: სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე, სათათბირო საბჭოს წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ საკითხის განხილვას და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ის თანამშრომელი, რომელმაც შეისწავლა საკითხი და განსახილველად წარადგინა სათათბირო საბჭოს სხდომაზე. სხდომის ოქმზე ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონულად ვიზირება), თუ მასზე შენიშვნის სახით არ არის დაფიქსირებული სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიცია, ნიშნავს ოქმში ასახულ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე თანხმობას.

5. სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის აქტუალობისა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო და საბაჟო ორგანოების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაიცეს ზეპირი დავალება შესაბამისი სიტუაციური სახელმძღვანელოს პროექტის მომზადების თაობაზე.

6. სხდომის ოქმის ასლი, მომზადებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს მიერ, შესაბამისი მასალების ასლებთან ერთად, ეგზავნება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს, ასევე სამართლებრივ საკითხთა სამმართველოახორციელებს სხდომის ოქმის გადამხდელისათვის გაცნობას/ჩაბარებას.

7. სხდომის ოქმის საფუძველზე, სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით:

ა) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველო ახორციელებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს;

ბ) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმებისაქტში აისახება შესაბამისი საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგებიდან, სათათბირო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებისაღსრულების შედეგებიდან, აგრეთვე კონტროლის განმახორციელებელი პირის მიერ აქტის პროექტში დამოუკიდებლად აღმოჩენილი შეცდომების/ხარვეზების გასწორების შედეგებიდან გამომდინარე საგადასახადო (მათ შორის, საბაჟო) ვალდებულებები ან/და შესაბამისი ჯარიმა, რის შემდეგაც ხორციელდება საგადასახადო /საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.

8. (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

9. (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

10. (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

11.(ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

12.(ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

13.(ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

14. (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ .

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №38628 - ვებგვერდი, 15.04.2016 წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №10356 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება №10157 - ვებგვერდი, 12.06.2018 წ.  

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №38147 - ვებგვერდი, 6.11.2019 წ.  

    მუხლი 7 . დასკვნითი დებულებები

1. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ან/და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის/მისი მოადგილის დავალების (მათ შორის, სიტყვიერი) შესაბამისად, აქტის პროექტის მიმართ გადამხდელის პოზიციის განხილვა შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული პროცედურებისაგან განსხვავებული წესით.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგალითად,საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო (მათ შორის, საბაჟო) ვალდებულებისდარიცხვასთან მიმართებაში ხანდაზმულობის ვადის გასვლა, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის კონკრეტული ვადის განსაზღვრა სასამართლოსგადაწყვეტილებით, სამართალდამცავი ორგანოს გადაწყვეტილება ან ინფორმაცია, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ გადამხდელის წერილობითი განცხადების დაკმაყოფილება და სხვა) შესაძლებელია, რომ საქონლის გაშვებისშემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის პროექტის გარეშე პირდაპირ შედგეს შემოწმების აქტი.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ .

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №38147 - ვებგვერდი, 6.11.2019 წ.  

 

დანართი №6

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ .

 

მისამართები, საიდანაც შესაძლებელია საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით

 

სერვის ენტრები:

 

ქალაქ თბილისის სერვისცენტრები

 

ქ. თბილისის ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი

ქ. თბილისი, გულუას ქუჩა №4

2 26 22 21

ელ.მისამართი info@rs.ge

 

ქ. თბილკისი. ვაკე–საბურთალოს სერვისცენტრი

კოსტავას გამზირი №68ა

2 26 18 44

2 26 18 43

ელ.მისამართი info@rs.ge

 

ქ. თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის სერვისცენტრი

აღმაშენებლის გამზირი №140ა

2 26 18 00

ელ.მისამართი info@rs.ge

 

ქ. თბილისის გლდანი–ნაძალადევის სერვისცენტრი

სარაჯიშვილის ქ. №1

2 26 18 35

ელ.მისამართი info@rs.ge

________________________________________________________

 

ქალაქ რუსთავის სერვის ცენტრები

 

ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. №36

2 26 21 17

ქ. წალკა არისტოტელეს ქ. №22

ელ.მისამართი info@rs.ge

 

________________________________________________________

ქალაქ მარნეულის სერვის ცენტრი

 

ქ. მარნეული, რუსთაველის 73

 

ქ. ბოლნისი სულხან საბას ქ. №106

ელ.მისამართი info@rs.ge

 

___________________________________________________________

ქალაქ თელავის სერვისცენტრები

 

ქ. თელავი, აღმაშენებლის გამზირი №41

2 26 22 63

2 26 22 64

2 26 22 65

 

ქ. წნორი, აღმაშენებლის ქ. №19ა

2 26 18 94

2 26 18 95

 

ქ. ლაგოდეხი, ქიზიყის ქ №25

2 26 24 25

2 26 24 26

 

ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №2ა

2 26 18 90

2 26 18 91

 

ქ. დედოფლისწყარო, ჰერეთის ქ. №82“

ელ.მისამართი info@rs.ge

 

________________________________________________________________

ქალაქ ახალციხის სერვისცენტრები

 

ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54

2 26 21 27

 

ქ. ბორჯომი, მესხეთის №5

2 26 21 72

 

ქ. ახალქალაქი, თავისუფლების №93

ელ.მისამართი info@rs.ge

 

_________________________________________________________________

ქალაქ გორის სერვისცენტრები

 

ქ. გორი, სამეფოს ქ. №50

2 26 17 68

2 26 18 60

 

ქ. ხაშური, კოსტავას ქ. №7

2 26 22 40

ელ.მისამართი info@rs.ge

_________________________________________________________________

ქალაქ მცხეთის სერვისცენტრები

 

ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17ა

2 26 18 51; 2 26 18 52

 

ქ. თიანეთი, რუსთაველის ქ. №67

ყაზბეგი, აღმაშენებლის №9, მე-2 სართული.

ელ.მისამართი info@rs.ge

 

___________________________________________________________________

ქალაქ ბათუმის სერვისცენტრები

 

ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა

2 26 17 20

2 26 17 25

 

ქ. ქობულეთი, რუსთაველის №136

ელ.მისამართი info@rs.ge

 

___________________________________________________________________

ქალაქ ქუთაისის სერვისცენტრები

 

ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილი ქ. №5

2 26 22 63; 2 26 26 51

 

ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №20

2 26 23 266 26 52

 

ქ. სამტრედია, რუსთაველის №28

ელ.მისამართი info@rs.ge

 

_________________________________________________________________

ქალაქ ზესტაფონის სერვისცენტრები

 

ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. №5

2 26 23 52

2 26 23 53

 

ქ. ჭიათურა, ნინოშვილის ქ. №5

ელ.მისამართი info@rs.ge

 

 

______________________________________________________________

ქალაქ ფოთის სერვისცენტრები

 

ქ. ფოთი, დ. თავდადებულის ქ. №4

2 26 18 20

 

ქ. სენაკი, რუსთაველის ქუჩა №235

ელ.მისამართი info@rs.ge

 

______________________________________________________________

ქალაქ ოზურგეთის სერვისცენტრი

 

ქ. ოზურგეთი, ი. შემოქმედელის №3

2 26 23 41

ელ.მისამართი info@rs.ge

 

_______________________________________________________________

ქალაქ ზუგდიდის სერვისცენტრები

 

ქ. ზუგდიდი, გამარჯვების ქ. №1

2 26 23 39 ; 2 26 23 38

 

ქ. მესტია, ილიკო გაბლიანის ქ №1

ელ.მისამართი info@rs.ge

დანართი №7

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №22758 - ვებგვერდი , 19.09.2017 წ .

 
 

განცხადება

გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის აღიარების შესახებ

 

1. გადასახადის გადამხდელი

 

 

2. საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი

 

 

3. გადაწყვეტილების თარიღი და ნომერი

 

 

4. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა

 

გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის აღიარება

5. განცხადების განმხილველი ორგანო

 

 შემოსავლების სამსახური

6. მისამართი

 

 

7. ტელეფონის ნომერი

 

 

8. წარმომადგენელი

 

 

9. წარმომადგენლის მისამართი

 

 

10. წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადამხდელის დროებითი აღრიცხვის

ბარათიდან პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადასატანი თანხა

დოკუმენტის სახე

გამოცემის

თარიღი

დოკუმენტის ნომერი

ჩაბარების თარიღი

 

  

    სულ

 

   მათ შორის

    ძირი

     ჯარიმა

     შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება

 

 

 

 

 

 

     საგადასახადო მოთხოვნა

 

 

 

 

 

 

     საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი

 

 

 

 

 

 

     სხვა   ----------------------

 

 

 

 

 

 

               

 

1 1 . განცხადებაზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი (მიუთითეთ განცხადებაზე დართული დოკუმენტ(ებ)ის დასახელება)

1 2 . დადასტურება ვადასტურებ,რომ წინამდებარე განცხადების ფორმით მოწოდებული ყველა ცნობა ნამდვილია.

 

ა)განცხადების ფურცლების საერთო რაოდენობა

 

ბ) ხელმოწერის თარიღი

 

 

გადასახადის გადამხდელის/უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა: ___________________________________ 

 

 

 

დანართი №8

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 23 მაისის ბრძანება №16415 - ვებგვერდი, 24.05.2019წ.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესი (შემდგომშიწესი) განსაზღვრავს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტთან (შემდგომშიოქმის პროექტი) დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე (შემდგომშისათათბირო საბჭო) გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის წერილობითი/ელექტრონული პოზიციის (შემდგომშიგადამხდელის პოზიცია) განხილვის პროცედურებს.

2. სათათბირო საბჭოს რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით განსაზღვრავს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

3. სათათბირო საბჭოს თავმჯდომარეობს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, მისი არყოფნის შემთხვევაში, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

4. სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას, სათათბირო საბჭოზე განსახილველი გადამხდელთა პოზიციების (დღის წესრიგის) მომზადებას და განხილვის ოქმების (შემდგომში - სხდომის ოქმი) სისტემატიზაციას წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველო (შემდგომში - სამართლებრივ საკითხთა სამმართველო).

5. სათათბირო საბჭო კოლეგიურად, დახურულ სხდომაზე, განიხილავს ოქმის პროექტთან დაკავშირებით, დეპარტამენტის კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებზე წარდგენილ გადასახადის გადამხდელის დასაბუთებულ პოზიციას, რომლითაც იგი სრულად ან ნაწილობრივ (ცალკეული ეპიზოდების მიხედვით) არ ეთანხმება ოქმის პროექტს (განხორციელებული მიმდინარე კონტროლის დროს გამოვლენილ შედეგებს) სათანადო საფუძვლებზე მითითებით.

  მუხლი 2. სათათბირო საბჭოს მუშაობის წესი

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი ოქმის პროექტს გასაცნობად უგზავნის გადასახადის გადამხდელს და ატყობინებს (№9 დანართის შესაბამისად), რომ მას აქვს უფლება, საწინააღმდეგო პოზიციის არსებობის შემთხვევაში, ოქმის პროექტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარმოადგინოს წერილობითი/ელექტრონული პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებთან ერთად.

2. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ოქმის პროექტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ან ელექტრონული ფოსტით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს გადასახადის გადამხდელის პოზიცია ოქმის პროექტთან დაკავშირებით შესაბამის მასალებთან/მტკიცებულებებთან ერთად (ასეთის არსებობისას) ან მიმართოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით, კონკრეტული ვადისა და კონკრეტული საფუძვლების მითითებით.

3. გადასახადის გადამხდელის პოზიცია ან ვადის გაგრძელების შესახებ მიმართვა ვადაში წარდგენილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ჩაბარდა ფოსტას ან წარდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულში. ამასთან, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული გადასახადის გადამხდელის პოზიციას ან მიმართვას ვადის გაგრძელებაზე, თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობისას) დაუყოვნებლივ უგზავნის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს.

4. გადასახადის გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართვის შემთხვევაში, ვადის გაგრძელების თაობაზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გადასახადის გადამხდელს ეცნობება სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს მიერ წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, და სხვა).

5. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს დაესწროს სათათბირო საბჭოს სხდომას პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია, პოზიციასთან ერთად, სათათბირო საბჭოს წარუდგინოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, მიმდინარე კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს შესაბამისი მიმდინარე კონტროლის პროცედურის ჩატარების ვადის გაგრძელების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

7. სამართლებრივ საკითხთა სამმართველო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის პოზიციის და თანდართული მასალების მიწოდებას სათათბირო საბჭოს შემადგენლობისთვის.

8. სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე განსაზღვრავს სათათბირო საბჭოს სხდომის თარიღს, მაგრამ არაუგვიანეს გადამხდელის პოზიციის მიღების დღიდან 15 სამუშაო დღისა. სხდომის თარიღს ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვა) სამართლებრივ საკითხთა სამმართველო აცნობებს გადასახადის გადამხდელს (ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), სათათბირო საბჭოს წევრებს, მიმდინარე კონტორლის პროცედურების განმახორციელებელ პირს და სხვა მოწვეულ პირებს (ასეთის არსებობისას) სხდომამდე არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე.

9. სათათბირო საბჭოს წევრმა, გადასახადის გადამხდელმა/წარმომადგენელმა ან/და სხვა მოწვეულმა პირმა (ასეთის არსებობისას) შესაძლებელია სათათბირო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით).

10. სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში შესაძლებელია მონაწილეობდეს მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი (შემდგომშიოფიცერი) ან/და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კერძო საგადასახადო ინსპექტორი უშუალოდ ან/და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით).

11. გადასახადის გადამხდელის პოზიცია სათათბირო საბჭოზე არ განიხილება (გარდა ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) თუ სახეზეა ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი პირობა:

) გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარდგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით;

) წარდგენილია გადასახადის გადამხდელის წერილობითი ინფორმაცია, სადაც ფიქსირდება ოქმის პროექტთან დაკავშირებით პოზიციის წარდგენის განზრახულობის ან წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ და არ არის მითითებული მისი წარდგენის კონკრეტული ვადა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში არ არის წარდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში;

) გადასახადის გადამხდელის პოზიცია ან მასზე თანდართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე და არ არის წარდგენილი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი;

) გადასახადის გადამხდელი სრულად ეთანხმება ოქმის პროექტს;

) გადასახადის გადამხდელის პოზიცია წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

  მუხლი 3. სათათბირო საბჭოს სხდომა

1. სათათბირო საბჭოს სხდომას წარმართავს და ხელმძღვანელობს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე.

2. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სათათბირო საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

3. სათათბირო საბჭო საკითხის განხილვისას ვალდებულია დაეყრდნოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, აგრეთვე სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს.

4. სათათბირო საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადასახადის გადამხდელის პოზიცია, მათ მიმართ შედგენილი ოქმების პროექტებთან დაკავშირებით.

5. სათათბირო საბჭოს წევრის, გადასახადის გადამხდელის (თუ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს დაესწროს სათათბირო საბჭოს სხდომას), სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს თანამშრომლის, ოფიცრის ან/და სხვა მოწვეული პირის (ასეთის არსებობისას) მიერ სათათბირო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მონაწილეობისასტექნიკური ხარვეზის გამო), საკითხის განხილვა შესაძლებელია გადაიდოს, თუ შესაბამისი პირის არყოფნამ შეიძლება ხელი შეუშალოს არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და საკითხის ობიექტურად გადაწყვეტას. ამ შემთხვევაში, ინიშნება საკითხის დამატებითი განხილვა სათათბირო საბჭოს თავჯდომარის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, რაზედაც ფორმდება სხდომის ოქმი. აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ საკითხთა სამმართველო აცნობებს გადასახადის გადამხდელს წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვა).

6. სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის/მოადგილის ინიციატივით ან გადასახადის გადამხდელის თხოვნით (თუ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს დაესწროს სათათბირო საბჭოს სხდომას) შესაძლებელია, საკითხის განხილვა გადაიდოს სხვა დროისათვის.

7. განსახილველი საკითხის სირთულისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი/სპეციალისტი და სხვა სათანადო პირები, რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება.

8. სათათბირო საბჭოს სხდომაზე ინფორმაციას განსახილველი საკითხის შესახებ წარადგენს სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი.

9. სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება გადასახადის გადამხდელის გარეშე, მხოლოდ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის (ოფიცერი, კერძო საგადასახადო ინსპექტორი) და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს იმ თანამშრომლის მონაწილეობით, რომელსაც დავალებული ჰქონდა საკითხის შესწავლა. განსახილველი საკითხის შესახებ, მათ მიერ სათათბირო საბჭოს წევრებს წარედგინებათ ინფორმაცია და მტკიცებულებები (ასეთის არსებობისას), აგრეთვე, განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რის შემდეგაც განხილვაში ერთვება გადასახადის გადამხდელი (თუ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას).

10. სათათბირო საბჭო მოისმენს გადასახადის გადამხდელის ზეპირ განმარტებას სადავო საკითხთან დაკავშირებით თითოეული ეპიზოდის მიხედვით (თუ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას), რის შემდეგაც გადასახადის გადამხდელი დროებით ტოვებს სათათბირო საბჭოს სხდომას.

11. განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება სათათბირო საბჭოს სხდომაზე დამსწრე სათათბირო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. ამასთან, დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება.

12. გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით სათათბირო საბჭო განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას და მტკიცებულებებს (ასეთის არსებობისსას) და სათათბირო საბჭოს თითოეული წევრის მიერ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციების შეჯერებისა და კოლეგიური თათბირის შემდეგ, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და აქედან გამომდინარე, უფლებამოსილია:

) დააკმაყოფილოს გადასახადის გადამხდელის პოზიცია;

) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს გადასახადის გადამხდელის პოზიცია;

) არ დააკმაყოფილოს გადასახადის გადამხდელის პოზიცია;

) განუხილველად დატოვოს გადასახადის გადამხდელის პოზიცია;

) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს გადასახადის გადამხდელის პოზიციის განხილვა;

) მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტის“–„ქვეპუნქტებში მითითებული შინაარსების გაერთიანებით.

13. სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილება ცხადდება სხდომაზე. სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილება, გადასახადის გადამხდელის პოზიციის განხილვის შედეგების შესახებ, ფორმდება სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ამზადებს სამართლებრივ საკითხთა სამმართველო გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

14. სხდომის ოქმს ხელს აწერს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე სათათბირო საბჭოს თითოეული წევრი.

15. სხდომის ოქმი შეიძლება მომზადდეს როგორც მატერიალური (წერილობითი), ისე ელექტრონული ფორმით ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ცენტრალურ აპარატში და სისტემაში შემავალ ზოგიერთ ორგანოში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვის შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად. სხდომის ოქმზე ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონულად ვიზირება), თუ ხელმომწერის მიერ ოქმში შენიშვნის სახით არ არის დაფიქსირებული განხილულ საკითხ(ებ)თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიცია, ვიზირება ნიშნავს ოქმში ასახულ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე თანხმობას.

16. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:

) ოქმის სათაური;

) ოქმის რიგითი ნომერი და თარიღი (რიცხვი,თვე,წელი);

) სათათბირო საბჭოს სხდომის თავჯდომარის, განხილვაში მონაწილე საბჭოს წევრთა, საბჭოს სხდომის მდივნის, მიმდინარე კონტროლის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა;

) გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, წარმომადგენლის ან/და მოწვეული სხვა პირების მონაცემები (ასეთის არსებობისას);

) განხილული საკითხის თითოეული ეპოზოდის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პოზიციის მოკლე შინაარსი და მიღებული გადაწყვეტილება;

) სხვა ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში.

17. სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის ასლი ეგზავნება გადასახადის გადამხდელს მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

18. სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის აქტუალობისა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაიცეს ზეპირი დავალება შესაბამისი სიტუაციური სახელმძღვანელოს პროექტის მომზადების თაობაზე.

  მუხლი 4. დასკვნითი დებულებები

1. ცალკეულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ან/და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის დავალებით, ოქმის პროექტთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის პოზიციის განხილვა შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული პროცედურებისაგან განსხვავებული წესით.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში (საკითხის სირთულიდან გამომდინარე) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით, სათათბირო საბჭო განიხილავს:

) შემოსავლების სამსახურში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში მისაღებ/მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით წამოჭრილ პრობლემატურ საკითხებს;

) დეპარტამენტში შემოსულ ცალკეულ საკითხებს ერთიანი მეთოდოლოგიური მიდგომისა და სათანადო რეკომენდაციის შემუშავების მიზნით.

 

 დანართი №9

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 23 მაისის ბრძანება №16415 - ვებგვერდი, 24.05.2019წ.

 

„–––––––––––––––––––––––“ –––––––––––––––

გადამხდელის დასახელება საიდენტ./პირადი ნომერი

მის: ––––––––––––––––––––––––––––

 

შეტყობინება

მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე

შედგენილი ოქმის პროექტთან დაკავშირებით

გასაცნობად გეგზავნებათ „––––––––––“–--ის 20–– წლის „ ––––– “ „ ––––––––––– “- ის

გადამხდელის დასახელება, რიცხვი, თვე

 

მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი.

თქვენ უფლება გაქვთ, მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში (. თბილისი, მერაბ კოსტავას 68/სიმონ ჩიქოვანის №2) წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარადგინოთ თქვენი არგუმენტირებული პოზიცია მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება თქვენი/თქვენი წარმომადგენლის მონაწილეობით. საბჭოს სხდომის თარიღისა და დროის შესახებ გეცნობებათ დამატებით.

მითითებულ ვადაში პოზიციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი გაფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით და თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გამოიყენოთ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით მონიჭებული უფლება.

დანართი: მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი --- ფურცლად.

–––––––––––––––––––––––––––––

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

–––––––––––––––––––––––––––––

გადამხდელი / უფლებამოსილი პირის ხელმოწერა/

 

 

46. 24/07/2023 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 17884 - ვებგვერდი, 26/07/2023 45. 14/03/2023 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 4838 - ვებგვერდი, 22/03/2023 44. 03/02/2023 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 1832 - ვებგვერდი, 06/02/2023 43. 04/04/2022 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 8376 - ვებგვერდი, 05/04/2022 42. 03/12/2021 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 37475 - ვებგვერდი, 08/12/2021 41. 19/08/2021 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 27041 - ვებგვერდი, 24/08/2021 40. 18/02/2021 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 3977 - ვებგვერდი, 22/02/2021 39. 29/01/2021 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 1106 - ვებგვერდი, 03/02/2021 38. 04/12/2020 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 35966 - ვებგვერდი, 07/12/2020 37. 08/07/2020 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 18666 - ვებგვერდი, 14/07/2020 36. 21/04/2020 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 11280 - ვებგვერდი, 29/05/2020 35. 19/03/2020 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 8411 - ვებგვერდი, 23/03/2020 34. 04/03/2020 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 6369 - ვებგვერდი, 19/03/2020 33. 19/02/2020 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 4194 - ვებგვერდი, 25/02/2020 32. 30/01/2020 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 2047 - ვებგვერდი, 17/02/2020 31. 26/12/2019 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 46308 - ვებგვერდი, 30/12/2019 30. 04/12/2019 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 42256 - ვებგვერდი, 09/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 01/11/2019 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 38147 - ვებგვერდი, 06/11/2019 28. 19/08/2019 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 28952 - ვებგვერდი, 22/08/2019 27. 03/07/2019 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 22195 - ვებგვერდი, 05/07/2019 26. 23/05/2019 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 16415 - ვებგვერდი, 24/05/2019 25. 25/03/2019 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 7107 - ვებგვერდი, 22/05/2019 24. 12/07/2018 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 17923 - ვებგვერდი, 23/10/2018 23. 30/04/2018 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 10157 - ვებგვერდი, 12/06/2018 22. 23/03/2018 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 6305 - ვებგვერდი, 27/03/2018 21. 07/02/2018 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 2590 - ვებგვერდი, 26/02/2018 20. 15/11/2017 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 30473 - ვებგვერდი, 21/11/2017 19. 30/08/2017 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 22758 - ვებგვერდი, 19/09/2017 18. 21/08/2017 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 22038 - ვებგვერდი, 24/08/2017 17. 26/06/2017 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 17164 - ვებგვერდი, 06/07/2017 16. 15/05/2017 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 12765 - ვებგვერდი, 16/05/2017 15. 28/04/2016 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 12188 - ვებგვერდი, 06/05/2016 14. 18/04/2016 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 10356 - ვებგვერდი, 19/04/2016 13. 16/10/2015 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 38628 - ვებგვერდი, 15/04/2016 12. 24/03/2016 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 7857 - ვებგვერდი, 29/03/2016 11. 02/03/2016 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 5476 - ვებგვერდი, 04/03/2016 10. 13/07/2015 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 25212 - ვებგვერდი, 17/07/2015 9. 11/12/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 51439 - ვებგვერდი, 16/12/2014 8. 05/12/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 50444 - ვებგვერდი, 10/12/2014 7. 05/11/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 45785 - ვებგვერდი, 14/11/2014 6. 22/09/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 40531 - ვებგვერდი, 10/11/2014 5. 18/08/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 37198 - ვებგვერდი, 19/09/2014 4. 11/03/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 13948 - ვებგვერდი, 17/03/2014 3. 18/02/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 8692 - ვებგვერდი, 24/02/2014 2. 12/02/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 7685 - ვებგვერდი, 21/02/2014 1. 11/11/2013 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 56758 - ვებგვერდი, 18/11/2013